პოლიტიკა
საზოგადოება

13

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 16:05-ზე, მთვარე კირჩხიბშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის; ინტიმური ურთიერთობისა და ჩასახვისათვის. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფხაზეთში "საქართველოს ჯაშუში" დააკავეს - "მიწას ამუშავებდა, მანდარინს ყიდდა და ხელყუმბარა აღმოუჩინესო..."
აფხაზეთში "საქართველოს ჯაშუში" დააკავეს - "მიწას ამუშავებდა, მანდარინს ყიდდა და ხელყუმბარა აღმოუჩინესო..."

აფხა­ზუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, ად­გი­ლობ­რივ­მა ე.წ. უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა 25 იან­ვარს, ტყვარ­ჩე­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფე­ლი წარ­ჩეს მკვიდ­რი, 57 წლის გია ფა­რუ­ლა­ვა "სა­ქარ­თვე­ლოს სა­სარ­გებ­ლოდ ჯა­შუ­შო­ბის" ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვა. Абхаз Авто-ს ცნო­ბით, ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე ჯა­შუ­შო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, და­კა­ვე­ბის შემ­დეგ გა­ჩხრი­კეს და ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა და სხვა ტი­პის საბ­რძო­ლო ია­რა­ღე­ბი უპო­ვეს.

აფხა­ზე­თის ე.წ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლის მი­მართ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე სხვა ქვეყ­ნის­თვის ჯა­შუ­შო­ბის მუხ­ლით აღიძ­რა, რაც სხვა სა­ხელ­მწი­ფოს­თვის და მისი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­ცე­მას, ასე­ვე, საბ­რძო­ლო ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვას გუ­ლის­ხმობს. ბრალ­დე­ბულს ორი თვით წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და, ის ამ­ჟა­მად აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო იზო­ლა­ტორ­ში იმ­ყო­ფე­ბა.

აფხა­ზე­ბის თქმით, ეჭვგა­რე­შეა, რომ ფა­რუ­ლა­ვას და­კა­ვე­ბას სხვა სა­ფუძ­ვე­ლი აქვს, რად­გან ია­რა­ღის ქონა-შე­ნახ­ვა რე­გი­ონ­ში არა­ვის უკ­ვირს, მით უფრო, რომ არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც სახ­ლში, სარ­დაფ­სა და ავ­ტო­ფა­რეხ­ში გა­ცი­ლე­ბით მძი­მე ტექ­ნი­კა აქვთ. ამას­თან, ია­რა­ღის ქონა შპო­ი­ნაჟ­თან არა­ვი­თარ კავ­შირ­ში არ არის.

"შპი­ონს ია­რა­ღის ტა­რე­ბა-შე­ნახ­ვა ევა­ლე­ბა, თუ ინ­ფორ­მა­ცი­ის მოგ­რო­ვე­ბა? მე ქარ­თვე­ლე­ბის ად­ვო­კა­ტო­ბას არ ვა­პი­რებ, მით უფრო არ სჭირ­დე­ბათ, მაგ­რამ რაც მი­ნა­ხავს და გა­მი­გია - ასეთ საქ­მე­ში ეჭ­ვმი­ტა­ნილს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბად ინ­ფორ­მა­ცი­ას უქ­ვეყ­ნე­ბენ და არა - ია­რაღს... იქ­ნებ სხვა მე­თო­დე­ბი გა­მო­ი­ყე­ნონ რუ­სე­თის ნდო­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად და გუ­ლის მო­სა­გე­ბად. ან პირ­და­პირ გა­ყა­რონ ეს ქარ­თვე­ლე­ბი, გარ­შე­მო რას უვ­ლი­ან. სირ­ცხვი­ლია ბა­ტო­ნე­ბო!.." - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვარ­ლამ ბა­ღაფ­ში.

"მე ვიცი, რომ წე­სი­ე­რი, პა­ტი­ო­სა­ნი და მშრო­მე­ლი კა­ცია. სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, მი­წას ამუ­შა­ვებ­და, მან­და­რინს ყიდ­და, თხილს აგ­რო­ვებ­და... სამ­ხედ­რო-სა­ინ­ჟინ­რო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ელექტრო­დე­ტო­ნა­ტო­რი, ხელ­ყუმ­ბა­რა და 5,45 მმ კა­ლიბ­რის ტყვი­ე­ბი აღ­მო­უ­ჩი­ნე­სო...

ანუ ლო­გი­კის თა­ნახ­მად - შპი­ო­ნი კი არა, დი­ვერ­სან­ტი ყო­ფი­ლა და ხომ არ ჯო­ბია, ჯერ ჩა­მო­ყა­ლიბ­დნენ? შპი­ო­ნი სა­დაზ­ვერ­ვო ინ­ფორ­მა­ცი­ებს მო­ი­პო­ვებს, ია­რაღს კი არა და ცნო­ბის­თვის, აფეთ­ქე­ბებს კი არ აწყობს, ჩუ­მად მუ­შა­ობს.. რაც უფრო მეტს "შპი­ონს" და­ი­ჭერთ, მით მეტ პრე­მი­ას მი­ი­ღებთ, არა?" - წე­რენ Абхаз Авто-ს კო­მენ­ტა­რებ­ში.

"რად უნდა სა­ქარ­თვე­ლოს აქ შპი­ო­ნის შე­მოშ­ვე­ბა, რა მო­ნა­ცე­მე­ბი გვაქვს ისე­თი, რაც მი­უწ­ვდო­მე­ლია?! აფხა­ზე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში და­დი­ან, პას­პორ­ტებ­სა და კრე­დი­ტებს იღე­ბენ, უფა­სოდ მკურ­ნა­ლო­ბენ და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, უფრო მეტს მო­უყ­ვე­ბი­ან აქა­უ­რო­ბა­ზე, ვიდ­რე ვი­ღაც წარ­ჩე­ლი გლე­ხი ფა­რუ­ლა­ვა," - წერს ერთ-ერთი აფხა­ზი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა როლი აქვს მიმდინარე პროცესებში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს - როგორ აფასებენ დეპუტატები მის განცხადებებს
ავტორი:

აფხაზეთში "საქართველოს ჯაშუში" დააკავეს - "მიწას ამუშავებდა, მანდარინს ყიდდა და ხელყუმბარა აღმოუჩინესო..."

აფხაზეთში "საქართველოს ჯაშუში" დააკავეს - "მიწას ამუშავებდა, მანდარინს ყიდდა და ხელყუმბარა აღმოუჩინესო..."

აფხაზური მედიის ცნობით, ადგილობრივმა ე.წ. უშიშროების სამსახურმა 25 იანვარს, ტყვარჩელის რაიონის სოფელი წარჩეს მკვიდრი, 57 წლის გია ფარულავა "საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობის" ბრალდებით დააკავა. Абхаз Авто-ს ცნობით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე, დაკავების შემდეგ გაჩხრიკეს და ასაფეთქებელი მოწყობილობა და სხვა ტიპის საბრძოლო იარაღები უპოვეს.

აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების ინფორმაციით, დაკავებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმე სხვა ქვეყნისთვის ჯაშუშობის მუხლით აღიძრა, რაც სხვა სახელმწიფოსთვის და მისი წარმომადგენლებისთვის სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციის გადაცემას, ასევე, საბრძოლო იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. ბრალდებულს ორი თვით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, ის ამჟამად აფხაზეთის ტერიტორიაზე საგამოძიებო იზოლატორში იმყოფება.

აფხაზების თქმით, ეჭვგარეშეა, რომ ფარულავას დაკავებას სხვა საფუძველი აქვს, რადგან იარაღის ქონა-შენახვა რეგიონში არავის უკვირს, მით უფრო, რომ არიან ადამიანები, რომელთაც სახლში, სარდაფსა და ავტოფარეხში გაცილებით მძიმე ტექნიკა აქვთ. ამასთან, იარაღის ქონა შპოინაჟთან არავითარ კავშირში არ არის.

"შპიონს იარაღის ტარება-შენახვა ევალება, თუ ინფორმაციის მოგროვება? მე ქართველების ადვოკატობას არ ვაპირებ, მით უფრო არ სჭირდებათ, მაგრამ რაც მინახავს და გამიგია - ასეთ საქმეში ეჭვმიტანილს მტკიცებულებად ინფორმაციას უქვეყნებენ და არა - იარაღს... იქნებ სხვა მეთოდები გამოიყენონ რუსეთის ნდობის მოსაპოვებლად და გულის მოსაგებად. ან პირდაპირ გაყარონ ეს ქართველები, გარშემო რას უვლიან. სირცხვილია ბატონებო!.." - წერს სოციალურ ქსელში ვარლამ ბაღაფში.

"მე ვიცი, რომ წესიერი, პატიოსანი და მშრომელი კაცია. სოფლის მეურნეობით იყო დაკავებული, მიწას ამუშავებდა, მანდარინს ყიდდა, თხილს აგროვებდა... სამხედრო-საინჟინრო დანიშნულების ელექტროდეტონატორი, ხელყუმბარა და 5,45 მმ კალიბრის ტყვიები აღმოუჩინესო...

ანუ ლოგიკის თანახმად - შპიონი კი არა, დივერსანტი ყოფილა და ხომ არ ჯობია, ჯერ ჩამოყალიბდნენ? შპიონი სადაზვერვო ინფორმაციებს მოიპოვებს, იარაღს კი არა და ცნობისთვის, აფეთქებებს კი არ აწყობს, ჩუმად მუშაობს.. რაც უფრო მეტს "შპიონს" დაიჭერთ, მით მეტ პრემიას მიიღებთ, არა?" - წერენ Абхаз Авто-ს კომენტარებში.

"რად უნდა საქართველოს აქ შპიონის შემოშვება, რა მონაცემები გვაქვს ისეთი, რაც მიუწვდომელია?! აფხაზეთის მოქალაქეები საქართველოში დადიან, პასპორტებსა და კრედიტებს იღებენ, უფასოდ მკურნალობენ და დარწმუნებული ვარ, უფრო მეტს მოუყვებიან აქაურობაზე, ვიდრე ვიღაც წარჩელი გლეხი ფარულავა," - წერს ერთ-ერთი აფხაზი ინტერნეტმომხმარებელი.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"