მსოფლიო
საზოგადოება

9

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 12:56-ზე, მთვარე კირჩხიბშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
პოლიტიკა
სამხედრო
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რეალურად, რამდენი კონტინენტია დედამიწაზე - საკითხი, რომელზეც მსოფლიო დავობს
რეალურად, რამდენი კონტინენტია დედამიწაზე - საკითხი, რომელზეც მსოფლიო დავობს

კონ­ტი­ნენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის შე­სა­ხებ ბევ­რს მსჯე­ლო­ბენ - მათ შო­რის, ონ­ლა­ინ­ფო­რუ­მებ­ზეც.

ინ­ტერ­ნეტ­ში მო­ძი­ე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბე­ბის რამ­დე­ნი­მე ვერ­სია - შვი­დი, ექ­ვსი, ხუთი და ოთხი კონ­ტი­ნენ­ტის შე­სა­ხებ.

შვი­დი კონ­ტი­ნენ­ტის მო­დელს უმე­ტე­სად ჩი­ნეთ­ში, ინ­დო­ეთ­ში, პა­კის­ტან­ში, ფი­ლი­პი­ნებ­ზე, და­სავ­ლეთ ევ­რო­პა­სა და ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი ქვეყ­ნე­ბის უმე­ტეს ნა­წილ­ში ას­წავ­ლი­ან.

ექ­ვსი კონ­ტი­ნენ­ტის შე­სა­ხებ, სა­დაც ევ­რო­პა და აზია ერთ კონ­ტი­ნენ­ტად - ევ­რა­ზი­ად მო­ი­აზ­რე­ბა, უმე­ტე­სად რუ­სეთ­ში, აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­სა და ია­პო­ნი­ა­ში ის­წავ­ლე­ბა. ასე­ვე 6 კონ­ტი­ნენ­ტი­ა­ნი მო­დე­ლი, სა­დაც ჩრდი­ლო­ეთ და სამ­ხრეთ ამე­რი­კე­ბია გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი, სწო­რად მი­იჩ­ნე­ვა საფ­რან­გეთ­ში, იტა­ლი­ა­ში, პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში, ეს­პა­ნეთ­ში, რუ­მი­ნეთ­ში, ლა­თი­ნურ ამე­რი­კა­სა და სა­ბერ­ძნეთ­ში.

დე­და­მი­წის ხუთ­კონ­ტი­ნენ­ტი­ა­ნი მო­დე­ლი კი ამა­ვე მო­საზ­რე­ბი­დან არის მი­ღე­ბუ­ლი, ან­ტარ­ქტი­კის გა­მო­რი­ცხვით (რად­გან აღ­ნიშ­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რია და­სახ­ლე­ბუ­ლი არ არის).

ოთხკონ­ტი­ნენ­ტი­ა­ნი მო­დე­ლი ერ­თად აჯ­გუ­ფებს ევ­რო­პას, აზი­ა­სა და აფ­რი­კას, გა­მო­რი­ცხავს ან­ტარ­ქტი­კას.

გა­სულ წელს კი მეც­ნი­ე­რებ­მა სა­ვა­რა­უ­დო მერ­ვე კონ­ტი­ნენ­ტის აღ­მო­ჩე­ნის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­დეს. გე­ო­ლო­გებ­მა მი­აგ­ნეს ზი­ლან­დი­ას, 4.9 მი­ლი­ო­ნი კვად­რა­ტუ­ლი კი­ლო­მეტ­რის მო­ცუ­ლო­ბის მი­წის მა­სას, რომ­ლის 94% წყლით არის და­ფა­რუ­ლი. 11 მეც­ნი­ე­რი, რო­მე­ლიც ზი­ლან­დი­ის კონ­ტი­ნენ­ტად აღი­ა­რე­ბის თე­ო­რი­ას უჭერ­და მხარს, აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ზი­ლან­დია დე­და­მი­წის და­ფა­რუ­ლი კონ­ტი­ნენ­ტია და სრუ­ლი­ად სა­მარ­თლი­ა­ნად მერ­ვე კონ­ტი­ნენ­ტად უნდა იქ­ნეს მიჩ­ნე­უ­ლი.

National Geographic კი წერს, რომ დე­და­მი­წა­ზე 7 კონ­ტი­ნენ­ტია - ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კა, სამ­ხრეთ ამე­რი­კა, ევ­რო­პა, აფ­რი­კა, აზია, ავ­სტრა­ლია, ან­ტარ­ქტი­კა, ზი­ლან­დია კი მა­და­გას­კარ­თან, კერ­გე­ლე­ნის პლა­ტოს­თან და იან-მა­ი­ენ­თან ერ­თად მიკ­რო­კონ­ტი­ნენ­ტად არის აღ­ნიშ­ნუ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დაიწყო თუ არა ინტერპოლმა წითელი ცირკულარით გიორგი ბაჩიაშვილის ძებნა და რა ხდება მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე
ავტორი:

რეალურად, რამდენი კონტინენტია დედამიწაზე - საკითხი, რომელზეც მსოფლიო დავობს

რეალურად, რამდენი კონტინენტია დედამიწაზე - საკითხი, რომელზეც მსოფლიო დავობს

კონტინენტების რაოდენობის შესახებ ბევრს მსჯელობენ - მათ შორის, ონლაინფორუმებზეც.

ინტერნეტში მოძიებული მასალების მიხედვით, არსებობს მოსაზრებების რამდენიმე ვერსია - შვიდი, ექვსი, ხუთი და ოთხი კონტინენტის შესახებ.

შვიდი კონტინენტის მოდელს უმეტესად ჩინეთში, ინდოეთში, პაკისტანში, ფილიპინებზე, დასავლეთ ევროპასა და ინგლისურენოვანი ქვეყნების უმეტეს ნაწილში ასწავლიან.

ექვსი კონტინენტის შესახებ, სადაც ევროპა და აზია ერთ კონტინენტად - ევრაზიად მოიაზრება, უმეტესად რუსეთში, აღმოსავლეთ ევროპასა და იაპონიაში ისწავლება. ასევე 6 კონტინენტიანი მოდელი, სადაც ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკებია გაერთიანებული, სწორად მიიჩნევა საფრანგეთში, იტალიაში, პორტუგალიაში, ესპანეთში, რუმინეთში, ლათინურ ამერიკასა და საბერძნეთში.

დედამიწის ხუთკონტინენტიანი მოდელი კი ამავე მოსაზრებიდან არის მიღებული, ანტარქტიკის გამორიცხვით (რადგან აღნიშნული ტერიტორია დასახლებული არ არის).

ოთხკონტინენტიანი მოდელი ერთად აჯგუფებს ევროპას, აზიასა და აფრიკას, გამორიცხავს ანტარქტიკას.

გასულ წელს კი მეცნიერებმა სავარაუდო მერვე კონტინენტის აღმოჩენის შესახებ განაცხადეს. გეოლოგებმა მიაგნეს ზილანდიას, 4.9 მილიონი კვადრატული კილომეტრის მოცულობის მიწის მასას, რომლის 94% წყლით არის დაფარული. 11 მეცნიერი, რომელიც ზილანდიის კონტინენტად აღიარების თეორიას უჭერდა მხარს, აღნიშნავენ, რომ ზილანდია დედამიწის დაფარული კონტინენტია და სრულიად სამართლიანად მერვე კონტინენტად უნდა იქნეს მიჩნეული.

National Geographic კი წერს, რომ დედამიწაზე 7 კონტინენტია - ჩრდილოეთ ამერიკა, სამხრეთ ამერიკა, ევროპა, აფრიკა, აზია, ავსტრალია, ანტარქტიკა, ზილანდია კი მადაგასკართან, კერგელენის პლატოსთან და იან-მაიენთან ერთად მიკროკონტინენტად არის აღნიშნული.