პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ნენსკრა ჰესი“ ექსპლუატაციაში 2025 წლისთვის შევა
„ნენსკრა ჰესი“ ექსპლუატაციაში 2025 წლისთვის შევა

„ნენ­სკრა ჰიდ­რო” აკ­მა­ყო­ფი­ლებს ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარტს და ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ის­თვის ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის და­საქ­მე­ბა ერთ-ერთი მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტია. არა­მარ­ტო სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ებ­ზე, არა­მედ, ოპე­რი­რე­ბის პე­რი­ოდ­შიც მაქ­სი­მა­ლუ­რად და­საქმდე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა“,— გა­ნუ­ცხა­და რა­დიო „კო­მერ­სანტს“ „ნენ­სკრა ჰიდ­როს” ოპე­რა­ცი­ე­ბის მარ­თვის დი­რექ­ტორ­მა თე­ი­მუ­რაზ კო­პა­ძემ.

„ნენ­სკრა ჰე­სის“ მშე­ნებ­ლო­ბა სვა­ნე­თის რე­გი­ონ­ში, კერ­ძოდ მდი­ნა­რე ნენ­სკრა­ზე, ჭუ­ბე­რის ხე­ო­ბა­შია და­გეგ­მი­ლი. მისი სიმ­ძლავ­რე 280 მე­გა­ვა­ტი იქ­ნე­ბა. იგი სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს მი­ვი­ღოთ და­მა­ტე­ბი­თი 1,200 000 000 კი­ლო­ვა­ტი სა­ა­თი ენერ­გია წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. პრო­ექ­ტი­რე­ბის ეტაპ­ზე გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იქნა მთე­ლი რიგი ნი­უ­ან­სე­ბი, მათ შო­რის, ქარ­თუ­ლი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ბაზ­რის მოხ­მა­რე­ბის რე­ჟი­მე­ბი, იგი გათ­ვლი­ლია ზამ­თრის დე­ფი­ცი­ტურ სე­ზონ­ზე ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­მო­მუ­შა­ვე­ბის­თვის. სწო­რედ ამან გა­ნა­პი­რო­ბა, რომ ჰესი მა­ღალ­კაშხლი­ა­ნი რე­ზერ­ვუ­ა­რით, წყალ­სა­ცა­ვი­თაა და­გეგ­მი­ლი, რომ­ლის ფარ­თო­ბიც 4 კმ-მდე იქ­ნე­ბა. შე­და­რე­ბის­თვის, „ენ­გურ­ჰე­სის“ წყალ­სა­ცა­ვი 15 კმ-ს შე­ად­გენს. ჩვე­ნი ჰესი ამ მხრივ, პა­ტა­რაა, თუმ­ცა გე­ნე­რა­ცი­ის კუ­თხით საკ­მა­ოდ დიდ წვლილს შე­ი­ტანს სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გო მო­მა­რა­გე­ბა­ში“, - ამ­ბობს თე­ი­მუ­რაზ კო­პა­ძე.

რაც შე­ე­ხე­ბა, ჰე­სის კონ­ფი­გუ­რა­ცი­ას, კო­პა­ძის გან­მარ­ტე­ბით, იგი შედ­გე­ნი­ლია იმგვა­რად, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი და მათ­ზე ზე­გავ­ლე­ნა. „შე­დე­გად, მი­ვი­ღეთ კაშხლის ისე­თი ლო­კა­ცია, რო­მე­ლიც უახ­ლო­ეს და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტს 7კმ-ით არის მო­შო­რე­ბუ­ლი და მი­ნი­მუ­მამ­დეა დაყ­ვა­ნი­ლი ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე ზე­გავ­ლე­ნა. ამას­თა­ნა­ვე, ინ­ჟინ­რუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­დე­გად, მი­ღე­ბულ იქ­ნე­ბა სქე­მა - მდი­ნა­რე ნენ­სკრას პა­რა­ლე­ლუ­რი ხე­ო­ბი­დან, მდი­ნა­რე ნაკ­რა­დან მოხ­დე­ბა წყლის და­მა­ტე­ბი­თი რე­სურ­სის გა­დაგ­დე­ბა ნენ­სკრას რე­ზერ­ვუ­არ­ში, რაც კი­დევ უფრო გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს ნენ­სკრას გე­ნე­რა­ცი­ულ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს“, — გან­მარ­ტავს „ნენ­სკრა ჰიდ­როს“ ოპე­რა­ცი­ე­ბის მარ­თვის დი­რექ­ტო­რი.

„პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბა, ჯერ კი­დევ, 2011-2012 წლებ­ში და­ი­წყო. საკ­მა­ოდ გრძე­ლი ეტა­პი გა­ი­ა­რა კვლე­ვის პრო­ექ­ტი­რე­ბის, სტან­დარ­ტებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბის დად­გე­ნის, შე­თან­ხმე­ბე­ბის თვალ­საზ­რი­სით სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტებ­თან და მათ სტან­დარ­ტებ­თან. ჩვენ გვაქვს სა­ბო­ლოო პრო­ექ­ტი —ნენ­სკრა აკ­მა­ყო­ფი­ლებს ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარტს და, რა თქმა უნდა, ქარ­თულ სტან­დარტს“, - გა­ნა­ცხა­და თე­ი­მუ­რაზ კო­პა­ძემ რა­დიო „კო­მერ­სან­ტის“ ეთერ­ში.

მისი თქმით, ამ ეტაპ­ზე ნენ­სკრას ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რის მშე­ნებ­ლო­ბის­თვის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. რაც მი­სას­ვლე­ლი გზე­ბის მომ­ზა­დე­ბას, ხი­დე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა­სა და იმ ინფრას­ტრუქ­ტუ­რის შექ­მნას გუ­ლის­ხმობს, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია ძი­რი­თა­დი სა­მუ­შა­ო­ე­ბის და­წყე­ბის­თვის. ჰესი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში 2025 წლის­თვის შევა.

„ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ის­თვის ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის და­საქ­მე­ბა ერთ-ერთი მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტია. არა­მარ­ტო მშე­ნებ­ლო­ბით სა­მუ­შა­ო­ებ­ზე, არა­მედ, ოპე­რი­რე­ბის პე­რი­ოდ­შიც მაქ­სი­მა­ლუ­რად და­საქმდე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა. ამ ეტაპ­ზე თა­მა­მად შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ,რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი 100%-ით არი­ან და­საქ­მე­ბუ­ლი. აქე­დან 90%-ზე მეტი ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბაა. შემ­დგომ ეტაპ­ზე, როცა გე­ნე­რა­ლუ­რი კონ­ტრაქ­ტო­რი შე­მო­ვა და მას­შტა­ბუ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­ი­წყე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად გვექ­ნე­ბა იგი­ვე მო­თხოვ­ნა უკვე გე­ნე­რა­ლურ კონ­ტრაქ­ტორ­თან, რომ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი და­საქმდნენ და ეს სა­ტენ­დერო მო­თხოვ­ნე­ბის ერთ-ერთი ძი­რი­თა­დი პუნ­ქტი გახ­ლავთ.

ჩვე­ნი კომ­პა­ნია კო­რე­ის წყლის რე­სურ­სე­ბის კომ­პა­ნი­აა, რო­მე­ლიც ერთ-ერთი დი­დია კო­რე­ა­ში. ის მარ­თავს სე­უ­ლის წყლის გა­ნა­წი­ლე­ბის სის­ტე­მებს, ამას­თა­ნა­ვე, მხო­ლოდ კო­რე­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 16 ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გურს მარ­თავს. აქვს საკ­მა­ოდ დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა­სა და ოპე­რი­რე­ბა­ში.

თა­ვის­თა­ვად, მსგავ­სი მსხვი­ლი კომ­პა­ნია დიდი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა და ამ შემ­თხვე­ვა­ში, არც სა­ქარ­თვე­ლო და კონ­კრე­ტუ­ლი პრო­ექ­ტი იქ­ნე­ბა გა­მო­ნაკ­ლი­სი. უკვე და­წყე­ბუ­ლია მთელ რიგ სო­ცი­ა­ლურ პრო­ექ­ტებ­ზე მუ­შა­ო­ბა. გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ბი­უ­ჯე­ტი და იგი მო­ი­ცავს სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბას, მათ შო­რის, მცი­რე ბიზ­ნე­სის ხელ­შე­წყო­ბას, სა­დაც ჩარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა - ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სხვა­დას­ხვა პროგ­რა­მის, კო­ო­პე­რა­ტი­ვი­სა და სხვა იუ­რი­დი­უ­ლი წარ­მო­ნაქ­მნე­ბის ხელ­შე­წყო­ბას. ჩვენ­თან გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მთე­ლი რიგი ტრე­ნინ­გე­ბი და გა­დამ­ზა­დე­ბის კომ­პო­ნენ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც 2019 წელს შევ­თა­ვა­ზებთ ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას, რათა გე­ნე­რა­ლუ­რი კონ­ტრაქ­ტორს მშე­ნებ­ლო­ბის ეტაპ­ზე შევ­თა­ვა­ზოთ ად­გი­ლობ­რი­ვი, გა­დამ­ზა­დე­ბუ­ლი, კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მუ­შა­ხე­ლი“, - ამ­ბობს თე­ი­მუ­რაზ კო­პა­ძე.

წყა­რო: „კო­მერ­სან­ტი“

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

„ნენსკრა ჰესი“ ექსპლუატაციაში 2025 წლისთვის შევა

„ნენსკრა ჰესი“ ექსპლუატაციაში 2025 წლისთვის შევა

„ნენსკრა ჰიდრო” აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს და ჩვენი კომპანიისთვის ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. არამარტო სამშენებლო სამუშაოებზე, არამედ, ოპერირების პერიოდშიც მაქსიმალურად დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა“,— განუცხადა რადიო „კომერსანტს“ „ნენსკრა ჰიდროს” ოპერაციების მართვის დირექტორმა თეიმურაზ კოპაძემ.

„ნენსკრა ჰესის“ მშენებლობა სვანეთის რეგიონში, კერძოდ მდინარე ნენსკრაზე, ჭუბერის ხეობაშია დაგეგმილი. მისი სიმძლავრე 280 მეგავატი იქნება. იგი საშუალებას მოგვცემს მივიღოთ დამატებითი 1,200 000 000 კილოვატი საათი ენერგია წლის განმავლობაში. პროექტირების ეტაპზე გათვალისწინებული იქნა მთელი რიგი ნიუანსები, მათ შორის, ქართული ელექტროენერგიის ბაზრის მოხმარების რეჟიმები, იგი გათვლილია ზამთრის დეფიციტურ სეზონზე ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის. სწორედ ამან განაპირობა, რომ ჰესი მაღალკაშხლიანი რეზერვუარით, წყალსაცავითაა დაგეგმილი, რომლის ფართობიც 4 კმ-მდე იქნება. შედარებისთვის, „ენგურჰესის“ წყალსაცავი 15 კმ-ს შეადგენს. ჩვენი ჰესი ამ მხრივ, პატარაა, თუმცა გენერაციის კუთხით საკმაოდ დიდ წვლილს შეიტანს საქართველოს ენერგო მომარაგებაში“, - ამბობს თეიმურაზ კოპაძე.

რაც შეეხება, ჰესის კონფიგურაციას, კოპაძის განმარტებით, იგი შედგენილია იმგვარად, რომ მაქსიმალურად გათვალისწინებული ყოფილიყო მოსახლეობის ინტერესები და მათზე ზეგავლენა. „შედეგად, მივიღეთ კაშხლის ისეთი ლოკაცია, რომელიც უახლოეს დასახლებულ პუნქტს 7კმ-ით არის მოშორებული და მინიმუმამდეა დაყვანილი ადგილობრივ მოსახლეობაზე ზეგავლენა. ამასთანავე, ინჟინრული გადაწყვეტილების შედეგად, მიღებულ იქნება სქემა - მდინარე ნენსკრას პარალელური ხეობიდან, მდინარე ნაკრადან მოხდება წყლის დამატებითი რესურსის გადაგდება ნენსკრას რეზერვუარში, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს ნენსკრას გენერაციულ შესაძლებლობებს“, — განმარტავს „ნენსკრა ჰიდროს“ ოპერაციების მართვის დირექტორი.

„პროექტზე მუშაობა, ჯერ კიდევ, 2011-2012 წლებში დაიწყო. საკმაოდ გრძელი ეტაპი გაიარა კვლევის პროექტირების, სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის, შეთანხმებების თვალსაზრისით სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და მათ სტანდარტებთან. ჩვენ გვაქვს საბოლოო პროექტი —ნენსკრა აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს და, რა თქმა უნდა, ქართულ სტანდარტს“, - განაცხადა თეიმურაზ კოპაძემ რადიო „კომერსანტის“ ეთერში.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. რაც მისასვლელი გზების მომზადებას, ხიდების მშენებლობასა და იმ ინფრასტრუქტურის შექმნას გულისხმობს, რომელიც აუცილებელია ძირითადი სამუშაოების დაწყებისთვის. ჰესი ექსპლუატაციაში 2025 წლისთვის შევა.

„ჩვენი კომპანიისთვის ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. არამარტო მშენებლობით სამუშაოებზე, არამედ, ოპერირების პერიოდშიც მაქსიმალურად დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა. ამ ეტაპზე თამამად შეგვიძლია ვთქვათ,რომ საქართველოს მოქალაქეები 100%-ით არიან დასაქმებული. აქედან 90%-ზე მეტი ადგილობრივი მოსახლეობაა. შემდგომ ეტაპზე, როცა გენერალური კონტრაქტორი შემოვა და მასშტაბური სამუშაოები დაიწყება, აუცილებლად გვექნება იგივე მოთხოვნა უკვე გენერალურ კონტრაქტორთან, რომ ადგილობრივები დასაქმდნენ და ეს სატენდერო მოთხოვნების ერთ-ერთი ძირითადი პუნქტი გახლავთ.

ჩვენი კომპანია კორეის წყლის რესურსების კომპანიაა, რომელიც ერთ-ერთი დიდია კორეაში. ის მართავს სეულის წყლის განაწილების სისტემებს, ამასთანავე, მხოლოდ კორეის ტერიტორიაზე 16 ჰიდროელექტროსადგურს მართავს. აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება სხვადასხვა ქვეყანაში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასა და ოპერირებაში.

თავისთავად, მსგავსი მსხვილი კომპანია დიდი სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევა და ამ შემთხვევაში, არც საქართველო და კონკრეტული პროექტი იქნება გამონაკლისი. უკვე დაწყებულია მთელ რიგ სოციალურ პროექტებზე მუშაობა. გათვალისწინებულია ბიუჯეტი და იგი მოიცავს სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის, მცირე ბიზნესის ხელშეწყობას, სადაც ჩართული იქნება ადგილობრივი მოსახლეობა - ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროგრამის, კოოპერატივისა და სხვა იურიდიული წარმონაქმნების ხელშეწყობას. ჩვენთან გათვალისწინებული იქნება მთელი რიგი ტრენინგები და გადამზადების კომპონენტები, რომლებსაც 2019 წელს შევთავაზებთ ადგილობრივ მოსახლეობას, რათა გენერალური კონტრაქტორს მშენებლობის ეტაპზე შევთავაზოთ ადგილობრივი, გადამზადებული, კვალიფიციური მუშახელი“, - ამბობს თეიმურაზ კოპაძე.

წყარო: „კომერსანტი“

NS

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ