სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქორწილების მომღერალი "ფეისბუქის" ვარსკვლავი გახდა - მას ჯასტინ ტრიუდოს შესახებ არაფერი სმენოდა
ქორწილების მომღერალი "ფეისბუქის" ვარსკვლავი გახდა - მას ჯასტინ ტრიუდოს შესახებ არაფერი სმენოდა

ავ­ღა­ნე­ლი ქორ­წი­ლე­ბის მომ­ღე­რა­ლი აბ­დულ სა­ლამ მაფ­ტუ­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის ფა­ვო­რი­ტი გახ­და. AFP წერს, რომ მაფ­ტუ­ნი ავ­ღა­ნურ ნი­ჭი­ერ­თა შო­უ­ში მო­ნა­წი­ლე­ობს და სწო­რედ იქ, ჟი­უ­რის­გან შე­ი­ტყო, რომ კა­ნა­დის პრე­მი­ერ-მი­ნისტრს ჰგავს.

მაფ­ტუნ­მა ჯას­ტინ ტრი­უ­დოს არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ მა­ნამ­დე არა­ფე­რი იცო­და, ახლა კი იმე­დოვ­ნებს, რომ ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე სექ­სუ­ა­ლურ მსოფ­ლიო ლი­დერ­თან მსგავ­სე­ბა კონ­კურ­სში მისი გა­მარ­ჯვე­ბის შანსს გაზ­რდის.

აბ­დულ სა­ლამ მაფ­ტუ­ნი

29 წლის ავ­ღა­ნე­ლი მომ­ღერ­ლის თქმით, ახლა ყვე­ლა ჯას­ტინ ტრი­უ­დოს ეძა­ხის.

მაფ­ტუ­ნი­სა და კა­ნა­დის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ფო­ტო­ე­ბი შე­სა­და­რებ­ლად სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ას ვირუ­სუ­ლად მო­ე­დო. ფო­ტო­ზე მაფ­ტუნს ტრა­დი­ცი­უ­ლი აღ­მო­სავ­ლუ­რი სა­მო­სი აც­ვია. გა­და­ცე­მის "ავ­ღა­ნე­თის ვარ­სკვლა­ვი" „ფე­ის­ბუ­ქის“ გვერ­დზე კი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი მაფ­ტუნს „ტრი­უ­დოს და­კარ­გულ ტყუ­პის ცალს“ უწო­დე­ბენ.

კონ­კურ­სის ფი­ნა­ლი 21 მარტს გა­ი­მარ­თე­ბა, თა­ვად ავ­ღა­ნე­ლი „ვარ­სკვლა­ვი“ ფიქ­რობს, რომ კა­ნა­დის პრე­მი­ერ­თან მსგავ­სე­ბამ მისი მო­გე­ბის შან­სი 50%-ით გა­ზარ­და.

ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მაფ­ტუ­ნი ქორ­წი­ლებ­სა და და­ბა­დე­ბის დღე­ე­ბის წვე­უ­ლე­ბებ­ზე სხვა­დას­ხვა ინ­სტრუ­მენტზე უკ­რავს და მღე­რის. ის იმე­დოვ­ნებს, რომ პო­პუ­ლა­რო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად მას­ზე მო­თხოვ­ნა გა­იზ­რდე­ბა და შეძ­ლებს, ცოლ­სა და ოთხ შვილ­ზე უკეთ იზ­რუ­ნოს.

იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ კა­ნა­და­ში წას­ვლის შან­სი მაფ­ტუ­ნის­თვის ძა­ლი­ან და­ბა­ლია, ავ­ღა­ნე­ლი მომ­ღე­რა­ლი იმე­დოვ­ნებს, რომ შეძ­ლებს მის კა­ნა­დელ „ტყუ­პის­ცალს“ შეხ­ვდეს.

„სი­ა­მოვ­ნე­ბით შევ­ხვდე­ბი, თუ მისი სურ­ვი­ლი იქ­ნე­ბა. ის სა­ერ­თა­შო­რი­სოდ ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნია, მე კი უბ­რა­ლო კაცი ავ­ღა­ნე­თის ღა­რი­ბი რა­ი­ო­ნი­დან... ვნა­ხოთ, რა იქ­ნე­ბა,“ - ამ­ბობს მაფ­ტუ­ნი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ქორწილების მომღერალი "ფეისბუქის" ვარსკვლავი გახდა - მას ჯასტინ ტრიუდოს შესახებ არაფერი სმენოდა

ქორწილების მომღერალი "ფეისბუქის" ვარსკვლავი გახდა - მას ჯასტინ ტრიუდოს შესახებ არაფერი სმენოდა

ავღანელი ქორწილების მომღერალი აბდულ სალამ მაფტუნი სოციალური ქსელების ფავორიტი გახდა. AFP წერს, რომ მაფტუნი ავღანურ ნიჭიერთა შოუში მონაწილეობს და სწორედ იქ, ჟიურისგან შეიტყო, რომ კანადის პრემიერ-მინისტრს ჰგავს.

მაფტუნმა ჯასტინ ტრიუდოს არსებობის შესახებ მანამდე არაფერი იცოდა, ახლა კი იმედოვნებს, რომ ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ მსოფლიო ლიდერთან მსგავსება კონკურსში მისი გამარჯვების შანსს გაზრდის.

აბდულ სალამ მაფტუნი

29 წლის ავღანელი მომღერლის თქმით, ახლა ყველა ჯასტინ ტრიუდოს ეძახის.

მაფტუნისა და კანადის პრემიერ-მინისტრის ფოტოები შესადარებლად სოციალურ მედიას ვირუსულად მოედო. ფოტოზე მაფტუნს ტრადიციული აღმოსავლური სამოსი აცვია. გადაცემის "ავღანეთის ვარსკვლავი" „ფეისბუქის“ გვერდზე კი სოციალური ქსელის მომხმარებლები მაფტუნს „ტრიუდოს დაკარგულ ტყუპის ცალს“ უწოდებენ.

კონკურსის ფინალი 21 მარტს გაიმართება, თავად ავღანელი „ვარსკვლავი“ ფიქრობს, რომ კანადის პრემიერთან მსგავსებამ მისი მოგების შანსი 50%-ით გაზარდა.

ბოლო წლების განმავლობაში მაფტუნი ქორწილებსა და დაბადების დღეების წვეულებებზე სხვადასხვა ინსტრუმენტზე უკრავს და მღერის. ის იმედოვნებს, რომ პოპულარობის პარალელურად მასზე მოთხოვნა გაიზრდება და შეძლებს, ცოლსა და ოთხ შვილზე უკეთ იზრუნოს.

იმის მიუხედავად, რომ კანადაში წასვლის შანსი მაფტუნისთვის ძალიან დაბალია, ავღანელი მომღერალი იმედოვნებს, რომ შეძლებს მის კანადელ „ტყუპისცალს“ შეხვდეს.

„სიამოვნებით შევხვდები, თუ მისი სურვილი იქნება. ის საერთაშორისოდ ცნობილი ადამიანია, მე კი უბრალო კაცი ავღანეთის ღარიბი რაიონიდან... ვნახოთ, რა იქნება,“ - ამბობს მაფტუნი.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ