მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქალისთვის მთავარია ოჯახი... საჭმელსაც მე ვაკეთებ და ბავშვსაც თავად ვუვლი" - რას ყვებოდა 1 წლის წინ ნიკოლოზ ბასილაშვილის მეუღლე
"ქალისთვის მთავარია ოჯახი... საჭმელსაც მე ვაკეთებ და ბავშვსაც თავად ვუვლი" - რას ყვებოდა 1 წლის წინ ნიკოლოზ ბასილაშვილის მეუღლე

ცნო­ბი­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლი ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი და­კა­ვე­ბუ­ლია. სპორ­ტსმენს ყო­ფილ ცოლ­ზე ძა­ლა­დო­ბა ბრალ­დე­ბა და ამ წუ­თებ­ში სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო ცნო­ბი­ლი სპორ­ტსმე­ნის აღ­მკვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მსჯე­ლობს. "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, შსს-მ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი 22 მა­ისს და­ა­კა­ვა. შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რია გა­მო­წე­რი­ლი ნიკა ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მა­მა­ზეც. 21 მა­ისს, ნიკა ბა­სი­ლაშ­ვი­ლი და მისი მამა, ახალ­გაზ­რდა ქალს ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ. ამ ფაქტს შე­ეს­წრო მათი არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლიც.

გთა­ვა­ზობთ ნეკა დო­რო­ყაშ­ვი­ლის ინ­ტერ­ვი­უს, რო­მე­ლიშ მან შარ­შან "კვი­რის პა­ლიტ­რას" მის­ცა. ქარ­თვე­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლის, მსოფ­ლი­ოს მოქ­მე­დი 21-ე ჩოგ­ნის უკვე ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე მკი­თხველს თა­ვის კა­რი­ე­რა­ზე, ოჯახ­სა და სა­ა­ხალ­წლო ტრა­დი­ცი­ებ­ზე ესა­უბ­რა.

"ქა­ლის­თვის მთა­ვა­რია ოჯა­ხი"

სტუ­დენ­ტო­ბი­სას "მის უნი­ვერ­სი­ტე­ტი" გავ­ხდი. შემ­დეგ მა­ლე­ვე გავ­თხოვ­დი, თავი და­ვა­ნე­ბე მო­დე­ლო­ბა­ზე ფიქ­რს და ჯი­პა­ში ჩა­ვა­ბა­რე პი­ა­რის გან­ხრით. ლუ­კა­სი ახლა სამი წლის არის და დროა, და­ვუბ­რუნ­დე მო­დე­ლო­ბას. ქა­ლის­თვის მთა­ვა­რია ოჯა­ხი, ქმარ-შვი­ლი და შემ­დეგ კა­რი­ე­რა. არ ვე­ლო­დი, მაგ­რამ ახ­ლა­ხან რამ­დე­ნი­მე სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტომ მი­მიწ­ვია. 27 წლის ვარ, მო­დე­ლო­ბას გა­ცი­ლე­ბით პა­ტა­რა ასაკ­ში იწყე­ბენ, მაგ­რამ სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო­ე­ბი მა­ინც და­ინ­ტე­რეს­დნენ. რო­მე­ლიც უკე­თეს პი­რო­ბებს შე­მომ­თა­ვა­ზებს, იმას ავირ­ჩევ. ჩემს თავს უფრო კო­მერ­ცი­ულ მო­დე­ლად ვხე­დავ, რეკ­ლა­მე­ბი, ჟურ­ნა­ლე­ბი, ბილ­ბორ­დე­ბი - ეს არის ჩემი მი­მარ­თუ­ლე­ბა.

"ნი­კას წარ­მა­ტე­ბა ჩემი წარ­მა­ტე­ბაა"

- მე და ნი­კამ ერ­თმა­ნე­თი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ვი­ცა­ნით, წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რი ვხვდე­ბო­დით ერ­თმა­ნეთს, შემ­დეგ დავ­ქორ­წინ­დით. იმ პე­რი­ოდ­ში იწყე­ბო­და მისი კა­რი­ე­რის აღ­მავ­ლო­ბა. პა­ტა­რა წვლი­ლი, ალ­ბათ, მეც მაქვს მის წარ­მა­ტე­ბა­ში, ჩემი კა­რი­ე­რა დრო­ე­ბით გა­დავ­დე და ოჯახ­ზე გა­და­ვერ­თე, დავ­ყვე­ბო­დი ტურ­ნი­რებ­ზე. ასე რომ, მისი წარ­მა­ტე­ბა ჩემი წარ­მა­ტე­ბაც არის. სპორ­ტსმე­ნის­თვის მთა­ვა­რი ოჯახ­ში იდი­ლი­აა, ზედ­მე­ტად არ უნდა დატ­ვირ­თო ყო­ველ­დღი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბით. ძიძა არას­დროს მყო­ლია, დე­და­ჩე­მი და ოჯა­ხის სხვა წევ­რე­ბი მეხ­მა­რე­ბი­ან. არც სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებ­ში მყავს დამ­ხმა­რე, საჭ­მელ­საც მე ვა­კე­თებ და ბავ­შვსაც თა­ვად ვუვ­ლი. ჩვე­ნი ოჯა­ხის საყ­ვა­რე­ლი კერ­ძია"ბორშჩი, ტკბი­ლე­უ­ლი­დან "ცხე­ლი ბრა­უ­ნი" გა­მომ­დის კარ­გად. წიგ­ნის წერა და­ვი­წყე. მინ­და მკი­თხველს ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­ვუ­ზი­ა­რო.

"გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი მან­ქა­ნით 12 სა­ა­თი ვი­ა­რეთ"

4 წლის წინ მე და ნიკა ტურ­ნირ­ზე გა­ვემ­გზავ­რეთ. თვე-ნა­ხე­ვა­რი გვი­წევ­და ევ­რო­პა­ში ყოფ­ნა და მან­ქა­ნის ყიდ­ვა გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში თა­ვად გვევ­ლო. შე­სა­ხე­და­ვად იდე­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო, მაგ­რამ, როცა იტა­ლი­ი­დან საფ­რან­გეთ­ში მივ­დი­ო­დით, უცებ, ღა­მის 4 სა­ათ­ზე, სა­დღაც გზა­ზე გა­ჩერ­და. გამ­თე­ნი­ი­სას წვა­ლე­ბით დავ­ქო­ქეთ და 12 სა­ა­თი გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი მან­ქა­ნით ვი­ა­რეთ. მა­შინ სი­ცი­ლის თავი სად გვქონ­და, ახლა კი ხა­ლი­სით ვიხ­სე­ნებთ. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giorgi sixarulidze
10

ქალი სახლში საჭმელს რომ აკეთებს ეს იმას არ ნიშნავს რომ ასეთი ქალი უცოდველია მაგრამ ძალადობა არ შეიძლება არასდროს ! 

ნანიკო
5

რა ლამაზი ოჯახი იყო, სამწუხაროა. რა მოხდა ისეთი, რომ ნიკას მამაც კი გამოვიდა წყობიდან?!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ქალისთვის მთავარია ოჯახი... საჭმელსაც მე ვაკეთებ და ბავშვსაც თავად ვუვლი" - რას ყვებოდა 1 წლის წინ ნიკოლოზ ბასილაშვილის მეუღლე

"ქალისთვის მთავარია ოჯახი... საჭმელსაც მე ვაკეთებ და ბავშვსაც თავად ვუვლი" - რას ყვებოდა 1 წლის წინ ნიკოლოზ ბასილაშვილის მეუღლე

ცნობილი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დაკავებულია. სპორტსმენს ყოფილ ცოლზე ძალადობა ბრალდება და ამ წუთებში საქალაქო სასამართლო ცნობილი სპორტსმენის აღმკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს. "რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, შსს-მ ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავა. შემაკავებელი ორდერია გამოწერილი ნიკა ბასილაშვილის მამაზეც. 21 მაისს, ნიკა ბასილაშვილი და მისი მამა, ახალგაზრდა ქალს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ფაქტს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილიც.

გთავაზობთ ნეკა დოროყაშვილის ინტერვიუს, რომელიშ მან შარშან "კვირის პალიტრას" მისცა. ქართველი პროფესიონალი ჩოგბურთელის, მსოფლიოს მოქმედი 21-ე ჩოგნის უკვე ყოფილი მეუღლე მკითხველს თავის კარიერაზე, ოჯახსა და საახალწლო ტრადიციებზე ესაუბრა.

"ქალისთვის მთავარია ოჯახი"

სტუდენტობისას "მის უნივერსიტეტი" გავხდი. შემდეგ მალევე გავთხოვდი, თავი დავანებე მოდელობაზე ფიქრს და ჯიპაში ჩავაბარე პიარის განხრით. ლუკასი ახლა სამი წლის არის და დროა, დავუბრუნდე მოდელობას. ქალისთვის მთავარია ოჯახი, ქმარ-შვილი და შემდეგ კარიერა. არ ველოდი, მაგრამ ახლახან რამდენიმე სამოდელო სააგენტომ მიმიწვია. 27 წლის ვარ, მოდელობას გაცილებით პატარა ასაკში იწყებენ, მაგრამ სამოდელო სააგენტოები მაინც დაინტერესდნენ. რომელიც უკეთეს პირობებს შემომთავაზებს, იმას ავირჩევ. ჩემს თავს უფრო კომერციულ მოდელად ვხედავ, რეკლამები, ჟურნალები, ბილბორდები - ეს არის ჩემი მიმართულება.

"ნიკას წარმატება ჩემი წარმატებაა"

- მე და ნიკამ ერთმანეთი სოციალურ ქსელში გავიცანით, წელიწად-ნახევარი ვხვდებოდით ერთმანეთს, შემდეგ დავქორწინდით. იმ პერიოდში იწყებოდა მისი კარიერის აღმავლობა. პატარა წვლილი, ალბათ, მეც მაქვს მის წარმატებაში, ჩემი კარიერა დროებით გადავდე და ოჯახზე გადავერთე, დავყვებოდი ტურნირებზე. ასე რომ, მისი წარმატება ჩემი წარმატებაც არის. სპორტსმენისთვის მთავარი ოჯახში იდილიაა, ზედმეტად არ უნდა დატვირთო ყოველდღიური პრობლემებით. ძიძა არასდროს მყოლია, დედაჩემი და ოჯახის სხვა წევრები მეხმარებიან. არც საოჯახო საქმეებში მყავს დამხმარე, საჭმელსაც მე ვაკეთებ და ბავშვსაც თავად ვუვლი. ჩვენი ოჯახის საყვარელი კერძია"ბორშჩი, ტკბილეულიდან "ცხელი ბრაუნი" გამომდის კარგად. წიგნის წერა დავიწყე. მინდა მკითხველს ჩემი გამოცდილება გავუზიარო.

"გაფუჭებული მანქანით 12 საათი ვიარეთ"

4 წლის წინ მე და ნიკა ტურნირზე გავემგზავრეთ. თვე-ნახევარი გვიწევდა ევროპაში ყოფნა და მანქანის ყიდვა გადავწყვიტეთ, რომ ევროპის სხვადასხვა ქალაქში თავად გვევლო. შესახედავად იდეალურ მდგომარეობაში იყო, მაგრამ, როცა იტალიიდან საფრანგეთში მივდიოდით, უცებ, ღამის 4 საათზე, სადღაც გზაზე გაჩერდა. გამთენიისას წვალებით დავქოქეთ და 12 საათი გაფუჭებული მანქანით ვიარეთ. მაშინ სიცილის თავი სად გვქონდა, ახლა კი ხალისით ვიხსენებთ. წაიკითხეთ სრულად

ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილი მეუღლისთვის 100 000 დოლარის გადახდაზე უარს ამბობს - ადვოკატი წყვილის "მორიგების აქტის" დეტალებზე

რომელი გავლენიანი გამოცემები წერენ ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ - ქართველი ჩოგბურთელის საქმე უცხოური მედიის განხილვის თემაა

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისიდან აღდგება