მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბესელია წავიდა გუნდურობის წინააღმდეგ" - ივანიშვილი მოსამართლეების არჩევასა და მმართველ გუნდში პროცესებზე განცხადებას ავრცელებს
"ბესელია წავიდა გუნდურობის წინააღმდეგ" - ივანიშვილი მოსამართლეების არჩევასა და მმართველ გუნდში პროცესებზე განცხადებას ავრცელებს

„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ თავ­მჯდო­მა­რე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ე­ბის არ­ჩე­ვა­სა და მმარ­თველ გუნდში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

„გა­სუ­ლი რამ­დე­ნი­მე კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ე­ბის არ­ჩე­ვის სა­კი­თხი და მმარ­თველ გუნდში არ­სე­ბუ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცა. რო­გორც მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ლი­დე­რი, თავს ვალ­დე­ბუ­ლად მი­ვიჩ­ნევ სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­ვუ­ზი­ა­რო ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ამ სა­კი­თხე­ბის შე­სა­ხებ.

სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში დღეს 28-დან მხო­ლოდ 10 მო­სა­მარ­თლეა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რაც ხელს უშ­ლის სა­სა­მარ­თლოს ნორ­მა­ლურ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს სურ­ვილს, სწრა­ფად წარ­მო­ედ­გი­ნათ მო­სა­მარ­თლე­ო­ბის კან­დი­და­ტე­ბი, ჰქონ­და ობი­ექ­ტუ­რი სა­ფუძ­ვე­ლი.

თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მი­მაჩ­ნია, რომ მმარ­თველ­მა გუნ­დმა მი­ი­ღო გო­ნივ­რუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­დე­საც და­ი­ტო­ვა მეტი დრო მო­სა­მარ­თლე­ე­ბის არ­ჩე­ვის სა­კი­თხის გან­ხილ­ვი­სათ­ვის. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბულ იქნა მმარ­თვე­ლი გუნ­დის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის პო­ზი­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სად. ჩვენ პა­ტივს ვცემთ გან­სხვა­ვე­ბულ მო­საზ­რე­ბებს გუნდში და მიგ­ვაჩ­ნია, რომ გო­ნივ­რუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა მხო­ლოდ თა­ვი­სუ­ფა­ლი დის­კუ­სი­ის სა­ფუძ­ველ­ზეა შე­საძ­ლე­ბე­ლი. მი­სა­სალ­მე­ბე­ლია, რომ მმარ­თვე­ლი გუნ­დის მიერ მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას წინ უს­წრებ­და იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭოს გან­ცხა­დე­ბა იმის თა­ო­ბა­ზე, რომ ისი­ნი, სა­კი­თხის მნიშ­ვნე­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მო­სა­მარ­თლე­ე­ბის არ­ჩე­ვის სა­კი­თხის სა­გა­ზა­ფხუ­ლო სე­სი­ა­ზე გა­და­დე­ბას გა­გე­ბით მო­ე­კი­დე­ბოდ­ნენ. რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­კი­თხის გან­ხილ­ვის გა­და­დე­ბის თა­ო­ბა­ზე პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ 26 დე­კემ­ბერს გა­მო­ა­ცხა­და.

ამ ფონ­ზე, გა­უ­გე­ბა­რი იყო ეკა ბე­სე­ლი­ას გან­ცხა­დე­ბა, რო­დე­საც მან 27 დე­კემ­ბერს იუ­რი­დი­უ­ლი კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბა მო­სა­მარ­თლე­ე­ბის არ­ჩე­ვის სა­კითხს და­უ­კავ­ში­რა.

მსურს სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­ვუ­დას­ტუ­რო, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ეკა ბე­სე­ლი­ას აღ­ნიშ­ნუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გო­მი­სა და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე გა­და­ნაც­ვლე­ბის თა­ო­ბა­ზე ჯერ კი­დევ ზა­ფხულ­ში იქნა მი­ღე­ბუ­ლი.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უკავ­შირ­დე­ბო­და იმ სირ­თუ­ლე­ებს, რომ­ლებ­მაც მმარ­თველ გუნდში 2017 წელს იჩი­ნა თავი და რომ­ლე­ბიც პო­ლი­ტი­კა­ში ჩემი დაბ­რუ­ნე­ბის ერთ-ერთ მთა­ვარ მი­ზე­ზად და­ვა­სა­ხე­ლე - ეს იყო გუნ­დუ­რო­ბის დე­ფი­ცი­ტი.

ამ კონ­ტექ­სტში, სამ­წუ­ხა­როა, რომ ჯერ კი­დევ გა­სუ­ლი წლის ზა­ფხულ­ში, სრუ­ლი­ად სხვა სა­ფუძ­ვლით მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ეკა ბე­სე­ლი­ამ­მო­სა­მარ­თლე­ე­ბის არ­ჩე­ვის სა­კითხს და­უ­კავ­ში­რა. კი­დევ უფრო გა­უ­გე­ბა­რია ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მან თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გო­მის შემ­დეგ მი­ი­ღო - რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში პარ­ლა­მენ­ტის ბი­უ­როს­თვის გან­ცხა­დე­ბის არ­წარ­დგე­ნით, აგ­რეთ­ვე პარ­ლა­მენ­ტის რეგ­ლა­მენ­ტის უხე­ში დარ­ღვე­ვის გზით გე­დე­ვან ფო­ფხა­ძის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის პირ­ველ მო­ად­გი­ლედ არ­ჩე­ვით, იგი წა­ვი­და გუნ­დის და გუნ­დუ­რო­ბის პრინ­ცი­პის წი­ნა­აღ­მდეგ.

გუნ­დის მი­მართ ამ­გვა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სრუ­ლი­ად ბუ­ნებ­რი­ვია, რომ დღის წეს­რი­გი­დან მო­იხ­სნა პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლედ ეკა ბე­სე­ლი­ას არ­ჩე­ვის სა­კი­თხი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ე­ბის სა­კი­თხის გან­ხილ­ვა ჯერ არც კი გა­ნახ­ლე­ბუ­ლა. ჯერ კი­დევ არ არის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი მო­სა­მარ­თლე­ე­ბის არ­ჩე­ვის პრო­ცე­დუ­რას­თან და კრი­ტე­რი­უ­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც კი. ამ სა­კი­თხე­ბის გან­ხილ­ვას და­ეთ­მო­ბა ერთი თვე, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­ზა­ფხუ­ლო სე­სი­ამ­დეა დარ­ჩე­ნი­ლი, ხოლო სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ამა­ზე ხან­გრძლი­ვი დროც. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­ი­ღე­ბა ფარ­თო მსჯე­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, რო­მელ­შიც სხვა­დას­ხვა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რე იქ­ნე­ბა ჩარ­თუ­ლი.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მო­ვუ­წო­დებ იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ სა­კუ­თა­რი თავი ამ სა­კი­თხით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ერ­თა­დერთ მხა­რედ წარ­მო­ა­ჩი­ნონ, და­ე­ლო­დონ სა­კი­თხის გან­ხილ­ვას და თავი შე­ი­კა­ვონ იმგვა­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც აზი­ა­ნებს რო­გორც გუნ­დის, ისე მო­სა­მარ­თლე­თა არ­ჩე­ვის პრო­ცე­სის ჯან­საღ გა­რე­მო­ში წარ­მარ­თვის ინ­ტე­რე­სებს.

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა კი­დევ უფრო გა­ნამ­ტკი­ცებს სა­სა­მარ­თლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­სა და მი­უ­კერ­ძო­ებ­ლო­ბას, რო­მე­ლიც 2012 წლის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გარ­და­ტე­ხის ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი მო­ნა­პო­ვა­რია და რო­მელ­საც პი­რა­დად მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ვუფრ­თხილ­დე­ბი“, - ნათ­ქვა­მია ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში.

იხი­ლეთ ვი­დეო: ივა­ნიშ­ვი­ლის პირ­ვე­ლი სა­ჯა­რო გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ბე­სე­ლი­ა­ზე: რა არის გა­უ­გე­ბა­რი "პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რის­თვის"?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ბესელია წავიდა გუნდურობის წინააღმდეგ" - ივანიშვილი მოსამართლეების არჩევასა და მმართველ გუნდში პროცესებზე განცხადებას ავრცელებს

"ბესელია წავიდა გუნდურობის წინააღმდეგ" - ივანიშვილი მოსამართლეების არჩევასა და მმართველ გუნდში პროცესებზე განცხადებას ავრცელებს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასა და მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხი და მმართველ გუნდში არსებული სირთულეები საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. როგორც მმართველი პარტიის ლიდერი, თავს ვალდებულად მივიჩნევ საზოგადოებას გავუზიარო ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემადგენლობაში დღეს 28-დან მხოლოდ 10 მოსამართლეა წარმოდგენილი, რაც ხელს უშლის სასამართლოს ნორმალურ ფუნქციონირებას. აქედან გამომდინარე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სურვილს, სწრაფად წარმოედგინათ მოსამართლეობის კანდიდატები, ჰქონდა ობიექტური საფუძველი.

თუმცა, მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ მმართველმა გუნდმა მიიღო გონივრული გადაწყვეტილება, როდესაც დაიტოვა მეტი დრო მოსამართლეების არჩევის საკითხის განხილვისათვის. უნდა აღინიშნოს, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მმართველი გუნდის წარმომადგენლების უმრავლესობის პოზიციის შესაბამისად. ჩვენ პატივს ვცემთ განსხვავებულ მოსაზრებებს გუნდში და მიგვაჩნია, რომ გონივრული გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ თავისუფალი დისკუსიის საფუძველზეა შესაძლებელი. მისასალმებელია, რომ მმართველი გუნდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა იუსტიციის საბჭოს განცხადება იმის თაობაზე, რომ ისინი, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მოსამართლეების არჩევის საკითხის საგაზაფხულო სესიაზე გადადებას გაგებით მოეკიდებოდნენ. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გადაწყვეტილება საკითხის განხილვის გადადების თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარემ 26 დეკემბერს გამოაცხადა.

ამ ფონზე, გაუგებარი იყო ეკა ბესელიას განცხადება, როდესაც მან 27 დეკემბერს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვება მოსამართლეების არჩევის საკითხს დაუკავშირა.

მსურს საზოგადოებას დავუდასტურო, რომ გადაწყვეტილება ეკა ბესელიას აღნიშნული თანამდებობიდან გადადგომისა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე გადანაცვლების თაობაზე ჯერ კიდევ ზაფხულში იქნა მიღებული.

აღნიშნული გადაწყვეტილება უკავშირდებოდა იმ სირთულეებს, რომლებმაც მმართველ გუნდში 2017 წელს იჩინა თავი და რომლებიც პოლიტიკაში ჩემი დაბრუნების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად დავასახელე - ეს იყო გუნდურობის დეფიციტი.

ამ კონტექსტში, სამწუხაროა, რომ ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში, სრულიად სხვა საფუძვლით მიღებული გადაწყვეტილება ეკა ბესელიამმოსამართლეების არჩევის საკითხს დაუკავშირა. კიდევ უფრო გაუგებარია ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მან თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ მიიღო - რამდენიმე დღის განმავლობაში პარლამენტის ბიუროსთვის განცხადების არწარდგენით, აგრეთვე პარლამენტის რეგლამენტის უხეში დარღვევის გზით გედევან ფოფხაძის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ არჩევით, იგი წავიდა გუნდის და გუნდურობის პრინციპის წინააღმდეგ.

გუნდის მიმართ ამგვარი დამოკიდებულების გათვალისწინებით, სრულიად ბუნებრივია, რომ დღის წესრიგიდან მოიხსნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ ეკა ბესელიას არჩევის საკითხი.

შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხის განხილვა ჯერ არც კი განახლებულა. ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული პოზიციები მოსამართლეების არჩევის პროცედურასთან და კრიტერიუმებთან დაკავშირებითაც კი. ამ საკითხების განხილვას დაეთმობა ერთი თვე, რომელიც პარლამენტის საგაზაფხულო სესიამდეა დარჩენილი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ამაზე ხანგრძლივი დროც. გადაწყვეტილებები მიიღება ფართო მსჯელობის საფუძველზე, რომელშიც სხვადასხვა დაინტერესებული მხარე იქნება ჩართული.

აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ საკუთარი თავი ამ საკითხით დაინტერესებულ ერთადერთ მხარედ წარმოაჩინონ, დაელოდონ საკითხის განხილვას და თავი შეიკავონ იმგვარი განცხადებებისგან, რომლებიც აზიანებს როგორც გუნდის, ისე მოსამართლეთა არჩევის პროცესის ჯანსაღ გარემოში წარმართვის ინტერესებს.

დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება კიდევ უფრო განამტკიცებს სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას, რომელიც 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარია და რომელსაც პირადად მე განსაკუთრებულად ვუფრთხილდები“, - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: ივანიშვილის პირველი საჯარო გამოხმაურება ბესელიაზე: რა არის გაუგებარი "პარტიის თავმჯდომარისთვის"?

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები