მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მკითხველის რჩევით
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაიცანით ულამაზესი ქართველი გოგონა ლონდონის მუსიკის სამეფო კოლეჯიდან - "ვამაყობ, რომ რუსეთის მოქალაქეობა არ მივიღე"
გაიცანით ულამაზესი ქართველი გოგონა ლონდონის მუსიკის სამეფო კოლეჯიდან - "ვამაყობ, რომ რუსეთის მოქალაქეობა არ მივიღე"

პი­ა­ნის­ტი ანა ყი­ფი­ა­ნი, რო­მელ­მაც პირ­ვე­ლი სოლო კონ­ცერ­ტი ორ­კესტრთან ერ­თად 5 წლის ასაკ­ში შე­ას­რუ­ლა, წარ­მა­ტე­ბით აგ­რძე­ლებს თა­ვის კა­რი­ე­რას. იგი ამ­ჟა­მად ლონ­დო­ნის მუ­სი­კის სა­მე­ფო კო­ლე­ჯის წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტია და მას კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის ამო­მა­ვალ ვარ­სკვლავ­საც კი უწო­დე­ბენ.

მის შე­სა­ხებ ცოტა ხნის წინ "ბრა­ვო რე­ქორდსის" პრე­ზი­დენ­ტმა ზაზა შენ­გე­ლი­ამ შემ­დე­გი ში­ნა­არ­სის პოს­ტი და­წე­რა: "გა­ი­ცა­ნით, ეს ულა­მა­ზე­სი გო­გო­ნა, კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის ამო­მა­ვა­ლი ვარ­სკვლა­ვი, ლონ­დო­ნის Royal College of Music-ის წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტი და კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის სფე­რო­ში, მსოფ­ლი­ო­ში ერ­თა­დერ­თი, წამ­ყვა­ნი რე­ქორდ ლე­იბ­ლის კონ­ტრაქ­ტო­რი არ­ტის­ტი. და­ი­მახ­სოვ­რეთ მისი სა­ხე­ლი და გვა­რი კარ­გად, ანა ყი­ფი­ა­ნი!".

გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს ანას­თან, რო­მე­ლიც ჟურ­ნალ­მა "გზამ" ჩა­წე­რა:

- ანა, მუ­სი­კა სა­ი­დან მო­ვი­და თქვენ­თან, ხე­ლო­ვა­ნე­ბის ოჯახ­ში და­ი­ბა­დეთ?

- არა, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი მშობ­ლე­ბი მყავს და ამით ვა­მა­ყობ, მაგ­რამ ისი­ნი ხე­ლოვ­ნე­ბას არ ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან: დედა ექი­მია, მამა კი თვითმფრი­ნავ-მშე­ნე­ბე­ლი. თუმ­ცა, ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბიც მუ­სი­კა­ლუ­რე­ბი არი­ან. ჩვენს ჭერ­ქვეშ გა­მუდ­მე­ბით ის­მო­და სიმ­ღე­რის, მუ­სი­კის ხმა, მაგ­რამ მე პირ­ვე­ლი ვარ, ვინც ჩვენს ოჯახ­ში მუ­სი­კა პრო­ფე­სი­ად აირ­ჩია.

- ხუთი წლი­სამ და­უ­კა­რით ორ­კესტრთან ერ­თად. ისე­თი პა­ტა­რა იყა­ვით, სკამ­ზე და­სა­დე­ბი ბა­ლი­ში გჭირ­დე­ბო­დათ, ინ­სტრუ­მენტს რომ მის­წვდე­ნო­დით. ვინ აღ­მო­გა­ჩი­ნათ?

- როცა სამ­წლი-ნა­ხევ­რის ვი­ყა­ვი, დე­დამ გა­და­წყვი­ტა, ექ­სპე­რი­მენ­ტულ ბაღ­ში მი­ვეყ­ვა­ნე, სა­დაც ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე დაკ­ვრა­საც ას­წავ­ლიდ­ნენ და სიმ­ღე­რა­საც. მალე, ჩემ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა, ქალ­ბა­ტონ­მა ლე­ი­ლა შე­ლე­გი­ამ დე­დას და­უ­რე­კა, - ვფიქ­რობ, ნი­ჭი­ერ­თა ათწლე­დი­დან ხალ­ხი უნდა მო­ვიწ­ვი­ოთ და თქვე­ნი შვი­ლი მო­ვას­მე­ნი­ნო­თო. ასეც მოხ­და, ჩემს მო­სას­მე­ნად ბა­ტო­ნი ზაზა აზ­მა­ი­ფა­რაშ­ვი­ლი მო­იწ­ვი­ეს და ყვე­ლა­ფე­რი იმ მოს­მე­ნი­დან და­ი­წყო... 5 წლი­სამ სწო­რედ ბა­ტო­ნი ზა­ზას დი­რი­ჟო­რო­ბით შე­ვას­რუ­ლე ბერ­კო­ვი­ჩის სამ­ნა­წი­ლი­ა­ნი კონ­ცერ­ტი ორ­კესტრთან ერ­თად.

- გახ­სოვთ ის დღე?

- არა, არ მახ­სოვს. ჩემი მეხ­სი­ე­რე­ბა ათწლე­დი­დან, ანუ 6 წლის ასა­კი­დან იწყე­ბა. თუმ­ცა, კონ­ცერ­ტის ჩა­ნა­წერს ვუ­ყუ­რებ ხოლ­მე და მე­ცი­ნე­ბა, ისე­თი პა­ტა­რა ვარ.

- პი­ა­ნის­ტო­ბას საკ­მა­ოდ დიდი შრო­მა სჭირ­დე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რე­ჟი­მი, ნე­ბის­ყო­ფაც და ძა­ლაც. რო­გო­რი იყო პი­ა­ნის­ტის ბავ­შვო­ბა?

- გე­თან­ხმე­ბით, პი­ა­ნისტს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რე­ჟი­მი და დის­ციპ­ლი­ნა სჭირ­დე­ბა. ვერ და­ვიბ­რა­ლებ, რომ ოდეს­მე სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით დავ­მჯდა­რი­ყა­ვი ინ­სტრუ­მენ­ტთან, რად­გან მე ეზო­ში, თა­ნა­ტო­ლებ­თან თა­მა­ში მერ­ჩივ­ნა. ფან­ჯრი­დან ვუ­ყუ­რებ­დი, რო­გორ თა­მა­შობ­დნენ, მეს­მო­და მათი ყი­ჟი­ნი და მოვ­თქვამ­დი, მაგ­რამ დედა ძა­ლი­ან მკაც­რად იცავ­და ჩემს რე­ჟიმს. ყვე­ლა­ფე­რი უნდა მოგ­ვეს­წრო. ვსწავ­ლობ­დი ენებს, დავ­დი­ო­დი იპოდ­რომ­ზე სა­ჯი­რი­თოდ, გარ­და ამი­სა, სკო­ლა­შიც კარ­გად ვსწავ­ლობ­დი. დღე­ში და­ახ­ლო­ე­ბით ხუთ სა­ათს მუ­სი­კას ვან­დო­მებ­დი... დრო რომ არ და­მე­კარ­გა, მას­წავ­ლებ­ლე­ბი შინ მო­დი­ოდ­ნენ და მა­მე­ცა­დი­ნებ­დნენ. ვერ ვი­ტყვი, რომ მა­შინ ეს მომ­წონ­და, მაგ­რამ ახლა ვიცი, რამ­ხე­ლა სი­კე­თე გა­მი­კე­თა დე­დამ. ნე­ბის­მი­ე­რი პი­ა­ნის­ტის ცხოვ­რე­ბა­ში უდი­დე­სი როლი სწო­რედ მისი ცხოვ­რე­ბის ამ პე­რი­ოდს, ბავ­შვო­ბას აქვს. ბავ­შვო­ბა­ში ჩა­დე­ბუ­ლი შრო­მის გა­მო­ძა­ხი­ლია შემ­დეგ მთე­ლი მისი ცხოვ­რე­ბა ხე­ლოვ­ნე­ბა­ში. ამი­ტომ დე­და­ჩე­მის, ნანა ნა­ყო­ფი­ას ღვაწ­ლი, მისი თავ­და­დე­ბა შე­უ­ფა­სე­ბე­ლია ჩემ­თვის.

- მით უფრო, რომ მას არ­ცთუ იოლი ბედი ერგო, ისე­ვე, რო­გორც ჩვენს ბევრ თა­ნა­მე­მა­მუ­ლეს. დედა სო­ხუ­მე­ლია...

- დიახ, სო­ხუმ­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და. ომის დროს ის უკვე სტუ­დენ­ტი იყო და მოს­კოვ­ში სწავ­ლობ­და მე­დი­ცი­ნას. ომი და­ი­წყო თუ არა, ჩა­მო­ვი­და და ბე­ბი­ა­ჩე­მი წა­მო­იყ­ვა­ნა სო­ხუ­მი­დან. როცა ყვე­ლას ეგო­ნა, რომ ომი დამ­თავ­რდა, ბე­ბია უკან, სო­ხუ­მის სახ­ლში დაბ­რუნ­და. მერე სხვა დევ­ნი­ლებ­თან, ერ­თად ჭუ­ბე­რის გზაც გა­მო­ი­ა­რა. დიდი ტრა­გე­დია იყო და არის ისევ ის ომი ჩვე­ნი ოჯა­ხის­თვის...

- ნი­ჭი­ერ­თა ათწლე­დი პრო­ფე­სორ ნუცა ჭი­რა­ქა­ძის კლას­ში და­ამ­თავ­რეთ. მა­შინ უკვე ნა­თე­ლი იყო, რომ ვუნ­დერ­კინ­დი გო­გო­ნას­გან უნი­ჭი­ე­რე­სი პი­ა­ნის­ტი დად­გა და ნიჭ­მა სწო­რი გან­ვი­თა­რე­ბა პოვა...

- და­მამ­თავ­რე­ბელ წელს ათწლე­დი­დან თე­ლა­ვის ფეს­ტი­ვალ­ზე, ქალ­ბა­ტონ ელი­სო ვირ­სა­ლა­ძის მას­ტერკლას­ზე მი­მიწ­ვი­ეს. ჩემ­და გა­საკ­ვი­რად, ქალ­ბა­ტონ­მა ელი­სომ თა­ვად გა­მო­ი­ჩი­ნა კე­თი­ლი ნება და გა­მოთ­ქვა სურ­ვი­ლი, რომ მის კლას­ში მეს­წავ­ლა მოს­კო­ვის პეტ­რე ჩა­ი­კოვ­სკის სა­ხე­ლო­ბის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში. ამა­ზე ოც­ნე­ბა­საც ვერ გავ­ბე­დავ­დი... სა­ბედ­ნი­ე­როდ, ბე­ბი­ის დამ­სა­ხუ­რე­ბით, ენა ჩემ­თვის ბა­რი­ე­რი არ იყო, ერ­თა­დერთ პრობ­ლე­მას ის ქმნი­და, რომ ჩემს მშობ­ლებს არ უნ­დო­დათ ჩემი რუ­სეთ­ში ყოფ­ნა, მაგ­რამ რად­გან ქალ­ბა­ტონ ელი­სოს­თან უნდა მეს­წავ­ლა, ამას უნდა შევ­გუ­ე­ბო­დით. ამი­ტომ მი­სა­ღე­ბი, ურ­თუ­ლე­სი გა­მოც­დე­ბი წარ­მა­ტე­ბით ჩა­ვა­ბა­რე და ჩემი მოს­კო­ვუ­რი ცხოვ­რე­ბაც და­ი­წყო..წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
მკითხველის რჩევით
ავტორი:

გაიცანით ულამაზესი ქართველი გოგონა ლონდონის მუსიკის სამეფო კოლეჯიდან - "ვამაყობ, რომ რუსეთის მოქალაქეობა არ მივიღე"

გაიცანით ულამაზესი ქართველი გოგონა ლონდონის მუსიკის სამეფო კოლეჯიდან - "ვამაყობ, რომ რუსეთის მოქალაქეობა არ მივიღე"

პიანისტი ანა ყიფიანი, რომელმაც პირველი სოლო კონცერტი ორკესტრთან ერთად 5 წლის ასაკში შეასრულა, წარმატებით აგრძელებს თავის კარიერას. იგი ამჟამად ლონდონის მუსიკის სამეფო კოლეჯის წარმატებული სტუდენტია და მას კლასიკური მუსიკის ამომავალ ვარსკვლავსაც კი უწოდებენ.

მის შესახებ ცოტა ხნის წინ "ბრავო რექორდსის" პრეზიდენტმა ზაზა შენგელიამ შემდეგი შინაარსის პოსტი დაწერა: "გაიცანით, ეს ულამაზესი გოგონა, კლასიკური მუსიკის ამომავალი ვარსკვლავი, ლონდონის Royal College of Music-ის წარმატებული სტუდენტი და კლასიკური მუსიკის სფეროში, მსოფლიოში ერთადერთი, წამყვანი რექორდ ლეიბლის კონტრაქტორი არტისტი. დაიმახსოვრეთ მისი სახელი და გვარი კარგად, ანა ყიფიანი!".

გთავაზობთ ინტერვიუს ანასთან, რომელიც ჟურნალმა "გზამ" ჩაწერა:

- ანა, მუსიკა საიდან მოვიდა თქვენთან, ხელოვანების ოჯახში დაიბადეთ?

- არა, განათლებული მშობლები მყავს და ამით ვამაყობ, მაგრამ ისინი ხელოვნებას არ ემსახურებიან: დედა ექიმია, მამა კი თვითმფრინავ-მშენებელი. თუმცა, ჩემი ოჯახის წევრებიც მუსიკალურები არიან. ჩვენს ჭერქვეშ გამუდმებით ისმოდა სიმღერის, მუსიკის ხმა, მაგრამ მე პირველი ვარ, ვინც ჩვენს ოჯახში მუსიკა პროფესიად აირჩია.

- ხუთი წლისამ დაუკარით ორკესტრთან ერთად. ისეთი პატარა იყავით, სკამზე დასადები ბალიში გჭირდებოდათ, ინსტრუმენტს რომ მისწვდენოდით. ვინ აღმოგაჩინათ?

- როცა სამწლი-ნახევრის ვიყავი, დედამ გადაწყვიტა, ექსპერიმენტულ ბაღში მივეყვანე, სადაც ფორტეპიანოზე დაკვრასაც ასწავლიდნენ და სიმღერასაც. მალე, ჩემმა მასწავლებელმა, ქალბატონმა ლეილა შელეგიამ დედას დაურეკა, - ვფიქრობ, ნიჭიერთა ათწლედიდან ხალხი უნდა მოვიწვიოთ და თქვენი შვილი მოვასმენინოთო. ასეც მოხდა, ჩემს მოსასმენად ბატონი ზაზა აზმაიფარაშვილი მოიწვიეს და ყველაფერი იმ მოსმენიდან დაიწყო... 5 წლისამ სწორედ ბატონი ზაზას დირიჟორობით შევასრულე ბერკოვიჩის სამნაწილიანი კონცერტი ორკესტრთან ერთად.

- გახსოვთ ის დღე?

- არა, არ მახსოვს. ჩემი მეხსიერება ათწლედიდან, ანუ 6 წლის ასაკიდან იწყება. თუმცა, კონცერტის ჩანაწერს ვუყურებ ხოლმე და მეცინება, ისეთი პატარა ვარ.

- პიანისტობას საკმაოდ დიდი შრომა სჭირდება, განსაკუთრებული რეჟიმი, ნებისყოფაც და ძალაც. როგორი იყო პიანისტის ბავშვობა?

- გეთანხმებით, პიანისტს განსაკუთრებული რეჟიმი და დისციპლინა სჭირდება. ვერ დავიბრალებ, რომ ოდესმე საკუთარი ინიციატივით დავმჯდარიყავი ინსტრუმენტთან, რადგან მე ეზოში, თანატოლებთან თამაში მერჩივნა. ფანჯრიდან ვუყურებდი, როგორ თამაშობდნენ, მესმოდა მათი ყიჟინი და მოვთქვამდი, მაგრამ დედა ძალიან მკაცრად იცავდა ჩემს რეჟიმს. ყველაფერი უნდა მოგვესწრო. ვსწავლობდი ენებს, დავდიოდი იპოდრომზე საჯირითოდ, გარდა ამისა, სკოლაშიც კარგად ვსწავლობდი. დღეში დაახლოებით ხუთ საათს მუსიკას ვანდომებდი... დრო რომ არ დამეკარგა, მასწავლებლები შინ მოდიოდნენ და მამეცადინებდნენ. ვერ ვიტყვი, რომ მაშინ ეს მომწონდა, მაგრამ ახლა ვიცი, რამხელა სიკეთე გამიკეთა დედამ. ნებისმიერი პიანისტის ცხოვრებაში უდიდესი როლი სწორედ მისი ცხოვრების ამ პერიოდს, ბავშვობას აქვს. ბავშვობაში ჩადებული შრომის გამოძახილია შემდეგ მთელი მისი ცხოვრება ხელოვნებაში. ამიტომ დედაჩემის, ნანა ნაყოფიას ღვაწლი, მისი თავდადება შეუფასებელია ჩემთვის.

- მით უფრო, რომ მას არცთუ იოლი ბედი ერგო, ისევე, როგორც ჩვენს ბევრ თანამემამულეს. დედა სოხუმელია...

- დიახ, სოხუმში დაიბადა და გაიზარდა. ომის დროს ის უკვე სტუდენტი იყო და მოსკოვში სწავლობდა მედიცინას. ომი დაიწყო თუ არა, ჩამოვიდა და ბებიაჩემი წამოიყვანა სოხუმიდან. როცა ყველას ეგონა, რომ ომი დამთავრდა, ბებია უკან, სოხუმის სახლში დაბრუნდა. მერე სხვა დევნილებთან, ერთად ჭუბერის გზაც გამოიარა. დიდი ტრაგედია იყო და არის ისევ ის ომი ჩვენი ოჯახისთვის...

- ნიჭიერთა ათწლედი პროფესორ ნუცა ჭირაქაძის კლასში დაამთავრეთ. მაშინ უკვე ნათელი იყო, რომ ვუნდერკინდი გოგონასგან უნიჭიერესი პიანისტი დადგა და ნიჭმა სწორი განვითარება პოვა...

- დამამთავრებელ წელს ათწლედიდან თელავის ფესტივალზე, ქალბატონ ელისო ვირსალაძის მასტერკლასზე მიმიწვიეს. ჩემდა გასაკვირად, ქალბატონმა ელისომ თავად გამოიჩინა კეთილი ნება და გამოთქვა სურვილი, რომ მის კლასში მესწავლა მოსკოვის პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის კონსერვატორიაში. ამაზე ოცნებასაც ვერ გავბედავდი... საბედნიეროდ, ბებიის დამსახურებით, ენა ჩემთვის ბარიერი არ იყო, ერთადერთ პრობლემას ის ქმნიდა, რომ ჩემს მშობლებს არ უნდოდათ ჩემი რუსეთში ყოფნა, მაგრამ რადგან ქალბატონ ელისოსთან უნდა მესწავლა, ამას უნდა შევგუებოდით. ამიტომ მისაღები, ურთულესი გამოცდები წარმატებით ჩავაბარე და ჩემი მოსკოვური ცხოვრებაც დაიწყო..წაიკითხეთ სრულად

"მიღწეულის შესანარჩუნებლად აუცილებელია მოსახლეობამ უარი სთქვას ვაქცინაციისადმი სკეპტიციზმზე და დაუყოვნებლივ ჩაერთოს ფართომასშტაბიანი ვაქცინაციის პროცესში" - თენგიზ ცერცვაძე

"მინდა ყველამ იცოდეს სიმართლე, რაც ვრცელდება სოციალურ ქსელებში, არ წარმოადგენს ჭეშმარიტებას" - რას ამბობს ლევან რატიანი გარდაცვლილი ექთნის შესახებ

რა სამუშაოების განხორციელება იგეგმება ვაშლიჯვრის მეწყერსაშიშ ზონაში? - "ფერდის გამაგრების სამუშაოები დაიწყო"