მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქრისტიანულ დღესასწაულზე 5 წლის ბავშვებს სიგარეტს აწევინებენ - გამაოგნებელი პორტუგალიური ტრადიცია
ქრისტიანულ დღესასწაულზე 5 წლის ბავშვებს სიგარეტს აწევინებენ - გამაოგნებელი პორტუგალიური ტრადიცია

პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში, ერთ-ერთ სო­ფელ­ში ქრის­ტი­ა­ნე­ბი ეპი­ფა­ნი­ის დღე­სას­წა­ულ­ზე ბავ­შვებს სი­გა­რეტს აძ­ლე­ვენ მო­სა­წე­ვად, ამის შე­სა­ხებ France 24 წერს. ეპი­ფა­ნი­ას (მა­ცხოვ­რე­ბის გან­ცხა­დე­ბას) კა­თო­ლი­კე­ე­ბი 6 იან­ვარს ნათ­ლის­ღე­ბას­თან ერ­თად ზე­ი­მო­ბენ.

ბავ­შვებს შო­რის, რომ­ლე­ბიც სი­გა­რეტს ეწე­ვი­ან, ბევ­რი 5 წლი­საა.

„არ ვი­ცით რო­დის, ან რო­გორ და­ი­წყო ეს ტრა­დი­ცია, თუმ­ცა სო­ფელ­ში მცხოვ­რე­ბი 101 წლის მა­მა­კა­ცი ამ­ბობს, რომ ჩვე­უ­ლე­ბა მას ბავ­შვო­ბი­დან, მისი მშობ­ლე­ბის­გან ახ­სოვს. ვვა­რა­უ­დობთ, რომ ეს წესი ბი­ჭე­ბის მო­წი­ფუ­ლო­ბის ასა­კის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად დამ­კვიდ­რდა,“ - ამ­ბობს სოფ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლი კარ­ლოს კა­და­ვე­ზი, რო­მელ­მაც თა­ვად სა­კუ­თარ ქა­ლიშ­ვილს 9 წლის ასაკ­ში მის­ცა დღე­სას­წა­ულ­ზე სი­გა­რე­ტის მო­წე­ვის უფ­ლე­ბა.

ად­გი­ლობ­რი­ვი მღვდე­ლი ხუ­ლიო გო­მე­სი აცხა­დებს, რომ წარ­მარ­თუ­ლი და კა­თო­ლი­კუ­რი რი­ტუ­ა­ლე­ბის ერ­თდრო­უ­ლად ჩა­ტა­რე­ბა რე­გი­ონ­ში ნორ­მა­ლუ­რად მი­იჩ­ნე­ვა, თუმ­ცა ბავ­შვე­ბის­თვის სი­გა­რე­ტის მო­წე­ვას „უც­ნა­ურს“ უწო­დებს.

ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ტრა­დი­ცი­ას ხში­რად აკ­რი­ტი­კე­ბენ ად­გი­ლობ­რივ მე­დი­ა­ში, თუმ­ცა სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა თან­ხმდე­ბა, რომ სხვე­ბის აზრს ყუ­რა­დღე­ბა არ უნდა მი­აქ­ცი­ონ.

ვალე დე სალ­გუ­ე­ი­რო­ე­ლი ქალი, რო­მელ­საც პა­ტა­რა შვი­ლი ჰყავს, ამ­ბობს, რომ დღე­სას­წა­ულ­ზე მო­წე­ვა 5 წლის ასაკ­ში და­ი­წყო და წე­ლი­წად­ში მხო­ლოდ 2 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ეწე­ვა - 5-6 იან­ვარს.

„ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია, ყო­ველ­თვის ასე ვზე­ი­მობ­დით,“ - ამ­ბობს 45 წლის მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც სო­ფელ­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და.

ვალე დე სალ­გუ­ე­ი­რო­ე­ლე­ბი, კრი­ტი­კის მი­უ­ხე­და­ვად, ტრა­დი­ცი­ის შეც­ვლას არ აპი­რე­ბენ და ამ­ბო­ბენ, რომ მო­მა­ვალ წლებ­შიც, რო­გორც ყო­ველ­თვის, ორი დღით შე­იკ­რი­ბე­ბი­ან, რომ და­ლი­ონ ალ­კოჰო­ლი, იცეკ­ვონ და სი­გა­რე­ტი შვი­ლებ­თან ერ­თად მო­წი­ონ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

ქრისტიანულ დღესასწაულზე 5 წლის ბავშვებს სიგარეტს აწევინებენ - გამაოგნებელი პორტუგალიური ტრადიცია

ქრისტიანულ დღესასწაულზე 5 წლის ბავშვებს სიგარეტს აწევინებენ - გამაოგნებელი პორტუგალიური ტრადიცია

პორტუგალიაში, ერთ-ერთ სოფელში ქრისტიანები ეპიფანიის დღესასწაულზე ბავშვებს სიგარეტს აძლევენ მოსაწევად, ამის შესახებ France 24 წერს. ეპიფანიას (მაცხოვრების განცხადებას) კათოლიკეები 6 იანვარს ნათლისღებასთან ერთად ზეიმობენ.

ბავშვებს შორის, რომლებიც სიგარეტს ეწევიან, ბევრი 5 წლისაა.

„არ ვიცით როდის, ან როგორ დაიწყო ეს ტრადიცია, თუმცა სოფელში მცხოვრები 101 წლის მამაკაცი ამბობს, რომ ჩვეულება მას ბავშვობიდან, მისი მშობლებისგან ახსოვს. ვვარაუდობთ, რომ ეს წესი ბიჭების მოწიფულობის ასაკის აღსანიშნავად დამკვიდრდა,“ - ამბობს სოფლის ხელმძღვანელი კარლოს კადავეზი, რომელმაც თავად საკუთარ ქალიშვილს 9 წლის ასაკში მისცა დღესასწაულზე სიგარეტის მოწევის უფლება.

ადგილობრივი მღვდელი ხულიო გომესი აცხადებს, რომ წარმართული და კათოლიკური რიტუალების ერთდროულად ჩატარება რეგიონში ნორმალურად მიიჩნევა, თუმცა ბავშვებისთვის სიგარეტის მოწევას „უცნაურს“ უწოდებს.

ბოლო წლების განმავლობაში ტრადიციას ხშირად აკრიტიკებენ ადგილობრივ მედიაში, თუმცა სოფლის მოსახლეობა თანხმდება, რომ სხვების აზრს ყურადღება არ უნდა მიაქციონ.

ვალე დე სალგუეიროელი ქალი, რომელსაც პატარა შვილი ჰყავს, ამბობს, რომ დღესასწაულზე მოწევა 5 წლის ასაკში დაიწყო და წელიწადში მხოლოდ 2 დღის განმავლობაში ეწევა - 5-6 იანვარს.

„ეს ჩვეულებრივი ამბავია, ყოველთვის ასე ვზეიმობდით,“ - ამბობს 45 წლის მასწავლებელი, რომელიც სოფელში დაიბადა და გაიზარდა.

ვალე დე სალგუეიროელები, კრიტიკის მიუხედავად, ტრადიციის შეცვლას არ აპირებენ და ამბობენ, რომ მომავალ წლებშიც, როგორც ყოველთვის, ორი დღით შეიკრიბებიან, რომ დალიონ ალკოჰოლი, იცეკვონ და სიგარეტი შვილებთან ერთად მოწიონ.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე