სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კარანტინი მცხეთისა და რუსთავის საავადმყოფოებში - რამდენიმე პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება
კარანტინი მცხეთისა და რუსთავის საავადმყოფოებში - რამდენიმე პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება

რუს­თა­ვის ცენ­ტრა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში კვლავ კა­რან­ტი­ნია გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, ბავ­შვთა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში კი, მნახ­ველ­თა შეს­ვლა შე­ზღუ­დუ­ლია. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" რუს­თა­ვის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და უსაფრ­თხო გა­რე­მოს ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა და­ვით ბე­გაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, ბოლო ერთი თვის მო­ნა­ცე­მე­ბით, რუს­თავ­ში გრი­პით და­ა­ვა­დე­ბის 200 შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და, სა­ბედ­ნი­ე­როდ, აქე­დან არც ერთი არ არის ე.წ. ღო­რის გრი­პი.

„ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, გრი­პის 200 შემ­თხვე­ვაა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი, რაც ეპი­დე­მი­ურ ზღვარს არ სცილ­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა კლი­ნი­კებ­ში მი­მარ­თვი­ა­ნო­ბას, გა­ორ­მა­გე­ბუ­ლია გა­სულ წელ­თან შე­და­რე­ბით, 2017 წელ­თან შე­და­რე­ბით კი პი­რი­ქით, შემ­ცი­რე­ბუ­ლია. იმე­დი გვაქვს, რომ იან­ვრის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში მდგო­მა­რე­ო­ბა დას­ტა­ბი­ლურ­დე­ბა", -გა­ნა­ცხა­და და­ვით ბე­გაშ­ვილ­მა.

ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, რუს­თა­ვის ცენ­ტრა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გრი­პის ვირუ­სი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სიმპტო­მე­ბით სტა­ცი­ო­ნარ­ში 35 პა­ცი­ენ­ტია მო­თავ­სე­ბუ­ლი.

კა­რან­ტი­ნი გა­მო­ცხად­და, ასე­ვე, მცხე­თის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრშიც, სა­დაც რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბით 50-მდე პა­ცი­ენ­ტი მკურ­ნა­ლობს, სამი კი, მარ­თვით სუნ­თქვა­ზე იმ­ყო­ფა.

„მცხე­თა არ არის გა­მო­ნაკ­ლი­სი, ისე­ვე რო­გორც მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო. ამ წუ­თის­თვის, მწვა­ვე რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბით კლი­ნი­კა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 50-მდე პა­ცი­ენ­ტი გა­დის მკურ­ნა­ლო­ბის კურსს. კლი­ნი­კა იმ­ყო­ფე­ბა კა­რან­ტი­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. ვი­თა­რე­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლია მო­მარ­თვი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. H1N1 კლი­ნი­კა­ში და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ არის, რად­გან არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა ანა­ლი­ზი. გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტი არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა. მარ­თვით სუნ­თქვა­ზე იმ­ყო­ფე­ბა 3 ადა­მი­ა­ნი", - გა­ნა­ცხა­და „მცხე­თის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის“ კლი­ნი­კურ­მა დი­რექ­ტორ­მა და­ვით ლო­ლა­ძემ.

H1N1 ვირუ­სით ამ დრო­ის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში 8 ადა­მი­ა­ნია გარ­დაც­ვლი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

კარანტინი მცხეთისა და რუსთავის საავადმყოფოებში - რამდენიმე პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება

კარანტინი მცხეთისა და რუსთავის საავადმყოფოებში - რამდენიმე პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში კვლავ კარანტინია გამოცხადებული, ბავშვთა საავადმყოფოში კი, მნახველთა შესვლა შეზღუდულია. როგორც "ინტერპრესნიუსს" რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ბეგაშვილმა განაცხადა, ბოლო ერთი თვის მონაცემებით, რუსთავში გრიპით დაავადების 200 შემთხვევა დაფიქსირდა, საბედნიეროდ, აქედან არც ერთი არ არის ე.წ. ღორის გრიპი.

„ბოლო მონაცემებით, გრიპის 200 შემთხვევაა დაფიქსირებული, რაც ეპიდემიურ ზღვარს არ სცილდება. რაც შეეხება კლინიკებში მიმართვიანობას, გაორმაგებულია გასულ წელთან შედარებით, 2017 წელთან შედარებით კი პირიქით, შემცირებულია. იმედი გვაქვს, რომ იანვრის მეორე ნახევარში მდგომარეობა დასტაბილურდება", -განაცხადა დავით ბეგაშვილმა.

ბოლო მონაცემებით, რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გრიპის ვირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომებით სტაციონარში 35 პაციენტია მოთავსებული.

კარანტინი გამოცხადდა, ასევე, მცხეთის სამედიცინო ცენტრშიც, სადაც რესპირატორული დაავადებით 50-მდე პაციენტი მკურნალობს, სამი კი, მართვით სუნთქვაზე იმყოფა.

„მცხეთა არ არის გამონაკლისი, ისევე როგორც მთელი საქართველო. ამ წუთისთვის, მწვავე რესპირატორული გამოვლინებებით კლინიკაში დაახლოებით 50-მდე პაციენტი გადის მკურნალობის კურსს. კლინიკა იმყოფება კარანტინის მდგომარეობაში. ვითარება საკმაოდ რთულია მომართვიანობიდან გამომდინარე. H1N1 კლინიკაში დადასტურებული არ არის, რადგან არ ჩატარებულა ანალიზი. გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა. მართვით სუნთქვაზე იმყოფება 3 ადამიანი", - განაცხადა „მცხეთის სამედიცინო ცენტრის“ კლინიკურმა დირექტორმა დავით ლოლაძემ.

H1N1 ვირუსით ამ დროისთვის საქართველოში 8 ადამიანია გარდაცვლილი.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ