საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა გახდა საქართველოში პურის გაძვირების მიზეზი
რა გახდა საქართველოში პურის გაძვირების მიზეზი

სა­ქარ­თვე­ლო­ში პური გაძ­ვირ­და. სა­რე­ა­ლი­ზა­ციო წერ­ტი­ლებ­ში ფას­მა 5-10 თეთ­რით მო­ი­მა­ტა. გაძ­ვი­რე­ბის მი­ზე­ზად პურპრო­დუქ­ტე­ბის კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ფქვილ­ზე ფა­სის მა­ტე­ბას ასა­ხე­ლე­ბენ.

„ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით ერთი ტო­მა­რა ფქვი­ლი 32%-ით გაძ­ვირ­და. დღეს მისი ფასი 47-50 ლა­რია. გარ­და ამი­სა, ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბით პუ­რის შე­ფუთ­ვა უნდა მოხ­დეს ქა­ღალ­დის პარკში, რაც ასე­ვე აძ­ვი­რებს პუ­რის თვით­ღი­რე­ბუ­ლე­ბას. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, პურ­ზე ფას­მა 5-10 თეთ­რით მო­ი­მა­ტა“, - გა­ნუ­ცხა­და „ბიზ­ნესპრეს­ნი­უსს“ პურ-პრო­დუქ­ტე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რემ მალ­ხაზ დო­ლი­ძემ.

პური გაძ­ვირ­და „იფქლი­შიც“. რო­გორც კომ­პა­ნი­ა­ში „ბიზ­ნესპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­დეს, ფას­მა 10 თეთ­რით მო­ი­მა­ტა. მა­თი­ვე თქმით, ეს ფა­სის ის მი­ნი­მა­ლუ­რი კო­რექ­ტი­რე­ბაა, რაც კომ­პა­ნი­ას სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს ხა­რის­ხი­ა­ნი პრო­დუქ­ცია აწარ­მო­ოს მაქ­სი­მა­ლუ­რად ხელ­მი­საწ­ვდომ ფა­სად.

„მიმ­დი­ნა­რე წლის 10 დე­კემ­ბრი­დან „იფქლის“ და­სა­ხე­ლე­ბის პუ­რე­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მა­ღა­ზი­ებ­ში შეც­ვლი­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბით გა­ი­ყი­დე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა კომ­პა­ნი­ამ მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მი­ი­ღო. ბოლო რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ხორ­ბლის ფასი, შე­სა­ბა­მი­სად პუ­რის­თვის სა­ჭი­რო ფქვი­ლის ფასი, მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და. ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ე­ხო ქარ­თველ მწარ­მო­ებ­ლებ­საც. დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, ერთი ტო­მა­რა ხორ­ბლის ფქვი­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 47-დან 50 ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს, რო­დე­საც აგ­ვის­ტოს თვე­ში ეს ნიშ­ნუ­ლი 33-დან 35 ლა­რამ­დე იყო.

რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში „იფქლი“ ფქვი­ლის არ­სე­ბუ­ლი მა­რა­გე­ბი­სა და კომ­პა­ნი­ის რე­სურ­სის ხარ­ჯზე, პუ­რე­ულ­ზე უც­ვლელ ფასს ინარ­ჩუ­ნებ­და. ხორ­ბალ­სა და ფქვილ­ზე ფა­სის ზრდის ბო­ლოდ­რო­ინ­დელ­მა ტენ­დენ­ცი­ამ კი კომ­პა­ნია იძუ­ლე­ბუ­ლი გა­ხა­და ბა­ზარ­ზე პუ­რის სა­ფა­სო პო­ლი­ტი­კი­სათ­ვის გა­და­ე­ხე­და“, - გა­ნა­ცხა­დეს კომ­პა­ნი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

რა გახდა საქართველოში პურის გაძვირების მიზეზი

რა გახდა საქართველოში პურის გაძვირების მიზეზი

საქართველოში პური გაძვირდა. სარეალიზაციო წერტილებში ფასმა 5-10 თეთრით მოიმატა. გაძვირების მიზეზად პურპროდუქტების კომპანიის წარმომადგენლები ფქვილზე ფასის მატებას ასახელებენ.

„ზაფხულის პერიოდთან შედარებით ერთი ტომარა ფქვილი 32%-ით გაძვირდა. დღეს მისი ფასი 47-50 ლარია. გარდა ამისა, ახალი რეგულაციებით პურის შეფუთვა უნდა მოხდეს ქაღალდის პარკში, რაც ასევე აძვირებს პურის თვითღირებულებას. საბოლოო ჯამში, პურზე ფასმა 5-10 თეთრით მოიმატა“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ პურ-პროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ.

პური გაძვირდა „იფქლიშიც“. როგორც კომპანიაში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, ფასმა 10 თეთრით მოიმატა. მათივე თქმით, ეს ფასის ის მინიმალური კორექტირებაა, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს ხარისხიანი პროდუქცია აწარმოოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ფასად.

„მიმდინარე წლის 10 დეკემბრიდან „იფქლის“ დასახელების პურეული საქართველოს მაღაზიებში შეცვლილი ღირებულებით გაიყიდება. აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიამ მსოფლიო ბაზარზე არსებული ვითარებიდან გამომდინარე მიიღო. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ხორბლის ფასი, შესაბამისად პურისთვის საჭირო ფქვილის ფასი, მრავალ ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ცვლილებები შეეხო ქართველ მწარმოებლებსაც. დღეის მდგომარეობით, ერთი ტომარა ხორბლის ფქვილის ღირებულება 47-დან 50 ლარამდე მერყეობს, როდესაც აგვისტოს თვეში ეს ნიშნული 33-დან 35 ლარამდე იყო.

რამდენიმე თვის განმავლობაში „იფქლი“ ფქვილის არსებული მარაგებისა და კომპანიის რესურსის ხარჯზე, პურეულზე უცვლელ ფასს ინარჩუნებდა. ხორბალსა და ფქვილზე ფასის ზრდის ბოლოდროინდელმა ტენდენციამ კი კომპანია იძულებული გახადა ბაზარზე პურის საფასო პოლიტიკისათვის გადაეხედა“, - განაცხადეს კომპანიაში.

როგორ დაეხმარება მთავრობა სხვადასხვა ბიზნესსა და დასაქმებულებს - "ბიუჯეტს დახმარების პორტფელი 1.1 მილიარდი ლარი დაუჯდება"

რაზე ისაუბრა პრემიერმა ბიზნესისა და საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან?

"სალონების მუშაობის შეზღუდვაზე ჯერჯერობით არ გვიმსჯელია, თუმცა "ეს არ ნიშნავს, რომ შემდეგ დღეებში არ მივიღებთ გადაწყვეტილებას" - ჯანდაცვის მინისტრი