სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი სახეები და სასულიერო პირები ნიკა რურუას დაკრძალვაზე - ფოტორეპორტაჟი ვერის სასაფლაოდან
ცნობილი სახეები და სასულიერო პირები ნიკა რურუას დაკრძალვაზე - ფოტორეპორტაჟი ვერის სასაფლაოდან

კულ­ტუ­რის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რი ნიკა რუ­რუა ვე­რის სა­საფ­ლა­ო­ზე, წმინ­და დიდ­მო­წა­მე პან­ტე­ლე­ი­მონ მკურ­ნა­ლის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძარ­შია დას­ვე­ნე­ბუ­ლი. ვე­რის სა­საფ­ლა­ო­ზე რუ­რუ­ას მე­გობ­რე­ბი, მისი თა­ნა­პარ­ტი­ე­ლე­ბი და ნა­თე­სა­ვე­ბი იკ­რი­ბე­ბი­ან.

ოჯახ­თან სამ­ძიმ­რის გა­მო­სა­ხა­ტად მი­ვი­და სა­პატ­რი­არ­ქო ტახ­ტის მო­საყ­დრე, მე­უ­ფე შიო.

სამ­ძი­მარ­ზე მი­სუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ნიკა რუ­რუა ქვეყ­ნის­თვის დიდი და­ნა­კარ­გია. მათი თქმით, ნიკა რუ­რუა და­აკ­ლდე­ბა რო­გორც ქვე­ყა­ნას, ასე­ვე პი­რა­დად მათ.

„ის მუდ­მი­ვად სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვად სა­უბ­რობ­და და ფიქ­რობ­და. დიდი და­ნაკ­ლი­სია ყვე­ლას­თვის", - გა­ნა­ცხა­და „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ნიკა მე­ლი­ამ.

„ნიკა რუ­რუა ჩემი კურ­სე­ლი იყო. ჩვენ ერ­თად ვსწავ­ლობ­დით სა­რე­ჟი­სო­რო ფა­კულ­ტეტ­ზე. ძა­ლი­ან დამ­წყდა გული", - გა­ნა­ცხა­და სოსო ჯაჭვლი­ან­მა.

ნიკა რუ­რუ­ას ტაძ­რი­დან 15:00 სა­ათ­ზე გა­მო­ას­ვე­ნე­ბენ და ვე­რის სა­საფ­ლა­ო­ზე დაკ­რძა­ლა­ვენ.

„ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერთი ლი­დე­რი, ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი და კულ­ტუ­რის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ნიკა რუ­რუა 50 წლის ასაკ­ში სა­კუ­თარ სახ­ლში, 4 დე­კემ­ბერს გარ­და­იც­ვა­ლა.

ფოტო: გი­ორ­გი ჟარ­მე­ლაშ­ვი­ლი

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ცნობილი სახეები და სასულიერო პირები ნიკა რურუას დაკრძალვაზე - ფოტორეპორტაჟი ვერის სასაფლაოდან

ცნობილი სახეები და სასულიერო პირები ნიკა რურუას დაკრძალვაზე - ფოტორეპორტაჟი ვერის სასაფლაოდან

კულტურის ყოფილი მინისტრი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა რურუა ვერის სასაფლაოზე, წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძარშია დასვენებული. ვერის სასაფლაოზე რურუას მეგობრები, მისი თანაპარტიელები და ნათესავები იკრიბებიან.

ოჯახთან სამძიმრის გამოსახატად მივიდა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო.

სამძიმარზე მისული პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ნიკა რურუა ქვეყნისთვის დიდი დანაკარგია. მათი თქმით, ნიკა რურუა დააკლდება როგორც ქვეყანას, ასევე პირადად მათ.

„ის მუდმივად სახელმწიფოებრივად საუბრობდა და ფიქრობდა. დიდი დანაკლისია ყველასთვის", - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ.

„ნიკა რურუა ჩემი კურსელი იყო. ჩვენ ერთად ვსწავლობდით სარეჟისორო ფაკულტეტზე. ძალიან დამწყდა გული", - განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა.

ნიკა რურუას ტაძრიდან 15:00 საათზე გამოასვენებენ და ვერის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ყოფილი დეპუტატი და კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა 50 წლის ასაკში საკუთარ სახლში, 4 დეკემბერს გარდაიცვალა.

ფოტო: გიორგი ჟარმელაშვილი

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ