სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავლაბრის სასახლის სამომავლო ბედთან დაკავშირებით სამი ვარიანტი განიხილება
ავლაბრის სასახლის სამომავლო ბედთან დაკავშირებით სამი ვარიანტი განიხილება

მმარ­თველ გუნდში ავ­ლაბ­რის საპ­რე­ზი­დენ­ტო სა­სახ­ლის სა­მო­მავ­ლო ბედ­თან და­კავ­ში­რე­ბით სამი ვა­რი­ან­ტი გა­ნი­ხი­ლე­ბა.

რო­გორც “ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის“ გახ­და ცნო­ბი­ლი, ერთ-ერთი ვა­რი­ან­ტია მისი “რეს­პუბ­ლი­კის სა­სახ­ლედ“ გა­მო­ცხა­დე­ბა და წარ­მო­მად­გენ­ლო­ბით სა­სახ­ლედ გარ­დაქ­მნა, უცხო ქვეყ­ნე­ბის უმაღ­ლე­სი პი­რე­ბის მი­ღე­ბე­ბის­თვის.

კი­დევ ერთ ვა­რი­ან­ტად ავ­ლაბ­რის საპ­რე­ზი­დენ­ტო სა­სახ­ლე­ში სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს გან­თავ­სე­ბის სა­კი­თხი გა­ნი­ხი­ლე­ბა, თუკი თა­ვად სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო ბა­თუ­მი­დან თბი­ლის­ში გად­მოს­ვლას მო­ი­თხოვს.

ასე­ვე გა­ნი­ხი­ლე­ბა შე­ნო­ბის პრი­ვა­ტი­ზა­ცი­ის სა­კი­თხიც.

“ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ლაბ­რის საპ­რე­ზი­დენ­ტო სა­სახ­ლის სა­მო­მავ­ლო ფუნ­ქცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით გუნდში მსჯე­ლო­ბა იყო, თუმ­ცა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არც ერთი ვა­რი­ან­ტის სა­სარ­გებ­ლოდ ჯერ მი­ღე­ბუ­ლი არ არის.

თბი­ლის­ში, მ. აბ­დუ­შე­ლიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე სა­სახ­ლე პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვით 2004-2009 წლებ­ში აშენ­და. პრე­ზი­დენ­ტის რე­ზი­დენ­ცია ოფი­ცი­ა­ლუ­რად 2009 წელს გა­იხ­სნა და მას­ში დღემ­დე მუ­შა­ობ­და ჯერ კი­დევ მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა ახა­ლარ­ჩე­ულ პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს, ის ავ­ლაბ­რის სა­სახ­ლე­ში შეს­ვლა­ზე უარს აცხა­დებს და ათო­ნელ­ზე მდე­ბა­რე რე­ზი­დენ­ცი­ა­ში აპი­რებს გან­თავ­სე­ბას.

იხი­ლეთ ვი­დეო: რა ბედი ელის ავ­ლაბ­რის საპ­რე­ზი­დენ­ტო სა­სახ­ლეს - სამი ვა­რი­ან­ტი გა­ნი­ხი­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ავლაბრის სასახლის სამომავლო ბედთან დაკავშირებით სამი ვარიანტი განიხილება

ავლაბრის სასახლის სამომავლო ბედთან დაკავშირებით სამი ვარიანტი განიხილება

მმართველ გუნდში ავლაბრის საპრეზიდენტო სასახლის სამომავლო ბედთან დაკავშირებით სამი ვარიანტი განიხილება.

როგორც “ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, ერთ-ერთი ვარიანტია მისი “რესპუბლიკის სასახლედ“ გამოცხადება და წარმომადგენლობით სასახლედ გარდაქმნა, უცხო ქვეყნების უმაღლესი პირების მიღებებისთვის.

კიდევ ერთ ვარიანტად ავლაბრის საპრეზიდენტო სასახლეში საკონსტიტუციო სასამართლოს განთავსების საკითხი განიხილება, თუკი თავად საკონსტიტუციო სასამართლო ბათუმიდან თბილისში გადმოსვლას მოითხოვს.

ასევე განიხილება შენობის პრივატიზაციის საკითხიც.

“ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ავლაბრის საპრეზიდენტო სასახლის სამომავლო ფუნქციასთან დაკავშირებით გუნდში მსჯელობა იყო, თუმცა გადაწყვეტილება არც ერთი ვარიანტის სასარგებლოდ ჯერ მიღებული არ არის.

თბილისში, მ. აბდუშელიშვილის ქუჩაზე მდებარე სასახლე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით 2004-2009 წლებში აშენდა. პრეზიდენტის რეზიდენცია ოფიციალურად 2009 წელს გაიხსნა და მასში დღემდე მუშაობდა ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. რაც შეეხება ახალარჩეულ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ის ავლაბრის სასახლეში შესვლაზე უარს აცხადებს და ათონელზე მდებარე რეზიდენციაში აპირებს განთავსებას.

იხილეთ ვიდეო: რა ბედი ელის ავლაბრის საპრეზიდენტო სასახლეს - სამი ვარიანტი განიხილება

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები