სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უნიკალური ანთოლოგიის „ქართული ანბანი - 33 ემოცია“ წარდგენა ბიბლუსი გალერეაში გაიმართება
უნიკალური ანთოლოგიის „ქართული ანბანი - 33 ემოცია“ წარდგენა ბიბლუსი გალერეაში გაიმართება

15 ნო­ემ­ბერს, 19:00 სა­ათ­ზე წიგ­ნის მა­ღა­ზია „ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ა­ში“ (კან­დე­ლა­კის ქ. N7) ორე­ნო­ვა­ნი ან­თო­ლო­გი­ის, „ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნი - 33 ემო­ცია“ პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თე­ბა, რო­მე­ლიც ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სა (GAU) და გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“ თა­ნამ­შრომ­ლო­ბით მომ­ზად­და.

კრე­ბუ­ლი „ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნი - 33 ემო­ცია“ 33 თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რის ტექსტს აერ­თი­ა­ნებს. წიგ­ნი რუ­სუ­დან ფეტვი­აშ­ვი­ლის ნა­მუ­შევ­რე­ბი­თაა გა­ფორ­მე­ბუ­ლი. სა­ზე­დაო ასო­ე­ბი სა­გან­გე­ბოდ ან­თო­ლო­გი­ის­თვის და­ი­ხა­ტა და თან ერ­თვის თი­თო­ე­უ­ლი ავ­ტო­რის ჩა­ნა­წერს. მწერ­ლე­ბი და პო­ე­ტე­ბი კი მათ­თვის გან­კუთ­ვნილ ასო-ბგე­რა­ზე იწყე­ბენ პირ­ვე­ლი ფრა­ზის პირ­ველ სი­ტყვას და სა­კუ­თარ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნის, ენის მი­მართ გა­მო­ხა­ტა­ვენ.

წიგნს წა­რად­გე­ნენ:

ეკა­ტე­რი­ნე ტო­გო­ნი­ძე - პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და ხელ­მძღვა­ნე­ლი, პრო­ზა­ი­კო­სი, ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის (GAU) სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი

მაია ალუ­და­უ­რი - პა­ლიტ­რა L-ის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი

კრე­ბუ­ლის ავ­ტო­რე­ბი.

ან­თო­ლო­გი­ის პირ­ვე­ლი პრე­ზენ­ტა­ცია 2018 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, ფრან­კფურ­ტის წიგ­ნის ბაზ­რო­ბა­ზე გა­ი­მარ­თა, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლო ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტუ­მა­რი ქვეყ­ნის სტა­ტუ­სით იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი. 2019 წელს წიგ­ნის წარ­დგი­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში იგეგ­მე­ბა.

წიგ­ნი უპ­რე­ცე­დენ­ტოა და ეხ­მი­ა­ნე­ბა იუ­ნეს­კოს (2015 წლის) გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც „უძ­ვე­ლე­სი ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნის სამი სა­ხე­ო­ბის ცო­ცხალ კულ­ტუ­რას“ არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი ძეგლის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭა. კრე­ბუ­ლი ხელს უწყობს ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნი­სა და დამ­წერ­ლო­ბის სა­მი­ვე სა­ხე­ო­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას.

წიგ­ნის ავ­ტო­რე­ბი: დათო ტუ­რაშ­ვი­ლი, ლია სტუ­რუა, ლაშა ბუ­ღა­ძე, დი­ა­ნა ან­ფი­მი­ა­დი, გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლი, ქეთი ნი­ჟა­რა­ძე, ხა­თუ­ნა თავ­დგი­რი­ძე, გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე, ლია ლი­ქო­კე­ლი, გუ­რამ ოდი­შა­რია, მაია სა­რიშ­ვი­ლი, ვახ­ტანგ ჯა­ვა­ხა­ძე, ნინო ხა­რა­ტიშ­ვი­ლი, ანა კორ­ძა­ია-სა­მა­დაშ­ვი­ლი, ნანა ექ­ვთი­მიშ­ვი­ლი, ოთარ ჯირ­კვა­ლიშ­ვი­ლი, როს­ტომ ჩხე­ი­ძე, რატი ამაღ­ლო­ბე­ლი, ტა­რი­ელ ჭან­ტუ­რია, ბექა ქურ­ხუ­ლი, ეთერ თა­თა­რა­ი­ძე, პა­ა­ტა შა­მუ­გია, სა­ლო­მე ბე­ნი­ძე, არ­ჩილ ქი­ქო­ძე, ეკა­ტე­რი­ნე ტო­გო­ნი­ძე, მი­ხე­ილ ან­თა­ძე, კოტე ჯან­დი­ე­რი, ნო­დარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი არა­ბუ­ლი, გაგა ნა­ხუც­რიშ­ვი­ლი, აკა მორ­ჩი­ლა­ძე, თე­ო­ნა დო­ლენ­ჯაშ­ვი­ლი, ბე­სიკ ხა­რა­ნა­უ­ლი.

მთარ­გმნე­ლე­ბი: ნა­ნუ­კა კო­ბა­ხი­ძე, ერიკ თე­ო­ფან ჰალ­ვორ­სო­ნი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

უნიკალური ანთოლოგიის „ქართული ანბანი - 33 ემოცია“ წარდგენა ბიბლუსი გალერეაში გაიმართება

უნიკალური ანთოლოგიის „ქართული ანბანი - 33 ემოცია“ წარდგენა ბიბლუსი გალერეაში გაიმართება

15 ნოემბერს, 19:00 საათზე წიგნის მაღაზია „ბიბლუსი გალერეაში“ (კანდელაკის ქ. N7) ორენოვანი ანთოლოგიის, „ქართული ანბანი - 33 ემოცია“ პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისა (GAU) და გამომცემლობა „პალიტრა L“ თანამშრომლობით მომზადდა.

კრებული „ქართული ანბანი - 33 ემოცია“ 33 თანამედროვე ქართველი ავტორის ტექსტს აერთიანებს. წიგნი რუსუდან ფეტვიაშვილის ნამუშევრებითაა გაფორმებული. საზედაო ასოები საგანგებოდ ანთოლოგიისთვის დაიხატა და თან ერთვის თითოეული ავტორის ჩანაწერს. მწერლები და პოეტები კი მათთვის განკუთვნილ ასო-ბგერაზე იწყებენ პირველი ფრაზის პირველ სიტყვას და საკუთარ დამოკიდებულებას ქართული ანბანის, ენის მიმართ გამოხატავენ.

წიგნს წარადგენენ:

ეკატერინე ტოგონიძე - პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი, პროზაიკოსი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი

მაია ალუდაური - პალიტრა L-ის მთავარი რედაქტორი

კრებულის ავტორები.

ანთოლოგიის პირველი პრეზენტაცია 2018 წლის ოქტომბერში, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გაიმართა, სადაც საქართველო ოფიციალური სტუმარი ქვეყნის სტატუსით იყო წარმოდგენილი. 2019 წელს წიგნის წარდგინება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში იგეგმება.

წიგნი უპრეცედენტოა და ეხმიანება იუნესკოს (2015 წლის) გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც „უძველესი ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალ კულტურას“ არამატერიალური მემკვიდრეობის ეროვნული ძეგლის სტატუსი მიენიჭა. კრებული ხელს უწყობს ქართული ანბანისა და დამწერლობის სამივე სახეობის პოპულარიზაციას.

წიგნის ავტორები: დათო ტურაშვილი, ლია სტურუა, ლაშა ბუღაძე, დიანა ანფიმიადი, გურამ დოჩანაშვილი, ქეთი ნიჟარაძე, ხათუნა თავდგირიძე, გიორგი კეკელიძე, ლია ლიქოკელი, გურამ ოდიშარია, მაია სარიშვილი, ვახტანგ ჯავახაძე, ნინო ხარატიშვილი, ანა კორძაია-სამადაშვილი, ნანა ექვთიმიშვილი, ოთარ ჯირკვალიშვილი, როსტომ ჩხეიძე, რატი ამაღლობელი, ტარიელ ჭანტურია, ბექა ქურხული, ეთერ თათარაიძე, პაატა შამუგია, სალომე ბენიძე, არჩილ ქიქოძე, ეკატერინე ტოგონიძე, მიხეილ ანთაძე, კოტე ჯანდიერი, ნოდარ მამაცაშვილი, გიორგი არაბული, გაგა ნახუცრიშვილი, აკა მორჩილაძე, თეონა დოლენჯაშვილი, ბესიკ ხარანაული.

მთარგმნელები: ნანუკა კობახიძე, ერიკ თეოფან ჰალვორსონი.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება