პოლიტიკა
მსოფლიო

9

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 12:56-ზე, მთვარე კირჩხიბშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რატომ გგონიათ, რომ მე და ანანიაშვილს ერთმანეთის გვშურს?!" - ირმა ნიორაძე არჩევნებს ეხმიანება
"რატომ გგონიათ, რომ მე და ანანიაშვილს ერთმანეთის გვშურს?!" - ირმა ნიორაძე არჩევნებს ეხმიანება

ქარ­თველ პრი­მა-ბა­ლე­რი­ნა ირმა ნი­ო­რა­ძის "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა ვრცელ­დე­ბა, სა­დაც, ასე­ვე, ნი­ო­რა­ძე პა­სუხს სცემს იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მხარ­და­ჭე­რის გამო „ერის ღა­ლატ­ში“ და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

„დიდ­ხანს ვფიქ­რობ­დი რა ფორ­მით გა­მე­ცა თქვენ­თვის პა­სუ­ხი და ისიც კი ვი­ფიქ­რე მარ­ცხე­ნა ლო­ყაც შე­მო­მეშ­ვი­რა თქვენ­თვის, რად­გა­ნაც ასე ვარ გაზ­რდი­ლი თუმ­ცა, ალ­ბათ დად­გა ის მო­მენ­ტი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, რომ ვარ­დის­ფერ ფე­რებ­ში ყვე­ლა ერ­თმა­ნეთ­ში არ აგ­რი­ოთ. ერთხე­ლაც მო­მი­წია პა­სუ­ხის გა­ცე­მა რუ­სუ­ლი მე­დი­ის­თვის, რო­დე­საც რუ­სე­თი­დან დე­პორ­ტი­რე­ბუ­ლი ჩემი ქარ­თვე­ლე­ბი და­ვი­ცა­ვი, ხოლო 2008 წლის ომის შემ­დეგ კი რუ­სე­თი­დან წა­ვე­დი.

ჩემ­ზე წერთ რომ მო­ღა­ლა­ტე ვყო­ფილ­ვარ, მო­ღა­ლა­ტე რომ ვიყო მარ­თლაც არ უნდა გა­მაჩ­ნდეს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი აზრი და ალ­ბათ თქვენ­თვის უნდა მე­კი­თხა და თქვენ­თვის სა­სურ­ვე­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტის­თვის უნდა მი­მე­ცა ხმა.

2004 წელს მე გა­ვა­კე­თე ჩემი არ­ჩე­ვა­ნი ჩემს სუ­ლი­ე­რე­ბა­ში, მა­ში­ნაც არა­ვის უკარ­ნა­ხია ასე არ მო­იქ­ცეო, არ გა­მი­კე­თე­ბია წი­ნას­წა­რი გათ­ვლე­ბით ის არ­ჩე­ვა­ნი რო­მე­ლიც არა პი­რა­დად ჩემი, არა­მედ ჩემი ქვეყ­ნის გამ­თლი­ა­ნე­ბას და ბედ­ნი­ე­რე­ბას ეკუთ­ვნო­და.

მე მა­შინ ჩემი ხმა ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას მი­ვე­ცი და პრე­ზი­დენტ ბა­ტონ მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლის ინა­უ­გუ­რა­ცი­ის კონ­ცერ­ტშიც მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ჩვენ ცნო­ბილ კო­ლე­გებ­თან ერ­თად. მე ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი მა­შინ, რად­გან გაბრ­წყი­ნე­ბუ­ლი იმე­დის თვა­ლე­ბით ვუ­ყუ­რებ­დი ჩემი ქვეყ­ნის მო­მა­ვალს, თა­ვი­სუ­ფა­ლი და მშვი­დი გუ­ლით ვსუნ­თქავ­დი და სწო­რედ სულ მალე გა­და­მე­კე­ტა ეს თა­ვი­სუ­ფა­ლი სუნ­თქვა.

სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გში, ჩემს ბი­ნა­ში სპექ­ტაკ­ლის­თვის ვემ­ზა­დე­ბო­დი რო­დე­საც თავ­ზე ომო­ნის სპეც რაზ­მი და მი­ლი­ცია ერ­თად და­მად­გა, მე და ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი ია­ტაკ­ზე დაგ­ვაწ­ვი­ნეს და ჩემს ტი­რი­ლით გა­ოგ­ნე­ბულ კი­თხვა­ზე თუ რა­ტომ ჩა­დი­ოდ­ნენ ამას?

მათ ასე მი­პა­სუ­ხეს "ეს თქვენს პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილს ჰკი­თხე­თო." მა­შინ ტან­ში სის­ხლი გა­მე­ყი­ნა. არ მახ­სოვს იმ დღეს რო­გორ და რა ვი­ცეკ­ვე ან რო­გორ მო­ვიკ­რი­ბე ძალა, მაგ­რამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით რო­დე­საც მი­ზე­ზი გა­ვი­გე, სა­ერ­თოდ დავ­მუნჯდი. პრე­ზი­დენ­ტის გან­კარ­გუ­ლე­ბით ჩემს სახ­ლში, ჩემი ქმრის ძმის ცო­ლის დე­დის ძმას ეძებ­დნენ, რო­მე­ლიც ვე­რა­ნა­ი­რად ვერ იქ­ნე­ბო­და ჩემი ნა­თე­სა­ვი, შე­სა­ბა­მი­სად დღემ­დე ვერ ვპო­უ­ლობ პა­სუხს იმა­ზე თუ რა შუ­ა­ში ვი­ყა­ვი მე?

შემ­დეგ, მე და ჩემი მომ­ღე­რა­ლი და ჩა­რე­ცხი­ლე­ბის შავ სი­ა­ში ჩაგ­ვწე­რეს და მად­ლო­ბა უფალს რომ არ დაგ­ვა­პა­ტიმ­რეს, თუმ­ცა ორი­ვე დაგ­ვბლო­კეს და გან­სა­კუთ­რე­ბით გა­და­ე­კიდ­ნენ ჩემი მე­უღ­ლის ბიზ­ნეს და ღვი­ნის ქარ­ხა­ნა და­უ­ყა­და­ღეს.

ჩვენ ვი­ცო­დით ვინ აწ­ვე­თებ­და ყურ­ში ბა­ტონ პრე­ზი­დენტს სა­ში­ნე­ლე­ბებს ჩვენს ოჯახ­ზე, მაგ­რამ მა­შინ ხომ სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა არ არ­სე­ბობ­და?

მე და ჩემი მე­უღ­ლე ჩვე­ნი შრო­მი­თა და წვა­ლე­ბით რა­საც ვი­ძენ­დით რუ­სეთ­ში, მხო­ლოდ და მხო­ლოდ ჩვენს სამ­შობ­ლო­ში ვა­ბან­დებ­დით, ქარ­ხა­ნა­ში სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შექ­მნა სწო­რედ ამ შრო­მის ფა­სად გვიჯ­დე­ბო­და.

2008 წლის სა­ში­ნე­ლი ომის შემ­დეგ მე და ჩემი ოჯა­ხი ჯერ ინ­გლის­ში, შემ­დეგ კი საფ­რან­გეთ­ში გა­და­ვე­დით. ვერ აგიღ­წერთ თუ რო­გო­რი რთუ­ლია, ხელ­ცა­რი­ე­ლი გა­იქ­ცე სახ­ლი­დან და სა­კუ­თარ სამ­შობ­ლო­ში ჩა­მოს­ვლის უფ­ლე­ბის გა­რე­შე, სა­ზღვარ­გა­რეთ გა­და­იხ­ვე­წო და ნუ­ლი­დან და­ი­წყო ყვე­ლა­ფე­რი, თუმ­ცა იმა­საც და­ვა­ყო­ლებ­დი, რომ ამის­თვის არც ბა­ტო­ნი მი­შას წინ დავ­მდგარ­ვარ მუხ­ლებ­ზე და მი­თხო­ვია არი­ქა გმი­რის წო­დე­ბა მი­ბო­ძეთთ­ქო და არც ბა­ტონ ივა­ნიშ­ვლთან გავ­ქცე­ულ­ვარ და მი­წუ­წუ­ნია, ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა დამ­ჩაგ­რეს და ხელ­ფა­სი და­მი­ნიშ­ნეთთ­ქო. ყვე­ლა მთავ­რო­ბას რომ მო­ერ­გო და გა­მო­ი­ყე­ნო, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნი­ჭით უნდა იყო და­ჯილ­დო­ვე­ბუ­ლი, რაც ვე­რა­სო­დეს და­ფუძნ­დე­ბა ჩემ­ში.

ორი სი­ტყვით მინ­და შე­ვე­ხო იმ კო­მენ­ტა­რებს, სა­დაც ქალ­ბა­ტო­ნი ნინო ანა­ნი­აშ­ვი­ლის მი­მართ შურ­ში მდე­ბენ ბრალს და ერ­თმა­ნეთს უპი­რის­პი­რე­ბენ ჩვენს სა­ხე­ლებს. რა­ტომ გგო­ნი­ათ რომ მე და ნი­ნოს ერ­თმა­ნე­თის გვშურს? ის ჩემ­თვის იყო და დარ­ჩე­ბა ბა­ლე­ტის ხე­ლოვ­ნე­ბის მეგა ვარ­სკვლა­ვად და მისი არც პირ­ვე­ლი გე­დო­ბა და მით უმე­ტეს არც პირ­ვე­ლი ლე­დო­ბა შემ­შურ­დე­ბო­და და იცით რა­ტომ ???

პირ­ვე­ლი იმი­ტო რომ, კარ­გად ვიცი რის ფა­სად ჯდე­ბა ჩვე­ნი პრო­ფე­სია, მე­ო­რე კი, არც ჩე­მით და არც ნი­ნო­თი და­წყე­ბუ­ლა ჩემი ქვეყ­ნის ის­ტო­რია და მად­ლო­ბა უფალს რომ არც ჩვე­ნით დამ­თავ­რდე­ბა ჩვე­ნი სა­ქარ­თვე­ლო. ზოგ­მა რი­გით ნო­მერ მე­ო­რე ბა­ლე­რი­ნად მო­მიხ­სე­ნია, ზოგ­მა ლან­ძღვა გი­ნე­ბა და თუ კი რამ ბილ­წსი­ტყვა­ო­ბა არ­სე­ბობს არ და­ი­შუ­რა და ისე­თი მრის­ხა­ნე­ბით გა­ი­ლაშ­ქრა ჩემ­ზე რომ თე­მურ­ლენგს, შაჰ აბაზ­სა და მურ­ვან ყრუ­საც კი შე­შურ­დე­ბო­და მათი სი­სას­ტი­კის.

რაც შე­ე­ხე­ბა რი­გით ნო­მერ მე­ო­რე, მე­სა­მე და მე­ო­თხე ბა­ლე­რი­ნას სა­ხელს, დიდი ღირ­სე­ბით ვა­ტა­რებ, რად­გან ვიცი რა წვა­ლე­ბით და­ვი­წყე, ნო­მე­რი 4, 3, 2, ბა­ლე­რი­ნას შე­მოქ­მე­დე­ბი­თი რთუ­ლი გზის გავ­ლა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრებს გა­რეთ პირ­ვე­ლი ბა­ლე­რი­ნას სა­ხე­ლი და­მემ­სა­ხუ­რე­ბი­ნა.

ახლა რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს არ­ჩე­ვანს, მე არ გა­მი­კე­თე­ბია არც იმა­ზე გან­ცხა­დე­ბა რომ აფხა­ზე­თის და სა­მა­ჩაბ­ლოს გა­რე­შე მინ­და ვნა­ხო ჩემი ქვე­ყა­ნა. მე სას­ტი­კი წი­ნა­აღ­მდე­გი ვი­ყა­ვი და ვიქ­ნე­ბი მა­რი­ხუ­ა­ნის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის, და თუ ჩემს მიერ არ­ჩე­უ­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტი ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხით ავ­ნებს ჩემს სამ­შობ­ლოს, მა­შინ გა­მო­ვალ და ვა­ღი­ა­რებ რომ მწა­რედ შევ­ცდი, ისე­ვე რო­გორც შევ­ცდი 2004 წელს.

თუმ­ცა იმა­ში კი მყა­რად ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ მო­ღა­ლა­ტე მე კი არა, არა­მედ იმ პო­ლი­ტი­კით მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან რომ­ლებ­მაც 2008 წელს რუ­სეთს 60 კი­ლო­მეტრში შავი ტან­კე­ბი და­ა­ყე­ნე­ბი­ნა ჩვენ თბი­ლის­თან.

და ბო­ლოს მინ­და გან­ვა­ცხა­დო, რომ ყვე­ლა ერი არ ჰგავს ერ­თმა­ნეთს.

ზოგი სუფ­თა ევ­რო­პულ არ­ჩე­ვანს აკე­თებს და ამით ხა­რობს და ამა­ყობს, ზოგი ჩი­ლიმს ეწე­ვა და სა­ერ­თოდ არ დარ­დობს არ­ჩევ­ნებ­ზე, ზოგ ერს კი სა­ერ­თოდ არ აქვს ხმის ამო­ღე­ბის უფ­ლე­ბა და სა­ნამ „ვოდ­კას“ სვამს, ფეხ­ზე წა­მოდ­გო­მით იძუ­ლე­ბით უკ­რავს ტაშს თა­ვის დი­ქა­ტორ პრე­ზი­დენტს.

და ეს არც მიკ­ვირს, რად­გან ეს მათი არ­ჩე­ვა­ნია. მაგ­რამ ნამ­დვი­ლად არ მე­გო­ნა რომ ჩემი ერის გარ­კვე­ულ ნა­წილს, ცო­ცხე­ბის ნოს­ტალ­გია ასე მწვა­ვე ფორ­მით თუ და­უბ­რუ­დე­ბო­და გა­ნუ­კურ­ნე­ბე­ლი სე­ნის სა­ხით. დღემ­დე ვა­კე­თებ­დი და გა­ვა­კე­თებ იმ სი­კე­თეს მშვი­დად, რა­საც ქველ­მოქ­მე­დე­ბა ჰქვია, რად­გა­ნაც სამ­შობ­ლოს ვე­რა­ვინ წა­მარ­თმევს ვინც არ უნდა მო­ვი­დეს პრე­ზი­დენ­ტად. უფალ­მა შე­გინ­დოთ და გა­პა­ტი­ოთ, რაც ჩემ­ზე და­წე­რეთ.

მე მა­ინც მიყ­ვარ­ხართ და მეც მო­მი­ტე­ვეთ,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია პოს­ტში.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მხარ­დამ­ჭე­რი გან­ცხა­დე­ბა ბა­ლე­რი­ნამ რამ­დე­ნი­მე დღის წინ ასე­ვე „ფე­ის­ბუ­ქით“ გა­ავ­რცე­ლა. ირმა ნი­ო­რა­ძე აღ­ნიშ­ნავ­და, რომ არ­ჩევ­ნე­ბის­თვის მონ­ტე კარ­ლო­დან სპე­ცი­ა­ლუ­რად დაბ­რუნ­და სამ­შობ­ლო­ში, რათა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის­თვის მი­ე­ცა ხმა.

„მყა­რად ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ სი­მარ­თლეს, სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რულს, პრო­და­სავ­ლუ­რო­ბას, ღირ­სე­ბას ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ აქვს. კი­დევ უფრო მყა­რად ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ ამ ყვე­ლა­ფერს ტყუ­ი­ლი, სი­ძულ­ვი­ლის ენა, ცი­ლის­წა­მე­ბა, ფსევ­დო­პატ­რი­ო­ტიზ­მი, შე­უ­რა­ცხყო­ფა და მათ­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი კამ­პა­ნია ვე­ღა­რას­დროს და­ა­მარ­ცხებს! ჩა­მო­ვე­დი იმი­ტომ, რომ მხა­რი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს და­ვუ­ჭი­რო და ჩემი ხმაც არ და­ი­კარ­გოს“, - წერ­და ირმა ნი­ო­რა­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დაიწყო თუ არა ინტერპოლმა წითელი ცირკულარით გიორგი ბაჩიაშვილის ძებნა და რა ხდება მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე
ავტორი:

"რატომ გგონიათ, რომ მე და ანანიაშვილს ერთმანეთის გვშურს?!" - ირმა ნიორაძე არჩევნებს ეხმიანება

"რატომ გგონიათ, რომ მე და ანანიაშვილს ერთმანეთის გვშურს?!" - ირმა ნიორაძე არჩევნებს ეხმიანება

ქართველ პრიმა-ბალერინა ირმა ნიორაძის "ფეისბუქის" გვერდზე საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ განცხადება ვრცელდება, სადაც, ასევე, ნიორაძე პასუხს სცემს იმ ადამიანებს, ვინც სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის გამო „ერის ღალატში“ დაადანაშაულა.

„დიდხანს ვფიქრობდი რა ფორმით გამეცა თქვენთვის პასუხი და ისიც კი ვიფიქრე მარცხენა ლოყაც შემომეშვირა თქვენთვის, რადგანაც ასე ვარ გაზრდილი თუმცა, ალბათ დადგა ის მომენტი ჩემს ცხოვრებაში, რომ ვარდისფერ ფერებში ყველა ერთმანეთში არ აგრიოთ. ერთხელაც მომიწია პასუხის გაცემა რუსული მედიისთვის, როდესაც რუსეთიდან დეპორტირებული ჩემი ქართველები დავიცავი, ხოლო 2008 წლის ომის შემდეგ კი რუსეთიდან წავედი.

ჩემზე წერთ რომ მოღალატე ვყოფილვარ, მოღალატე რომ ვიყო მართლაც არ უნდა გამაჩნდეს დამოუკიდებელი აზრი და ალბათ თქვენთვის უნდა მეკითხა და თქვენთვის სასურველი საპრეზიდენტო კანდიდატისთვის უნდა მიმეცა ხმა.

2004 წელს მე გავაკეთე ჩემი არჩევანი ჩემს სულიერებაში, მაშინაც არავის უკარნახია ასე არ მოიქცეო, არ გამიკეთებია წინასწარი გათვლებით ის არჩევანი რომელიც არა პირადად ჩემი, არამედ ჩემი ქვეყნის გამთლიანებას და ბედნიერებას ეკუთვნოდა.

მე მაშინ ჩემი ხმა ნაციონალურ მოძრაობას მივეცი და პრეზიდენტ ბატონ მიშა სააკაშვილის ინაუგურაციის კონცერტშიც მივიღე მონაწილეობა ჩვენ ცნობილ კოლეგებთან ერთად. მე ძალიან ბედნიერი ვიყავი მაშინ, რადგან გაბრწყინებული იმედის თვალებით ვუყურებდი ჩემი ქვეყნის მომავალს, თავისუფალი და მშვიდი გულით ვსუნთქავდი და სწორედ სულ მალე გადამეკეტა ეს თავისუფალი სუნთქვა.

სანკტ-პეტერბურგში, ჩემს ბინაში სპექტაკლისთვის ვემზადებოდი როდესაც თავზე ომონის სპეც რაზმი და მილიცია ერთად დამადგა, მე და ჩემი ოჯახის წევრები იატაკზე დაგვაწვინეს და ჩემს ტირილით გაოგნებულ კითხვაზე თუ რატომ ჩადიოდნენ ამას?

მათ ასე მიპასუხეს "ეს თქვენს პრეზიდენტ სააკაშვილს ჰკითხეთო." მაშინ ტანში სისხლი გამეყინა. არ მახსოვს იმ დღეს როგორ და რა ვიცეკვე ან როგორ მოვიკრიბე ძალა, მაგრამ მოგვიანებით როდესაც მიზეზი გავიგე, საერთოდ დავმუნჯდი. პრეზიდენტის განკარგულებით ჩემს სახლში, ჩემი ქმრის ძმის ცოლის დედის ძმას ეძებდნენ, რომელიც ვერანაირად ვერ იქნებოდა ჩემი ნათესავი, შესაბამისად დღემდე ვერ ვპოულობ პასუხს იმაზე თუ რა შუაში ვიყავი მე?

შემდეგ, მე და ჩემი მომღერალი და ჩარეცხილების შავ სიაში ჩაგვწერეს და მადლობა უფალს რომ არ დაგვაპატიმრეს, თუმცა ორივე დაგვბლოკეს და განსაკუთრებით გადაეკიდნენ ჩემი მეუღლის ბიზნეს და ღვინის ქარხანა დაუყადაღეს.

ჩვენ ვიცოდით ვინ აწვეთებდა ყურში ბატონ პრეზიდენტს საშინელებებს ჩვენს ოჯახზე, მაგრამ მაშინ ხომ სიტყვის თავისუფლება არ არსებობდა?

მე და ჩემი მეუღლე ჩვენი შრომითა და წვალებით რასაც ვიძენდით რუსეთში, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს სამშობლოში ვაბანდებდით, ქარხანაში სამუშაო ადგილების შექმნა სწორედ ამ შრომის ფასად გვიჯდებოდა.

2008 წლის საშინელი ომის შემდეგ მე და ჩემი ოჯახი ჯერ ინგლისში, შემდეგ კი საფრანგეთში გადავედით. ვერ აგიღწერთ თუ როგორი რთულია, ხელცარიელი გაიქცე სახლიდან და საკუთარ სამშობლოში ჩამოსვლის უფლების გარეშე, საზღვარგარეთ გადაიხვეწო და ნულიდან დაიწყო ყველაფერი, თუმცა იმასაც დავაყოლებდი, რომ ამისთვის არც ბატონი მიშას წინ დავმდგარვარ მუხლებზე და მითხოვია არიქა გმირის წოდება მიბოძეთთქო და არც ბატონ ივანიშვლთან გავქცეულვარ და მიწუწუნია, ნაციონალებმა დამჩაგრეს და ხელფასი დამინიშნეთთქო. ყველა მთავრობას რომ მოერგო და გამოიყენო, განსაკუთრებული ნიჭით უნდა იყო დაჯილდოვებული, რაც ვერასოდეს დაფუძნდება ჩემში.

ორი სიტყვით მინდა შევეხო იმ კომენტარებს, სადაც ქალბატონი ნინო ანანიაშვილის მიმართ შურში მდებენ ბრალს და ერთმანეთს უპირისპირებენ ჩვენს სახელებს. რატომ გგონიათ რომ მე და ნინოს ერთმანეთის გვშურს? ის ჩემთვის იყო და დარჩება ბალეტის ხელოვნების მეგა ვარსკვლავად და მისი არც პირველი გედობა და მით უმეტეს არც პირველი ლედობა შემშურდებოდა და იცით რატომ ???

პირველი იმიტო რომ, კარგად ვიცი რის ფასად ჯდება ჩვენი პროფესია, მეორე კი, არც ჩემით და არც ნინოთი დაწყებულა ჩემი ქვეყნის ისტორია და მადლობა უფალს რომ არც ჩვენით დამთავრდება ჩვენი საქართველო. ზოგმა რიგით ნომერ მეორე ბალერინად მომიხსენია, ზოგმა ლანძღვა გინება და თუ კი რამ ბილწსიტყვაობა არსებობს არ დაიშურა და ისეთი მრისხანებით გაილაშქრა ჩემზე რომ თემურლენგს, შაჰ აბაზსა და მურვან ყრუსაც კი შეშურდებოდა მათი სისასტიკის.

რაც შეეხება რიგით ნომერ მეორე, მესამე და მეოთხე ბალერინას სახელს, დიდი ღირსებით ვატარებ, რადგან ვიცი რა წვალებით დავიწყე, ნომერი 4, 3, 2, ბალერინას შემოქმედებითი რთული გზის გავლა, რომ საქართველოს საზღვრებს გარეთ პირველი ბალერინას სახელი დამემსახურებინა.

ახლა რაც შეეხება ჩემს არჩევანს, მე არ გამიკეთებია არც იმაზე განცხადება რომ აფხაზეთის და სამაჩაბლოს გარეშე მინდა ვნახო ჩემი ქვეყანა. მე სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი და ვიქნები მარიხუანის ლეგალიზაციის, და თუ ჩემს მიერ არჩეული საპრეზიდენტო კანდიდატი ნებისმიერი სახით ავნებს ჩემს სამშობლოს, მაშინ გამოვალ და ვაღიარებ რომ მწარედ შევცდი, ისევე როგორც შევცდი 2004 წელს.

თუმცა იმაში კი მყარად ვარ დარწმუნებული, რომ მოღალატე მე კი არა, არამედ იმ პოლიტიკით მოაზროვნე ადამიანები არიან რომლებმაც 2008 წელს რუსეთს 60 კილომეტრში შავი ტანკები დააყენებინა ჩვენ თბილისთან.

და ბოლოს მინდა განვაცხადო, რომ ყველა ერი არ ჰგავს ერთმანეთს.

ზოგი სუფთა ევროპულ არჩევანს აკეთებს და ამით ხარობს და ამაყობს, ზოგი ჩილიმს ეწევა და საერთოდ არ დარდობს არჩევნებზე, ზოგ ერს კი საერთოდ არ აქვს ხმის ამოღების უფლება და სანამ „ვოდკას“ სვამს, ფეხზე წამოდგომით იძულებით უკრავს ტაშს თავის დიქატორ პრეზიდენტს.

და ეს არც მიკვირს, რადგან ეს მათი არჩევანია. მაგრამ ნამდვილად არ მეგონა რომ ჩემი ერის გარკვეულ ნაწილს, ცოცხების ნოსტალგია ასე მწვავე ფორმით თუ დაუბრუდებოდა განუკურნებელი სენის სახით. დღემდე ვაკეთებდი და გავაკეთებ იმ სიკეთეს მშვიდად, რასაც ქველმოქმედება ჰქვია, რადგანაც სამშობლოს ვერავინ წამართმევს ვინც არ უნდა მოვიდეს პრეზიდენტად. უფალმა შეგინდოთ და გაპატიოთ, რაც ჩემზე დაწერეთ.

მე მაინც მიყვარხართ და მეც მომიტევეთ,“ - აღნიშნულია პოსტში.

სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი განცხადება ბალერინამ რამდენიმე დღის წინ ასევე „ფეისბუქით“ გაავრცელა. ირმა ნიორაძე აღნიშნავდა, რომ არჩევნებისთვის მონტე კარლოდან სპეციალურად დაბრუნდა სამშობლოში, რათა სალომე ზურაბიშვილისთვის მიეცა ხმა.

„მყარად ვარ დარწმუნებული, რომ სიმართლეს, სამშობლოს სიყვარულს, პროდასავლურობას, ღირსებას ალტერნატივა არ აქვს. კიდევ უფრო მყარად ვარ დარწმუნებული, რომ ამ ყველაფერს ტყუილი, სიძულვილის ენა, ცილისწამება, ფსევდოპატრიოტიზმი, შეურაცხყოფა და მათზე დამყარებული კამპანია ვეღარასდროს დაამარცხებს! ჩამოვედი იმიტომ, რომ მხარი სალომე ზურაბიშვილს დავუჭირო და ჩემი ხმაც არ დაიკარგოს“, - წერდა ირმა ნიორაძე.

"სიძნეელეების გადალახვის ფონზე, მგონი არაგვიშავს..." - ცოტნე გამსახურდიას ახალ ფოტოს კლინიკიდან მისი მეუღლე ავრცელებს

"ჩემი ცხოვრების დიდი სიყვარული, ჩემი ტკბილი მამიკო ახლა უფალთან არის..." - ქეთი წიკლაური გარდაცვლილი მამის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს

"ვირუსს უფრო მძიმე შედეგების დატოვება შეუძლია, ვიდრე ვაქცინას, ესაა მედიცინის აზრი და ნუ მოუსმენთ ზღაპრებს" - რას წერს დეკანოზი ვაქცინაციაზე და როგორ ეხმაურებიან მას