მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა წაიღეს მძარცველებმა გიორგი კახიანის სახლიდან
რა წაიღეს მძარცველებმა გიორგი კახიანის სახლიდან

„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტის, გი­ორ­გი კა­ხი­ა­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სამ­ტრე­დი­ის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ეწერ­ში, მისი სახ­ლი­დან მხო­ლოდ ტე­ლე­ვი­ზო­რი მო­ი­პა­რეს.

რო­გორც დე­პუ­ტატ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, სახ­ლში ამ­ჟა­მად არა­ვინ ცხოვ­რობს და მას ყუ­რა­დღე­ბას ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი აქ­ცე­ვენ.

„სახ­ლი უშუ­ა­ლოდ ჩემი არ არის. ის ჩემს გარ­და, ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი­სიც არის. როცა სამ­ტრე­დი­ის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი ვი­ყა­ვი, ამ სახ­ლში ვცხოვ­რობ­დი და ქუ­თა­ის­ში ფაქ­ტობ­რი­ვად, ეწე­რი­დან დავ­დი­ო­დი, მაგ­რამ ბოლო პე­რი­ოდ­ში არ ვყო­ფილ­ვარ. რამ­დე­ნი­მე დღის წინ ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა და­მი­რე­კეს და მი­თხრეს, რომ ფან­ჯა­რა იყო გა­ტე­ხი­ლი. დათ­ვა­ლი­ე­რე­ბით ნა­ხეს, რომ ტე­ლე­ვი­ზო­რი იყო წა­ღე­ბუ­ლი. მარ­თლაც აღ­მოჩ­ნდა, რომ მხო­ლოდ ტე­ლე­ვი­ზო­რი წა­ი­ღეს და სხვა არა­ფე­რი და­კარ­გუ­ლა. ამის შემ­დეგ ორ-სამ დღე­ში მი­თხრეს, რომ ქურ­დე­ბი და­ა­კა­ვეს და საქ­მე გახ­სნეს. სახ­ლში არა­ვინ ცხოვ­რობს და რო­გორც სო­ფელ­ში ხდე­ბა, მას ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი აქ­ცე­ვენ ყუ­რა­დღე­ბას“, - გა­ნუ­ცხა­და „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გი­ორ­გი კა­ხი­ან­მა.

დე­პუ­ტა­ტი იმა­საც ამ­ბობს, რომ სამ­ტრე­დი­ის რა­ი­ონ­ში გახ­ში­რე­ბუ­ლი ქურ­დო­ბის ფაქ­ტე­ბის შე­სა­ხებ მას არა­ფე­რი სმე­ნია და მო­მე­ტე­ბუ­ლი კრი­მი­ნა­ლის თა­ო­ბა­ზე არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია არ აქვს.

„როცა მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი ვი­ყა­ვი, ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ცი­ის უფ­როს­თან მქონ­და კო­მუ­ნი­კა­ცია და ყო­ველ­თვის ვკი­თხუ­ლობ­დი, თუ რო­გო­რი იყო კრი­მი­ნა­ლის თვალ­საზ­რი­სით მდგო­მა­რე­ო­ბა და სტა­ტის­ტი­კა. რო­გორც მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ამ­დაგ­ვა­რი ფაქ­ტე­ბის მა­ტე­ბას ად­გი­ლი არ ჰქონ­და. ცხა­დია, ქურ­დო­ბის ცალ­კე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ პო­ლი­ცია ყო­ველ­თვის ახ­დენს რე­ა­გი­რე­ბას“, - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი კა­ხი­ან­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

რა წაიღეს მძარცველებმა გიორგი კახიანის სახლიდან

რა წაიღეს მძარცველებმა გიორგი კახიანის სახლიდან

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, გიორგი კახიანის ინფორმაციით, სამტრედიის რაიონის სოფელ ეწერში, მისი სახლიდან მხოლოდ ტელევიზორი მოიპარეს.

როგორც დეპუტატმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სახლში ამჟამად არავინ ცხოვრობს და მას ყურადღებას ადგილობრივები აქცევენ.

„სახლი უშუალოდ ჩემი არ არის. ის ჩემს გარდა, ჩემი ბიძაშვილებისიც არის. როცა სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატი ვიყავი, ამ სახლში ვცხოვრობდი და ქუთაისში ფაქტობრივად, ეწერიდან დავდიოდი, მაგრამ ბოლო პერიოდში არ ვყოფილვარ. რამდენიმე დღის წინ ადგილობრივებმა დამირეკეს და მითხრეს, რომ ფანჯარა იყო გატეხილი. დათვალიერებით ნახეს, რომ ტელევიზორი იყო წაღებული. მართლაც აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ტელევიზორი წაიღეს და სხვა არაფერი დაკარგულა. ამის შემდეგ ორ-სამ დღეში მითხრეს, რომ ქურდები დააკავეს და საქმე გახსნეს. სახლში არავინ ცხოვრობს და როგორც სოფელში ხდება, მას ადგილობრივები აქცევენ ყურადღებას“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ გიორგი კახიანმა.

დეპუტატი იმასაც ამბობს, რომ სამტრედიის რაიონში გახშირებული ქურდობის ფაქტების შესახებ მას არაფერი სმენია და მომეტებული კრიმინალის თაობაზე არანაირი ინფორმაცია არ აქვს.

„როცა მაჟორიტარი დეპუტატი ვიყავი, ადგილობრივი პოლიციის უფროსთან მქონდა კომუნიკაცია და ყოველთვის ვკითხულობდი, თუ როგორი იყო კრიმინალის თვალსაზრისით მდგომარეობა და სტატისტიკა. როგორც მეუბნებოდნენ, ამდაგვარი ფაქტების მატებას ადგილი არ ჰქონდა. ცხადია, ქურდობის ცალკეული შემთხვევები იქნება, მაგრამ პოლიცია ყოველთვის ახდენს რეაგირებას“, - აღნიშნა გიორგი კახიანმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი