პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პაატა ბურჭულაძის მეუღლე განცხადებას ავრცელებს
პაატა ბურჭულაძის მეუღლე განცხადებას ავრცელებს

"სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა ჩემი და ჩემი ოჯა­ხის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას ახ­დენს", - ამის შე­სა­ხებ პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძის მე­უღ­ლის ან­გე­ლა ვა­სი­ლენ­კოს გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

რო­გორც ან­გე­ლა ვა­სი­ლენ­კო აცხა­დებს აშ­კა­რა ფაქ­ტია, რომ დღეს სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძის და "იავ­ნა­ნას" დის­კრე­დი­ტა­ცი­ის ხელ­შე­წყო­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. ვა­სი­ლენ­კოს თქმით, ის ყვე­ლა უცხო­ელ მე­გო­ბარს და გავ­ლე­ნი­ან სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას შე­ა­ტყო­ბი­ნებს, თუ რო­გორ დევ­ნი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში მსოფ­ლიო მნიშ­ვნე­ლო­ბის მომ­ღე­რალს, მის მიერ და­არ­სე­ბულ საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდს და მის ოჯახს.

"მინ­და ყვე­ლამ იცო­დეს, რომ მე და ჩემი ოჯა­ხი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვი­ა­მა­ყებთ ფონდ "იავ­ნა­ნას" საქ­მი­ა­ნო­ბით. 14 წლის მან­ძილ­ზე და­ვეხ­მა­რეთ ათა­სო­ბით სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ ბავ­შვს თუ ოჯახს, ნი­ჭი­ერ სტუ­დე­ნე­ტებს, სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ვიწ­ვი­ეთ მსოფ­ლი­ოს უდი­დე­სი არ­ტის­ტე­ბი. ჩვე­ნი ერთ-ერთი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა იყო სა­უ­კე­თე­სო შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა შექ­მნო­დათ მათ სა­ქარ­თვე­ლო­ზე და კვლავ დაბ­რუ­ნე­ბის სურ­ვი­ლი გას­ჩე­ნო­დათ. მონ­სე­რატ კა­ბა­ლიე, დი­მიტ­რი ხვო­როს­ტოვ­სკი, მაია პლი­სეც­კა­ია, ფე­რუ­ჩო ფურ­ლა­ნე­ტო, დო­ლო­რა ზა­ჯი­კი და მრა­ვა­ლი სხვა, რო­მელ­თა ვი­ზი­ტით ქვე­ყა­ნა­ში წე­სით ყვე­ლა უნდა ამა­ყობ­დეს. ვე­ძებ­დით სპონ­სო­რებს სა­ზღვარ­გა­რეთ, ჩვე­ნი ოჯა­ხის შეძ­ლე­ბულ მე­გობ­რებს ვუ­ამ­ბობ­დით კონ­კრე­ტუ­ლი ოჯა­ხე­ბის სატ­კი­ვარს და ვთხოვ­დით დახ­მა­რე­ბოდ­ნენ მათ.

ქარ­თველ ხალ­ხთან ერ­თად 6 მი­ლი­ო­ნის ქველ­მოქ­მე­დე­ბა შევ­ძე­ლით, სრუ­ლი­ად უან­გა­როდ ჩა­მო­ვიყ­ვა­ნეთ არ­ტის­ტე­ბი, რო­მელ­თა ჰო­ნო­რა­რე­ბი რიგ შემ­თხვე­ვა­ში მი­ლი­ონს სცდე­ბა. და სხვა­თა­შო­რის, ჩვენს მგზავ­რო­ბა­ში არა­სო­დეს და­ხარ­ჯუ­ლა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მიერ შე­მო­წი­რუ­ლი ან სა­ხელ­მწი­ფო თან­ხა, ეს სახ­სრე­ბიც ჩვენს მიერ იყო მო­ძი­ე­ბუ­ლი ყო­ვე­ლი კონ­კრე­ტუ­ლი პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში.

აშ­კა­რა ფაქ­ტია, რომ დღეს სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძის და "იავ­ნა­ნას" დის­კრე­დი­ტა­ცი­ის ხელ­შე­წყო­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. ვი­ღა­ცას არ მოს­წონს მისი ავ­ტო­რი­ტე­ტი და მე­დი­ას და სა­მა­რა­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს, რო­გორც ჩანს "შავ პი­არს" ავა­ლებს ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ. მო­ვუს­მი­ნე პრო­კუ­რორ ამი­რან გუ­ლუ­აშ­ვი­ლის 8 ოქ­ტომ­ბრის გან­ცხა­დე­ბებს და გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვარ მისი უტი­ფა­რი სიც­რუ­ით. იგი ამ­ჯე­რად, ჩემი დის­კრე­დი­ტა­ცი­ის აშ­კა­რა მცდე­ლო­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი, თით­ქოს თავს ვა­რი­დებ­დი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ში გა­მო­ცხა­დე­ბას, არა­და პრო­კუ­რა­ტუ­რამ თა­ვად თქვა უარი 2018 წლის 1-ელ მარტს ჩემს გა­მო­კი­თხვა­ზე და ეს გან­ცხა­დე­ბა სა­ჯა­როდ გა­ავ­რცე­ლა, მას შემ­დეგ 8 თვის მან­ძილ­ზე არა­ვინ გა­მო­ჩე­ნი­ლა. პრო­კუ­რორ გუ­ლუ­ას გან­ცხა­დე­ბე­ბი არ­ღვევს ადა­მი­ა­ნის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმ­პცი­ას, ალ­ბათ მას ავი­წყდე­ბა, რომ გერ­მა­ნი­ის მო­ქა­ლა­ქე ვარ, ქვეყ­ნის, სა­დაც ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი უზე­ნა­ე­სია.

ჩვენს ყვე­ლა უცხო­ელ მე­გო­ბარს და გავ­ლე­ნი­ან სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას შე­ვა­ტყო­ბი­ნებ თუ რო­გორ დევ­ნი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში მსოფ­ლიო მნიშ­ვნე­ლო­ბის მომ­ღე­რალს, მის მიერ და­არ­სე­ბულ საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდს და მის ოჯახს. სი­მარ­თლე ყო­ველ­თვის გა­ი­მარ­ჯვებს და აუ­ცი­ლებ­ლად და­ის­ჯე­ბი­ან ისი­ნი, ვინც ამ უგუ­ნურ ბო­რო­ტე­ბას სჩა­დი­ან", - აცხა­დებს ან­გე­ლა ვა­სი­ლენ­კო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

პაატა ბურჭულაძის მეუღლე განცხადებას ავრცელებს

პაატა ბურჭულაძის მეუღლე განცხადებას ავრცელებს

"საქართველოს პროკურატურა ჩემი და ჩემი ოჯახის დისკრედიტაციას ახდენს", - ამის შესახებ პაატა ბურჭულაძის მეუღლის ანგელა ვასილენკოს განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც ანგელა ვასილენკო აცხადებს აშკარა ფაქტია, რომ დღეს საქართველოს მთავარი პროკურატურა პაატა ბურჭულაძის და "იავნანას" დისკრედიტაციის ხელშეწყობით არის დაკავებული. ვასილენკოს თქმით, ის ყველა უცხოელ მეგობარს და გავლენიან საერთაშორისო ორგანიზაციას შეატყობინებს, თუ როგორ დევნიან საქართველოში მსოფლიო მნიშვნელობის მომღერალს, მის მიერ დაარსებულ საქველმოქმედო ფონდს და მის ოჯახს.

"მინდა ყველამ იცოდეს, რომ მე და ჩემი ოჯახი მთელი ცხოვრება ვიამაყებთ ფონდ "იავნანას" საქმიანობით. 14 წლის მანძილზე დავეხმარეთ ათასობით სოციალურად დაუცველ ბავშვს თუ ოჯახს, ნიჭიერ სტუდენეტებს, საქართველოში მოვიწვიეთ მსოფლიოს უდიდესი არტისტები. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო საუკეთესო შთაბეჭდილება შექმნოდათ მათ საქართველოზე და კვლავ დაბრუნების სურვილი გასჩენოდათ. მონსერატ კაბალიე, დიმიტრი ხვოროსტოვსკი, მაია პლისეცკაია, ფერუჩო ფურლანეტო, დოლორა ზაჯიკი და მრავალი სხვა, რომელთა ვიზიტით ქვეყანაში წესით ყველა უნდა ამაყობდეს. ვეძებდით სპონსორებს საზღვარგარეთ, ჩვენი ოჯახის შეძლებულ მეგობრებს ვუამბობდით კონკრეტული ოჯახების სატკივარს და ვთხოვდით დახმარებოდნენ მათ.

ქართველ ხალხთან ერთად 6 მილიონის ქველმოქმედება შევძელით, სრულიად უანგაროდ ჩამოვიყვანეთ არტისტები, რომელთა ჰონორარები რიგ შემთხვევაში მილიონს სცდება. და სხვათაშორის, ჩვენს მგზავრობაში არასოდეს დახარჯულა მოქალაქეების მიერ შემოწირული ან სახელმწიფო თანხა, ეს სახსრებიც ჩვენს მიერ იყო მოძიებული ყოველი კონკრეტული პროექტის ფარგლებში.

აშკარა ფაქტია, რომ დღეს საქართველოს მთავარი პროკურატურა პაატა ბურჭულაძის და "იავნანას" დისკრედიტაციის ხელშეწყობით არის დაკავებული. ვიღაცას არ მოსწონს მისი ავტორიტეტი და მედიას და სამარათალდამცავ ორგანოებს, როგორც ჩანს "შავ პიარს" ავალებს ჩვენს წინააღმდეგ. მოვუსმინე პროკურორ ამირან გულუაშვილის 8 ოქტომბრის განცხადებებს და გაოგნებული ვარ მისი უტიფარი სიცრუით. იგი ამჯერად, ჩემი დისკრედიტაციის აშკარა მცდელობით არის დაკავებული, თითქოს თავს ვარიდებდი საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, არადა პროკურატურამ თავად თქვა უარი 2018 წლის 1-ელ მარტს ჩემს გამოკითხვაზე და ეს განცხადება საჯაროდ გაავრცელა, მას შემდეგ 8 თვის მანძილზე არავინ გამოჩენილა. პროკურორ გულუას განცხადებები არღვევს ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმპციას, ალბათ მას ავიწყდება, რომ გერმანიის მოქალაქე ვარ, ქვეყნის, სადაც ადამიანის უფლებები უზენაესია.

ჩვენს ყველა უცხოელ მეგობარს და გავლენიან საერთაშორისო ორგანიზაციას შევატყობინებ თუ როგორ დევნიან საქართველოში მსოფლიო მნიშვნელობის მომღერალს, მის მიერ დაარსებულ საქველმოქმედო ფონდს და მის ოჯახს. სიმართლე ყოველთვის გაიმარჯვებს და აუცილებლად დაისჯებიან ისინი, ვინც ამ უგუნურ ბოროტებას სჩადიან", - აცხადებს ანგელა ვასილენკო.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ