მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ქართულმა ბიზნესჯგუფმა იყიდა
„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ქართულმა ბიზნესჯგუფმა იყიდა

კომ­პა­ნია WALTBAY LTD-მ ყა­ზა­ხურ მხა­რეს­თან, წე­ლი­წად­ზე მეტი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი წარ­მა­ტე­ბით და­ას­რუ­ლა.

კომ­პა­ნია WALTBAY LTD - მ, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი მსხვი­ლი ქარ­თუ­ლი ბიზ­ნესჯ­გუ­ფის - შპს „სი ბი ეს ჯგუ­ფის“ ნა­წილს წარ­მო­ად­გენს, უკვე მო­ა­წე­რა ხელი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას და შპს „ყა­ზტრანსგაზ-თბი­ლი­სის“ 100 %-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლი გახ­და.

თა­ვად „ყა­ზტრანსგაზ-თბი­ლი­სის“ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბის­თვის კომ­პა­ნია სა­ჭი­როდ თვლის გან­მარ­ტოს, რომ ოფ­შორ­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ის მეშ­ვე­ო­ბით წი­ლის შე­ძე­ნა ყა­ზა­ხუ­რი მხა­რის მიერ გას­ხვი­სე­ბის პრო­ცე­სის ტექ­ნი­კუ­რი ნა­წი­ლის გა­მარ­ტი­ვე­ბის გამო მოხ­და და ჯგუ­ფი შპს „ყა­ზტრანსგაზ-თბი­ლი­სის“ წი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­გის­ტრირ­ბულ კომ­პა­ნი­ა­ზე გად­მო­ცე­მას უახ­ლო­ვეს მო­მა­ვალ­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს.

რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, 2017 წლი­დან, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა­სა და ყა­ზა­ხურ კომ­პა­ნი­ას შო­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო არ­ბიტ­რაჟ­ში დავა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. და­ვის სა­გა­ნი, ყა­ზა­ხუ­რი მხა­რის მო­თხოვ­ნის მი­ხედ­ვით, ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბა გახ­ლდათ, რო­მე­ლიც 486 მი­ლი­ონ ლარს აჭარ­ბებ­და. ამას­თან ერ­თად, იზ­რდე­ბო­და შპს „ყა­ზტრანსგაზ-თბი­ლი­სის“ სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი და­ვა­ლი­ა­ნე­ბა, რო­მელ­მაც 96 მი­ლი­ო­ნი ლარი შე­ად­გი­ნა. და­მა­ტე­ბით, 2018 წლის 31 ივ­ლი­სის მდგო­მა­რე­ო­ბით, შპს ყა­ზტრანსგაზ-თბი­ლისს, მფლო­ბე­ლი ყა­ზა­ხუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის წი­ნა­შე, 347 მი­ლი­ონ 721 ათას 491 ლა­რის ოდე­ნო­ბის და­ვა­ლი­ა­ნე­ბა ერი­ცხე­ბო­და.

კომ­პა­ნია WALTBAY LTD-ს მიერ ყა­ზა­ხი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის­თვის, შპს „ყა­ზტრანსგაზ-თბი­ლი­სის“ ნას­ყი­დო­ბა­თვის, წა­ყე­ნე­ბუ­ლი წი­ნა­პი­რო­ბა გახ­ლდათ შპს „ყა­ზტრანსგაზ-თბი­ლი­სის“ სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა და ყა­ზა­ხი კრე­დი­ტო­რე­ბის მხრი­დან „ყა­ზტრანსგაზ-თბი­ლი­სის­თვის“ ნა­სეს­ხე­ბი 347 მი­ლი­ონ ლარ­ზე მეტი და­ვა­ლი­ა­ნე­ბის მო­თხოვ­ნის უფ­ლე­ბის WALTBAY LTD -სათ­ვის დათ­მო­ბა, რა­ზეც ყა­ზა­ხურ­მა მხა­რემ თან­ხმო­ბა გა­ნა­ცხა­და. თუმ­ცა, თა­ვის მხრივ, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ, „ყა­ზტრანსგაზ-თბი­ლი­სის“ სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი და­ვა­ლი­ა­ნე­ბის პა­ტი­ე­ბის სა­ნაც­ვლოდ, ყა­ზა­ხუ­რი მხა­რის­გან სა­ერ­თა­შო­რი­სო არ­ბიტ­რაჟ­ში არ­სე­ბუ­ლი საქ­მის სა­ქარ­თვე­ლოს სა­სარ­გებ­ლოდ მო­რი­გე­ბით დას­რუ­ლე­ბა, ხოლო კომ­პა­ნია WALTBAY LTD-ს დათ­მო­ბილ 347 მი­ლი­ონ ლარ­ზე მეტ მო­თხოვ­ნა­ზე უა­რის თქმა მო­ი­თხო­ვა, რაც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის გან­მარ­ტე­ბით­ვე, მომ­ხმა­რე­ბელ­თა დაც­ვას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. კომ­პა­ნია WALTBAY LTD-მ და ყა­ზახ­მა კრე­დი­ტო­რებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ყვე­ლა მო­თხოვ­ნა და­აკ­მა­ყო­ფი­ლეს, რის სა­ნაც­ვლო­დაც შპს ყა­ზტრანსგაზ-თბი­ლი­სი გა­თა­ვი­სუფ­ლდა სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის­გან.

კომ­პა­ნია WALTBAY LTD მზა­დაა მის წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი­სა და და­კის­რე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­სათ­ვის, რაც მო­სახ­ლე­ო­ბის ბუ­ნებ­რი­ვი აი­რით ხა­რის­ხი­ან და უსაფრ­თხო მო­მა­რა­გე­ბას გუ­ლის­ხმობს“, - ნათ­ქვა­მია „ყა­ზტრანსგაზ-თბი­ლი­სის“ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ავტორი:

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ქართულმა ბიზნესჯგუფმა იყიდა

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ქართულმა ბიზნესჯგუფმა იყიდა

კომპანია WALTBAY LTD-მ ყაზახურ მხარესთან, წელიწადზე მეტი დროის განმავლობაში მიმდინარე, მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა.

კომპანია WALTBAY LTD - მ, რომელიც საქართველოში რეგისტრირებული მსხვილი ქართული ბიზნესჯგუფის - შპს „სი ბი ეს ჯგუფის“ ნაწილს წარმოადგენს, უკვე მოაწერა ხელი ხელშეკრულებას და შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ 100 %-იანი წილის მფლობელი გახდა.

თავად „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ საზოგადოების ინფორმირებისთვის კომპანია საჭიროდ თვლის განმარტოს, რომ ოფშორში რეგისტრირებული კომპანიის მეშვეობით წილის შეძენა ყაზახური მხარის მიერ გასხვისების პროცესის ტექნიკური ნაწილის გამარტივების გამო მოხდა და ჯგუფი შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ წილის საქართველოში რეგისტრირბულ კომპანიაზე გადმოცემას უახლოვეს მომავალში განახორციელებს.

როგორც მოგეხსენებათ, 2017 წლიდან, საქართველოს მთავრობასა და ყაზახურ კომპანიას შორის საერთაშორისო არბიტრაჟში დავა მიმდინარეობდა. დავის საგანი, ყაზახური მხარის მოთხოვნის მიხედვით, ზიანის ანაზღაურება გახლდათ, რომელიც 486 მილიონ ლარს აჭარბებდა. ამასთან ერთად, იზრდებოდა შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანება, რომელმაც 96 მილიონი ლარი შეადგინა. დამატებით, 2018 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, შპს ყაზტრანსგაზ-თბილისს, მფლობელი ყაზახური კომპანიების წინაშე, 347 მილიონ 721 ათას 491 ლარის ოდენობის დავალიანება ერიცხებოდა.

კომპანია WALTBAY LTD-ს მიერ ყაზახი ბიზნესმენებისთვის, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ნასყიდობათვის, წაყენებული წინაპირობა გახლდათ შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სახელმწიფოს წინაშე არსებული ვალდებულებებისგან გათავისუფლება და ყაზახი კრედიტორების მხრიდან „ყაზტრანსგაზ-თბილისისთვის“ ნასესხები 347 მილიონ ლარზე მეტი დავალიანების მოთხოვნის უფლების WALTBAY LTD -სათვის დათმობა, რაზეც ყაზახურმა მხარემ თანხმობა განაცხადა. თუმცა, თავის მხრივ, საქართველოს მთავრობამ, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანების პატიების სანაცვლოდ, ყაზახური მხარისგან საერთაშორისო არბიტრაჟში არსებული საქმის საქართველოს სასარგებლოდ მორიგებით დასრულება, ხოლო კომპანია WALTBAY LTD-ს დათმობილ 347 მილიონ ლარზე მეტ მოთხოვნაზე უარის თქმა მოითხოვა, რაც საქართველოს მთავრობის განმარტებითვე, მომხმარებელთა დაცვას ემსახურებოდა. კომპანია WALTBAY LTD-მ და ყაზახმა კრედიტორებმა საქართველოს მთავრობის ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილეს, რის სანაცვლოდაც შპს ყაზტრანსგაზ-თბილისი გათავისუფლდა სახელმწიფოს წინაშე არსებული ვალდებულებისგან.

კომპანია WALTBAY LTD მზადაა მის წინაშე არსებული გამოწვევებისა და დაკისრებული სოციალური პასუხისმგებლობისათვის, რაც მოსახლეობის ბუნებრივი აირით ხარისხიან და უსაფრთხო მომარაგებას გულისხმობს“, - ნათქვამია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი