სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ტენდენციებია მოსალოდნელი და ვისთვისაა სასიკეთო ვენერას უკუსვლით მოძრაობა? - ასტროლოგის რეკომენდაციები
რა ტენდენციებია მოსალოდნელი და ვისთვისაა სასიკეთო ვენერას უკუსვლით მოძრაობა? - ასტროლოგის რეკომენდაციები

5 ოქ­ტომ­ბრი­დან 16 ნო­ემ­ბრამ­დე ვე­ნე­რა ე.წ. რეტ­როგ­რა­დულ მოძ­რა­ო­ბა­შია. ამ მოვ­ლე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით ასატ­რო­ლო­გი ქეთი ვა­წა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში რე­კო­მენ­და­ცი­ებს აქ­ვეყ­ნებს:

"რა ტენ­დენ­ცი­ე­ბია მო­სა­ლოდ­ნე­ლი და ვის­თვის/რის­თვი­საა სა­სი­კე­თო, ან პი­რი­ქით, ვე­ნე­რას უკუს­ვლით მოძ­რა­ო­ბა?

ვე­ნე­რა რეტ­როგ­რა­დულ მოძ­რა­ო­ბა­ში ყო­ველ წე­ლი­წად­ნა­ხე­ვარ­ში გა­და­დის.

ამ პლა­ნე­ტის რეტ­როგ­რა­დუ­ლო­ბა ყვე­ლა­ზე ერ­თნა­ი­რად არ იმოქ­მე­დებს. პირ­ველ რიგ­ში, ეს მოვ­ლე­ნა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კუ­რო­სა და სას­წო­რის ნიშ­ნე­ბის­თვის ვი­ნა­ი­დან მათ ვე­ნე­რა მარ­თავთ და მისი რეტ­რო ფაზა, ყვე­ლა­ზე მე­ტად, სწო­რედ მათ­ზე აი­სა­ხე­ბა, ასე­ვე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვის პი­რად რუ­ქა­შიც ვე­ნე­რა ძლი­ე­რა­დაა გა­მოვ­ლე­ნი­ლი, მაგ. თუ თქვე­ნი ას­ცე­დენ­ტი ან ზე­ნი­ტი დგას სას­წორ­სა თუ კუ­რო­ში, თუ ვე­ნე­რა კუ­თხის სახ­ლებ­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი ან მრა­ვა­ლი ას­პექ­ტი აქვს - შე­საძ­ლოა თქვენ­ზეც მკა­ფი­ოდ აი­სა­ხოს ვე­ნე­რას რეტ­როგ­რა­დუ­ლო­ბა.

ხოლო, თუ ადა­მი­ანს პი­რად რუ­ქა­ში ისე­დაც რეტ­როგ­რა­დუ­ლი ვე­ნე­რა ყავს, მა­შინ ეს სწო­რედ რომ მისი დროა! მას­თან უფრო სა­სი­კე­თო მოვ­ლე­ნე­ბია მო­სა­ლოდ­ნე­ლი.

ვი­ნა­ი­დან ას­ტრო­ლო­გი­ა­ში ვე­ნე­რა სიყ­ვა­რუ­ლი­სა და სი­ლა­მა­ზის პლა­ნე­ტად მო­აზ­რე­ბა, მისი ზე­გავ­ლე­ნა, უპირ­ვე­ლე­სად, სიყ­ვა­რულ­სა და ურ­თი­ერ­თო­ბე­ზე აი­სა­ხე­ბა. ამ პე­რი­ოდ­ში სწო­რედ ამ სფე­რო­ებ­ზე კეთ­დე­ბა აქ­ცენ­ტე­ბი.

ვე­ნე­რას რეტ­როგ­რა­დუ­ლო­ბი­სას ხში­რია გან­ქორ­წი­ნე­ბა, წყვი­ლე­ბის დაშ­ლა. თუ პარტნი­ო­რებს შო­რის და­ი­ძა­ბა სი­ტუ­ა­ცია და გან­ქორ­წი­ნე­ბის ან და­შო­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდით, ნუ მი­ი­ღებთ რა­დი­კა­ლურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას! გა­მო­ი­ჩი­ნეთ მეტი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რო­ბა და მოთ­მი­ნე­ბა, მი­ნი­მუმ 1,5 თვით გა­და­დეთ ეს სა­კი­თხი, ანუ ვე­ნე­რას დი­რექ­ტულ მოძ­რა­ო­ბამ­დე. და მერე, შე­საძ­ლოა სა­ერ­თო­დაც აღარ იდ­გეს ეს სა­კი­თხი დღის წეს­რიგ­ში. უბ­რა­ლოდ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ რეტ­რო ვე­ნე­რა ლაკ­მუ­სის ქა­ღალ­დის როლს ას­რუ­ლებს და მი­გა­ნიშ­ნებთ, რომ წინ, ბევ­რი სა­მუ­შაო გე­ლით სწო­რედ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­ლა­გე­ბის მხრივ. მო­გი­წევთ ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის სწო­რად გა­და­ფა­სე­ბა (გან­ხეთ­ქი­ლე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად მაქ­სი­მა­ლუ­რი სიფრ­თხი­ლე გა­მო­ი­ჩი­ნეთ 8-12 ოქ­ტომ­ბრის პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც ვე­ნე­რა მარ­სის ზუს­ტი კვად­რა­ტი დგე­ბა, და ასე­ვე, ოქ­ტომ­ბრის ბო­ლოს).

ამ პე­რი­ოდ­ში შე­იძ­ლე­ბა ვინ­მე გა­იც­ნოთ, მაგ­რამ რეტ­რო ვე­ნე­რა­ზე და­წყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, შე­საძ­ლოა, სუ­ლაც არ აღ­მოჩ­ნდეს ხან­გრძლი­ვი, ან უბ­რა­ლოდ, არ გა­ა­მარ­თლოს თქვე­ნი მო­ლო­დი­ნი, ამი­ტომ ნუ გა­ეხ­ვე­ვით ფან­ტა­ზი­ებ­ში, შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ხედ­ვა.

ამ პე­რი­ოდ­ში შე­საძ­ლოა ასე­ვე წარ­სუ­ლი­დან გა­მოჩ­ნდნენ ძვე­ლი სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ო­რე­ბი. მით უფრო, თუ ურ­თი­ერ­თო­ბა წარ­სულ­ში ამო­წუ­რუ­ლი არაა, და­უს­რუ­ლე­ბე­ლია, ეს არის გან­მე­ო­რე­ბით მო­ცე­მუ­ლი შან­სი ურ­თი­ერ­თო­ბის ახა­ლი ფურ­ცლი­დან და­სა­წყე­ბად, ან პი­რი­ქით, იმის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად და და­სამ­ტკი­ცებ­ლად, რომ ურ­თი­ერ­თო­ბამ მარ­თლაც ამო­წუ­რა თა­ვი­სი რე­სურ­სი და დროა სა­ბო­ლო­ოდ გა­ვუშ­ვათ და წინ წახ­ვი­დეთ.

ეს პე­რი­ო­დი ასე­ვე დი­დად სა­სი­კე­თო არაა ქორ­წი­ნე­ბის­თვის, ნიშ­ნო­ბის­თვის, თუ წყვილს რუ­ქა­ში თა­ვად არ აქვს რეტ­როგ­რა­დუ­ლი ვე­ნე­რა, თუ აქვს, პრობ­ლე­მა არაა.

ვი­ნა­ი­დან ვე­ნე­რა ასე­ვე მა­ტე­რი­ა­ლურ და ფი­ნან­სურ საქ­მე­ებ­საც კუ­რი­რებს, ეს თე­მე­ბიც იქ­ნე­ბა წინ­წა­მო­წე­უ­ლი მისი უკუ­ფა­ზის პე­რი­ოდ­ში.

ამ დროს შე­საძ­ლოა ძველ­მა პრობ­ლე­მებ­მა შე­გახ­სე­ნოთ თავი, გა­ახ­სენ­დეთ მე­ვა­ლე­ებს, შე­საძ­ლოა ამას­თან და­კავ­ში­რე­ბულ თე­მებ­ზე კონ­ფლიქ­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის წარ­მოქ­მნაც.

ეს დრო ასე­ვე არ ვარ­გა ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი­სა და ფი­ნან­სუ­რი სფე­როს­თვის, ბიზ­ნე­სის და­წყე­ბის­თვის, რა­საც უშუ­ა­ლოდ ფი­ნან­სურ საქ­მი­ა­ნო­ბას­თან აქვს საქ­მე (შე­საძ­ლოა არ და­ა­ბან­დოთ სარ­ფი­ა­ნად თქვე­ნი ფული, მო­ტყუვ­დეთ) სა­მა­გი­ე­როდ კარ­გი პე­რი­ო­დია გან­მე­ო­რე­ბი­თი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის­თვის ფი­ნან­სურ სფე­რო­ში.

ასე­ვე, ეს არ არის კარ­გი პე­რი­ო­დი სი­ლა­მა­ზი­სა და ფუ­ფუ­ნე­ბის საგ­ნე­ბის, ხე­ლო­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბის შე­სა­ძე­ნად.

არ არის სა­სურ­ვე­ლი ასე­ვე გა­მო­ფე­ნე­ბის­თვის, ზო­გა­დად სი­ლა­მა­ზის სფე­როს­თვის, სი­ლა­მა­ზის სა­ლონ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ცე­დუ­რე­ბის (ვარ­ცხნი­ლო­ბის რა­დი­კა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბაა, სხვა ფრად შე­რებ­ვა, ტა­ტუ­ა­ჟი) პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბი­სა და მო­დის ინ­დუსტრი­ის­თვის.

სხვა­თა შო­რის, ეს კარ­გი პე­რი­ო­დია ძვე­ლი, ჩა­წო­ლი­ლი სა­ქონ­ლის რე­ა­ლი­ზე­ბის­თვის, კერ­ძო სა­კუთ­რე­ბის გა­სა­ყი­დად, რო­მელ­საც არაფ­რით გა­მო­უჩ­ნდა მყიდ­ვე­ლი.

სა­ერ­თოდ, რეტ­რო ვე­ნე­რა­ზე ადა­მი­ა­ნებს ჩვე­ვი­ათ ფუ­ლის ფლან­გვა და ისე­თი შე­ნა­ძე­ნე­ბის გა­კე­თე­ბა, რაც რე­ა­ლუ­რად არ სჭირ­დე­ბათ და უბ­რა­ლოდ იმ­პულ­სუ­რად ყი­დუ­ლო­ბენ, ამი­ტომ ესეც გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ და ნუ გა­ა­კე­თებთ ემო­ცი­ურ სა­ყიდ­ლებს.

ამ დროს თქვენც შე­გიძ­ლი­ათ სარ­ფი­ა­ნად იყი­დოთ რა­ი­მე კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა, მთა­ვა­რია არ და­გაბრმა­ოთ გა­რეგ­ნულ­მა იერ­სა­ხემ, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შე­ა­მოწ­მოთ წუნ­ზე, მხო­ლოდ "სი­ლა­მა­ზით" ნუ მო­ი­ხიბ­ლე­ბით.

ასე­ვე, რეტ­რო ფა­ზა­ზე კარ­გია და­კარ­გუ­ლი ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბის და ნივ­თე­ბის ძებ­ნა, სახ­ლში წეს­რი­გის დამ­ყა­რე­ბა, გა­ლა­მა­ზე­ბა, ადრე და­წყე­ბუ­ლი კოს­მე­ტი­კუ­რი კურ­სის გაგ­რძე­ლე­ბა. კარ­გია ვა­ლე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა.

ჯან­მრთე­ლო­ბის მხრივ - მაქ­სი­მა­ლუ­რი ყუ­რა­დღე­ბა გა­მო­ი­ჩი­ნეთ მათ, ვი­საც შარდ-სა­ს­ქე­სო სის­ტე­მე­ბის, წე­ლი­სა და ყე­ლის ზო­ნის პრობ­ლე­მე­ბი აწუ­ხებს, ჰორ­მო­ნა­ლუ­რი დის­ბა­ლან­სი ან ფა­რი­სებ­რის პრობ­ლე­მე­ბი აქვს, შე­საძ­ლოა სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში მოხ­დეს გამ­წვა­ვე­ბა.

გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ ეს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა!".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

რა ტენდენციებია მოსალოდნელი და ვისთვისაა სასიკეთო ვენერას უკუსვლით მოძრაობა? - ასტროლოგის რეკომენდაციები

რა ტენდენციებია მოსალოდნელი და ვისთვისაა სასიკეთო ვენერას უკუსვლით მოძრაობა? - ასტროლოგის რეკომენდაციები

5 ოქტომბრიდან 16 ნოემბრამდე ვენერა ე.წ. რეტროგრადულ მოძრაობაშია. ამ მოვლენასთან დაკავშირებით ასატროლოგი ქეთი ვაწაძე სოციალურ ქსელში რეკომენდაციებს აქვეყნებს:

"რა ტენდენციებია მოსალოდნელი და ვისთვის/რისთვისაა სასიკეთო, ან პირიქით, ვენერას უკუსვლით მოძრაობა?

ვენერა რეტროგრადულ მოძრაობაში ყოველ წელიწადნახევარში გადადის.

ამ პლანეტის რეტროგრადულობა ყველაზე ერთნაირად არ იმოქმედებს. პირველ რიგში, ეს მოვლენა მნიშვნელოვანია კუროსა და სასწორის ნიშნებისთვის ვინაიდან მათ ვენერა მართავთ და მისი რეტრო ფაზა, ყველაზე მეტად, სწორედ მათზე აისახება, ასევე, მნიშვნელოვანია, ადამიანებისთვის, ვის პირად რუქაშიც ვენერა ძლიერადაა გამოვლენილი, მაგ. თუ თქვენი ასცედენტი ან ზენიტი დგას სასწორსა თუ კუროში, თუ ვენერა კუთხის სახლებშია მოთავსებული ან მრავალი ასპექტი აქვს - შესაძლოა თქვენზეც მკაფიოდ აისახოს ვენერას რეტროგრადულობა.

ხოლო, თუ ადამიანს პირად რუქაში ისედაც რეტროგრადული ვენერა ყავს, მაშინ ეს სწორედ რომ მისი დროა! მასთან უფრო სასიკეთო მოვლენებია მოსალოდნელი.

ვინაიდან ასტროლოგიაში ვენერა სიყვარულისა და სილამაზის პლანეტად მოაზრება, მისი ზეგავლენა, უპირველესად, სიყვარულსა და ურთიერთობეზე აისახება. ამ პერიოდში სწორედ ამ სფეროებზე კეთდება აქცენტები.

ვენერას რეტროგრადულობისას ხშირია განქორწინება, წყვილების დაშლა. თუ პარტნიორებს შორის დაიძაბა სიტუაცია და განქორწინების ან დაშორების გადაწყვეტილების წინაშე აღმოჩნდით, ნუ მიიღებთ რადიკალურ გადაწყვეტილებას! გამოიჩინეთ მეტი დიპლომატიურობა და მოთმინება, მინიმუმ 1,5 თვით გადადეთ ეს საკითხი, ანუ ვენერას დირექტულ მოძრაობამდე. და მერე, შესაძლოა საერთოდაც აღარ იდგეს ეს საკითხი დღის წესრიგში. უბრალოდ გაითვალისწინეთ, რომ რეტრო ვენერა ლაკმუსის ქაღალდის როლს ასრულებს და მიგანიშნებთ, რომ წინ, ბევრი სამუშაო გელით სწორედ ურთიერთობების დალაგების მხრივ. მოგიწევთ ფასეულობების სწორად გადაფასება (განხეთქილების თავიდან ასაცილებლად მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინეთ 8-12 ოქტომბრის პერიოდში, როდესაც ვენერა მარსის ზუსტი კვადრატი დგება, და ასევე, ოქტომბრის ბოლოს).

ამ პერიოდში შეიძლება ვინმე გაიცნოთ, მაგრამ რეტრო ვენერაზე დაწყებული ურთიერთობები, შესაძლოა, სულაც არ აღმოჩნდეს ხანგრძლივი, ან უბრალოდ, არ გაამართლოს თქვენი მოლოდინი, ამიტომ ნუ გაეხვევით ფანტაზიებში, შეინარჩუნეთ რაციონალური ხედვა.

ამ პერიოდში შესაძლოა ასევე წარსულიდან გამოჩნდნენ ძველი სასიყვარულო პარტნიორები. მით უფრო, თუ ურთიერთობა წარსულში ამოწურული არაა, დაუსრულებელია, ეს არის განმეორებით მოცემული შანსი ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დასაწყებად, ან პირიქით, იმის დასადასტურებლად და დასამტკიცებლად, რომ ურთიერთობამ მართლაც ამოწურა თავისი რესურსი და დროა საბოლოოდ გავუშვათ და წინ წახვიდეთ.

ეს პერიოდი ასევე დიდად სასიკეთო არაა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის, თუ წყვილს რუქაში თავად არ აქვს რეტროგრადული ვენერა, თუ აქვს, პრობლემა არაა.

ვინაიდან ვენერა ასევე მატერიალურ და ფინანსურ საქმეებსაც კურირებს, ეს თემებიც იქნება წინწამოწეული მისი უკუფაზის პერიოდში.

ამ დროს შესაძლოა ძველმა პრობლემებმა შეგახსენოთ თავი, გაახსენდეთ მევალეებს, შესაძლოა ამასთან დაკავშირებულ თემებზე კონფლიქტური სიტუაციების წარმოქმნაც.

ეს დრო ასევე არ ვარგა ინვესტიციებისა და ფინანსური სფეროსთვის, ბიზნესის დაწყებისთვის, რასაც უშუალოდ ფინანსურ საქმიანობასთან აქვს საქმე (შესაძლოა არ დააბანდოთ სარფიანად თქვენი ფული, მოტყუვდეთ) სამაგიეროდ კარგი პერიოდია განმეორებითი მოლაპარაკებებისთვის ფინანსურ სფეროში.

ასევე, ეს არ არის კარგი პერიოდი სილამაზისა და ფუფუნების საგნების, ხელონების ნიმუშების შესაძენად.

არ არის სასურველი ასევე გამოფენებისთვის, ზოგადად სილამაზის სფეროსთვის, სილამაზის სალონში მნიშვნელოვანი პროცედურების (ვარცხნილობის რადიკალური ცვლილებაა, სხვა ფრად შერებვა, ტატუაჟი) პლასტიკური ოპერაციებისა და მოდის ინდუსტრიისთვის.

სხვათა შორის, ეს კარგი პერიოდია ძველი, ჩაწოლილი საქონლის რეალიზებისთვის, კერძო საკუთრების გასაყიდად, რომელსაც არაფრით გამოუჩნდა მყიდველი.

საერთოდ, რეტრო ვენერაზე ადამიანებს ჩვევიათ ფულის ფლანგვა და ისეთი შენაძენების გაკეთება, რაც რეალურად არ სჭირდებათ და უბრალოდ იმპულსურად ყიდულობენ, ამიტომ ესეც გაითვალისწინეთ და ნუ გააკეთებთ ემოციურ საყიდლებს.

ამ დროს თქვენც შეგიძლიათ სარფიანად იყიდოთ რაიმე კერძო საკუთრება, მთავარია არ დაგაბრმაოთ გარეგნულმა იერსახემ, აუცილებლად უნდა შეამოწმოთ წუნზე, მხოლოდ "სილამაზით" ნუ მოიხიბლებით.

ასევე, რეტრო ფაზაზე კარგია დაკარგული ძვირფასეულობის და ნივთების ძებნა, სახლში წესრიგის დამყარება, გალამაზება, ადრე დაწყებული კოსმეტიკური კურსის გაგრძელება. კარგია ვალების დაბრუნება.

ჯანმრთელობის მხრივ - მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინეთ მათ, ვისაც შარდ-სასქესო სისტემების, წელისა და ყელის ზონის პრობლემები აწუხებს, ჰორმონალური დისბალანსი ან ფარისებრის პრობლემები აქვს, შესაძლოა სწორედ ამ პერიოდში მოხდეს გამწვავება.

გაითვალისწინეთ ეს რეკომენდაციები და ყველაფერი კარგად იქნება!".

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ