მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქიმწმენდის ვაუჩერი, რეკლამის განთავსების ვალდებულება და უფასო პარკინგი - ყველა სიახლე თეთრი ტაქსების მძღოლებისთვის
ქიმწმენდის ვაუჩერი, რეკლამის განთავსების ვალდებულება და უფასო პარკინგი - ყველა სიახლე თეთრი ტაქსების მძღოლებისთვის

ტაქ­სებ­ში მეტი სი­სუფ­თა­ვის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით, მფლო­ბელს, რო­მე­ლიც შე­სა­ბა­მის ლი­ცენ­ზი­ას 2018 წლის 10 ოქ­ტომ­ბრის ჩათ­ვლით აი­ღებს, გავ­ლი­ლი აქვს ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბა, ჰყავს მარ­ცხე­ნა­სა­ჭი­ა­ნი და 4-კა­რი­ა­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლი, უსას­ყიდ­ლოდ გა­და­ე­ცე­მა ავ­ტო­მან­ქა­ნის სა­ლო­ნის ქი­მი­უ­რი წმენ­დის ვა­უ­ჩე­რე­ბი,“ - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ დე­და­ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, ვა­უ­ჩე­რებს ტაქ­სე­ბის მფლო­ბე­ლებს გა­დას­ცემს მე­რი­ის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბულ კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც ტაქ­სებ­ზე ორი წლით რეკ­ლა­მის გან­თავ­სე­ბის სა­ნაც­ვლოდ, და­ა­ფი­ნან­სებს ტაქ­სე­ბის გა­და­ღებ­ვის სა­მუ­შა­ო­ებს და სა­ლო­ნის ქი­მი­ურ წმენ­დას.

ტაქ­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კი­დევ ერთი მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლე გვაქვს, რო­მე­ლიც მორ­გე­ბუ­ლია მომ­ხმა­რე­ბელ­თა მო­თხოვ­ნა­ზე. მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს ტაქ­სე­ბის ჰი­გი­ე­ნუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. ტაქ­სებ­ში მეტი სი­სუფ­თა­ვის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით, ზე­მო­თჩა­მოთ­ვლი­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბის მქო­ნე ტაქ­სებს გა­და­ე­ცე­მათ ავ­ტო­მან­ქა­ნის სა­ლო­ნის ქი­მი­უ­რი წმენ­დის ვა­უ­ჩე­რე­ბი. ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნავ, რომ ტაქ­სის მფლო­ბე­ლებს არ მო­უ­წევთ არც ერთი ლა­რის გა­დახ­და და არც ქა­ლა­ქის ბი­უ­ჯე­ტი­დან და­ი­ხარ­ჯე­ბა ფი­ნან­სე­ბი. აღ­ნიშ­ნულ ვა­უ­ჩე­რებს ტაქ­სე­ბის მფლო­ბე­ლებს გა­დას­ცემს მე­რი­ის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბულ კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც ტაქ­სებ­ზე ორი წლით რეკ­ლა­მის გან­თავ­სე­ბის სა­ნაც­ვლოდ, და­ა­ფი­ნან­სებს ტაქ­სე­ბის გა­და­ღებ­ვის სა­მუ­შა­ო­ებს და სა­ლო­ნის ქი­მი­ურ წმენ­დას.

სამ­ღებ­რო და ქი­მი­უ­რი წმენ­დის სა­მუ­შა­ო­ე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა 2018-2019 წლის პე­რი­ოდ­ში და 2019 წლის 1-ელი ოქ­ტომ­ბრის­თვის ტაქ­სის ბა­ზა­რი გა­ნახ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა თეთ­რი, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ტაქ­სე­ბით. მინ­და კარ­გად გვეს­მო­დეს, რომ ტაქ­სის რე­ფორ­მა ემ­სა­ხუ­რე­ბა ამ სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბას და მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის რაც შე­იძ­ლე­ბა უკე­თე­სი მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­წო­დე­ბას. ამ­დე­ნად, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ჩვე­ნი დე­და­ქა­ლა­ქი­სა და ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ტე­რე­სებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი,” - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

გარ­და ამი­სა, დე­და­ქა­ლა­ქის მას­შტა­ბით 250-მდე სა­პარ­კინ­გე ად­გი­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რად ტაქ­სე­ბის­თვის გა­მო­ი­ყო­ფა, სა­დაც ლი­ცენ­ზი­ის მქო­ნე ტაქ­სე­ბის გან­თავ­სე­ბა უფა­სო იქ­ნე­ბა. რო­გორც კა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, უკვე შერ­ჩე­უ­ლია 60-მდე ლო­კა­ცია, სა­დაც სა­პარ­კინ­გე ად­გი­ლე­ბი გან­თავ­სდე­ბა.

"დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით შერ­ჩე­უ­ლია 60-ზე მეტი ად­გი­ლი, ჯამ­ში 250-მდე ტაქ­სის სად­გო­მით. ეს ლო­კა­ცი­ე­ბი გან­კუთ­ვნი­ლი იქ­ნე­ბა მხო­ლოდ და მხო­ლოდ ტაქ­სე­ბის­თვის და იქ სხვა ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის გან­თავ­სე­ბა აიკ­რძა­ლე­ბა, ხოლო დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, რა თქმა უნდა, გა­მო­ი­წე­რე­ბა ჯა­რი­მე­ბი. ამ ად­გი­ლებ­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რად აღი­ნიშ­ნე­ბა, რომ ის გან­კუთ­ვნი­ლია მხო­ლოდ და მხო­ლოდ ტაქ­სე­ბის­თვის. რა თქმა უნდა, ტაქ­სის მძღო­ლე­ბი ამ ად­გი­ლე­ბით ისარ­გებ­ლე­ბენ უფა­სოდ.

ჩვენ ვაგ­რძე­ლებთ ამ ლო­კა­ცი­ე­ბის მო­ძებ­ნას და და­მა­ტე­ბით კი­დევ წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა ქა­ლა­ქის სხვა­დას­ხვა რა­ი­ო­ნებ­ში ასე­თი ად­გი­ლე­ბი. მგო­ნია, რომ მარ­თლაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­ფორ­მაა. დე­და­ქა­ლა­ქის ვერ­ცერ­თმა მთავ­რო­ბამ ვერ გა­ბე­და და ვერ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ეს რე­ფორ­მა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რით მო­სახ­ლე­ო­ბის თა­ნად­გო­მით ჩვენ მი­ვი­ღეთ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და მგო­ნია, რომ ეს სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა. ეს ყვე­ლა­ფე­რი კეთ­დე­ბა ხალ­ხის სა­კე­თილ­დღე­ოდ. პა­რა­ლე­ლუ­რად ვი­თარ­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი, შე­მოგ­ვყავს ახა­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბი, უნდა და­ვა­მა­ტოთ კი­დევ მეტ­როს ვა­გო­ნე­ბი, მო­ვა­წეს­რი­გოთ მეტ­რო­სად­გუ­რე­ბი. 2019 წლის ბო­ლოს­თვის დე­და­ქა­ლაქს ეყო­ლე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბის პარ­კი, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი უნდა გავ­ხა­დოთ პო­პუ­ლა­რუ­ლი, კომ­ფორ­ტუ­ლი და რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფი, რომ გა­და­ად­გი­ლე­ბა იყოს ქა­ლაქ­ში ყვე­ლა­ზე მო­ხერ­ხე­ბუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

ქიმწმენდის ვაუჩერი, რეკლამის განთავსების ვალდებულება და უფასო პარკინგი - ყველა სიახლე თეთრი ტაქსების მძღოლებისთვის

ქიმწმენდის ვაუჩერი, რეკლამის განთავსების ვალდებულება და უფასო პარკინგი - ყველა სიახლე თეთრი ტაქსების მძღოლებისთვის

ტაქსებში მეტი სისუფთავის უზრუნველყოფის მიზნით, მფლობელს, რომელიც შესაბამის ლიცენზიას 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით აიღებს, გავლილი აქვს ტექნიკური ინსპექტირება, ჰყავს მარცხენასაჭიანი და 4-კარიანი ავტომობილი, უსასყიდლოდ გადაეცემა ავტომანქანის სალონის ქიმიური წმენდის ვაუჩერები,“ - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ვაუჩერებს ტაქსების მფლობელებს გადასცემს მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კომპანია, რომელიც ტაქსებზე ორი წლით რეკლამის განთავსების სანაცვლოდ, დააფინანსებს ტაქსების გადაღებვის სამუშაოებს და სალონის ქიმიურ წმენდას.

ტაქსებთან დაკავშირებული კიდევ ერთი მეტად მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს, რომელიც მორგებულია მომხმარებელთა მოთხოვნაზე. მხედველობაში მაქვს ტაქსების ჰიგიენური მდგომარეობა. ტაქსებში მეტი სისუფთავის უზრუნველყოფის მიზნით, ზემოთჩამოთვლილი კრიტერიუმების მქონე ტაქსებს გადაეცემათ ავტომანქანის სალონის ქიმიური წმენდის ვაუჩერები. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ტაქსის მფლობელებს არ მოუწევთ არც ერთი ლარის გადახდა და არც ქალაქის ბიუჯეტიდან დაიხარჯება ფინანსები. აღნიშნულ ვაუჩერებს ტაქსების მფლობელებს გადასცემს მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კომპანია, რომელიც ტაქსებზე ორი წლით რეკლამის განთავსების სანაცვლოდ, დააფინანსებს ტაქსების გადაღებვის სამუშაოებს და სალონის ქიმიურ წმენდას.

სამღებრო და ქიმიური წმენდის სამუშაოები განხორციელდება 2018-2019 წლის პერიოდში და 2019 წლის 1-ელი ოქტომბრისთვის ტაქსის ბაზარი განახლებული იქნება თეთრი, მოწესრიგებული ტაქსებით. მინდა კარგად გვესმოდეს, რომ ტაქსის რეფორმა ემსახურება ამ სფეროს განვითარებას და მომხმარებლებისთვის რაც შეიძლება უკეთესი მომსახურების მიწოდებას. ამდენად, ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენი დედაქალაქისა და ჩვენი მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული,” - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, დედაქალაქის მასშტაბით 250-მდე საპარკინგე ადგილი სპეციალურად ტაქსებისთვის გამოიყოფა, სადაც ლიცენზიის მქონე ტაქსების განთავსება უფასო იქნება. როგორც კალაძემ აღნიშნა, უკვე შერჩეულია 60-მდე ლოკაცია, სადაც საპარკინგე ადგილები განთავსდება.

"დღეის მდგომარეობით შერჩეულია 60-ზე მეტი ადგილი, ჯამში 250-მდე ტაქსის სადგომით. ეს ლოკაციები განკუთვნილი იქნება მხოლოდ და მხოლოდ ტაქსებისთვის და იქ სხვა ავტომანქანების განთავსება აიკრძალება, ხოლო დარღვევის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გამოიწერება ჯარიმები. ამ ადგილებზე სპეციალურად აღინიშნება, რომ ის განკუთვნილია მხოლოდ და მხოლოდ ტაქსებისთვის. რა თქმა უნდა, ტაქსის მძღოლები ამ ადგილებით ისარგებლებენ უფასოდ.

ჩვენ ვაგრძელებთ ამ ლოკაციების მოძებნას და დამატებით კიდევ წარმოდგენილი იქნება ქალაქის სხვადასხვა რაიონებში ასეთი ადგილები. მგონია, რომ მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმაა. დედაქალაქის ვერცერთმა მთავრობამ ვერ გაბედა და ვერ განახორციელა ეს რეფორმა. საზოგადოების მხარდაჭერით მოსახლეობის თანადგომით ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და მგონია, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა. ეს ყველაფერი კეთდება ხალხის საკეთილდღეოდ. პარალელურად ვითარდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, შემოგვყავს ახალი ავტობუსები, უნდა დავამატოთ კიდევ მეტროს ვაგონები, მოვაწესრიგოთ მეტროსადგურები. 2019 წლის ბოლოსთვის დედაქალაქს ეყოლება აბსოლუტურად განახლებული ავტობუსების პარკი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გავხადოთ პოპულარული, კომფორტული და რაც შეიძლება სწრაფი, რომ გადაადგილება იყოს ქალაქში ყველაზე მოხერხებული", - განაცხადა კალაძემ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ