სამართალი
Faceამბები

13

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 16:05-ზე, მთვარე კირჩხიბშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის; ინტიმური ურთიერთობისა და ჩასახვისათვის. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
პოლიტიკა
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყოფილი პრემიერი, პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე სახელმწიფომ, შესაძლოა, ტრანსპორტით და მძღოლით უზრუნველყოს
ყოფილი პრემიერი, პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე სახელმწიფომ, შესაძლოა, ტრანსპორტით და მძღოლით უზრუნველყოს

თუკი ყო­ფი­ლი უმაღ­ლე­სი სა­ხელ­მწი­ფო თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის დაც­ვის სა­ჭი­რო­ე­ბა არ არის, ჩვენ დაც­ვა უნდა ჩა­ვა­ნაც­ვლოთ ტრან­სპორ­ტით და მძღო­ლით, - ამის შე­სა­ხებ სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა ან­ზორ ჩუ­ბი­ნი­ძემ პარ­ლა­მენ­ტის თავ­დაც­ვი­სა და უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

ან­ზორ ჩუ­ბი­ნი­ძემ კო­მი­ტე­ტის წევ­რებს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვა გა­აც­ნო, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, პრე­ზი­დენტს, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე­სა და პრე­მი­ერ-მი­ნისტრს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ამო­წურ­ვის შემ­დეგ სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვა მხო­ლოდ ერთი წლით შე­უ­ნარ­ჩუნ­დე­ბა და ერთი წლის გას­ვლის შემ­დეგ მთავ­რო­ბა გა­და­წყვეტს, გა­უგ­რძე­ლოს თუ არა მათ დაც­ვა.

„ერთი წელი ჩვენ მოგ­ვცემს სა­შუ­ა­ლე­ბას დაკ­ვირ­ვე­ბის, რის­კე­ბის შე­ფა­სე­ბის. ამის შემ­დეგ გა­და­წყდე­ბა მათ­თვის დაც­ვის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა-არ­შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის სა­კი­თხი. არა მგო­ნია, რომ დაც­ვის არ­სე­ბო­ბა ვინ­მეს­თვის კომ­ფორ­ტუ­ლი იყოს. არ ვიცი, რა­ტომ ფიქ­რო­ბენ, რომ თუ სა­ჭი­რო­ე­ბა არ არ­სე­ბობს, დაც­ვა მა­ინც უნდა შე­ნარ­ჩუნ­დეს. ვფიქ­რობ, რომ ეს ხალ­ხი უნდა ვუზ­რუნ­ველ­ვყოთ ტრან­სპორ­ტი­რე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხი მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბი­თაც შე­იძ­ლე­ბა და­რე­გუ­ლირ­დეს. თუ დაც­ვის სა­ჭი­რო­ე­ბა არ არის, ჩვენ დაც­ვა სპე­ცი­ა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტი­რე­ბით და მძღო­ლით უნდა ჩა­ვა­ნაც­ვლოთ. ამა­ზე ევ­რო­პუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბაც მიგ­ვი­თი­თებს. დაც­ვა სა­დაც სა­ჭი­როა უნდა დავ­ტო­ვოთ, სა­დაც სა­ჭი­რო არ არის, მოვხსნათ და სხვა მომ­სა­ხუ­რე სა­კი­თხე­ბით ჩა­ვა­ნაც­ვლოთ“, - გა­ნა­ცხა­და ან­ზორ ჩუ­ბი­ნი­ძემ ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტე­ბის, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრე­ბი­სა და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბის სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის შე­ზღუდ­ვის ინი­ცი­ა­ტი­ვა­ზე სა­უბ­რი­სას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხმაური და გაწევ - გამოწევა საქალაქო სასამართლოში - კადრები ადგილიდან
ავტორი:

ყოფილი პრემიერი, პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე სახელმწიფომ, შესაძლოა, ტრანსპორტით და მძღოლით უზრუნველყოს

ყოფილი პრემიერი, პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე სახელმწიფომ, შესაძლოა, ტრანსპორტით და მძღოლით უზრუნველყოს

თუკი ყოფილი უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის პირების დაცვის საჭიროება არ არის, ჩვენ დაცვა უნდა ჩავანაცვლოთ ტრანსპორტით და მძღოლით, - ამის შესახებ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

ანზორ ჩუბინიძემ კომიტეტის წევრებს საკანონმდებლო ინიციატივა გააცნო, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და პრემიერ-მინისტრს უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ სახელმწიფო დაცვა მხოლოდ ერთი წლით შეუნარჩუნდება და ერთი წლის გასვლის შემდეგ მთავრობა გადაწყვეტს, გაუგრძელოს თუ არა მათ დაცვა.

„ერთი წელი ჩვენ მოგვცემს საშუალებას დაკვირვების, რისკების შეფასების. ამის შემდეგ გადაწყდება მათთვის დაცვის შენარჩუნება-არშენარჩუნების საკითხი. არა მგონია, რომ დაცვის არსებობა ვინმესთვის კომფორტული იყოს. არ ვიცი, რატომ ფიქრობენ, რომ თუ საჭიროება არ არსებობს, დაცვა მაინც უნდა შენარჩუნდეს. ვფიქრობ, რომ ეს ხალხი უნდა ვუზრუნველვყოთ ტრანსპორტირებით, აღნიშნული საკითხი მთავრობის დადგენილებითაც შეიძლება დარეგულირდეს. თუ დაცვის საჭიროება არ არის, ჩვენ დაცვა სპეციალური ტრანსპორტირებით და მძღოლით უნდა ჩავანაცვლოთ. ამაზე ევროპული გამოცდილებაც მიგვითითებს. დაცვა სადაც საჭიროა უნდა დავტოვოთ, სადაც საჭირო არ არის, მოვხსნათ და სხვა მომსახურე საკითხებით ჩავანაცვლოთ“, - განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ ყოფილი პრეზიდენტების, პრემიერ-მინისტრებისა და პარლამენტის თავმჯდომარეების სახელმწიფო დაცვის შეზღუდვის ინიციატივაზე საუბრისას.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"