სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობაზე სასჯელი მკაცრდება
ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობაზე სასჯელი მკაცრდება

ცხო­ვე­ლი­სად­მი სას­ტიკ მო­პყრო­ბა­ზე სას­ჯე­ლი მკაცრ­დე­ბა. რო­გორც თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ დე­და­ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბის დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე გან­ცხა­და, მე­რი­ამ შს სა­მი­ნის­ტროს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით მო­ამ­ზა­და შე­სა­ბა­მი­სი კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენტს უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში წა­რედ­გი­ნე­ბა.

„ბოლო პე­რი­ოდ­ში ცხო­ვე­ლე­ბი­სად­მი სას­ტი­კი მო­პყრო­ბის რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტი და­ფიქ­სირ­და, მათ შო­რის იყო რო­გორც ცივი ია­რა­ღით, ასე­ვე კის­ტის თო­ფი­თა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის შემ­თხვე­ვე­ბი. ცხო­ველ­თა მო­ნი­ტო­რინ­გის სა­ა­გენ­ტოს ვე­ტე­რი­ნა­რებ­მა შეძ­ლეს არა­ერ­თი ცხო­ვე­ლის გა­დარ­ჩე­ნა, თუმ­ცა, ზო­გი­ერ­თი შემ­თხვე­ვა სიკ­ვდი­ლით დას­რულ­და და ვერც დამ­ნა­შა­ვის დას­ჯა მო­ხერ­ხდა. სწო­რედ ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბის გამო, ცხო­ველ­თა მო­ნი­ტო­რინ­გის სა­ა­გენ­ტოს ინი­ცი­რე­ბი­თა და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, მომ­ზად­და სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბა­თა პა­კე­ტი, რო­მე­ლიც სრუ­ლე­ბით ეხ­მი­ა­ნე­ბა დღეს არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებს და ით­ვა­ლის­წი­ნებს სას­ჯე­ლის გამ­კაც­რე­ბას ცხო­ვე­ლი­სად­მი სას­ტი­კი მო­პყრო­ბი­სა და მათი მოკ­ვლის შემ­თხვე­ვა­ში. ცვლი­ლე­ბა­თა პა­კე­ტის მი­ხედ­ვით, ცხო­ვე­ლის წა­მე­ბი­სა და სას­ტი­კი მო­პყრო­ბის შემ­თხვე­ვა­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სას­ჯე­ლის შემ­დე­გი სა­ხე­ე­ბი - სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­სარ­გებ­ლო შრო­მა, ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბა, ჯა­რი­მა, თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა, ვა­დით 1 წლამ­დე. ამას­თან, არას­რულ­წლო­ვა­ნის მიერ ჩა­დე­ნი­ლი მსგავ­სი და­ნა­შა­უ­ლის შემ­თხვე­ვა­ში, გა­ნი­სა­ზღვრა მშობ­ლის ან კა­ნო­ნი­ე­რი წარ­მო­მად­გენ­ლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. მინ­და პარ­ლა­მენტს ვთხო­ვო თა­ნად­გო­მა, მგო­ნია, რომ ამ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბით იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი ცხო­ვე­ლე­ბის გა­დარ­ჩე­ნა და ადა­მი­ა­ნე­ბის ქცე­ვის შეც­ვლა. ჩვენ არ ვართ და არც უნდა ვი­ყოთ ცხო­ვე­ლე­ბის მკვლე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

თბი­ლი­სის მერი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ კა­ნონპ­რო­ექტს რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, ისე პარ­ლა­მენ­ტში, მხარ­და­ჭე­რა ექ­ნე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობაზე სასჯელი მკაცრდება

ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობაზე სასჯელი მკაცრდება

ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობაზე სასჯელი მკაცრდება. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განცხადა, მერიამ შს სამინისტროსთან თანამშრომლობით მოამზადა შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც პარლამენტს უახლოეს მომავალში წარედგინება.

„ბოლო პერიოდში ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა, მათ შორის იყო როგორც ცივი იარაღით, ასევე კისტის თოფითა და ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილი დანაშაულის შემთხვევები. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ვეტერინარებმა შეძლეს არაერთი ცხოველის გადარჩენა, თუმცა, ზოგიერთი შემთხვევა სიკვდილით დასრულდა და ვერც დამნაშავის დასჯა მოხერხდა. სწორედ ასეთი შემთხვევების გამო, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიცირებითა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც სრულებით ეხმიანება დღეს არსებულ გამოწვევებს და ითვალისწინებს სასჯელის გამკაცრებას ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობისა და მათი მოკვლის შემთხვევაში. ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, ცხოველის წამებისა და სასტიკი მოპყრობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება სასჯელის შემდეგი სახეები - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, შინაპატიმრობა, ჯარიმა, თავისუფლების აღკვეთა, ვადით 1 წლამდე. ამასთან, არასრულწლოვანის მიერ ჩადენილი მსგავსი დანაშაულის შემთხვევაში, განისაზღვრა მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის პასუხისმგებლობა. მინდა პარლამენტს ვთხოვო თანადგომა, მგონია, რომ ამ რეგულაციებით იქნება შესაძლებელი ცხოველების გადარჩენა და ადამიანების ქცევის შეცვლა. ჩვენ არ ვართ და არც უნდა ვიყოთ ცხოველების მკვლელი საზოგადოება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერი დარწმუნებულია, რომ კანონპროექტს როგორც საზოგადოებაში, ისე პარლამენტში, მხარდაჭერა ექნება.

თბილისის ზღვაში მაშველებმა ერთი მოზარდის ცხედარი იპოვეს

თბილისის ზღვაში ორ არასრულწლოვანს ეძებენ

"ძაღლი არ უნდა გააადამიანოთ, მიზანშეწონილი არ არის მისი საწოლში ჩაწვენა" - როგორ უნდა აღვზარდოთ ძაღლი, რომ აგრესიული არ იყოს?