სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინფორმაცია მშობლებისთვის, რომლებმაც თბილისის ბაღებში შვილების დარეგისტრირება ვერ მოახერხეს
ინფორმაცია მშობლებისთვის, რომლებმაც თბილისის ბაღებში შვილების დარეგისტრირება ვერ მოახერხეს

დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის მო­ად­გი­ლის, ილია ელოშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, თბი­ლი­სის ბა­ღებს დარ­ჩე­ნი­ლი აღ­საზ­რდე­ლე­ბის ხე­ლა­ხა­ლი რე­გის­ტრა­ცი­ის პრო­ცე­სი უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში და­ი­წყე­ბა. ამის შე­სა­ხებ ელოშ­ვილ­მა დე­და­ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბის სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს დას­მუ­ლი კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნუ­ცხა­და.

ელოშ­ვი­ლის თქმით, აღ­საზ­რდე­ლე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ბა­ღებს გა­რეთ და­უ­რე­გის­ტრი­რებ­ლე­ბი დარ­ჩნენ, მე­რი­ამ 7 300 ად­გი­ლი გა­მო­ყო.

„7 300 და­მა­ტე­ბი­თი ად­გი­ლია გა­მო­ყო­ფი­ლი და გამ­ზა­დე­ბუ­ლია იმის­თვის, რომ ბავ­შვე­ბის ხე­ლა­ხა­ლი რე­გის­ტრა­ცია მოხ­დეს. გან­სხვა­ვე­ბით წინა პე­რი­ო­დის­გან, რო­დე­საც არ იყო არა­ნა­ი­რი კა­ტე­გო­რი­ზა­ცია რე­გის­ტრა­ცი­ი­სას და ბავ­შვე­ბის მი­ღე­ბა-არ­მი­ღე­ბა მთლი­ა­ნად და­მო­კი­დე­ბუ­ლი იყო ბა­ღის დი­რექ­ტო­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე, ახლა იქ­ნე­ბა წე­სე­ბი. პრინ­ცი­პე­ბი, კა­ტე­გო­რი­ზა­ცია, რად­გან შევ­ძლოთ ბა­ღე­ბის გა­რეთ დარ­ჩე­ნი­ლი ბავ­შვე­ბის რე­გის­ტრა­ცია.

ახლა მუ­შავ­დე­ბა ეს კომ­პლექ­სუ­რი წე­სე­ბი, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა რა­ი­ო­ნე­ბი და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლე­ბი. აქამ­დე კა­ტე­გო­რი­ზა­ცია არ­სად იყო გა­წე­რი­ლი და ბა­ღის დი­რექ­ტო­რე­ბი მათ მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი კა­ტე­გო­რი­ზა­ცი­ით სარ­გებ­ლობ­დნენ“, - გა­ნა­ცხა­და ელოშ­ვილ­მა.

მე­რის მო­ად­გი­ლეს არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია, რა კა­ტე­გო­რი­ზა­ცი­ის მი­ხედ­ვით მოხ­დე­ბა რე­გის­ტრა­ცია და ვის მი­ე­ნი­ჭე­ბა უპი­რა­ტე­სო­ბა, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნა, რომ რე­გის­ტრა­ცი­ის პრო­ცე­სი უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში და­ი­წყე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ინფორმაცია მშობლებისთვის, რომლებმაც თბილისის ბაღებში შვილების დარეგისტრირება ვერ მოახერხეს

ინფორმაცია მშობლებისთვის, რომლებმაც თბილისის ბაღებში შვილების დარეგისტრირება ვერ მოახერხეს

დედაქალაქის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის განცხადებით, თბილისის ბაღებს დარჩენილი აღსაზრდელების ხელახალი რეგისტრაციის პროცესი უახლოეს დღეებში დაიწყება. ამის შესახებ ელოშვილმა დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

ელოშვილის თქმით, აღსაზრდელებისთვის, რომლებიც ბაღებს გარეთ დაურეგისტრირებლები დარჩნენ, მერიამ 7 300 ადგილი გამოყო.

„7 300 დამატებითი ადგილია გამოყოფილი და გამზადებულია იმისთვის, რომ ბავშვების ხელახალი რეგისტრაცია მოხდეს. განსხვავებით წინა პერიოდისგან, როდესაც არ იყო არანაირი კატეგორიზაცია რეგისტრაციისას და ბავშვების მიღება-არმიღება მთლიანად დამოკიდებული იყო ბაღის დირექტორის გადაწყვეტილებაზე, ახლა იქნება წესები. პრინციპები, კატეგორიზაცია, რადგან შევძლოთ ბაღების გარეთ დარჩენილი ბავშვების რეგისტრაცია.

ახლა მუშავდება ეს კომპლექსური წესები, გათვალისწინებული იქნება რაიონები და საცხოვრებელი ადგილები. აქამდე კატეგორიზაცია არსად იყო გაწერილი და ბაღის დირექტორები მათ მიერ შემუშავებული კატეგორიზაციით სარგებლობდნენ“, - განაცხადა ელოშვილმა.

მერის მოადგილეს არ დაუკონკრეტებია, რა კატეგორიზაციის მიხედვით მოხდება რეგისტრაცია და ვის მიენიჭება უპირატესობა, თუმცა აღნიშნა, რომ რეგისტრაციის პროცესი უახლოეს დღეებში დაიწყება.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ