პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაიცანით რობოტი ვანო, რომელიც ჩურჩხელებს ავლებს და "შალახოს" ცეკვავს
გაიცანით რობოტი ვანო, რომელიც ჩურჩხელებს ავლებს და "შალახოს" ცეკვავს

თუ ჯერ კი­დევ ფიქ­რობთ, რომ რო­ბო­ტებს, რომ­ლებ­საც ნივ­თე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბა და სი­ა­რუ­ლი შე­უძ­ლი­ათ, მხო­ლოდ ია­პო­ნი­ა­ში, ჩი­ნეთ­ში ან აშშ-ში ამ­ზა­დე­ბენ, ამ წარ­მოდ­გე­ნას რო­ბო­ტი ვანო და­გიმ­სხვრევთ. ის თა­ვი­სი ხე­ლით შექ­მნეს ქარ­თველ­მა მოს­წავ­ლე­ებ­მა გივი ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის ამე­რი­კუ­ლი აკა­დე­მი­ი­დან.

თავ­და­პირ­ვე­ლად, ვანო ყუთ­ში ჩა­წყო­ბი­ლი ათო­ბით წვრილ-წვრი­ლი დე­ტა­ლი იყო, სა­ი­და­ნაც 20-მდე მოს­წავ­ლემ რო­ბო­ტი აა­წყო. მოს­წავ­ლე­თა­გან სამი - სოფო კევ­ლიშ­ვი­ლი, ლიკა მი­ხე­ლაშ­ვი­ლი და ნიკა გე­გეჭ­კო­რი, რო­ბოტს სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­ა­და­ზე წარ­მო­ად­გენს. ვა­ნოს, რო­მე­ლიც პლან­შე­ტი­დან იმარ­თე­ბა, შე­უძ­ლია გა­და­ად­გი­ლე­ბა, ნივ­თე­ბის აღე­ბა, და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გილ­ზე მი­ტა­ნა და ჩა­მო­კი­დე­ბა. ვანო ასე­ვე ცეკ­ვავს და ჩურ­ჩხე­ლებ­საც კი ავ­ლებს.

"ქარ­თველ რო­ბოტს" ბავ­შვე­ბი ოლიმ­პი­ა­და­ზე First Global წა­რად­გე­ნენ და ვანო შე­ჯიბრშიც მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. First Global-ი სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სია, რო­მელ­შიც უკვე მე­ო­რე წე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს გუნ­დიც მო­ნა­წი­ლე­ობს. კონ­კურ­სი ამ­ჯე­რად მექ­სი­კა­ში ტარ­დე­ბა, სა­დაც ერ­თმა­ნეთს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის 175 გუნ­დი შე­ე­ჯიბ­რე­ბა. კონ­კურ­სის თემა გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ე­ბია, კერ­ძოდ, მზის პა­ნე­ლე­ბი და ქა­რის ტურ­ბი­ნე­ბი, რო­მელ­თა მეშ­ვე­ო­ბით რო­ბო­ტებ­მა ელექტრო­ე­ნერ­გია უნდა გა­მო­ი­მუ­შა­ონ.

რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს გუნ­დის ერთ-ერ­თმა წევ­რმა სოფო კევ­ლიშ­ვილ­მა AMBEBI.GE-ს უამ­ბო, რო­ბო­ტებს მუ­ყა­ოს ყუ­თე­ბის აღე­ბა, ტრან­სპორ­ტი­რე­ბა, მათი სი­მაღ­ლე­ზე შეყ­რა, მზის ბა­ტა­რე­ე­ბის ჩა­მო­კი­დე­ბა და ქა­რის ტურ­ბი­ნის დატ­რი­ა­ლე­ბა ევა­ლე­ბათ.

„იმის გამო, რომ ამ­დე­ნი ოპე­რა­ცია არის შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი, რო­ბო­ტი ძა­ლი­ან სხარ­ტი და მოქ­ნი­ლი უნდა იყოს. ვანო ყვე­ლა მო­თხოვ­ნას აკ­მა­ყო­ფი­ლებს. თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმას, რომ გუნდში ორ სხვა ქვე­ყა­ნას­თან ერ­თად უნდა ვი­ყოთ, მისი ეს უნა­რე­ბი გა­მოგ­ვად­გე­ბა, რად­გან თუ სხვის რო­ბოტს რა­ი­მეს გა­კე­თე­ბა არ შე­ეძ­ლე­ბა, ამ საქ­მეს ჩვე­ნი ვანო გა­ა­კე­თებს“ - აღ­ნიშ­ნა სო­ფომ.

რო­ბო­ტი ვა­ნოს შექ­მნა­ში და დაპ­როგ­რა­მე­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს გუნდს მენ­ტო­რი, ილია მესტვი­რიშ­ვი­ლი და­ეხ­მა­რა. რო­გორც ბავ­შვე­ბი გან­მარ­ტა­ვენ, რო­ბო­ტის შექ­მნი­სას მათ ბევ­რი დე­ტა­ლის შეს­წავ­ლა მო­უხ­დათ. ამას­თან, მოს­წავ­ლე­ებს კონ­კურ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა სკო­ლამ, მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია „კრის­ტალ­მა“ და First Global-მაც გა­უ­წი­ეს. გუნ­დის წევ­რე­ბის თქმით, ვა­ნოს ნა­წი­ლე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 3 000$-ია და მათ შე­სა­ძე­ნად ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რა სჭირ­დე­ბო­დათ, რაც სკო­ლი­სა და დამ­ფი­ნან­სე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის მიერ მი­ი­ღეს კი­დეც.

„ჩა­მო­სულ ნა­წი­ლებს რომ შე­ხე­დავ­დი, იფიქ­რებ­დი, რომ ამის­გან არა­ნა­ი­რი რო­ბო­ტი არ გა­მო­ვი­დო­და, ამი­ტომ და­ვი­წყეთ სწავ­ლა, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და, მათი მეშ­ვე­ო­ბით რო­ბო­ტი შეგ­ვექ­მნა, თა­ნაც და­მა­ტე­ბი­თი ნა­წი­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის უფ­ლე­ბა არ გვქონ­და. თავ­და­პირ­ვე­ლად, მას­წავ­ლე­ბე­ლი ყვე­ლას მცი­რე და­ვა­ლე­ბებს გვაძ­ლევ­და. ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში რო­ბო­ტის სხვა­დას­ხვა ნა­წი­ლებს ვა­წყობ­დით. დაპ­როგ­რა­მე­ბას და მთა­ვარ დი­ზა­ინ­ზე მუ­შა­ო­ბას რომ მოვ­რჩით, შემ­დეგ და­ვი­წყეთ მისი დახ­ვე­წა“, - აღ­ნიშ­ნა გუნ­დის ერთ-ერ­თმა წევ­რმა შალ­ვა ბე­გი­აშ­ვილ­მა.

რო­გორც გუნ­დის წევ­რე­ბი იხ­სე­ნე­ბენ, პირ­ვე­ლი ეტა­პი რო­ბო­ტის დაპ­როგ­რა­მე­ბა იყო, რო­მე­ლიც მისი Gamepad-ის (კონ­ტრო­ლე­რი) მეშ­ვე­ო­ბით მარ­თვის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემ­დათ.

„პროგ­რა­მა­ში წე­რია, რო­გორ უნდა ია­როს, რო­მელ ღი­ლაკ­ზე რა ფუნ­ქცია ექ­ნე­ბა, რო­გო­რი­ცაა მა­გა­ლი­თად, ხე­ლის აწე­ვა-და­წე­ვა, გაშ­ლა და სი­ა­რუ­ლი. რო­ბოტს პულ­ტით ორი ადა­მი­ა­ნი მარ­თავს, ერთს ხე­ლის მარ­თვა ევა­ლე­ბა, მე­ო­რეს რო­ბო­ტის გა­და­ად­გი­ლე­ბა და წინა ხე­ლე­ბის კონ­ტრო­ლი. გვაქვს პლან­შე­ტი, რო­მელ­შიც Gamepad-ებს ვა­ერ­თებთ და სიგ­ნა­ლი რო­ბოტს მათი სა­შუ­ა­ლე­ბით გა­და­ე­ცე­მა“, - გან­მარ­ტა სოფო კევ­ლიშ­ვილ­მა.

ვა­ნოს ავ­ტო­რებს იმე­დი აქვთ, რომ მათი რო­ბო­ტი კონ­კურ­სში წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. ამას­თან, გა­სულ წელს სა­ქარ­თვე­ლომ First Global-ის შე­ჯიბრში 163 ქვე­ყა­ნას შო­რის მე-14 ად­გი­ლი და­ი­კა­ვა, ამი­ტომ ქარ­თველ მოს­წავ­ლე­ებს იმე­დი აქვთ, რომ შე­დე­გის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცე­მათ და ქვე­ყა­ნას პო­ზი­ტი­უ­რად წარ­მო­ა­ჩე­ნენ.

„სა­ქარ­თვე­ლოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა პირ­ველ რიგ­ში იმ მხრივ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რომ გაგ­ვიც­ნონ, რად­გან სა­კონ­კურ­სო სიის ძა­ლი­ან ბევ­რი ქვეყ­ნის შე­სა­ხებ ჩვენც კი არ ვი­ცით და ალ­ბათ, სხვე­ბიც ასე არი­ან. ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ჩვე­ნი რო­ბო­ტით კარ­გი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა დავ­ტო­ვოთ, რომ პა­ტა­რა ქვეყ­ნი­დან, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ გან­ვი­თა­რე­ბის ეტაპ­ზეა, შეგ­ვიძ­ლია, საკ­მა­ოდ კარ­გი რო­ბო­ტი წა­ვიყ­ვა­ნოთ. ამ მხრივ ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, იმი­ტომ რომ ქარ­თველ ახალ­გაზ­რდებს ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბის იმ­დე­ნი რე­სურ­სი ჯერ კი­დევ არ აქვთ და ასეთ გა­მოც­დი­ლე­ბას რომ იძენ და ხვდე­ბი უცხო­ელ ახალ­გაზ­რდებს, რომ­ლე­ბი­ცამ სფე­რო­ში ძა­ლი­ან გა­მოც­დი­ლე­ბი არი­ან, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია“, - აღ­ნიშ­ნა სო­ფომ.

რაც შე­ე­ხე­ბა შე­ჯიბრში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბის­თვის გან­სა­ზღვრულ პრი­ზებს, რო­გორც გუნ­დის ერთ-ერთი წევ­რი, ნიკა გე­გეჭ­კო­რი გან­მარ­ტავს, ოლიმ­პი­ა­დის ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნი გლო­ბა­ლუ­რი პრობ­ლე­მის გარ­შე­მო გა­ერ­თი­ა­ნე­ბა და სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში მცხოვ­რე­ბი ახალ­გაზ­რდე­ბის ცოდ­ნის გა­ზი­ა­რე­ბაა, ამი­ტომ აქ ძი­რი­თა­დად, ნო­მი­ნა­ცი­ე­ბი სა­ხელ­დე­ბა და რო­გორც სხვა შე­ჯიბ­რებ­ში, ისე­თი წე­სე­ბი არ მოქ­მე­დებს. გარ­და სა­კონ­კურ­სო და­ვა­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სა, ვა­ნოს ავ­ტო­რებ­მა რამ­დე­ნი­მე ჰო­ბიც მო­უ­ძებ­ნეს. მა­გა­ლი­თად, მან უკვე ჩურ­ჩხე­ლე­ბიც ამო­ავ­ლო და ტრა­დი­ცი­უ­ლი ქარ­თუ­ლი ცეკ­ვაც შე­ას­რუ­ლა.

„ძა­ლი­ან დაღ­ლი­ლე­ბი ვი­ყა­ვით და უცებ ვი­ფიქ­რეთ, ვა­ნოს ქარ­თუ­ლი ცეკ­ვა ხომ არ ეცა­და, თა­ვი­დან ქარ­თუ­ლი ცეკ­ვით და­ვი­წყეთ და მერე ვი­ფიქ­რეთ, რომ თავ­ზე ბოთ­ლი­თა და ხელ­სა­ხო­ცით აცეკ­ვე­ბაც შეგ­ვეძ­ლო, ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თეთ, თან მივ­ხვდით, რომ ხე­ლე­ბის დატ­რი­ა­ლე­ბა და გარ­კვე­უ­ლი მოძ­რა­ო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბაც შე­იძ­ლე­ბო­და, შე­სა­ბა­მი­სად, აჭა­რუ­ლიც იცეკ­ვა. რაც შე­ე­ხე­ბა ჩურ­ჩხე­ლას, სპონ­სო­რებ­თან შეხ­ვედ­რა გვქონ­და და მექ­სი­კა­ში წარ­მო­სად­გენ ქარ­თულ სტენდთან და­კავ­ში­რე­ბით ვსა­უბ­რობ­დით.

ყვე­ლა გუნდს თა­ვი­სი სტენ­დი აქვს, რო­მელ­ზეც იმ ქვეყ­ნის კულ­ტუ­რის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი კერ­ძე­ბი­სა თუ აქ­სე­სუ­ა­რე­ბის გა­მო­ფე­ნა შე­უძ­ლია, რო­მელ­საც წარ­მო­ად­გენ. გა­დავ­წყვი­ტეთ, მექ­სი­კა­ში ჩურ­ჩხე­ლა ჩაგ­ვე­ტა­ნა და სპონ­სო­რებ­მა სპონ­ტა­ნუ­რად მო­ი­ფიქ­რეს, რომ ჩურ­ჩხე­ლა ვა­ნოს ამო­ევ­ლო, უცებ ქი­მი­ის კა­ბი­ნე­ტი­დან ჭურ­ჭე­ლი გა­მო­ვი­ტა­ნეთ, მარ­თლაც თა­თა­რა აქვე მო­ვა­დუ­ღეთ და ვა­ნომ ჩურ­ჩხე­ლე­ბიც ამო­ავ­ლო“, - იხ­სე­ნებს სოფო.

გუნ­დის მენ­ტორს ილია მესტვი­რიშ­ვილს იმე­დი აქვს, რომ გუნ­დი სწო­რედ იმ შე­დეგს მი­ი­ღებს, რა მო­ლო­დი­ნიც აქვს, რად­გან მისი თქმით, ბავ­შვებ­მა ძა­ლი­ან ბევ­რი ის­წავ­ლეს და იმუ­შა­ვეს, რომ ოლიმ­პი­ა­და­ზე სა­ქარ­თვე­ლო და­დე­ბი­თაც წარ­მო­ა­ჩი­ნონ. „ამ ოლიმ­პი­ა­დის­გან პირ­ველ რიგ­ში ვე­ლით, რომ ბევ­რი ქვეყ­ნი­დან ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნებს შევ­ხვდე­ბით, რისი შან­სიც სხვა­გან არ გვექ­ნე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ შეგ­ვეძ­ლე­ბა, ვნა­ხოთ, თუ რო­გორ გა­არ­თვეს თავი სხვა ქვეყ­ნე­ბის გუნ­დებ­მა მო­ცე­მულ და­ვა­ლე­ბას და ასე­ვე ვაჩ­ვე­ნოთ ჩვე­ნი ნაშ­რო­მი და მი­ვი­ღოთ მათ­გან უკუ­გე­ბა, რაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა ილია მეს­ვი­რიშ­ვილ­მა.

ვა­ნოს ავ­ტო­რებს მისი და ჰუ­მა­ნო­ი­დი სო­ფი­ას შეხ­ვედ­რის ორ­გა­ნი­ზე­ბაც უნ­დო­დათ, როცა მისი ვი­ზი­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში ცოტა ხნის წინ შედ­გა. თუმ­ცა შალ­ვა ბე­გი­აშ­ვი­ლის თქმით, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ვა­ნოს მა­შინ ისე­თი ცნო­ბა­დო­ბა არ ჰქონ­და, რო­გო­რიც ახლა, ამ შეხ­ვედ­რი ორ­გა­ნი­ზე­ბა ვერ მო­ხერ­ხდა.

"თუმ­ცა იმე­დი გვაქვს, რომ მო­მა­ვალ­ში მა­ინც შეხ­ვდე­ბი­ან და გა­იც­ნო­ბენ ერ­თმა­ნეთს. თუ სო­ფი­ას არა, გვინ­და, რომ სხვა რო­ბო­ტე­ბი მა­ინც გა­იც­ნოს“, - აღ­ნიშ­ნა შალ­ვამ. რაც შე­ე­ხე­ბა ვა­ნოს­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­მო­მავ­ლო გეგ­მებს, გუნ­დის წევ­რე­ბის თქმით, სურთ, რომ მისი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი უფრო გა­უმ­ჯო­ბეს­დეს და გარ­კვე­უ­ლი იდე­ე­ბიც აქვთ, რომ­ლებ­საც ჯერ არ ახ­მა­უ­რე­ბენ.

ავ­ტო­რებ­მა ვა­ნოს სა­ხე­ლი თა­ვი­ან­თი სკო­ლის თა­ნამ­შრომ­ლის პა­ტივ­სა­ცე­მად შე­ურ­ჩი­ეს, რო­მე­ლიც მათი თქმით, კე­თილ­შო­ბი­ლი, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი და მზრუნ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

გაიცანით რობოტი ვანო, რომელიც ჩურჩხელებს ავლებს და "შალახოს" ცეკვავს

გაიცანით რობოტი ვანო, რომელიც ჩურჩხელებს ავლებს და "შალახოს" ცეკვავს

თუ ჯერ კიდევ ფიქრობთ, რომ რობოტებს, რომლებსაც ნივთების გადაადგილება და სიარული შეუძლიათ, მხოლოდ იაპონიაში, ჩინეთში ან აშშ-ში ამზადებენ, ამ წარმოდგენას რობოტი ვანო დაგიმსხვრევთ. ის თავისი ხელით შექმნეს ქართველმა მოსწავლეებმა გივი ზალდასტანიშვილის სახელობის თბილისის ამერიკული აკადემიიდან.

თავდაპირველად, ვანო ყუთში ჩაწყობილი ათობით წვრილ-წვრილი დეტალი იყო, საიდანაც 20-მდე მოსწავლემ რობოტი ააწყო. მოსწავლეთაგან სამი - სოფო კევლიშვილი, ლიკა მიხელაშვილი და ნიკა გეგეჭკორი, რობოტს საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარმოადგენს. ვანოს, რომელიც პლანშეტიდან იმართება, შეუძლია გადაადგილება, ნივთების აღება, დანიშნულების ადგილზე მიტანა და ჩამოკიდება. ვანო ასევე ცეკვავს და ჩურჩხელებსაც კი ავლებს.

"ქართველ რობოტს" ბავშვები ოლიმპიადაზე First Global წარადგენენ და ვანო შეჯიბრშიც მიიღებს მონაწილეობას. First Global-ი საერთაშორისო კონკურსია, რომელშიც უკვე მეორე წელია საქართველოს გუნდიც მონაწილეობს. კონკურსი ამჯერად მექსიკაში ტარდება, სადაც ერთმანეთს სხვადასხვა ქვეყნის 175 გუნდი შეეჯიბრება. კონკურსის თემა განახლებადი ენერგიებია, კერძოდ, მზის პანელები და ქარის ტურბინები, რომელთა მეშვეობით რობოტებმა ელექტროენერგია უნდა გამოიმუშაონ.

როგორც საქართველოს გუნდის ერთ-ერთმა წევრმა სოფო კევლიშვილმა AMBEBI.GE-ს უამბო, რობოტებს მუყაოს ყუთების აღება, ტრანსპორტირება, მათი სიმაღლეზე შეყრა, მზის ბატარეების ჩამოკიდება და ქარის ტურბინის დატრიალება ევალებათ.

„იმის გამო, რომ ამდენი ოპერაცია არის შესასრულებელი, რობოტი ძალიან სხარტი და მოქნილი უნდა იყოს. ვანო ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გუნდში ორ სხვა ქვეყანასთან ერთად უნდა ვიყოთ, მისი ეს უნარები გამოგვადგება, რადგან თუ სხვის რობოტს რაიმეს გაკეთება არ შეეძლება, ამ საქმეს ჩვენი ვანო გააკეთებს“ - აღნიშნა სოფომ.

რობოტი ვანოს შექმნაში და დაპროგრამებაში საქართველოს გუნდს მენტორი, ილია მესტვირიშვილი დაეხმარა. როგორც ბავშვები განმარტავენ, რობოტის შექმნისას მათ ბევრი დეტალის შესწავლა მოუხდათ. ამასთან, მოსწავლეებს კონკურში მონაწილეობის მისაღებად ფინანსური დახმარება სკოლამ, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალმა“ და First Global-მაც გაუწიეს. გუნდის წევრების თქმით, ვანოს ნაწილების ღირებულება 3 000$-ია და მათ შესაძენად ფინანსური მხარდაჭერა სჭირდებოდათ, რაც სკოლისა და დამფინანსებელი კომპანიის მიერ მიიღეს კიდეც.

„ჩამოსულ ნაწილებს რომ შეხედავდი, იფიქრებდი, რომ ამისგან არანაირი რობოტი არ გამოვიდოდა, ამიტომ დავიწყეთ სწავლა, თუ როგორ შეიძლებოდა, მათი მეშვეობით რობოტი შეგვექმნა, თანაც დამატებითი ნაწილების გამოყენების უფლება არ გვქონდა. თავდაპირველად, მასწავლებელი ყველას მცირე დავალებებს გვაძლევდა. ერთი თვის განმავლობაში რობოტის სხვადასხვა ნაწილებს ვაწყობდით. დაპროგრამებას და მთავარ დიზაინზე მუშაობას რომ მოვრჩით, შემდეგ დავიწყეთ მისი დახვეწა“, - აღნიშნა გუნდის ერთ-ერთმა წევრმა შალვა ბეგიაშვილმა.

როგორც გუნდის წევრები იხსენებენ, პირველი ეტაპი რობოტის დაპროგრამება იყო, რომელიც მისი Gamepad-ის (კონტროლერი) მეშვეობით მართვის საშუალებას მისცემდათ.

„პროგრამაში წერია, როგორ უნდა იაროს, რომელ ღილაკზე რა ფუნქცია ექნება, როგორიცაა მაგალითად, ხელის აწევა-დაწევა, გაშლა და სიარული. რობოტს პულტით ორი ადამიანი მართავს, ერთს ხელის მართვა ევალება, მეორეს რობოტის გადაადგილება და წინა ხელების კონტროლი. გვაქვს პლანშეტი, რომელშიც Gamepad-ებს ვაერთებთ და სიგნალი რობოტს მათი საშუალებით გადაეცემა“, - განმარტა სოფო კევლიშვილმა.

ვანოს ავტორებს იმედი აქვთ, რომ მათი რობოტი კონკურსში წარმატებული იქნება. ამასთან, გასულ წელს საქართველომ First Global-ის შეჯიბრში 163 ქვეყანას შორის მე-14 ადგილი დაიკავა, ამიტომ ქართველ მოსწავლეებს იმედი აქვთ, რომ შედეგის გაუმჯობესების შესაძლებლობა მიეცემათ და ქვეყანას პოზიტიურად წარმოაჩენენ.

„საქართველოს მონაწილეობა პირველ რიგში იმ მხრივ არის მნიშვნელოვანი, რომ გაგვიცნონ, რადგან საკონკურსო სიის ძალიან ბევრი ქვეყნის შესახებ ჩვენც კი არ ვიცით და ალბათ, სხვებიც ასე არიან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი რობოტით კარგი შთაბეჭდილება დავტოვოთ, რომ პატარა ქვეყნიდან, რომელიც ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა, შეგვიძლია, საკმაოდ კარგი რობოტი წავიყვანოთ. ამ მხრივ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ქართველ ახალგაზრდებს ტექნოლოგიების მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში განვითარების იმდენი რესურსი ჯერ კიდევ არ აქვთ და ასეთ გამოცდილებას რომ იძენ და ხვდები უცხოელ ახალგაზრდებს, რომლებიცამ სფეროში ძალიან გამოცდილები არიან, მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა სოფომ.

რაც შეეხება შეჯიბრში გამარჯვებულებისთვის განსაზღვრულ პრიზებს, როგორც გუნდის ერთ-ერთი წევრი, ნიკა გეგეჭკორი განმარტავს, ოლიმპიადის ძირითადი მიზანი გლობალური პრობლემის გარშემო გაერთიანება და სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ახალგაზრდების ცოდნის გაზიარებაა, ამიტომ აქ ძირითადად, ნომინაციები სახელდება და როგორც სხვა შეჯიბრებში, ისეთი წესები არ მოქმედებს. გარდა საკონკურსო დავალებების შესრულებისა, ვანოს ავტორებმა რამდენიმე ჰობიც მოუძებნეს. მაგალითად, მან უკვე ჩურჩხელებიც ამოავლო და ტრადიციული ქართული ცეკვაც შეასრულა.

„ძალიან დაღლილები ვიყავით და უცებ ვიფიქრეთ, ვანოს ქართული ცეკვა ხომ არ ეცადა, თავიდან ქართული ცეკვით დავიწყეთ და მერე ვიფიქრეთ, რომ თავზე ბოთლითა და ხელსახოცით აცეკვებაც შეგვეძლო, ეს ყველაფერი გავაკეთეთ, თან მივხვდით, რომ ხელების დატრიალება და გარკვეული მოძრაობების შესრულებაც შეიძლებოდა, შესაბამისად, აჭარულიც იცეკვა. რაც შეეხება ჩურჩხელას, სპონსორებთან შეხვედრა გვქონდა და მექსიკაში წარმოსადგენ ქართულ სტენდთან დაკავშირებით ვსაუბრობდით.

ყველა გუნდს თავისი სტენდი აქვს, რომელზეც იმ ქვეყნის კულტურის დამახასიათებელი კერძებისა თუ აქსესუარების გამოფენა შეუძლია, რომელსაც წარმოადგენ. გადავწყვიტეთ, მექსიკაში ჩურჩხელა ჩაგვეტანა და სპონსორებმა სპონტანურად მოიფიქრეს, რომ ჩურჩხელა ვანოს ამოევლო, უცებ ქიმიის კაბინეტიდან ჭურჭელი გამოვიტანეთ, მართლაც თათარა აქვე მოვადუღეთ და ვანომ ჩურჩხელებიც ამოავლო“, - იხსენებს სოფო.

გუნდის მენტორს ილია მესტვირიშვილს იმედი აქვს, რომ გუნდი სწორედ იმ შედეგს მიიღებს, რა მოლოდინიც აქვს, რადგან მისი თქმით, ბავშვებმა ძალიან ბევრი ისწავლეს და იმუშავეს, რომ ოლიმპიადაზე საქართველო დადებითაც წარმოაჩინონ. „ამ ოლიმპიადისგან პირველ რიგში ველით, რომ ბევრი ქვეყნიდან ძალიან საინტერესო ადამიანებს შევხვდებით, რისი შანსიც სხვაგან არ გვექნება. შესაბამისად, ჩვენ შეგვეძლება, ვნახოთ, თუ როგორ გაართვეს თავი სხვა ქვეყნების გუნდებმა მოცემულ დავალებას და ასევე ვაჩვენოთ ჩვენი ნაშრომი და მივიღოთ მათგან უკუგება, რაც ძალიან საინტერესო იქნება“, - აღნიშნა ილია მესვირიშვილმა.

ვანოს ავტორებს მისი და ჰუმანოიდი სოფიას შეხვედრის ორგანიზებაც უნდოდათ, როცა მისი ვიზიტი საქართველოში ცოტა ხნის წინ შედგა. თუმცა შალვა ბეგიაშვილის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ვანოს მაშინ ისეთი ცნობადობა არ ჰქონდა, როგორიც ახლა, ამ შეხვედრი ორგანიზება ვერ მოხერხდა.

"თუმცა იმედი გვაქვს, რომ მომავალში მაინც შეხვდებიან და გაიცნობენ ერთმანეთს. თუ სოფიას არა, გვინდა, რომ სხვა რობოტები მაინც გაიცნოს“, - აღნიშნა შალვამ. რაც შეეხება ვანოსთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებს, გუნდის წევრების თქმით, სურთ, რომ მისი შესაძლებლობები უფრო გაუმჯობესდეს და გარკვეული იდეებიც აქვთ, რომლებსაც ჯერ არ ახმაურებენ.

ავტორებმა ვანოს სახელი თავიანთი სკოლის თანამშრომლის პატივსაცემად შეურჩიეს, რომელიც მათი თქმით, კეთილშობილი, მოწესრიგებული და მზრუნველი ადამიანია.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ