კონფლიქტები
პოლიტიკა
სპორტი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამხედრო
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეუფე იაკობი - თუ არ მოისვენებენ, ვინც გიორგი მამალაძეს იცავენ, ისინიც გაეხვევიან შარში
მეუფე იაკობი - თუ არ მოისვენებენ, ვინც გიორგი მამალაძეს იცავენ, ისინიც გაეხვევიან შარში

თუ არ მო­ის­ვე­ნე­ბენ, ვინც გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძეს იცა­ვენ, ისი­ნიც გა­ეხ­ვე­ვი­ან შარ­ში, - ამის შე­სა­ხებ ბოდ­ბელ­მა ეპის­კო­პოს­მა, მე­უ­ფე ია­კობ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი მე­უ­ფის­გან და­ინ­ტე­რეს­დნენ დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის მიერ მე­უ­ფე ია­კო­ბის მი­სა­მარ­თით გა­მოთ­ქმუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბით, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მა­მა­ლა­ძის წი­ნა­აღ­მდეგ ბრა­ლი სწო­რედ მე­უ­ფე ია­კო­ბი­სა და შო­რე­ნა თეთ­რუ­აშ­ვი­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის გა­ტა­რე­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

„ეს არის სიც­რუე. ადა­მი­ა­ნი რო­დე­საც მა­ტყუ­ა­რაა, ყო­ველ­თვის მა­ტყუ­ა­რად დარ­ჩე­ბა. ამა­ზე ყო­ველ­თვის ჭო­რიკ­ნე­ბი სა­უბ­რობ­დნენ. ამას­თან, მინ­და გი­თხრათ, რომ თუ არ მო­ის­ვე­ნე­ბენ, ვინც გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძეს იცავს, ისი­ნიც გა­ეხ­ვე­ვი­ან შარ­ში,“ - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ია­კობ­მა, თუმ­ცა მას არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია, ვის გუ­ლის­ხმობ­და ამ გან­ცხა­დე­ბა­ში.

რო­გორც მე­უ­ფე აცხა­დებს, სი­ნო­დის სხდო­მა შე­მოდ­გო­მა­ზე გა­ი­მარ­თე­ბა და ერთ-ერთი გან­სა­ხილ­ვე­ლი სა­კი­თხი დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის თემა იქ­ნე­ბა. მი­სი­ვე თქმით, პატ­რი­არ­ქი ფიქ­რობს, რომ დე­კა­ნო­ზი გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე დამ­ნა­შა­ვეა და მას დე­კა­ნო­ზის სტა­ტუ­სი უნდა ჩა­მო­ერ­თვას.

„ჩვენ შე­მოდ­გო­მა­ზე შე­ვიკ­რი­ბე­ბით. ერთ-ერთი სა­კი­თხი იქ­ნე­ბა გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის თემა. ეკ­ლე­სი­ას მისი უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის რომ გვჯე­რო­დეს, ჩვენ აქამ­დე გა­მო­ვიყ­ვან­დით მას. მო­გახ­სე­ნებთ იმა­საც, რომ პატ­რი­არ­ქი ფიქ­რობს, რომ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე დამ­ნა­შა­ვეა,“ - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ია­კობ­მა.

კი­თხვა­ზე, აპი­რებს თუ არა მსჯავ­რდე­ბუ­ლი დე­კა­ნო­ზის მო­ნა­ხუ­ლე­ბას ცი­ხე­ში, მე­უ­ფე ია­კობ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ არ აპი­რებს.

„ვინც მას ვიც­ნობთ და ვი­ცით, რას აკე­თებ­და, გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძეს­თან არ შე­ვალთ. მე­უ­ფე გრი­გოლს აქვს თა­ვი­სი აზრი, თუმ­ცა მა­ნაც ჩემ­თან სა­უ­ბარ­ში თქვა, რომ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე დამ­ნა­შა­ვეა,“ - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ია­კობ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

მეუფე იაკობი - თუ არ მოისვენებენ, ვინც გიორგი მამალაძეს იცავენ, ისინიც გაეხვევიან შარში

მეუფე იაკობი - თუ არ მოისვენებენ, ვინც გიორგი მამალაძეს იცავენ, ისინიც გაეხვევიან შარში

თუ არ მოისვენებენ, ვინც გიორგი მამალაძეს იცავენ, ისინიც გაეხვევიან შარში, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ჟურნალისტები მეუფისგან დაინტერესდნენ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიერ მეუფე იაკობის მისამართით გამოთქმული ბრალდებებით, რომლის მიხედვითაც მამალაძის წინააღმდეგ ბრალი სწორედ მეუფე იაკობისა და შორენა თეთრუაშვილის ინტერესების გატარებას უკავშირდება.

„ეს არის სიცრუე. ადამიანი როდესაც მატყუარაა, ყოველთვის მატყუარად დარჩება. ამაზე ყოველთვის ჭორიკნები საუბრობდნენ. ამასთან, მინდა გითხრათ, რომ თუ არ მოისვენებენ, ვინც გიორგი მამალაძეს იცავს, ისინიც გაეხვევიან შარში,“ - განაცხადა მეუფე იაკობმა, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, ვის გულისხმობდა ამ განცხადებაში.

როგორც მეუფე აცხადებს, სინოდის სხდომა შემოდგომაზე გაიმართება და ერთ-ერთი განსახილველი საკითხი დეკანოზ გიორგი მამალაძის თემა იქნება. მისივე თქმით, პატრიარქი ფიქრობს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავეა და მას დეკანოზის სტატუსი უნდა ჩამოერთვას.

„ჩვენ შემოდგომაზე შევიკრიბებით. ერთ-ერთი საკითხი იქნება გიორგი მამალაძის თემა. ეკლესიას მისი უდანაშაულობის რომ გვჯეროდეს, ჩვენ აქამდე გამოვიყვანდით მას. მოგახსენებთ იმასაც, რომ პატრიარქი ფიქრობს, რომ გიორგი მამალაძე დამნაშავეა,“ - განაცხადა მეუფე იაკობმა.

კითხვაზე, აპირებს თუ არა მსჯავრდებული დეკანოზის მონახულებას ციხეში, მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ არ აპირებს.

„ვინც მას ვიცნობთ და ვიცით, რას აკეთებდა, გიორგი მამალაძესთან არ შევალთ. მეუფე გრიგოლს აქვს თავისი აზრი, თუმცა მანაც ჩემთან საუბარში თქვა, რომ გიორგი მამალაძე დამნაშავეა,“ - განაცხადა მეუფე იაკობმა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ