კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მისგან ისეთი სითბო ვიგრძენი, მხოლოდ ბაბუა თუ მოიქცევა ასე" - ქართველი მუსიკოსის წარმატება აშშ-ში, რომელიც ჯაზის ლეგენდებთან ერთად უკრავს
"მისგან ისეთი სითბო ვიგრძენი, მხოლოდ ბაბუა თუ მოიქცევა ასე" - ქართველი მუსიკოსის წარმატება აშშ-ში, რომელიც ჯაზის ლეგენდებთან ერთად უკრავს

ერთი წლის წინ ნი­კო­ლოზ ბი­ჭი­აშ­ვილ­ზე - თვით­ნას­წავლ, ვირ­ტუ­ოზ გი­ტა­რისტზე ვწერ­დით, რო­მე­ლიც ჯაზს უკ­რავს და მე­ო­თხე ქარ­თვე­ლია, ვინც შარ­შან ნიუ-იორ­კის პრეს­ტი­ჟულ სას­წავ­ლე­ბელ­ში, New School-ში ჩა­ა­ბა­რა, თუმ­ცა ამე­რი­კა­ში გამ­გზავ­რე­ბას უსახ­სრო­ბის გამო ვერ ახერ­ხებ­და. სწავ­ლის­თვის სე­რი­ო­ზუ­ლი თან­ხა სჭირ­დე­ბო­და... ნი­კუ­შა იმედს არ კარ­გავ­და და არც ფარ­ხმალს ჰყრი­და, სჯე­რო­და, რომ "ნიუ სქულ­ში" აუ­ცი­ლებ­ლად ის­წავ­ლი­და. სწავ­ლი­სათ­ვის სა­ჭი­რო თან­ხის ნა­წი­ლი "თი­ბი­სი ბან­კმა" გა­და­უ­ხა­და, თუმ­ცა სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბა თუ რო­გორ მო­ა­ხერ­ხა, ამა­ზე ერთი წლის შემ­დეგ AMBEBI.GE-ს ისევ თა­ვად მო­უყ­ვა. ის ახლა სა­ქარ­თვე­ლო­შია.

- ერთ წელ­ზე მეტი გა­ვი­და, რაც ნიუ-იორ­კის ერთ-ერთ პრეს­ტი­ჟულ სას­წავ­ლე­ბელ­ში ჩა­ი­რი­ცხეთ, თუმ­ცა თა­ვის დრო­ზე უსახ­სრო­ბის გამო ვერ მი­დი­ო­დით, რად­გა­ნაც სწავ­ლის სა­ფა­სუ­რი საკ­მა­ოდ დიდი იყო. სა­ბო­ლო­ოდ, ვინ შეძ­ლო თქვე­ნი და­ფი­ნან­სე­ბა?

- ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟუ­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლია და ამი­ტო­მაც ღირს იქ სწავ­ლა ძვი­რი. პირ­ვე­ლი სე­მესტრის გა­და­სა­ხა­დის და­სა­ფა­რად, ჩემ­მა მშობ­ლებ­მა ძა­ლი­ან დიდი კრე­დი­ტი აი­ღეს და ამის შემ­დეგ მო­მე­ცა უფ­ლე­ბა, მე­ო­რე სე­მესტრიც და­მე­ხუ­რა, თუმ­ცა სა­ნამ ამ სე­მესტრის და­ვა­ლი­ა­ნე­ბას არ დავ­ფა­რავ, მე­სა­მე სე­მესტრს ვერ გა­ვაგ­რძე­ლებ, სწავ­ლა კი­დევ სამი წელი მი­წევს.

- სწავ­ლის პრო­ცეს­ზე რომ გვე­სა­უბ­რო, რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს და რამ­დე­ნად კმა­ყო­ფი­ლი ხარ?

- სწავ­ლის პრო­ცესს რაც შე­ე­ხე­ბა, ნე­ბის­მი­ე­რი მუ­სი­კო­სის­თვის დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა, რო­დე­საც ცო­ცხა­ლი ლე­გენ­დე­ბი გას­წავ­ლი­ან, თან, ამას ის ემა­ტე­ბა, რომ ეს ლე­გენ­და­რუ­ლი მუ­სი­კო­სე­ბი დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით და ენ­თუ­ზი­აზ­მით ეკი­დე­ბი­ან მოს­წავ­ლე­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. არა მხო­ლოდ საკ­ლა­სო ოთახ­ში. ცხა­დია, გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას დამ­სა­ხუ­რე­ბა უნდა, მაგ­რამ იქ წა­სულს სხვა სა­ფიქ­რა­ლი წე­სით, არ გაქვს და შრო­მას, ფიქ­რს ყო­ველ­თვის შე­დე­გი მოყ­ვე­ბა.

იმპროვ ან­სამ­ბლის ხელ­მძღვა­ნე­ლი მე­ო­რე სე­მესტრში მყავ­და 2012 წლის NEA JAZZ MASTERS AWARDS-ის მფლო­ბე­ლი ჯიმი ოუ­ენ­სი, რო­მელ­მაც იქ ისე­თი ყუ­რა­დღე­ბა მო­მაქ­ცია და მის­გან ისე­თი სიყ­ვა­რუ­ლი, სით­ბო ვიგ­რძე­ნი, მხო­ლოდ ბა­ბუა თუ მო­იქ­ცე­ვა ასე. მთე­ლი სე­მესტრის გან­მავ­ლო­ბა­ში, კვი­რა­ში ორ­ჯერ, და­მა­ტე­ბით გაკ­ვე­თი­ლებს უფა­სოდ მი­ტა­რებ­და ხან სკო­ლა­ში, ხან - მას­თან სახ­ლში და გაკ­ვე­თი­ლის მერე მიყ­ვე­ბო­და თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ. ჯაზ­ში და ალ­ბათ ყვე­ლა­ნა­ირ მუ­სი­კა­ში მხო­ლოდ მე­ცა­დი­ნე­ო­ბით ვერ იზ­რდე­ბი და ეს უფ­რო­სი თა­ო­ბის მუ­სი­კო­სებს ძა­ლი­ან კარ­გად ეს­მით. ამი­ტომ, და­ი­ნა­ხა­ვენ თუ არა შენს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, სი­ხა­რუ­ლით გეხ­მა­რე­ბი­ან, თან, ლე­გენ­დებს დახ­მა­რე­ბა და შენი ჯა­ზის ოჯახ­ში გა­ში­ნა­უ­რე­ბა ძა­ლი­ან კარ­გად შე­უძ­ლი­ათ. გა­მა­წევ­რი­ა­ნა მუ­სი­კო­სე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში, მის ორ კონ­ცერ­ტზე და­მაკ­ვრე­ვი­ნა, სა­დაც ჯი­მის გარ­და, კი­დევ ერთი ლე­გენ­და, კენი ბა­რო­ნი უკ­რავ­და. შემ­დეგ დამ­დო პა­ტი­ვი და ჩემს კონ­ცერ­ტზეც და­საკ­რა­ვად მო­ვი­და. ამ ყვე­ლა­ფერ­მა რო­გორც სკო­ლა­ში, ისე სკო­ლის გა­რეთ, კარ­გი რე­პუ­ტა­ცია შე­მიქ­მნა, კერ­ძოდ, იმ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, სა­დაც ახალ­გაზ­რდა ჯაზ­მენს სა­ხე­ლი უნდა ჰქონ­დეს. მისი რე­კო­მენ­და­ცი­ით მი­ვე­დი ბევრ ჯემ­სე­შენ­ზე, სა­დაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ხალ­ხი გა­ვი­ცა­ნი, წა­მო­ვი­და შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი, მათ­თან და­მეკ­რა და რამ­დე­ნი­მე კონ­ცერ­ტზე და­ვუ­კა­რი. მოკ­ლედ, რომ არა ჯიმი ოუ­ენ­სი კი­დევ ბევ­რი წელი დამ­ჭირ­დე­ბო­და, რომ ნიუ-იორკში და ჯა­ზის ოჯახ­ში მოვ­ში­ნა­უ­რე­ბუ­ლი­ყა­ვი. დღეს უკვე ჩემი ბენ­დიც მყავს, რო­მე­ლიც წარ­მა­ტე­ბუ­ლი მუ­სი­კო­სე­ბი­თაა და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი: Jamael Dean პი­ა­ნის­ტი საკ­მა­ოდ ცნო­ბი­ლია, Kamasi Washington-თან ერ­თად უკ­რავს, ბა­სის­ტი Hwansu Kang, Billy Harper-ის კვინ­ტე­ტის წევ­რია, Khonds - გი­ორ­გი ბე­რიშ­ვი­ლი ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო ალტო-საქ­სა­ფო­ნის­ტია ნიუ-იორკში, რო­მე­ლიც ასე­ვე "ნიუ სქულ­ში" სწავ­ლობ­და ისიც ამო­მა­ვალ ვარ­სკვლა­ვად ით­ვლე­ბა. ჩემს ბენ­დს სკო­ლა­ში ასე და­არ­ქვეს - Circle და New School Allstars.

- გა­მო­დის, ამე­რი­კა­ში ცხოვ­რე­ბა არ გი­ჭირთ და ად­ვი­ლად შე­ე­გუ­ეთ...

- რაც შე­ე­ხე­ბა ნიუ-იორკში ცხოვ­რე­ბას, თა­ვი­დან ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და, თან რომ წა­ვე­დი, თე­ო­რი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა სა­ერ­თოდ არ მქონ­და და პირ­ვე­ლი დღე­ე­ბი საკ­მა­ოდ და­პა­ნი­კე­ბულ­მა გა­ვა­ტა­რე, მაგ­რამ იმან, რომ წნეხ­ში ვი­ყა­ვი, მშობ­ლე­ბის თავ­და­დე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვგრძნობ­დი და კომ­ფორ­ტის ზო­ნას მოვ­შორ­დი, ჩემი აფო­რი­ა­ქე­ბა გა­მო­იწ­ვია. ჩას­ვლი­დან რამ­დე­ნი­მე თვე­ში ისე­თი შეგ­რძნე­ბა მქონ­და, თით­ქოს ჩემ­მა ტვინ­მა მუ­შა­ო­ბა "ტურ­ბო­ზე" და­ი­წყო... დღეს­დღე­ო­ბით ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ ჩემი ამე­რი­კუ­ლი ცხოვ­რე­ბით, და­ნარ­ჩენს მო­მა­ვა­ლი გვიჩ­ვე­ნებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"მისგან ისეთი სითბო ვიგრძენი, მხოლოდ ბაბუა თუ მოიქცევა ასე" - ქართველი მუსიკოსის წარმატება აშშ-ში, რომელიც ჯაზის ლეგენდებთან ერთად უკრავს

"მისგან ისეთი სითბო ვიგრძენი, მხოლოდ ბაბუა თუ მოიქცევა ასე" - ქართველი მუსიკოსის წარმატება აშშ-ში, რომელიც ჯაზის ლეგენდებთან ერთად უკრავს

ერთი წლის წინ ნიკოლოზ ბიჭიაშვილზე - თვითნასწავლ, ვირტუოზ გიტარისტზე ვწერდით, რომელიც ჯაზს უკრავს და მეოთხე ქართველია, ვინც შარშან ნიუ-იორკის პრესტიჟულ სასწავლებელში, New School-ში ჩააბარა, თუმცა ამერიკაში გამგზავრებას უსახსრობის გამო ვერ ახერხებდა. სწავლისთვის სერიოზული თანხა სჭირდებოდა... ნიკუშა იმედს არ კარგავდა და არც ფარხმალს ჰყრიდა, სჯეროდა, რომ "ნიუ სქულში" აუცილებლად ისწავლიდა. სწავლისათვის საჭირო თანხის ნაწილი "თიბისი ბანკმა" გადაუხადა, თუმცა სრული დაფინანსება თუ როგორ მოახერხა, ამაზე ერთი წლის შემდეგ AMBEBI.GE-ს ისევ თავად მოუყვა. ის ახლა საქართველოშია.

- ერთ წელზე მეტი გავიდა, რაც ნიუ-იორკის ერთ-ერთ პრესტიჟულ სასწავლებელში ჩაირიცხეთ, თუმცა თავის დროზე უსახსრობის გამო ვერ მიდიოდით, რადგანაც სწავლის საფასური საკმაოდ დიდი იყო. საბოლოოდ, ვინ შეძლო თქვენი დაფინანსება?

- ყველაზე პრესტიჟული სასწავლებელია და ამიტომაც ღირს იქ სწავლა ძვირი. პირველი სემესტრის გადასახადის დასაფარად, ჩემმა მშობლებმა ძალიან დიდი კრედიტი აიღეს და ამის შემდეგ მომეცა უფლება, მეორე სემესტრიც დამეხურა, თუმცა სანამ ამ სემესტრის დავალიანებას არ დავფარავ, მესამე სემესტრს ვერ გავაგრძელებ, სწავლა კიდევ სამი წელი მიწევს.

- სწავლის პროცესზე რომ გვესაუბრო, როგორ მიმდინარეობს და რამდენად კმაყოფილი ხარ?

- სწავლის პროცესს რაც შეეხება, ნებისმიერი მუსიკოსისთვის დიდი ბედნიერებაა, როდესაც ცოცხალი ლეგენდები გასწავლიან, თან, ამას ის ემატება, რომ ეს ლეგენდარული მუსიკოსები დიდი პასუხისმგებლობით და ენთუზიაზმით ეკიდებიან მოსწავლეების განვითარებას. არა მხოლოდ საკლასო ოთახში. ცხადია, განსაკუთრებულ ყურადღებას დამსახურება უნდა, მაგრამ იქ წასულს სხვა საფიქრალი წესით, არ გაქვს და შრომას, ფიქრს ყოველთვის შედეგი მოყვება.

იმპროვ ანსამბლის ხელმძღვანელი მეორე სემესტრში მყავდა 2012 წლის NEA JAZZ MASTERS AWARDS-ის მფლობელი ჯიმი ოუენსი, რომელმაც იქ ისეთი ყურადღება მომაქცია და მისგან ისეთი სიყვარული, სითბო ვიგრძენი, მხოლოდ ბაბუა თუ მოიქცევა ასე. მთელი სემესტრის განმავლობაში, კვირაში ორჯერ, დამატებით გაკვეთილებს უფასოდ მიტარებდა ხან სკოლაში, ხან - მასთან სახლში და გაკვეთილის მერე მიყვებოდა თავისი ცხოვრების შესახებ. ჯაზში და ალბათ ყველანაირ მუსიკაში მხოლოდ მეცადინეობით ვერ იზრდები და ეს უფროსი თაობის მუსიკოსებს ძალიან კარგად ესმით. ამიტომ, დაინახავენ თუ არა შენს დამოკიდებულებას, სიხარულით გეხმარებიან, თან, ლეგენდებს დახმარება და შენი ჯაზის ოჯახში გაშინაურება ძალიან კარგად შეუძლიათ. გამაწევრიანა მუსიკოსების ორგანიზაციებში, მის ორ კონცერტზე დამაკვრევინა, სადაც ჯიმის გარდა, კიდევ ერთი ლეგენდა, კენი ბარონი უკრავდა. შემდეგ დამდო პატივი და ჩემს კონცერტზეც დასაკრავად მოვიდა. ამ ყველაფერმა როგორც სკოლაში, ისე სკოლის გარეთ, კარგი რეპუტაცია შემიქმნა, კერძოდ, იმ საზოგადოებაში, სადაც ახალგაზრდა ჯაზმენს სახელი უნდა ჰქონდეს. მისი რეკომენდაციით მივედი ბევრ ჯემსეშენზე, სადაც ძალიან საინტერესო ხალხი გავიცანი, წამოვიდა შემოთავაზებები, მათთან დამეკრა და რამდენიმე კონცერტზე დავუკარი. მოკლედ, რომ არა ჯიმი ოუენსი კიდევ ბევრი წელი დამჭირდებოდა, რომ ნიუ-იორკში და ჯაზის ოჯახში მოვშინაურებულიყავი. დღეს უკვე ჩემი ბენდიც მყავს, რომელიც წარმატებული მუსიკოსებითაა დაკომპლექტებული: Jamael Dean პიანისტი საკმაოდ ცნობილია, Kamasi Washington-თან ერთად უკრავს, ბასისტი Hwansu Kang, Billy Harper-ის კვინტეტის წევრია, Khonds - გიორგი ბერიშვილი ერთ-ერთი საუკეთესო ალტო-საქსაფონისტია ნიუ-იორკში, რომელიც ასევე "ნიუ სქულში" სწავლობდა ისიც ამომავალ ვარსკვლავად ითვლება. ჩემს ბენდს სკოლაში ასე დაარქვეს - Circle და New School Allstars.

- გამოდის, ამერიკაში ცხოვრება არ გიჭირთ და ადვილად შეეგუეთ...

- რაც შეეხება ნიუ-იორკში ცხოვრებას, თავიდან ძალიან გამიჭირდა, თან რომ წავედი, თეორიული განათლება საერთოდ არ მქონდა და პირველი დღეები საკმაოდ დაპანიკებულმა გავატარე, მაგრამ იმან, რომ წნეხში ვიყავი, მშობლების თავდადების პასუხისმგებლობას ვგრძნობდი და კომფორტის ზონას მოვშორდი, ჩემი აფორიაქება გამოიწვია. ჩასვლიდან რამდენიმე თვეში ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ჩემმა ტვინმა მუშაობა "ტურბოზე" დაიწყო... დღესდღეობით ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი ამერიკული ცხოვრებით, დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება