საზოგადოება
სამართალი
პოლიტიკა

13

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 16:05-ზე, მთვარე კირჩხიბშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის; ინტიმური ურთიერთობისა და ჩასახვისათვის. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დავიღუპეთ, ბავშვები მოგვიკლესო..." - 51-ე სკოლის დირექტორის მოადგილე მოზარდების მკვლელობის დღეს იხსენებს
"დავიღუპეთ, ბავშვები მოგვიკლესო..." - 51-ე სკოლის დირექტორის მოადგილე მოზარდების მკვლელობის დღეს იხსენებს

ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მო­ზარ­დე­ბის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე შექ­მნი­ლი პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი 51-ე სკო­ლის დი­რექ­ტორ­სა და მის მო­ად­გი­ლეს კი­თხა­ვენ. კო­მი­სია სკო­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­გან 1-ელ დე­კემ­ბერს გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას იღებს.

თბი­ლი­სის 51-ე სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის, თი­ნა­თინ ყე­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი შემ­თხვე­ვი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში, როცა მას და­უ­რე­კეს და შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მი­ვი­და, არც სას­წრა­ფო და არც პო­ლი­ცია ად­გილ­ზე ჯერ კი­დევ არ იმ­ყო­ფე­ბო­და.

“მე ვი­ყა­ვი სა­დის­ციპ­ლი­ნო კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე, რა დრო­საც და­მი­რე­კა ერთ-ერ­თმა მას­წავ­ლე­ბელ­მა და მი­თხრა, რომ და­ვი­ღუ­პეთ, ბავ­შვე­ბი მოგ­ვიკ­ლე­სო. მე მა­შინ­ვე გა­ვი­ქე­ცი ხო­რა­ვას ქუ­ჩის­კენ და ად­გილ­ზე მის­ვლი­სას პირ­ვე­ლი ა.ბ. შე­მე­ჩე­ხა. მან მი­თხრა, რომ არ მომ­შორ­დე­ბო­და გვერ­დი­დან, ვი­ნა­ი­დან რა­ღაც ნახა. ამის შემ­დეგ ორი­ვე წა­ვე­დით და ლე­ვან­თან მივ­ვარ­დით, რო­მე­ლიც სა­დარ­ბა­ზოს კი­ბე­ზე იწვა. ის ვი­ღა­ცას ეჭი­რა მხრე­ბით, თუმ­ცა ზუს­ტად არ მახ­სოვს ვის. ჩვე­ნი მოს­წავ­ლე ნამ­დვი­ლად არ იყო.

სულ სის­ხლი­ა­ნი იყო და ორი­ვე მხარ­ში ხელი მოვ­კი­დე. როცა შე­ვე­ხე, თავი ცუ­დად გა­და­აგ­დო. ამ დროს ა.ბ.-მ რო­მე­ლიც ამ დრომ­დე ჩემ­თან რჩე­ბო­და, მი­თხრა - წა­მო­დი ჩქა­რა და­თო­საც უჭირ­სო და წა­ვე­დით და­თოს­კენ. მახ­სოვს ვყვი­რო­დი, ხალხნო, იქ­ნებ ვინ­მემ მან­ქა­ნით გა­და­ვიყ­ვა­ნოთ ეს ბავ­შვი-თქო. ძა­ლი­ან ვჩხუ­ბობ­დი, ყვე­ლას ვე­ჩხუ­ბე­ბო­დი, იმი­ტომ რომ იქ სას­წრა­ფო არ იყო და არც პო­ლი­ცია. ჩემს შემ­დეგ მო­ვი­და ორი­ვე.

შე­ვე­დი თაღ­ში და და­ვი­ნა­ხე დათო, რო­მე­ლიც იწვა ბოძთან, სის­ხლის გუ­ბე­ში. თავ­ზე ვი­ღაც კაცი ედგა, და­თოს თვა­ლე­ბი გა­ხე­ლი­ლი ჰქონ­და და ვუყ­ვი­რო­დი, დათო, ხომ მხე­დავ-თქო. დე­დი­კო­თი მივ­მარ­თვა­დი, იმი­ტომ რომ კალ­თა­ზე მყავ­და გა­მო­კე­რე­ბუ­ლი. დედა ყავ­და ემიგ­რა­ცი­ა­ში. მე სია მაქვს იმ ბავ­შვე­ბის, ვი­საც ემიგ­რა­ცი­ა­ში ყავს მშო­ბე­ლი და მათ მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გრძნო­ბა მაქვს, ვიცი ეს რაც არის, მე თა­ვა­დაც ვი­ყა­ვი ემიგ­რან­ტი, ამი­ტომ ჩემ­თვის დათო იყო შვი­ლი­ვით. ვე­უბ­ნე­ბო­დი თვა­ლე­ბი არ და­ე­ხუ­ჭა და ესუნ­თქა. მერე ისევ გა­მო­ვი­ქე­ცი ლე­ვან­თან, რად­გან და­თოს­თან კი­დევ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი და­ვი­ნა­ხე და მინ­დო­და ორი­ვე ადა­მი­ან­თან ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. არ­კი­დან გა­მოს­ვლი­სას უკვე სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა მო­ვი­და და ორი­ვე ბავ­შვთან ექი­მებს მი­ვე­ცით სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ დახ­მა­რე­ბოდ­ნენ“, - გა­ნა­ცხა­და თი­ნა­თინ ყე­ნი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, ამის შემ­დეგ ის ა.ბ.-სთან ერ­თად პო­ლი­ცი­ა­ში წა­ვი­და.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე ორი მო­ზარ­დი 2017 წლის 1-ელ დე­კემ­ბერს დაჭ­რეს. ლე­ვან და­დუ­ნაშ­ვი­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო და­ვით სა­რა­ლი­ძე, ექი­მე­ბის მცდე­ლო­ბი­სა და რამ­დე­ნი­მე ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, 2 დე­კემ­ბერს, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­ი­ღუ­პა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხმაური და გაწევ - გამოწევა საქალაქო სასამართლოში - კადრები ადგილიდან

"დავიღუპეთ, ბავშვები მოგვიკლესო..." - 51-ე სკოლის დირექტორის მოადგილე მოზარდების მკვლელობის დღეს იხსენებს

"დავიღუპეთ, ბავშვები მოგვიკლესო..." - 51-ე სკოლის დირექტორის მოადგილე მოზარდების მკვლელობის დღეს იხსენებს

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები 51-ე სკოლის დირექტორსა და მის მოადგილეს კითხავენ. კომისია სკოლის ხელმძღვანელობისგან 1-ელ დეკემბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაციას იღებს.

თბილისის 51-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილის, თინათინ ყენიას განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი შემთხვევიდან რამდენიმე წუთში, როცა მას დაურეკეს და შემთხვევის ადგილზე მივიდა, არც სასწრაფო და არც პოლიცია ადგილზე ჯერ კიდევ არ იმყოფებოდა.

“მე ვიყავი სადისციპლინო კომისიის სხდომაზე, რა დროსაც დამირეკა ერთ-ერთმა მასწავლებელმა და მითხრა, რომ დავიღუპეთ, ბავშვები მოგვიკლესო. მე მაშინვე გავიქეცი ხორავას ქუჩისკენ და ადგილზე მისვლისას პირველი ა.ბ. შემეჩეხა. მან მითხრა, რომ არ მომშორდებოდა გვერდიდან, ვინაიდან რაღაც ნახა. ამის შემდეგ ორივე წავედით და ლევანთან მივვარდით, რომელიც სადარბაზოს კიბეზე იწვა. ის ვიღაცას ეჭირა მხრებით, თუმცა ზუსტად არ მახსოვს ვის. ჩვენი მოსწავლე ნამდვილად არ იყო.

სულ სისხლიანი იყო და ორივე მხარში ხელი მოვკიდე. როცა შევეხე, თავი ცუდად გადააგდო. ამ დროს ა.ბ.-მ რომელიც ამ დრომდე ჩემთან რჩებოდა, მითხრა - წამოდი ჩქარა დათოსაც უჭირსო და წავედით დათოსკენ. მახსოვს ვყვიროდი, ხალხნო, იქნებ ვინმემ მანქანით გადავიყვანოთ ეს ბავშვი-თქო. ძალიან ვჩხუბობდი, ყველას ვეჩხუბებოდი, იმიტომ რომ იქ სასწრაფო არ იყო და არც პოლიცია. ჩემს შემდეგ მოვიდა ორივე.

შევედი თაღში და დავინახე დათო, რომელიც იწვა ბოძთან, სისხლის გუბეში. თავზე ვიღაც კაცი ედგა, დათოს თვალები გახელილი ჰქონდა და ვუყვიროდი, დათო, ხომ მხედავ-თქო. დედიკოთი მივმართვადი, იმიტომ რომ კალთაზე მყავდა გამოკერებული. დედა ყავდა ემიგრაციაში. მე სია მაქვს იმ ბავშვების, ვისაც ემიგრაციაში ყავს მშობელი და მათ მიმართ განსაკუთრებული გრძნობა მაქვს, ვიცი ეს რაც არის, მე თავადაც ვიყავი ემიგრანტი, ამიტომ ჩემთვის დათო იყო შვილივით. ვეუბნებოდი თვალები არ დაეხუჭა და ესუნთქა. მერე ისევ გამოვიქეცი ლევანთან, რადგან დათოსთან კიდევ რამდენიმე ადამიანი დავინახე და მინდოდა ორივე ადამიანთან ვყოფილიყავი. არკიდან გამოსვლისას უკვე სასწრაფო დახმარება მოვიდა და ორივე ბავშვთან ექიმებს მივეცით საშუალება, რომ დახმარებოდნენ“, - განაცხადა თინათინ ყენიამ.

მისივე თქმით, ამის შემდეგ ის ა.ბ.-სთან ერთად პოლიციაში წავიდა.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო დავით სარალიძე, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს