კონფლიქტები
პოლიტიკა
სპორტი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამხედრო
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გამოიყურება ლალი ტოტიკაშვილის ულამაზესი თეთრი სახლი, რომელიც მოდელმა თავად დააპროექტა
როგორ გამოიყურება ლალი ტოტიკაშვილის ულამაზესი თეთრი სახლი, რომელიც მოდელმა თავად დააპროექტა

რო­დე­საც სახ­ლს ყი­დუ­ლობ, მისი რე­მონ­ტი და მო­წყო­ბა სა­სი­ა­მოვ­ნოს­თან ერ­თად დამ­ღლე­ლი­ცაა. მო­დელ ლალი ტო­ტი­კაშ­ვილს ამ მხრივ გა­უ­მარ­თლა. მშე­ნებ­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მხო­ლოდ შო­უ­რუმ­ში მი­ვი­და, აარ­ჩია მის­თვის სა­სურ­ვე­ლი დი­ზა­ი­ნი და ყვე­ლა­ნი­რად გა­რე­მონ­ტე­ბულ, დას­რუ­ლე­ბულ სახ­ლში ოჯახ­თან ერ­თად სა­ცხოვ­რებ­ლად გა­და­ვი­და.

- ბი­ნას და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვე­ძებ­დით. ჩემ­თვის პრი­ო­რი­ტე­ტი იყო, კორ­პუსს ჰქო­ნო­და ეზო. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ აქამ­დეც სა­ბურ­თა­ლო­ზე ვცხოვ­რობ­დით და მიჩ­ვე­უ­ლე­ბი ვი­ყა­ვით ად­გილს, ისევ ამ უბან­ზე შე­ვა­ჩე­რეთ არ­ჩე­ვა­ნი. ეს სამ­შე­ნებ­ლო კომ­პლექ­სი სრუ­ლი­ად აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და ჩემს მთა­ვარ მო­თხოვ­ნას - ჰქონ­და სკვე­რი, სა­თა­მა­შო მო­ე­და­ნი და კარ­გად მო­წყო­ბი­ლი ეზო, რაც თბი­ლი­სის პი­რო­ბებ­ში რთუ­ლად მო­სა­ძებ­ნია. ჯერ კი­დევ არ იყო მშე­ნებ­ლო­ბა დას­რუ­ლე­ბუ­ლი, როცა ბინა ვი­ყი­დეთ. რე­მონ­ტი ჩვე­ნი გე­მოვ­ნე­ბი­თა და დი­ზა­ი­ნით სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ამ გაგ­ვი­კე­თა, დაპ­რო­ექ­ტე­ბით კი მე და ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა დი­ზა­ი­ნე­რებ­მა და­ვაპ­რო­ექ­ტეთ. წი­ნას­წარ ვი­ცო­დი, რომ არ­ჩე­ვანს ღია ფე­რებ­ზე შე­ვა­ჩე­რებ­დი. ინ­ტე­რი­ერ­ში ღია ტო­ნა­ლო­ბა ძა­ლი­ან მომ­წონს, მამ­შვი­დებს. სა­ნამ სა­მუ­შა­ო­ე­ბი ბო­ლომ­დე არ დას­რულ­და, მა­ნამ­დე ჩემს სახ­ლში არ მიშ­ვებ­დნენ (იღი­მის).

შავი კარ­კა­სი სა­ერ­თოდ ვერ ვნა­ხე, თეთრ კარ­კა­სამ­დე რომ მი­იყ­ვა­ნეს საქ­მე, მა­შინ მომ­ცეს ნახ­ვის უფ­ლე­ბა. შევ­ჯერ­დით დე­ტა­ლებ­ზე და როცა ყვე­ლა­ფე­რი დას­რულ­და, მხო­ლოდ მერე შე­მო­ვე­დი აქ. ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ებ­მა ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მშვი­დად, ჩვე­ნი ზედ­მე­ტი ჩარ­თუ­ლო­ბის გა­რე­შე ჩა­ი­ა­რა, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად, მე მიყ­ვარს ეს პრო­ცე­სი. სულ ვამ­ბობ, ახლა რომ ვირ­ჩევ­დე პრო­ფე­სი­ას, ფსი­ქო­ლო­გი ან დი­ზა­ი­ნერ-არ­ქი­ტექ­ტო­რი ვიქ­ნე­ბო­დი-მეთ­ქი. მომ­წონს, როცა დავ­დი­ვარ სახ­ლის­თვის სა­ჭი­რო ნივ­თე­ბის შე­სარ­ჩე­ვად, ვე­ძებ, ვბჭობ, ვა­ხა­მებ და ა.შ. ამ სახ­ლის გა­კე­თე­ბი­სას კი მი­ვე­დი შო­უ­რუმ­ში, ვთქვი - ეს მინ­და, ეს მინ­და, ეს მინ­და, ავარ­ჩიე ყვე­ლა­ფე­რი და წა­მო­ვე­დი. ჩემ­თვის ასე­ვე საყ­ვა­რე­ლი და სა­სი­ა­მოვ­ნო საქ­მეა სახ­ლის მო­წყო­ბა. ვფიქ­რობ, რომ ავე­ჯი უპირ­ვე­ლე­სად უნდა იყოს კომ­ფორ­ტუ­ლი, პრაქ­ტი­კუ­ლი და ამას­თან, ქმნი­დეს სიმ­ყუდ­რო­ვეს.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ლა­ლის სახ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე სტილ­შია გა­და­წყვე­ტი­ლი, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სი­ცი­ვე ნამ­დვი­ლად არ იგ­რძნო­ბა.

- თა­ნა­მედ­რო­ვე სტი­ლი კი არის დო­მი­ნან­ტი ინ­ტე­რი­ერ­ში, მაგ­რამ კლა­სი­კუ­რი დე­ტა­ლე­ბი „ათ­ბობს“ და ვფიქ­რობ, უხ­დე­ბა.

გაგ­ვი­ღო თუ არა დი­ა­სახ­ლის­მა კარი, სარ­კე­ე­ბი­ა­ნი ჰო­ლის გავ­ლით დიდ, ნა­თელ მი­სა­ღებ­ში აღ­მოვ­ჩნდით.

- რო­დე­საც ჰოლ­ში სარ­კე­ე­ბი­ა­ნი კა­რა­და გა­ვა­კე­თეთ, ისე მო­მე­წო­ნა, მივ­ხვდი, თუ მო­პირ­და­პი­რე კე­დელ­საც სარ­კე­ე­ბით „შევ­ფუ­თავ­დი“, ბევ­რად უფრო ლა­მა­ზი იქ­ნე­ბო­და და სივ­რცე­საც გაზ­რდი­და. ასეც მო­ვი­ქე­ცით და ახლა ისე­თი შეგ­რძნე­ბაა, თით­ქოს ორი­ვე მხა­რეს კა­რა­დე­ბია, არა­და, ერთ კე­დელ­შია კა­რა­და, მე­ო­რე მხა­რეს კი იმი­ტა­ცი­აა (იღი­მის)...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა და და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­ე­ბი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

როგორ გამოიყურება ლალი ტოტიკაშვილის ულამაზესი თეთრი სახლი, რომელიც მოდელმა თავად დააპროექტა

როგორ გამოიყურება ლალი ტოტიკაშვილის ულამაზესი თეთრი სახლი, რომელიც მოდელმა თავად დააპროექტა

როდესაც სახლს ყიდულობ, მისი რემონტი და მოწყობა სასიამოვნოსთან ერთად დამღლელიცაა. მოდელ ლალი ტოტიკაშვილს ამ მხრივ გაუმართლა. მშენებლობის დასრულების შემდეგ მხოლოდ შოურუმში მივიდა, აარჩია მისთვის სასურველი დიზაინი და ყველანირად გარემონტებულ, დასრულებულ სახლში ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა.

- ბინას დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ვეძებდით. ჩემთვის პრიორიტეტი იყო, კორპუსს ჰქონოდა ეზო. იქიდან გამომდინარე, რომ აქამდეც საბურთალოზე ვცხოვრობდით და მიჩვეულები ვიყავით ადგილს, ისევ ამ უბანზე შევაჩერეთ არჩევანი. ეს სამშენებლო კომპლექსი სრულიად აკმაყოფილებდა ჩემს მთავარ მოთხოვნას - ჰქონდა სკვერი, სათამაშო მოედანი და კარგად მოწყობილი ეზო, რაც თბილისის პირობებში რთულად მოსაძებნია. ჯერ კიდევ არ იყო მშენებლობა დასრულებული, როცა ბინა ვიყიდეთ. რემონტი ჩვენი გემოვნებითა და დიზაინით სამშენებლო კომპანიამ გაგვიკეთა, დაპროექტებით კი მე და ჩემმა მეგობარმა დიზაინერებმა დავაპროექტეთ. წინასწარ ვიცოდი, რომ არჩევანს ღია ფერებზე შევაჩერებდი. ინტერიერში ღია ტონალობა ძალიან მომწონს, მამშვიდებს. სანამ სამუშაოები ბოლომდე არ დასრულდა, მანამდე ჩემს სახლში არ მიშვებდნენ (იღიმის).

შავი კარკასი საერთოდ ვერ ვნახე, თეთრ კარკასამდე რომ მიიყვანეს საქმე, მაშინ მომცეს ნახვის უფლება. შევჯერდით დეტალებზე და როცა ყველაფერი დასრულდა, მხოლოდ მერე შემოვედი აქ. ამ შემთხვევაში სარემონტო სამუშაოებმა ჩვენთვის ძალიან მშვიდად, ჩვენი ზედმეტი ჩართულობის გარეშე ჩაიარა, მაგრამ რეალურად, მე მიყვარს ეს პროცესი. სულ ვამბობ, ახლა რომ ვირჩევდე პროფესიას, ფსიქოლოგი ან დიზაინერ-არქიტექტორი ვიქნებოდი-მეთქი. მომწონს, როცა დავდივარ სახლისთვის საჭირო ნივთების შესარჩევად, ვეძებ, ვბჭობ, ვახამებ და ა.შ. ამ სახლის გაკეთებისას კი მივედი შოურუმში, ვთქვი - ეს მინდა, ეს მინდა, ეს მინდა, ავარჩიე ყველაფერი და წამოვედი. ჩემთვის ასევე საყვარელი და სასიამოვნო საქმეა სახლის მოწყობა. ვფიქრობ, რომ ავეჯი უპირველესად უნდა იყოს კომფორტული, პრაქტიკული და ამასთან, ქმნიდეს სიმყუდროვეს.

მიუხედავად იმისა, რომ ლალის სახლი თანამედროვე სტილშია გადაწყვეტილი, ამ მიმართულებისთვის დამახასიათებელი სიცივე ნამდვილად არ იგრძნობა.

- თანამედროვე სტილი კი არის დომინანტი ინტერიერში, მაგრამ კლასიკური დეტალები „ათბობს“ და ვფიქრობ, უხდება.

გაგვიღო თუ არა დიასახლისმა კარი, სარკეებიანი ჰოლის გავლით დიდ, ნათელ მისაღებში აღმოვჩნდით.

- როდესაც ჰოლში სარკეებიანი კარადა გავაკეთეთ, ისე მომეწონა, მივხვდი, თუ მოპირდაპირე კედელსაც სარკეებით „შევფუთავდი“, ბევრად უფრო ლამაზი იქნებოდა და სივრცესაც გაზრდიდა. ასეც მოვიქეცით და ახლა ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ორივე მხარეს კარადებია, არადა, ერთ კედელშია კარადა, მეორე მხარეს კი იმიტაციაა (იღიმის)...განაგრძეთ კითხვა და დაათვალიერეთ ფოტოები

აჭარაში, ზღვაზე დასვენება გაიაფდა – რომელ კურორტს ირჩევთ?

"კაწრო" გვარამიას ეთიკის ქარტიაში უჩივის

BTU-ს სტუდენტის მიერ შექმნილი ფრილანსერული პლატფორმა საქართველოში დასაქმების პროცესის გამარტივებას შეუწყობს ხელს