მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თამთა ჯანჯღავას ადვოკატი - ირაკლი ნოზაძესთან კონფლიქტის მოტივი ვალი იყო
თამთა ჯანჯღავას ადვოკატი - ირაკლი ნოზაძესთან კონფლიქტის მოტივი ვალი იყო

მომ­ღე­რალ ირაკ­ლი ნო­ზა­ძის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის, თამ­თა ჯან­ჯღა­ვას ად­ვო­კა­ტის მტკი­ცე­ბით, საქ­მე­ში ბევ­რი ბუნ­დო­ვა­ნე­ბაა, რო­მე­ლიც ერთი შე­ხედ­ვი­თაც ჩანს.

რო­გორც ად­ვო­კატ­მა ავ­თან­დილ ბუ­ა­ძემ აღ­ნიშ­ნა, მისი დაც­ვის ქვეშ მყოფს ბრა­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის­თვის წა­უ­ყე­ნეს, რა­საც ჯან­ჯღა­ვა არ ეთან­ხმე­ბა. მი­სი­ვე თქმით, ბრალ­დე­ბუ­ლი ამ ეტაპ­ზე დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს. ამას­თან, ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კონ­ფლიქ­ტის მო­ტი­ვი ვალი გახ­და.

"რაც ამ ეტაპ­ზე შევ­ძე­ლი თვა­ლი გა­და­მევ­ლო, მო­ტი­ვი საქ­მე­ში ბუნ­დო­ვა­ნია. საქ­მე საკ­მა­ოდ მო­ცუ­ლო­ბი­თია და ბევ­რი შე­უ­სა­ბა­მო­ბაა, რაც ერთი თვა­ლის გა­დავ­ლე­ბით შე­იმ­ჩნე­ვა. დაც­ვის მხა­რის მიერ ყვე­ლა­ფე­რი გა­კეთ­დე­ბა, რომ თამ­თა ჯან­ჯღა­ვა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­ში გა­მარ­თლდეს. ის არ აღი­ა­რებს ბრალს ამ ფორ­მუ­ლი­რე­ბით და დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს. რო­გორც ამ­ჟა­მად ვი­ცით, კონ­ფლიქ­ტის მი­ზე­ზი არის ვალი. რისი ვა­ლია და რა წარ­მო­შო­ბის ვა­ლია, ამას შემ­დეგ და­ვად­გენთ", - გა­ნა­ცხა­და ბუ­ა­ძემ.

კი­თხვა­ზე: გა­მო­რი­ცხავს თუ არა ნარ­კო­ტი­კებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ვალს, ად­ვო­კა­ტი ამ­ბობს, რომ "არაფ­რის გა­მო­რი­ცხვა აქ არ შე­იძ­ლე­ბა". ავ­თან­დილ ბუ­ა­ძის თქმით, ამ ეტაპ­ზე გა­მო­ძი­ე­ბის მთა­ვა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ის კად­რე­ბია, რო­მე­ლიც მიმ­დე­ბა­რე სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბი­თაა გა­და­ღე­ბუ­ლი.

"და­ნა­შა­უ­ლის ია­რა­ღი ნა­პოვ­ნი არაა და გა­მო­ძი­ე­ბას არ აქვს ამო­ღე­ბუ­ლი. მთა­ვა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არის ვი­დე­ო­კად­რე­ბი, რო­მელ­ზეც არის გარ­კვე­უ­ლი დე­ტა­ლე­ბი, თუმ­ცა კარ­გად არ ჩანს", - გა­ნა­ცხა­და ავ­თან­დილ ბუ­ა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

თამთა ჯანჯღავას ადვოკატი - ირაკლი ნოზაძესთან კონფლიქტის მოტივი ვალი იყო

თამთა ჯანჯღავას ადვოკატი - ირაკლი ნოზაძესთან კონფლიქტის მოტივი ვალი იყო

მომღერალ ირაკლი ნოზაძის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულის, თამთა ჯანჯღავას ადვოკატის მტკიცებით, საქმეში ბევრი ბუნდოვანებაა, რომელიც ერთი შეხედვითაც ჩანს.

როგორც ადვოკატმა ავთანდილ ბუაძემ აღნიშნა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი ოფიციალურად განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს, რასაც ჯანჯღავა არ ეთანხმება. მისივე თქმით, ბრალდებული ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს. ამასთან, ადვოკატის ინფორმაციით, კონფლიქტის მოტივი ვალი გახდა.

"რაც ამ ეტაპზე შევძელი თვალი გადამევლო, მოტივი საქმეში ბუნდოვანია. საქმე საკმაოდ მოცულობითია და ბევრი შეუსაბამობაა, რაც ერთი თვალის გადავლებით შეიმჩნევა. დაცვის მხარის მიერ ყველაფერი გაკეთდება, რომ თამთა ჯანჯღავა განზრახ მკვლელობის მცდელობაში გამართლდეს. ის არ აღიარებს ბრალს ამ ფორმულირებით და დუმილის უფლებას იყენებს. როგორც ამჟამად ვიცით, კონფლიქტის მიზეზი არის ვალი. რისი ვალია და რა წარმოშობის ვალია, ამას შემდეგ დავადგენთ", - განაცხადა ბუაძემ.

კითხვაზე: გამორიცხავს თუ არა ნარკოტიკებთან დაკავშირებულ ვალს, ადვოკატი ამბობს, რომ "არაფრის გამორიცხვა აქ არ შეიძლება". ავთანდილ ბუაძის თქმით, ამ ეტაპზე გამოძიების მთავარი მტკიცებულება ის კადრებია, რომელიც მიმდებარე სათვალთვალო კამერებითაა გადაღებული.

"დანაშაულის იარაღი ნაპოვნი არაა და გამოძიებას არ აქვს ამოღებული. მთავარი მტკიცებულება არის ვიდეოკადრები, რომელზეც არის გარკვეული დეტალები, თუმცა კარგად არ ჩანს", - განაცხადა ავთანდილ ბუაძემ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ