მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აშშ-ის წამყვანი ენტომოლოგი აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობას დადებითად აფასებს
აშშ-ის წამყვანი ენტომოლოგი აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობას დადებითად აფასებს

პენ­სილ­ვა­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, USAID/REAP-ის მოწ­ვე­უ­ლი ექ­სპერ­ტი გრეგ კრავ­ჩუ­კი სა­ქარ­თვე­ლოს სტუმ­რობს და აზი­უ­რი ფა­რო­სა­ნას სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას ეც­ნო­ბა. ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო­დან აც­ნო­ბეს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, აბა­შის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, მავ­ნე­ბელ­თან ბრძო­ლის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო შტაბ­ში ვი­ზი­ტი­სას სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მცე­ნა­რე­თა დაც­ვის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა და სა­კო­ორ­დი­ნა­ციო შტა­ბის წევ­რებ­მა ამე­რი­კელ ექ­სპერტს შტა­ბის მუ­შა­ო­ბის სპე­ცი­ფი­კა და მავ­ნებ­ლის მო­ნი­ტო­რინ­გის სის­ტე­მა გა­აც­ნეს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მო­ნა­ცე­მე­ბი აი­სა­ხე­ბა ინ­ტე­რაქ­ტი­ულ რუ­კა­ზე და იგეგ­მე­ბა წამ­ლო­ბა.

ფა­რო­სა­ნას სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი იმ სტრა­ტე­გი­ის შე­სა­ბა­მი­სად მიმ­დი­ნა­რე­ობს, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის, მათ შო­რის, გრეგ კრავ­ჩუ­კის და ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით შე­მუ­შავ­და. ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად მავ­ნებ­ლის პო­პუ­ლა­ცია, შარ­შან­დელ­თან შე­და­რე­ბით, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შემ­ცირ­და, მისი გავ­რცე­ლე­ბის გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი არე­ა­ლი კი არ გაზ­რდი­ლა. ამე­რი­კის წამ­ყვან­მა ენ­ტო­მო­ლოგ­მა და­დე­ბი­თად შე­ა­ფა­სა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ გა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი და აღ­ნიშ­ნა, რომ ამ­გვა­რი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი მიდ­გო­მა შე­დეგს აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ი­ღებს და შემ­ცირ­დე­ბა აზი­უ­რი ფა­რო­სა­ნას წნე­ხი სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო კულ­ტუ­რებ­ზე. გრეგ კრავ­ჩუ­კი ად­გი­ლობ­რივ ფერ­მე­რებს შეხ­ვდე­ბა და და­მუ­შა­ვე­ბულ ფარ­თო­ბებს მო­ი­ნა­ხუ­ლებს.

სა­მეგ­რე­ლოს, გუ­რი­ის, იმე­რე­თის რე­გი­ო­ნე­ბის და აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის იმ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში, სა­დაც მავ­ნე­ბე­ლი ფიქ­სირ­დე­ბა, წამ­ლო­ბა თერ­მუ­ლი ნის­ლის ტექ­ნო­ლო­გი­ით და ცივი შეს­ხუ­რე­ბით, ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამ დრო­ის­თვის თერ­მუ­ლი ნის­ლის ტექ­ნო­ლო­გი­ით და­მუ­შა­ვე­ბუ­ლია 200 ათა­სამ­დე ჰექ­ტა­რი, ცივი შეს­ხუ­რე­ბით - 5200 ჰექ­ტა­რი; ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ჩა­ტარ­და 22 მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის 382 სო­ფელ­ში. სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო კულ­ტუ­რებ­ზე აზი­უ­რი ფა­რო­სა­ნას გავ­რცე­ლე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით, ტყის პე­რი­მეტრზე, ბუ­ფე­რულ ზო­ნებ­ში, და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის მიმ­დე­ბა­რედ, და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია 60 ათა­სამ­დე „მო­ი­ზი­დე და გა­ა­ნად­გუ­რე“ სად­გუ­რი.

ივ­ლი­სის შუა რი­ცხვე­ბი­დან წამ­ლო­ბა ჩა­ტარ­დე­ბა სი­მინ­დის სა­ყა­ნე ფარ­თო­ბებ­ში. გრეგ კრავ­ჩუ­კი სა­ქარ­თვე­ლო­ში სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ინი­ცი­ა­ტი­ვით და USAID/ REAP-ის (Reap Georgia) მხარ­და­ჭე­რით იმ­ყო­ფე­ბა. მავ­ნებ­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის და­გეგ­მვა­სა და სტრა­ტე­გი­ის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში პენ­სილ­ვა­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი 2016 წლი­დან არის ჩარ­თუ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

აშშ-ის წამყვანი ენტომოლოგი აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობას დადებითად აფასებს

აშშ-ის წამყვანი ენტომოლოგი აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობას დადებითად აფასებს

პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი, USAID/REAP-ის მოწვეული ექსპერტი გრეგ კრავჩუკი საქართველოს სტუმრობს და აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობას ეცნობა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, აბაშის მუნიციპალიტეტში, მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში ვიზიტისას სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტებმა და საკოორდინაციო შტაბის წევრებმა ამერიკელ ექსპერტს შტაბის მუშაობის სპეციფიკა და მავნებლის მონიტორინგის სისტემა გააცნეს, რომლის მიხედვითაც მონაცემები აისახება ინტერაქტიულ რუკაზე და იგეგმება წამლობა.

ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული იმ სტრატეგიის შესაბამისად მიმდინარეობს, რომელიც მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების, მათ შორის, გრეგ კრავჩუკის და ქართველი მეცნიერების ჩართულობით შემუშავდა. ჩატარებული ღონისძიებების შედეგად მავნებლის პოპულაცია, შარშანდელთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირდა, მისი გავრცელების გეოგრაფიული არეალი კი არ გაზრდილა. ამერიკის წამყვანმა ენტომოლოგმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებები და აღნიშნა, რომ ამგვარი ორგანიზებული მიდგომა შედეგს აუცილებლად გამოიღებს და შემცირდება აზიური ფაროსანას წნეხი სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე. გრეგ კრავჩუკი ადგილობრივ ფერმერებს შეხვდება და დამუშავებულ ფართობებს მოინახულებს.

სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონების და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მავნებელი ფიქსირდება, წამლობა თერმული ნისლის ტექნოლოგიით და ცივი შესხურებით, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ დროისთვის თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავებულია 200 ათასამდე ჰექტარი, ცივი შესხურებით - 5200 ჰექტარი; ღონისძიებები ჩატარდა 22 მუნიციპალიტეტის 382 სოფელში. სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე აზიური ფაროსანას გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ტყის პერიმეტრზე, ბუფერულ ზონებში, დაცული ტერიტორიების მიმდებარედ, დამონტაჟებულია 60 ათასამდე „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური.

ივლისის შუა რიცხვებიდან წამლობა ჩატარდება სიმინდის საყანე ფართობებში. გრეგ კრავჩუკი საქართველოში სურსათის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და USAID/ REAP-ის (Reap Georgia) მხარდაჭერით იმყოფება. მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების დაგეგმვასა და სტრატეგიის შემუშავებაში პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი 2016 წლიდან არის ჩართული.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის