მოზაიკა
მსოფლიო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
პოლიტიკა
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ იქმნებოდა summer set-ის ფესტივალი საქართველოში?
როგორ იქმნებოდა summer set-ის ფესტივალი საქართველოში?

რა ხდე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კის სცე­ნა­ზე 2012 წლამ­დე? დიდი არც არა­ფე­რი, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში ფეს­ტი­ვა­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით დიდი არ­ჩე­ვა­ნი არ იყო. შე­საძ­ლოა, ჩვე­ნი მუ­სი­კა­ლუ­რი სი­ე­ბი სავ­სე იყო და­სავ­ლუ­რი გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი მუ­სი­კით, თუმ­ცა, მათი აქ მოს­მე­ნა ოც­ნე­ბას უტოლ­დე­ბო­და. 2012 წელს გა­მოც­დილ­მა და მუ­სი­კის მოყ­ვა­რულ­მა ენ­თუ­ზი­ასტმა ადა­მი­ა­ნებ­მა, შექ­მნეს ფეს­ტი­ვა­ლი, რო­მე­ლიც ერთ-ერთი პი­ო­ნე­რი იყო ქარ­თულ ელექტრო­ნულ სა­ფეს­ტი­ვა­ლო სივ­რცე­ში.

SUMMER SET პირ­ვე­ლად 2012 წელს ბა­თუმ­ში ჩა­ტარ­და 3 დღე­ში 10 000-მდე სტუ­მარს უმას­პინ­ძლა. ეს იყო პირ­ვე­ლი პრე­ცე­დენ­ტი, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბის ეს რა­ო­დე­ნო­ბა ერთ მო­ე­დან­ზე უს­მენ­და ელექტრო­ნულ მუ­სი­კას.

შემ­დეგ იყო 2013 წელი, მას­შტა­ბე­ბი­სა და ამ­ბი­ცი­ე­ბის ზრდა, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ჩან­და. ბა­თუმ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რად SUMMER SET-ის­თვის ახა­ლი სა­ფეს­ტი­ვა­ლო ქა­ლა­ქი აშენ­და. 2 დღი­ა­ნი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ივენ­თი შტორმ­მა შე­ა­ფერ­ხა, თუმ­ცა, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა Faithless თბი­ლის­ში ჩა­მოს­ვლა­ზე და­ი­თან­ხმეს და 15 000 ადა­მი­ა­ნი ლის­ზე ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კის მუხ­ტის ქვეშ გა­ა­ერ­თი­ა­ნეს.

ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი წელი იყო 2014, მა­შინ პირ­ვე­ლად მო­ე­წყო 2 პა­რა­ლე­ლუ­რი სცე­ნა, ჰედ­ლა­ი­ნე­რე­ბი, იმ დრო­ის­თვის ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რი არ­ტის­ტე­ბი იყ­ვნენ: Moderat, David August, ჯამ­ში 25-მდე ად­გი­ლობ­რი­ვი და უცხო­ე­ლი არ­ტის­ტი.

მუ­სი­კის მოს­მე­ნამ, თე­ატ­რე­ბი­დან, სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზებ­სა და აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი სივ­რცე­ე­ბი­დან გა­და­ი­ნაც­ვლა ახალ, იმ დრო­ის­თვის უჩ­ვე­უ­ლო, თუმ­ცა, ჩვენ­თვის ახლა უკვე ნაც­ნობ ად­გი­ლებ­ში, იქ­ნე­ბო­და ეს ძვე­ლი ქარ­ხა­ნა, ავ­ტო­სად­გო­მი, პა­ვი­ლი­ო­ნე­ბი, ბიბ­ლი­ო­თე­კის შე­ნო­ბე­ბი თუ სხვა.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოც­და იყო 2015 წელი, რად­გან სამდღი­ა­ნი ფეს­ტი­ვა­ლი კი­დევ ერთი ახა­ლი სი­ტყვა იყო. SUMMER SET-ის სცე­ნა­ზე, კი­დევ უფრო მეტი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა იყო: კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის სტუ­დენ­ტე­ბი, შშმ პი­რე­ბის გა­მო­ფე­ნა, სა­ცეკ­ვაო ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კა თუ თა­ნა­მედ­რო­ვე მო­ცარ­ტად აღი­ა­რე­ბუ­ლი Nils Frahm და Olafur Arnalds, დღის ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე დას­წრე­ბა უფა­სო იყო.

ყვე­ლა­ზე რთუ­ლი 2016 წელი იყო, რად­გან ელექტრო­ნულ სცე­ნა­ზე უკვე ძა­ლი­ან დიდი კონ­კუ­რენ­ცია იყო, ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კის ფეს­ტი­ვა­ლე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა­ში ჩა­ერ­თო სა­ხელ­მწი­ფოც. იმ დრო­ის­თვის SUMMER SET-ს თა­ვი­სი სი­ტყვა უკვე ნათ­ქვა­მი ჰქონ­და, ამი­ტომ ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა SUMMER SET გა­ურ­კვე­ვე­ლი დრო­ით შე­ა­ჩე­რეს.

ორი წლის შემ­დეგ SUMMER SET მსმე­ნელს სა­ხე­შეც­ვლი­ლი და­უბ­რუნ­და და ფეს­ტი­ვა­ლის „მე­ო­რე სი­ცო­ცხლე“ ბევ­რად ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი იქ­ნე­ბა. წლე­ბის წინ თუ სე­ტე­ბის მი­ზა­ნი სა­ფეს­ტი­ვა­ლო კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა იყო, ახლა კონ­ცენ­ტრი­რე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო, აკუს­ტი­კუ­რი ბენ­დე­ბის­კენ იქ­ნე­ბა. 2018 წლის ღო­ნის­ძი­ე­ბა ერ­თდღი­ა­ნი საპ­რე­ზენ­ტა­ციო იქ­ნე­ბა, სა­დაც ქარ­თვე­ლი მსმე­ნე­ლი Cigarettes After Sex, WhoMadeWho და Koreless მო­უს­მე­ნენ. ეს ნამ­დვი­ლად იქ­ნე­ბა „Below The Cherry Moon“ გარ­თო­ბა და 27 ივ­ლისს თბი­ლი­სის ზღვა­ზე „Nothing's Gonna Hurt You Baby“. 2019 წლი­დან კი ფეს­ტი­ვა­ლი ქა­ლა­ქის ხმა­ურს გას­ცდე­ბა და სუფ­თა ჰა­ერ­ზე, მეტი სი­ჯან­სა­ღი­თა და მთის მო­მა­ჯა­დო­ე­ბე­ლი ენერ­გი­ით, გუ­და­ურ­ში გა­და­ი­ნაც­ვლებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება

როგორ იქმნებოდა summer set-ის ფესტივალი საქართველოში?

როგორ იქმნებოდა summer set-ის ფესტივალი საქართველოში?

რა ხდებოდა საქართველოში ელექტრონული მუსიკის სცენაზე 2012 წლამდე? დიდი არც არაფერი, ყოველ შემთხვევაში ფესტივალების თვალსაზრისით დიდი არჩევანი არ იყო. შესაძლოა, ჩვენი მუსიკალური სიები სავსე იყო დასავლური გემოვნებიანი მუსიკით, თუმცა, მათი აქ მოსმენა ოცნებას უტოლდებოდა. 2012 წელს გამოცდილმა და მუსიკის მოყვარულმა ენთუზიასტმა ადამიანებმა, შექმნეს ფესტივალი, რომელიც ერთ-ერთი პიონერი იყო ქართულ ელექტრონულ საფესტივალო სივრცეში.

SUMMER SET პირველად 2012 წელს ბათუმში ჩატარდა 3 დღეში 10 000-მდე სტუმარს უმასპინძლა. ეს იყო პირველი პრეცედენტი, როდესაც ადამიანების ეს რაოდენობა ერთ მოედანზე უსმენდა ელექტრონულ მუსიკას.

შემდეგ იყო 2013 წელი, მასშტაბებისა და ამბიციების ზრდა, რომელიც ჯერ კიდევ წარმოუდგენელი ჩანდა. ბათუმში სპეციალურად SUMMER SET-ისთვის ახალი საფესტივალო ქალაქი აშენდა. 2 დღიანი წარმატებული ივენთი შტორმმა შეაფერხა, თუმცა, ორგანიზატორებმა Faithless თბილისში ჩამოსვლაზე დაითანხმეს და 15 000 ადამიანი ლისზე ელექტრონული მუსიკის მუხტის ქვეშ გააერთიანეს.

ერთ-ერთი გამორჩეული წელი იყო 2014, მაშინ პირველად მოეწყო 2 პარალელური სცენა, ჰედლაინერები, იმ დროისთვის ყველაზე აქტუალური არტისტები იყვნენ: Moderat, David August, ჯამში 25-მდე ადგილობრივი და უცხოელი არტისტი.

მუსიკის მოსმენამ, თეატრებიდან, საკონცერტო დარბაზებსა და აპრობირებული სივრცეებიდან გადაინაცვლა ახალ, იმ დროისთვის უჩვეულო, თუმცა, ჩვენთვის ახლა უკვე ნაცნობ ადგილებში, იქნებოდა ეს ძველი ქარხანა, ავტოსადგომი, პავილიონები, ბიბლიოთეკის შენობები თუ სხვა.

მნიშვნელოვანი გამოცდა იყო 2015 წელი, რადგან სამდღიანი ფესტივალი კიდევ ერთი ახალი სიტყვა იყო. SUMMER SET-ის სცენაზე, კიდევ უფრო მეტი მრავალფეროვნება იყო: კონსერვატორიის სტუდენტები, შშმ პირების გამოფენა, საცეკვაო ელექტრონული მუსიკა თუ თანამედროვე მოცარტად აღიარებული Nils Frahm და Olafur Arnalds, დღის ღონისძიებებზე დასწრება უფასო იყო.

ყველაზე რთული 2016 წელი იყო, რადგან ელექტრონულ სცენაზე უკვე ძალიან დიდი კონკურენცია იყო, ელექტრონული მუსიკის ფესტივალების დაფინანსებაში ჩაერთო სახელმწიფოც. იმ დროისთვის SUMMER SET-ს თავისი სიტყვა უკვე ნათქვამი ჰქონდა, ამიტომ ფესტივალის ორგანიზატორებმა SUMMER SET გაურკვეველი დროით შეაჩერეს.

ორი წლის შემდეგ SUMMER SET მსმენელს სახეშეცვლილი დაუბრუნდა და ფესტივალის „მეორე სიცოცხლე“ ბევრად ექსპერიმენტული იქნება. წლების წინ თუ სეტების მიზანი საფესტივალო კულტურის განვითარება იყო, ახლა კონცენტრირება საინტერესო, აკუსტიკური ბენდებისკენ იქნება. 2018 წლის ღონისძიება ერთდღიანი საპრეზენტაციო იქნება, სადაც ქართველი მსმენელი Cigarettes After Sex, WhoMadeWho და Koreless მოუსმენენ. ეს ნამდვილად იქნება „Below The Cherry Moon“ გართობა და 27 ივლისს თბილისის ზღვაზე „Nothing's Gonna Hurt You Baby“. 2019 წლიდან კი ფესტივალი ქალაქის ხმაურს გასცდება და სუფთა ჰაერზე, მეტი სიჯანსაღითა და მთის მომაჯადოებელი ენერგიით, გუდაურში გადაინაცვლებს.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება