საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინციდენტი აქციაზე - რა მოხდა რუსთაველის გამზირზე
ინციდენტი აქციაზე - რა მოხდა რუსთაველის გამზირზე

რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, სა­დაც პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან შეკ­რე­ბი­ლი, ერთ-ერ­თმა მო­ქა­ლა­ქემ, ნინო და­ვი­თაშ­ვილ­მა პრო­ტეს­ტი გა­მოთ­ქვა და აღ­ნიშ­ნა, რომ მის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია, რო­დე­საც შვილ­მოკ­ლუ­ლი მა­მის გვერ­დით პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი დგა­ნან და ქუ­ლებს იწე­რენ.

ნინო და­ვი­თაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის წინ გაშ­ლილ კარ­ვებ­ში მყო­ფი აქ­ტი­ვის­ტე­ბის მხრი­დან უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მოჰ­ყვა. ისი­ნი მო­ქა­ლა­ქეს ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ იყო პარ­ტი­უ­ლი აქ­ტი­ვის­ტი და სუს-ის აგენ­ტი. მო­ქა­ლა­ქე ნინო და­ვი­თაშ­ვილ­მა გან­მარ­ტა, რომ ის არა­ნა­ი­რი აქ­ტი­ვის­ტი არ არის და პირ­ვე­ლი­ვე დღე­ე­ბი­დან გვერ­დში უდ­გას ზაზა სა­რა­ლი­ძეს საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ზე. თუმ­ცა, ამ­ჟა­მად აქ­ცი­ებ­მა პო­ლი­ტი­კუ­რი ხა­სი­ა­თი მი­ი­ღო, რაც მის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია.

სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბის გან­მუხ­ტვა პო­ლი­ცი­ის ჩა­რე­ვის შემ­დეგ მო­ხერ­ხდა. პო­ლი­ცი­ამ აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ქა­ლა­ქე ტე­რი­ტო­რი­ას გა­ა­რი­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა

ინციდენტი აქციაზე - რა მოხდა რუსთაველის გამზირზე

ინციდენტი აქციაზე - რა მოხდა რუსთაველის გამზირზე

რუსთაველის გამზირზე, სადაც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები არიან შეკრებილი, ერთ-ერთმა მოქალაქემ, ნინო დავითაშვილმა პროტესტი გამოთქვა და აღნიშნა, რომ მისთვის მიუღებელია, როდესაც შვილმოკლული მამის გვერდით პოლიტიკური პარტიები დგანან და ქულებს იწერენ.

ნინო დავითაშვილის განცხადებას პარლამენტის შენობის წინ გაშლილ კარვებში მყოფი აქტივისტების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. ისინი მოქალაქეს ეუბნებოდნენ, რომ იყო პარტიული აქტივისტი და სუს-ის აგენტი. მოქალაქე ნინო დავითაშვილმა განმარტა, რომ ის არანაირი აქტივისტი არ არის და პირველივე დღეებიდან გვერდში უდგას ზაზა სარალიძეს საპროტესტო აქციებზე. თუმცა, ამჟამად აქციებმა პოლიტიკური ხასიათი მიიღო, რაც მისთვის მიუღებელია.

სიტყვიერი დაპირისპირების განმუხტვა პოლიციის ჩარევის შემდეგ მოხერხდა. პოლიციამ აღნიშნული მოქალაქე ტერიტორიას გაარიდა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ