მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხორავას ქუჩის საქმეზე პროკურორი ინა გუგუშვილი მარიკა გოგოხიამ შეცვალა
ხორავას ქუჩის საქმეზე პროკურორი ინა გუგუშვილი მარიკა გოგოხიამ შეცვალა

ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მო­ზარ­დე­ბის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ში ახა­ლი პრო­კუ­რო­რი ჩა­ერ­თო. მა­რი­კა გო­გო­ხი­ამ საქ­მის სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვის დას­კვნით ეტაპ­ზე, პრო­კუ­რო­რი ინა გუ­გუშ­ვი­ლი შეც­ვა­ლა. რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს გო­გო­ხი­ამ გა­ნუ­მარ­ტა, საქ­მე­ში მისი ჩარ­თვა არ უკავ­შირ­დე­ბა იმ ინ­ცი­დენტს, რო­მე­ლიც 26 მა­ი­სის სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე მოხ­და.

"ჩემი ჩარ­თვა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის წარ­მო­ე­ბის ამ ეტაპ­ზე, ნამ­დვი­ლად არ უკავ­შირ­დე­ბა იმ კონ­კრე­ტულ ინ­ცი­დენტს. ვი­ნა­ი­დან საქ­მე არის დას­კვნით ეტაპ­ზე და წარ­სად­გე­ნია ასე­ვე დას­კვნი­თი სი­ტყვა, გარ­კვე­ულ დახ­მა­რე­ბას ვუ­წევ ჩემს კო­ლე­გებს, მაგ­რამ მინ­და გი­თხრათ, რომ რო­გორც თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რის მუ­შა­კი, ჩარ­თუ­ლი ვი­ყა­ვი გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში", - გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რორ­მა.

მა­რი­კა გო­გო­ხი­ამ ასე­ვე ბრალ­დე­ბის მხა­რის დას­კვნით სი­ტყვა­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ დას­კვნი­თი სი­ტყვის ბო­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბა ორი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნას მო­ი­თხოვს.

"დას­კვნით სი­ტყვა­ში ხაზს გა­ვუს­ვამთ ყვე­ლა იმ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას, რო­მე­ლიც სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ში ჩვენს მი­ე­რაა მო­პო­ვე­ბუ­ლი და შე­სა­ბა­მი­სად გა­მო­ვიკ­ვლი­ეთ სა­სა­მარ­თლო­ში. რო­მელ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას გა­ი­ზი­ა­რებს სა­სა­მარ­თლო და რო­მელს არა, ამა­ზე ვერ გე­ტყვით, რად­გან ეს სა­სა­მარ­თლოს კომ­პე­ტენ­ცი­აა. ჩვენს მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი და გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით დას­ტურ­დე­ბა, რომ და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, რო­მე­ლიც მი­ყე­ნე­ბუ­ლი აქვთ გარ­დაც­ვლი­ლებს, მი­ყე­ნე­ბუ­ლი აქვთ და­ნე­ბით. დას­კვნი­თი სი­ტყვის ბო­ლოს ჩვე­ნი მო­თხოვ­ნა იქ­ნე­ბა ორი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნა", - აღ­ნიშ­ნა მა­რი­კა გო­გო­ხი­ამ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 26 მა­ისს მიმ­დი­ნა­რე სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვა­ზე, რო­მელ­ზეც დაც­ვის მხა­რის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის გა­მოკ­ვლე­ვა ხდე­ბო­და, და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და. ინ­ცი­დენ­ტი თავ­და­პირ­ვე­ლად ერთ-ერთი მოკ­ლუ­ლი მო­ზარ­დის ლე­ვან და­დუ­ნაშ­ვი­ლის დე­და­სა და ექ­სპერტ მაია ნი­კო­ლე­იშ­ვილს შო­რის მოხ­და, რო­მე­ლიც სა­სა­მარ­თლო­ზე იკი­თხე­ბო­და. ამის შემ­დეგ კი რო­გორც მაია ნი­კო­ლე­იშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, პრო­კუ­რო­რი ინა გუ­გუშ­ვი­ლი ად­ვო­კატ ინგა შა­რა­შე­ნი­ძის სა­ცემ­რად გა­ი­წია. თა­ვად ად­ვო­კატ­მა კი აღ­ნიშ­ნა, რომ მის მი­მართ სა­ცემ­რად ასე­ვე ზვი­ად ფხა­კა­ძე­მაც გა­ი­წია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

ხორავას ქუჩის საქმეზე პროკურორი ინა გუგუშვილი მარიკა გოგოხიამ შეცვალა

ხორავას ქუჩის საქმეზე პროკურორი ინა გუგუშვილი მარიკა გოგოხიამ შეცვალა

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეში ახალი პროკურორი ჩაერთო. მარიკა გოგოხიამ საქმის სასამართლო განხილვის დასკვნით ეტაპზე, პროკურორი ინა გუგუშვილი შეცვალა. როგორც ჟურნალისტებს გოგოხიამ განუმარტა, საქმეში მისი ჩართვა არ უკავშირდება იმ ინციდენტს, რომელიც 26 მაისის სასამართლო სხდომაზე მოხდა.

"ჩემი ჩართვა სისხლის სამართლის საქმის წარმოების ამ ეტაპზე, ნამდვილად არ უკავშირდება იმ კონკრეტულ ინციდენტს. ვინაიდან საქმე არის დასკვნით ეტაპზე და წარსადგენია ასევე დასკვნითი სიტყვა, გარკვეულ დახმარებას ვუწევ ჩემს კოლეგებს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ როგორც თბილისის პროკურატურის მუშაკი, ჩართული ვიყავი გამოძიების პროცესში", - განაცხადა პროკურორმა.

მარიკა გოგოხიამ ასევე ბრალდების მხარის დასკვნით სიტყვაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დასკვნითი სიტყვის ბოლოს სახელმწიფო ბრალდება ორივე ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას მოითხოვს.

"დასკვნით სიტყვაში ხაზს გავუსვამთ ყველა იმ მტკიცებულებას, რომელიც სისხლის სამართლის საქმეში ჩვენს მიერაა მოპოვებული და შესაბამისად გამოვიკვლიეთ სასამართლოში. რომელ მტკიცებულებას გაიზიარებს სასამართლო და რომელს არა, ამაზე ვერ გეტყვით, რადგან ეს სასამართლოს კომპეტენციაა. ჩვენს მიერ მოპოვებული და გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ დაზიანებები, რომელიც მიყენებული აქვთ გარდაცვლილებს, მიყენებული აქვთ დანებით. დასკვნითი სიტყვის ბოლოს ჩვენი მოთხოვნა იქნება ორივე ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა", - აღნიშნა მარიკა გოგოხიამ.

შეგახსენებთ, რომ 26 მაისს მიმდინარე სასამართლო განხილვაზე, რომელზეც დაცვის მხარის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის გამოკვლევა ხდებოდა, დაპირისპირება მოხდა. ინციდენტი თავდაპირველად ერთ-ერთი მოკლული მოზარდის ლევან დადუნაშვილის დედასა და ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილს შორის მოხდა, რომელიც სასამართლოზე იკითხებოდა. ამის შემდეგ კი როგორც მაია ნიკოლეიშვილმა განაცხადა, პროკურორი ინა გუგუშვილი ადვოკატ ინგა შარაშენიძის საცემრად გაიწია. თავად ადვოკატმა კი აღნიშნა, რომ მის მიმართ საცემრად ასევე ზვიად ფხაკაძემაც გაიწია.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს