საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის გააგრძელებენ მუშაობას "ბასიანი" და "გალერი"?
როდის გააგრძელებენ მუშაობას "ბასიანი" და "გალერი"?

კლუ­ბე­ბის „ბა­სი­ა­ნი“ და „გა­ლე­რის“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის ამ დრო­ის­თვის უც­ნო­ბია, თუ რო­დის გა­აგ­რძე­ლე­ბენ მუ­შა­ო­ბას. ორი­ვე კლუ­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი აცხა­დებს, რომ კლუ­ბე­ბი და­ლუ­ქუ­ლია, ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან შს სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და არ აქვთ ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია რო­დის შე­ეძ­ლე­ბათ გახ­სნა.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ „ბა­სი­ა­ნის“ ერთ-ერ­თმა დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ზვი­ად გელ­ბა­ხი­ან­მა გა­ნუ­ცხა­და, დღეს შს მი­ნის­ტრთან შეხ­ვედ­რაა ჩა­ნიშ­ნუ­ლი და ამ შეხ­ვედ­რის შემ­დეგ შე­საძ­ლე­ბე­ლია ცნო­ბი­ლი გახ­დეს რო­დის გა­იხ­სნე­ბა „ბა­სი­ა­ნი“.

„ამ ეტაპ­ზე არ გვაქვს არა­ნა­ი­რი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია თუ რო­დის გა­ვიხ­სნე­ბით. დღეს არის შეხ­ვედ­რა შს მი­ნის­ტრთან. სა­ვა­რა­უ­დოდ, გვე­ტყვის კონ­კრე­ტულ პა­სუხს თუ რო­დის გა­ვაგ­რძე­ლებთ მუ­შა­ო­ბას და ვარ იმე­დი­ა­ნად. ამ წუ­თას კლუ­ბი და­ლუ­ქუ­ლია და არ უშ­ვე­ბენ არა­ვის. ყვე­ლა დას­ტრე­სი­ლი ვართ, მათ შო­რის ის ხალ­ხი ვინც გვგულ­შე­მატ­კივ­რობ­და. თუმ­ცა, რა­საც ვხე­დავ, ხალ­ხი ბრძო­ლის გან­წყო­ბი­თაა და მა­ინც მგო­ნია, რომ რა­ღაც ეტა­პის შემ­დეგ უფრო მეტი რა­ო­დე­ნო­ბის ხალ­ხი მოვა, ვიდ­რე და­დი­ო­და და უფრო მეტი მხარ­დამ­ჭე­რი გვე­ყო­ლე­ბა ვიდ­რე გვყავ­და“, - გა­ნა­ცხა­და გელ­ბა­ხი­ან­მა.

დღის გან­მავ­ლო­ბა­ში კლუბ „გა­ლე­რის“ გახ­სნის თა­ო­ბა­ზე შს მი­ნის­ტრის­თვის, მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის­თვის და სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის­თვის მი­მარ­თვას აპი­რებს კლუ­ბის იუ­რის­ტი. რო­გორც ხა­თუ­ნა ხურ­ცი­ლა­ვამ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, ამ სა­კი­თხზე მო­ლა­პა­რა­კე­ბებს აწარ­მო­ებს პრო­კუ­რორ­თა­ნაც.

„კლუ­ბი და­ლუ­ქუ­ლია და არ გვაქვს უფ­ლე­ბა შეს­ვლის. ვამ­ზა­დებ წე­რილს სა­ხალ­ხო დამ­ცველ­თან, შს მი­ნის­ტრთან და მთა­ვარ პრო­კუ­რორ­თან. მო­ლა­პა­რა­კე­ბას ვა­წარ­მო­ებ პრო­კუ­რორ­თან და პრო­კუ­რო­რიც ელო­დე­ბა ზემ­დგომ მი­თი­თე­ბას. პა­რას­კე­ვი­დან შე­საძ­ლე­ბე­ლია, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია“, - გა­ნა­ცხა­და ხურ­ცი­ლა­ვამ.

აღ­ნიშ­ნუ­ლი კლუ­ბე­ბი 11 მა­ისს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შემ­დეგ არის და­ხუ­რუ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა

როდის გააგრძელებენ მუშაობას "ბასიანი" და "გალერი"?

როდის გააგრძელებენ მუშაობას "ბასიანი" და "გალერი"?

კლუბების „ბასიანი“ და „გალერის“ წარმომადგენლებისთვის ამ დროისთვის უცნობია, თუ როდის გააგრძელებენ მუშაობას. ორივე კლუბის წარმომადგენელი აცხადებს, რომ კლუბები დალუქულია, ადგილზე იმყოფებიან შს სამინისტროს წარმომადგენლები და არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია როდის შეეძლებათ გახსნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ბასიანის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ზვიად გელბახიანმა განუცხადა, დღეს შს მინისტრთან შეხვედრაა ჩანიშნული და ამ შეხვედრის შემდეგ შესაძლებელია ცნობილი გახდეს როდის გაიხსნება „ბასიანი“.

„ამ ეტაპზე არ გვაქვს არანაირი ოფიციალური ინფორმაცია თუ როდის გავიხსნებით. დღეს არის შეხვედრა შს მინისტრთან. სავარაუდოდ, გვეტყვის კონკრეტულ პასუხს თუ როდის გავაგრძელებთ მუშაობას და ვარ იმედიანად. ამ წუთას კლუბი დალუქულია და არ უშვებენ არავის. ყველა დასტრესილი ვართ, მათ შორის ის ხალხი ვინც გვგულშემატკივრობდა. თუმცა, რასაც ვხედავ, ხალხი ბრძოლის განწყობითაა და მაინც მგონია, რომ რაღაც ეტაპის შემდეგ უფრო მეტი რაოდენობის ხალხი მოვა, ვიდრე დადიოდა და უფრო მეტი მხარდამჭერი გვეყოლება ვიდრე გვყავდა“, - განაცხადა გელბახიანმა.

დღის განმავლობაში კლუბ „გალერის“ გახსნის თაობაზე შს მინისტრისთვის, მთავარი პროკურორისთვის და სახალხო დამცველისთვის მიმართვას აპირებს კლუბის იურისტი. როგორც ხათუნა ხურცილავამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ამ საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებს პროკურორთანაც.

„კლუბი დალუქულია და არ გვაქვს უფლება შესვლის. ვამზადებ წერილს სახალხო დამცველთან, შს მინისტრთან და მთავარ პროკურორთან. მოლაპარაკებას ვაწარმოებ პროკურორთან და პროკურორიც ელოდება ზემდგომ მითითებას. პარასკევიდან შესაძლებელია, თუმცა ჯერჯერობით უცნობია“, - განაცხადა ხურცილავამ.

აღნიშნული კლუბები 11 მაისს ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ არის დახურული.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ