საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი

6

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 12:31-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 00:32-ზე ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადაადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. ამ დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
კონფლიქტები
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უნდა ასწავლოთ ბავშვს სკოლაში წასვლამდე - სპეციალისტების რჩევები მშობლებს
რა უნდა ასწავლოთ ბავშვს სკოლაში წასვლამდე - სპეციალისტების რჩევები მშობლებს

მშობ­ლე­ბი ხში­რად ამა­ყო­ბენ იმით, რომ მათ შვილს სკო­ლა­ში შეს­ვლამ­დე წერა-კი­თხვა და არით­მე­ტი­კუ­ლი ამო­ცა­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბა შე­უძ­ლია და მი­აჩ­ნი­ათ, რომ ბავ­შვს, რო­მელ­საც სწავ­ლის და­სა­წყე­ბად ამ­გვა­რი მზა­ო­ბა აქვს, გაკ­ვე­თი­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბა გა­უ­ად­ვილ­დე­ბა. თუმ­ცა, რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი გან­მარ­ტა­ვენ, ასე სუ­ლაც არ არის.

ბავ­შვის სას­კო­ლოდ მომ­ზა­დე­ბის სა­კი­თხი გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტუ­ა­ლუ­რი მას შემ­დეგ გახ­და, რაც შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტრმა წიგ­ნი­ე­რე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვის შე­დე­გე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა. კვლე­ვის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლო­ში 9-10 წლის მოს­წავ­ლე­ე­ბის 14%-ს წა­კი­თხუ­ლის გა­აზ­რე­ბის მი­ნი­მა­ლუ­რი უნა­რიც არ გა­აჩ­ნია. იმი­სათ­ვის, რომ სკო­ლა­ში მის­ვლის შემ­დეგ ბავ­შვს მსგავ­სი პრობ­ლე­მე­ბი არ შე­ექ­მნას, სა­ინ­ტე­რე­სოა, კონ­კრე­ტუ­ლად რა უნდა ვას­წავ­ლოთ მას, რომ ანა­ლი­ტი­კუ­რად აზ­როვ­ნე­ბა შეძ­ლოს?

შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო შე­ფა­სე­ბე­ბის მხარ­და­ჭე­რის პროგ­რა­მის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი ნინო რე­ვიშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, რომ დღეს მშობ­ლე­ბი ბავ­შვის ცხოვ­რე­ბა­ში, მისი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან, თუმ­ცა ხში­რად ეს ჩარ­თუ­ლო­ბა სწო­რი არ არის და ამით ხან­და­ხან შე­იძ­ლე­ბა ბავ­შვებს ავ­ნონ კი­დეც.

„წი­ნა­სას­კო­ლო პე­რი­ოდ­ში მშობ­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა იმ ფორ­მით არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რომ ის ბავ­შვს ასა­კობ­რი­ვად შე­სა­ბა­მის ტექ­სტებს უნდა უკი­თხავ­დეს, ეთა­მა­შე­ბო­დეს. ხში­რად მშობ­ლებს ჰგო­ნი­ათ, რომ თა­მა­ში არ არის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბა, მაგ­რამ მა­შინ, რო­დე­საც ის ციფ­რე­ბით თა­მაშს ან გო­ნებ­რივ და ბავ­შვის­თვის მარ­ტივ სა­ვარ­ჯი­შო­ებს მო­ი­ცავს, ეს მის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და გა­დამ­წყვე­ტია, ბავ­შვის გან­ვი­თა­რე­ბის მხრივ პო­ზი­ტი­უ­რია.

წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ ბავ­შვი მის­თვის ყვე­ლა­ზე ძვირ­ფას ადა­მი­ან­თან - დე­დას­თან ან მა­მას­თან თა­მა­შობს და სა­სი­ა­მოვ­ნო საქ­მით არის და­კა­ვე­ბუ­ლი, ამას­თა­ნა­ვე რა­ღაც ახალს სწავ­ლობს - ამით მას სწავ­ლის მი­მართ წი­ნა­სას­კო­ლო პე­რი­ოდ­ში პო­ზი­ტი­ურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ვუღ­ვი­ვებთ. რა თქმა უნდა, ამას ბავ­შვი ვერ იაზ­რებს, მაგ­რამ ქვეც­ნო­ბი­ე­რად ეს მას­ზე სე­რი­ო­ზუ­ლად მოქ­მე­დებს. გარ­და ამი­სა, ბუ­ნებ­რი­ვია, მას ტექ­სტის გა­აზ­რე­ბის, მოს­მე­ნის, მთა­ვა­რი აზ­რის გა­გე­ბის უნა­რი უვი­თარ­დე­ბა, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან თუ მოს­წავ­ლე სკო­ლა­ში ამ მზა­ო­ბით მი­დის, მას სწავ­ლა და ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა არა­მარ­ტო და­წყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე, მოგ­ვი­ა­ნე­ბი­თაც უად­ვილ­დე­ბა,“ - აღ­ნიშ­ნა ნინო რე­ვიშ­ვილ­მა.

სპე­ცი­ა­ლის­ტი ასე­ვე გან­მარ­ტავს, რომ კვლე­ვის მი­ხედ­ვით, ის ბავ­შვე­ბი, ვი­საც უკი­თხა­ვენ, ეთა­მა­შე­ბი­ან, მშობ­ლე­ბი მათ­თან ერ­თად სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო აქ­ტი­ვო­ბებ­ში არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი, არა­მარ­ტო და­წყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე, არა­მედ სა­ბა­ზო სა­ფე­ხურ­ზეც უკე­თეს შე­დე­გებს აჩ­ვე­ნე­ბენ.

„ერ­თია, მშო­ბე­ლი ბავ­შვთან ერ­თად რას კი­თხუ­ლობს და მე­ო­რე, რა ტი­პის საქ­ცი­ე­ლის მო­დე­ლი­რე­ბას ახ­დენს ბავ­შვი. ზო­გა­დად, გან­სა­კუთ­რე­ბით და­წყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე, ბავ­შვე­ბი ბა­ძა­ვენ მშობ­ლებს, მათ­თვის ავ­ტო­რი­ტე­ტულ პი­როვ­ნე­ბებს. მშობ­ლე­ბი მათ­თვის ამ ასაკ­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, შე­სა­ბა­მი­სად, რა­საც მშო­ბე­ლი აკე­თებს, ბავ­შვიც იმ ქცე­ვის კო­პი­რე­ბას ახ­დენს. შე­სა­ბა­მი­სად, ბავ­შვი თუ ხე­დავს, რომ მშო­ბე­ლი წიგ­ნებს კი­თხუ­ლობს და თა­ვი­სუ­ფალ დროს კი­თხვა­სა და ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა­ში ატა­რებს, ბავ­შვიც მიდ­რე­კი­ლი იქ­ნე­ბა, წიგნ­თან თვი­თო­ნაც უფრო მეტი დრო გა­ა­ტა­როს,“ - აღ­ნიშ­ნავს ნინო რე­ვიშ­ვი­ლი.

სპე­ცი­ა­ლის­ტის თქმით, იმი­სათ­ვის, რომ სკო­ლამ­დე­ლი ასა­კის ბავ­შვს ანა­ლი­ზის უნა­რის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა­ში და­ვეხ­მა­როთ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ტექ­სტის (იქ­ნე­ბა ეს ზღა­პა­რი თუ მო­თხრო­ბა) ირ­გვლივ კი­თხვე­ბი და­ვუს­ვათ, რათა და­ვად­გი­ნოთ, რამ­დე­ნად აღიქ­ვა მან ნა­წარ­მო­ე­ბის ში­ნა­არ­სი.

ბავ­შვე­ბის­თვის სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­ცე­მა­ზე, AMBEBI.GE ესა­უბ­რა მა­ნა­ნა მე­ლი­ქიშ­ვილს - თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფსი­ქო­ლო­გი­ი­სა და გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტე­ტის ასო­ცი­რე­ბი­ლულ პრო­ფე­სორს. იგი გან­მარ­ტავს, რომ სკო­ლა­ში მიყ­ვა­ნამ­დე მშობ­ლებ­მა რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვან დე­ტალს უნდა მი­აქ­ცი­ოს ყუ­რა­დღე­ბა.

„ის, რომ 9-10 წლის ბავ­შვე­ბის ნა­წილს წა­კი­თხუ­ლის გა­აზ­რე­ბის პრობ­ლე­მა აქვთ, სწო­რედ იქი­დან არის და­წყე­ბუ­ლი, რო­დე­საც სწავ­ლის პრო­ცე­სი იწყე­ბა. სკო­ლა­ში ბავ­შვებს მათი და­ბა­დე­ბის მოწ­მო­ბის მი­ხედ­ვით გან­სა­ზღვრუ­ლი ასა­კის მი­ხედ­ვით ვი­ღებთ და თით­ქმის არ ვუ­წევთ ან­გა­რიშს იმას, არის თუ არა ბავ­შვი სკო­ლი­სათ­ვის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად მზად. პირ­ვე­ლი, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, არის ბი­ო­ლო­გი­უ­რი მზა­ო­ბა ანუ მისი ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა რამ­დე­ნად არის იმ დო­ნე­ზე, რომ სკო­ლა­ში გარ­კვე­ულ ახალ გა­რე­მოს შე­ე­გუ­ოს, იყოს სტა­ტი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, მას უწევს დიდ­ხანს ერთ ად­გილ­ზე ჯდო­მა, ორ­გა­ნო­ე­ბის და­ძაბ­ვა.

მა­გა­ლი­თად, ნა­ტი­ფი მო­ტო­რი­კა ბავ­შვებს ნაკ­ლე­ბად აქვთ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი და მათ წე­რის­თვი­საც სხე­უ­ლის და­ძაბ­ვა უწევთ, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა თა­ვის ტკი­ვი­ლი და რა­ღაც ში­შე­ბი გა­მო­იწ­ვი­ოს. შე­სა­ბა­მი­სად, ალ­ბათ რჩე­ვაც შე­იძ­ლე­ბა მივ­ცეთ მშობ­ლებ­სა და პე­და­გო­გებს, რომ ნა­ტი­ფი მო­ტო­რი­კის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე უნდა ვი­მუ­შა­ოთ, რის­თვი­საც სხვა­დას­ხვა სა­ხის სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბი არ­სე­ბობს. კერ­ძოდ, ძა­ლი­ან კარ­გია, რომ ბავ­შვმა ხა­ტოს, ძერ­წოს,“ - გან­მარ­ტავს ფსი­ქო­ლო­გი.

მა­ნა­ნა მე­ლი­ქიშ­ვი­ლის თქმით, ბავ­შვს სკო­ლამ­დე უნდა ჰქონ­დეს ცოდ­ნა მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ, შე­იძ­ლე­ბა იცო­დეს ციფ­რე­ბი, წე­ლი­წა­დის დრო­ე­ბი, ცნობ­დეს ცხო­ვე­ლებს და სხვა.

„ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სკო­ლი­სათ­ვის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მზა­ო­ბა, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ, ემო­ცი­ურ და სო­ცი­ა­ლურ მზა­ო­ბას. ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ მზა­ო­ბა­ში სამ­წუ­ხა­როდ მშობ­ლე­ბის მხრი­დან ძი­რი­თა­დად, იგუ­ლის­ხმე­ბა ის, რომ ყუ­რა­დღე­ბას ამახ­ვი­ლე­ბენ წე­რი­სა და კი­თხვის სწავ­ლა­ზე და ბავ­შვი სკო­ლა­ში რომ შე­დის, ძა­ლი­ან ამა­ყად აცხა­დე­ბენ, რომ მათი შვი­ლი კარ­გად კი­თხუ­ლობს, ან­გა­რი­შობს, თუმ­ცა ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი მზა­ო­ბა მხო­ლოდ ეს არ არის. ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი მზა­ო­ბა გუ­ლის­ხმობს იმას, რამ­დე­ნად შე­უძ­ლია ბავ­შვს ყუ­რა­დღე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცია, ყუ­რა­დღე­ბა არ გა­და­ი­ხა­როს უცხო გამ­ღი­ზი­ა­ნებ­ლის მი­მართ, რამ­დე­ნად შე­უძ­ლია მას მი­ზეზ-შე­დე­გობ­რი­ვი კავ­ში­რის და­ნახ­ვა, რამ­დე­ნად შე­უძ­ლია და­ი­ნა­ხოს მი­მარ­თე­ბე­ბი საგ­ნებ­სა და მოვ­ლე­ნებს შო­რის.

წე­რი­სა და კი­თხვის ცოდ­ნა კი არა, ანა­ლი­ზი­სა და სინ­თე­ზის უნა­რია სა­ჭი­რო. მშო­ბელ­მაც და მას­წავ­ლე­ბელ­მაც უნდა იმუ­შა­ოს ლო­გი­კუ­რი მეხ­სი­ე­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე და არა თვალ­სა­ჩი­ნო ხა­ტო­ვა­ნი მეხ­სი­ე­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, რო­მე­ლიც ბავ­შვს მა­ნამ­დეც აქვს. ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი მზა­ო­ბის­თვის ტექ­სტის წა­კი­თხვის შემ­დეგ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ვუს­ვათ კი­თხვე­ბი, უნდა ვკი­თხოთ, რა მო­ე­წო­ნა, რა არ მო­ე­წო­ნა, რა­ტომ მო­ე­წო­ნა, ის საქ­ცი­ე­ლი, რაც მან ჩა­ი­დი­ნა, სწო­რი იყო თუ არას­წო­რი და სხვა. ბავ­შვს იმის წა­კი­თხუ­ლის ანა­ლი­ზი უნდა ვას­წავ­ლოთ, მხო­ლოდ იმით არ დავ­კმა­ყო­ფილ­დეთ რომ მან ტექ­სტი ზუს­ტად გად­მოს­ცა,“ - გან­მარ­ტავს ფსი­ქო­ლო­გი მა­ნა­ნა მე­ლი­ქიშ­ვი­ლი.

მი­სი­ვე თქმით, მე­ო­რე, რაც ბავ­შვის სკო­ლა­ში შე­საყ­ვა­ნად მომ­ზა­დე­ბის­თვის სა­ჭი­როა, არის მისი ემო­ცი­უ­რი მზა­ო­ბა. სკო­ლამ­დე­ლი ასა­კის ბავ­შვის აქ­ტი­ვო­ბა მი­მარ­თუ­ლია იქით, რომ მან და­ი­ნა­ხოს და ის­წავ­ლოს რაც მას აინ­ტე­რე­სებს და მოს­წონს, თუმ­ცა სკო­ლა­ში მას ისე­თი რა­ღა­ცე­ბის სწავ­ლაც უწევს, რაც შე­იძ­ლე­ბა სა­ინ­ტე­რე­სოდ არ მო­ეჩ­ვე­ნოს:

„რაც შე­ე­ხე­ბა სო­ცი­ა­ლურ მზა­ო­ბას, აქ იგუ­ლის­ხმე­ბა ის, რომ მან გარ­კვე­უ­ლი როლი უნდა და­ი­კა­ვოს, ამა­ვე დროს უნდა მო­აგ­ვა­როს ურ­თი­ერ­თო­ბა მას­წავ­ლე­ბელ­თან ან ბავ­შვებ­თან, უნდა დათ­მოს, უნდა ის­წავ­ლოს სხვი­სი აზ­რის მოს­მე­ნა, სხვი­სი ემო­ცი­ის გა­გე­ბა, მე­გობ­რის­თვის თუ მას­წავ­ლებ­ლის­თვის უნდა შე­ეძ­ლოს კი­თხვის დას­მა, დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნა. ჩა­მოთ­ვლი­ლი სა­მი­ვე კომ­პო­ნენ­ტი უნდა იყოს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი. თუ ამ კომ­პო­ნენ­ტე­ბი­დან ერთ-ერთი სუს­ტად არის გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, ეს რა თქმა უნდა, არ ნიშ­ნავს იმას, რომ ჩვენ ბავ­შვი სკო­ლა­ში არ მი­ვიყ­ვა­ნოთ. ჩვენ უბ­რა­ლოდ უნდა შე­ვა­ფა­სოთ ის და ვი­ცო­დეთ, სად აქვს სუს­ტი და ძლი­ე­რი მხა­რე და გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ვი­მუ­შა­ოთ, მაგ­რამ თუ სა­მი­ვე კომ­პო­ნენ­ტში გვაქვს ჩა­მორ­ჩე­ნა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ის ასა­კობ­რი­ვად მზად არის, ასე­თი ბავ­შვი სკო­ლა­ში არ უნდა მი­ვიყ­ვა­ნოთ. უნდა ვი­მუ­შა­ოთ მას­თან, კი­დევ მო­ვამ­ზა­დოთ და მა­შინ მას სკო­ლას­თან ადაპ­ტა­ცია არ გა­უ­ჭირ­დე­ბა,“ - აღ­ნიშ­ნავს ის.

მა­ნა­ნა მე­ლი­ქიშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ ბავ­შვს სკო­ლას­თან ადაპ­ტა­ცი­ის­თვის და­ახ­ლო­ე­ბით 5-6 კვი­რა სჭირ­დე­ბა, იმი­სათ­ვის რომ მას გა­რე­მოს­თან შე­გუ­ე­ბა გა­ვუ­მარ­ტი­ვოთ, უმ­ჯო­ბე­სია, სკო­ლის ის შე­ნო­ბა, სა­დაც მო­მა­ვალ­ში ის­წავ­ლის, წი­ნას­წარ ვაჩ­ვე­ნოთ.

„ბავ­შვს უნდა ვუ­თხრათ, რომ გა­ი­ზარ­და, სკო­ლა­ში უნდა შე­ვი­დეს, ახალ რა­ღა­ცებს ის­წავ­ლის. სწავ­ლის ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი მო­ტი­ვი სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სია. ბავ­შვე­ბის უმე­ტე­სო­ბას სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სის მო­ტი­ვი აქვთ, რაც მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, რომ გახ­და მოს­წავ­ლე. ასე­ვე ის ატ­რი­ბუ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც სას­წავ­ლო პრო­ცეს­თან უქ­მნის მო­ტი­ვა­ცი­ას - რვე­უ­ლი, ფან­ქა­რი, ჩან­თის ყიდ­ვა უხა­რია. ემ­ზა­დე­ბა და ეს ძა­ლი­ან მოს­წონს მას, ამ პრო­ცეს­ში კი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ჩავ­რთოთ და თვი­თონ უნდა შე­არ­ჩი­ოს, რო­მე­ლი ჩან­თა მოს­წონს, რო­მე­ლი რვე­უ­ლი უნდა. უნდა ვე­სა­უბ­როთ, რომ იქ ახალ მე­გობ­რებს შე­ი­ძენს, ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა,“ - გან­მარ­ტავს ფსი­ქო­ლო­გი.

გარ­და ამი­სა, მა­ნა­ნა მე­ლი­ქიშ­ვი­ლი ბავ­შვის მო­ტი­ვა­ცი­ა­სა და ინი­ცი­ა­ტი­ვა­ზეც ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას. მისი გან­მარ­ტე­ბით, რო­დე­საც ბავ­შვი სა­თა­მა­შოს შლის, აინ­ტე­რე­სებს შიგ­ნით რა არის, რა­ღაც ახა­ლი უნდა შე­იც­ნოს, მშო­ბელ­მა მას ამა­ში ხელი არ უნდა შე­უ­შა­ლოს, რად­გან ეს ნიშ­ნავს, რომ ბავ­შვის ინი­ცი­ა­ტი­ვა და წა­მო­წყე­ბა ჩაკ­ლეს და მო­მა­ვალ­ში მას შე­იძ­ლე­ბა და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბის მო­ტი­ვა­ცია აღარ ჰქონ­დეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დიდი მღელვარება სამხრეთ კორეაში - სამართალდამცავებმა იმპიჩმენტირებული პრეზიდენტის დაპატიმრება ვერ შეძლეს
ავტორი:

რა უნდა ასწავლოთ ბავშვს სკოლაში წასვლამდე - სპეციალისტების რჩევები მშობლებს

რა უნდა ასწავლოთ ბავშვს სკოლაში წასვლამდე - სპეციალისტების რჩევები მშობლებს

მშობლები ხშირად ამაყობენ იმით, რომ მათ შვილს სკოლაში შესვლამდე წერა-კითხვა და არითმეტიკული ამოცანების შესრულება შეუძლია და მიაჩნიათ, რომ ბავშვს, რომელსაც სწავლის დასაწყებად ამგვარი მზაობა აქვს, გაკვეთილების მომზადება გაუადვილდება. თუმცა, როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ასე სულაც არ არის.

ბავშვის სასკოლოდ მომზადების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა წიგნიერების საერთაშორისო კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, საქართველოში 9-10 წლის მოსწავლეების 14%-ს წაკითხულის გააზრების მინიმალური უნარიც არ გააჩნია. იმისათვის, რომ სკოლაში მისვლის შემდეგ ბავშვს მსგავსი პრობლემები არ შეექმნას, საინტერესოა, კონკრეტულად რა უნდა ვასწავლოთ მას, რომ ანალიტიკურად აზროვნება შეძლოს?

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო შეფასებების მხარდაჭერის პროგრამის კოორდინატორი ნინო რევიშვილი განმარტავს, რომ დღეს მშობლები ბავშვის ცხოვრებაში, მისი განვითარების პროცესში ჩართულები არიან, თუმცა ხშირად ეს ჩართულობა სწორი არ არის და ამით ხანდახან შეიძლება ბავშვებს ავნონ კიდეც.

„წინასასკოლო პერიოდში მშობლების ჩართულობა იმ ფორმით არის მნიშვნელოვანი, რომ ის ბავშვს ასაკობრივად შესაბამის ტექსტებს უნდა უკითხავდეს, ეთამაშებოდეს. ხშირად მშობლებს ჰგონიათ, რომ თამაში არ არის საგანმანათლებლო საქმიანობა, მაგრამ მაშინ, როდესაც ის ციფრებით თამაშს ან გონებრივ და ბავშვისთვის მარტივ სავარჯიშოებს მოიცავს, ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია, ბავშვის განვითარების მხრივ პოზიტიურია.

წარმოიდგინეთ, რომ ბავშვი მისთვის ყველაზე ძვირფას ადამიანთან - დედასთან ან მამასთან თამაშობს და სასიამოვნო საქმით არის დაკავებული, ამასთანავე რაღაც ახალს სწავლობს - ამით მას სწავლის მიმართ წინასასკოლო პერიოდში პოზიტიურ დამოკიდებულებას ვუღვივებთ. რა თქმა უნდა, ამას ბავშვი ვერ იაზრებს, მაგრამ ქვეცნობიერად ეს მასზე სერიოზულად მოქმედებს. გარდა ამისა, ბუნებრივია, მას ტექსტის გააზრების, მოსმენის, მთავარი აზრის გაგების უნარი უვითარდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თუ მოსწავლე სკოლაში ამ მზაობით მიდის, მას სწავლა და ახალი ინფორმაციის მიღება არამარტო დაწყებით საფეხურზე, მოგვიანებითაც უადვილდება,“ - აღნიშნა ნინო რევიშვილმა.

სპეციალისტი ასევე განმარტავს, რომ კვლევის მიხედვით, ის ბავშვები, ვისაც უკითხავენ, ეთამაშებიან, მშობლები მათთან ერთად საგანმანათლებლო აქტივობებში არიან ჩართულები, არამარტო დაწყებით საფეხურზე, არამედ საბაზო საფეხურზეც უკეთეს შედეგებს აჩვენებენ.

„ერთია, მშობელი ბავშვთან ერთად რას კითხულობს და მეორე, რა ტიპის საქციელის მოდელირებას ახდენს ბავშვი. ზოგადად, განსაკუთრებით დაწყებით საფეხურზე, ბავშვები ბაძავენ მშობლებს, მათთვის ავტორიტეტულ პიროვნებებს. მშობლები მათთვის ამ ასაკში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები არიან, შესაბამისად, რასაც მშობელი აკეთებს, ბავშვიც იმ ქცევის კოპირებას ახდენს. შესაბამისად, ბავშვი თუ ხედავს, რომ მშობელი წიგნებს კითხულობს და თავისუფალ დროს კითხვასა და ახალი ინფორმაციის მოძიებაში ატარებს, ბავშვიც მიდრეკილი იქნება, წიგნთან თვითონაც უფრო მეტი დრო გაატაროს,“ - აღნიშნავს ნინო რევიშვილი.

სპეციალისტის თქმით, იმისათვის, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვს ანალიზის უნარის გამომუშავებაში დავეხმაროთ, მნიშვნელოვანია, ტექსტის (იქნება ეს ზღაპარი თუ მოთხრობა) ირგვლივ კითხვები დავუსვათ, რათა დავადგინოთ, რამდენად აღიქვა მან ნაწარმოების შინაარსი.

ბავშვებისთვის სკოლამდელი განათლების მიცემაზე, AMBEBI.GE ესაუბრა მანანა მელიქიშვილს - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებილულ პროფესორს. იგი განმარტავს, რომ სკოლაში მიყვანამდე მშობლებმა რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალს უნდა მიაქციოს ყურადღება.

„ის, რომ 9-10 წლის ბავშვების ნაწილს წაკითხულის გააზრების პრობლემა აქვთ, სწორედ იქიდან არის დაწყებული, როდესაც სწავლის პროცესი იწყება. სკოლაში ბავშვებს მათი დაბადების მოწმობის მიხედვით განსაზღვრული ასაკის მიხედვით ვიღებთ და თითქმის არ ვუწევთ ანგარიშს იმას, არის თუ არა ბავშვი სკოლისათვის ფსიქოლოგიურად მზად. პირველი, რაც მნიშვნელოვანია, არის ბიოლოგიური მზაობა ანუ მისი ფიზიოლოგიური მდგომარეობა რამდენად არის იმ დონეზე, რომ სკოლაში გარკვეულ ახალ გარემოს შეეგუოს, იყოს სტატიკურ მდგომარეობაში, მას უწევს დიდხანს ერთ ადგილზე ჯდომა, ორგანოების დაძაბვა.

მაგალითად, ნატიფი მოტორიკა ბავშვებს ნაკლებად აქვთ განვითარებული და მათ წერისთვისაც სხეულის დაძაბვა უწევთ, რამაც შეიძლება თავის ტკივილი და რაღაც შიშები გამოიწვიოს. შესაბამისად, ალბათ რჩევაც შეიძლება მივცეთ მშობლებსა და პედაგოგებს, რომ ნატიფი მოტორიკის განვითარებაზე უნდა ვიმუშაოთ, რისთვისაც სხვადასხვა სახის სავარჯიშოები არსებობს. კერძოდ, ძალიან კარგია, რომ ბავშვმა ხატოს, ძერწოს,“ - განმარტავს ფსიქოლოგი.

მანანა მელიქიშვილის თქმით, ბავშვს სკოლამდე უნდა ჰქონდეს ცოდნა მოვლენების შესახებ, შეიძლება იცოდეს ციფრები, წელიწადის დროები, ცნობდეს ცხოველებს და სხვა.

„ყველაზე მნიშვნელოვანია სკოლისათვის ფსიქოლოგიური მზაობა, რომელიც გულისხმობს ინტელექტუალურ, ემოციურ და სოციალურ მზაობას. ინტელექტუალურ მზაობაში სამწუხაროდ მშობლების მხრიდან ძირითადად, იგულისხმება ის, რომ ყურადღებას ამახვილებენ წერისა და კითხვის სწავლაზე და ბავშვი სკოლაში რომ შედის, ძალიან ამაყად აცხადებენ, რომ მათი შვილი კარგად კითხულობს, ანგარიშობს, თუმცა ინტელექტუალური მზაობა მხოლოდ ეს არ არის. ინტელექტუალური მზაობა გულისხმობს იმას, რამდენად შეუძლია ბავშვს ყურადღების კონცენტრაცია, ყურადღება არ გადაიხაროს უცხო გამღიზიანებლის მიმართ, რამდენად შეუძლია მას მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დანახვა, რამდენად შეუძლია დაინახოს მიმართებები საგნებსა და მოვლენებს შორის.

წერისა და კითხვის ცოდნა კი არა, ანალიზისა და სინთეზის უნარია საჭირო. მშობელმაც და მასწავლებელმაც უნდა იმუშაოს ლოგიკური მეხსიერების განვითარებაზე და არა თვალსაჩინო ხატოვანი მეხსიერების განვითარებაზე, რომელიც ბავშვს მანამდეც აქვს. ინტელექტუალური მზაობისთვის ტექსტის წაკითხვის შემდეგ აუცილებლად უნდა დავუსვათ კითხვები, უნდა ვკითხოთ, რა მოეწონა, რა არ მოეწონა, რატომ მოეწონა, ის საქციელი, რაც მან ჩაიდინა, სწორი იყო თუ არასწორი და სხვა. ბავშვს იმის წაკითხულის ანალიზი უნდა ვასწავლოთ, მხოლოდ იმით არ დავკმაყოფილდეთ რომ მან ტექსტი ზუსტად გადმოსცა,“ - განმარტავს ფსიქოლოგი მანანა მელიქიშვილი.

მისივე თქმით, მეორე, რაც ბავშვის სკოლაში შესაყვანად მომზადებისთვის საჭიროა, არის მისი ემოციური მზაობა. სკოლამდელი ასაკის ბავშვის აქტივობა მიმართულია იქით, რომ მან დაინახოს და ისწავლოს რაც მას აინტერესებს და მოსწონს, თუმცა სკოლაში მას ისეთი რაღაცების სწავლაც უწევს, რაც შეიძლება საინტერესოდ არ მოეჩვენოს:

„რაც შეეხება სოციალურ მზაობას, აქ იგულისხმება ის, რომ მან გარკვეული როლი უნდა დაიკავოს, ამავე დროს უნდა მოაგვაროს ურთიერთობა მასწავლებელთან ან ბავშვებთან, უნდა დათმოს, უნდა ისწავლოს სხვისი აზრის მოსმენა, სხვისი ემოციის გაგება, მეგობრისთვის თუ მასწავლებლისთვის უნდა შეეძლოს კითხვის დასმა, დახმარების თხოვნა. ჩამოთვლილი სამივე კომპონენტი უნდა იყოს განვითარებული. თუ ამ კომპონენტებიდან ერთ-ერთი სუსტად არის განვითარებული, ეს რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ბავშვი სკოლაში არ მივიყვანოთ. ჩვენ უბრალოდ უნდა შევაფასოთ ის და ვიცოდეთ, სად აქვს სუსტი და ძლიერი მხარე და განვითარებაზე ვიმუშაოთ, მაგრამ თუ სამივე კომპონენტში გვაქვს ჩამორჩენა, მიუხედავად იმისა, რომ ის ასაკობრივად მზად არის, ასეთი ბავშვი სკოლაში არ უნდა მივიყვანოთ. უნდა ვიმუშაოთ მასთან, კიდევ მოვამზადოთ და მაშინ მას სკოლასთან ადაპტაცია არ გაუჭირდება,“ - აღნიშნავს ის.

მანანა მელიქიშვილი აღნიშნავს, რომ ბავშვს სკოლასთან ადაპტაციისთვის დაახლოებით 5-6 კვირა სჭირდება, იმისათვის რომ მას გარემოსთან შეგუება გავუმარტივოთ, უმჯობესია, სკოლის ის შენობა, სადაც მომავალში ისწავლის, წინასწარ ვაჩვენოთ.

„ბავშვს უნდა ვუთხრათ, რომ გაიზარდა, სკოლაში უნდა შევიდეს, ახალ რაღაცებს ისწავლის. სწავლის ერთ-ერთი წამყვანი მოტივი სოციალური სტატუსია. ბავშვების უმეტესობას სოციალური სტატუსის მოტივი აქვთ, რაც მდგომარეობს იმაში, რომ გახდა მოსწავლე. ასევე ის ატრიბუტები, რომლებიც სასწავლო პროცესთან უქმნის მოტივაციას - რვეული, ფანქარი, ჩანთის ყიდვა უხარია. ემზადება და ეს ძალიან მოსწონს მას, ამ პროცესში კი აუცილებლად უნდა ჩავრთოთ და თვითონ უნდა შეარჩიოს, რომელი ჩანთა მოსწონს, რომელი რვეული უნდა. უნდა ვესაუბროთ, რომ იქ ახალ მეგობრებს შეიძენს, ახალი ურთიერთობები ჩამოყალიბდება,“ - განმარტავს ფსიქოლოგი.

გარდა ამისა, მანანა მელიქიშვილი ბავშვის მოტივაციასა და ინიციატივაზეც ამახვილებს ყურადღებას. მისი განმარტებით, როდესაც ბავშვი სათამაშოს შლის, აინტერესებს შიგნით რა არის, რაღაც ახალი უნდა შეიცნოს, მშობელმა მას ამაში ხელი არ უნდა შეუშალოს, რადგან ეს ნიშნავს, რომ ბავშვის ინიციატივა და წამოწყება ჩაკლეს და მომავალში მას შეიძლება დამატებითი ინფორმაციის მოძიების მოტივაცია აღარ ჰქონდეს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საცურაო აუზები და სპორტდარბაზები გაიხსნება

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან და მათ სწავლას სახელმწიფო დააფინანსებს

ვინ არის გოგო, რომელიც ქართულმა სასამართლომ ბიძინა ივანიშვილს ძმის კანონიერ შვილად ცნო - უცნობი ფაქტები ალექსანდრე ივანიშვილის ოჯახზე