კონფლიქტები
საზოგადოება
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის მერიის სამი თანამშრომელი და ერთ-ერთი კომპანიის ორი ხელმძღვანელი პირი პასუხისგებაში მისცეს
თბილისის მერიის სამი თანამშრომელი და ერთ-ერთი კომპანიის ორი ხელმძღვანელი პირი პასუხისგებაში მისცეს

სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, სა­ხელ­მწი­ფოს კუთ­ვნი­ლი დიდი ოდე­ნო­ბით ფუ­ლა­დი თან­ხის თაღ­ლი­თუ­რად და­უფ­ლე­ბის ფაქ­ტზე ერთ-ერთი კომ­პა­ნი­ის ორი ხელ­მძღვა­ნე­ლი პირი, ხოლო სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი გულ­გრი­ლო­ბის ფაქ­ტზე - ქა­ლაქ თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ის ჯან­დაც­ვი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის სამი თა­ნამ­შრო­მე­ლი პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მის­ცეს.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი­დან აც­ნო­ბეს, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა ერთ-ერთი კომ­პა­ნი­ის სა­ხე­ლით 2017 წელს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს და გა­ი­მარ­ჯვეს ქა­ლაქ თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბულ ტენ­დერ­ში, რო­მე­ლიც ეხე­ბო­და შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე ბავ­შვთა და მო­ზარ­დთა სა­კუ­რორ­ტო (მთის კუ­რორ­ტი) მომ­სა­ხუ­რე­ბის შეს­ყიდ­ვას. არა­მარ­თლზო­მი­ე­რი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი გა­მორ­ჩე­ნის მი­ღე­ბის მიზ­ნით, აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა პი­რებ­მა ყალ­ბი მო­ნა­ცე­მე­ბი შე­ი­ტა­ნეს ფაქ­ტი­უ­რად გა­წე­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის ამ­სახ­ველ დო­კუ­მენ­ტებ­ში, კერ­ძოდ 179 000 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის სა­კუ­რორ­ტო მომ­სა­ხუ­რე­ბა თით­ქოს­და გა­ე­წია 600 პირს, მა­შინ რო­დე­საც, გა­წე­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის ამ­სახ­ველ დო­კუ­მენ­ტებ­ში და­ფიქ­სი­რე­ბულ პირ­თა ნა­წილს მომ­სა­ხუ­რე­ბა სა­ერ­თოდ არ მი­უ­ღია, ხოლო ნა­წილ­მა არას­რუ­ლი მო­ცუ­ლო­ბით მი­ი­ღო.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გზით, კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბი თაღ­ლი­თუ­რად და­ე­უფლნენ ქა­ლაქ თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ის კუთ­ვნილ 34 775 ლარს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ხსე­ნე­ბუ­ლი ტენ­დე­რით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის სრულ­ყო­ფი­ლად შეს­რუ­ლე­ბა­ზე კონ­ტრო­ლი და ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა ევა­ლე­ბო­დათ ქა­ლაქ თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ის ჯან­დაც­ვი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებს, რომ­ლებ­მაც არა­ჯე­როვ­ნად შე­ას­რუ­ლეს მათ­ზე და­კის­რე­ბუ­ლი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბა, არ გა­და­ა­მოწ­მეს ტენ­დე­რით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­კუ­რორ­ტო მომ­სა­ხუ­რე­ბით მო­სარ­გებ­ლე პირ­თა რა­ო­დე­ნო­ბა და არ შე­ის­წავ­ლეს კომ­პა­ნი­ის მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცია გა­წე­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის შე­სა­ხებ, სა­დაც აშ­კა­რად იკ­ვე­თე­ბო­და მო­ნა­ცე­მე­ბის გა­ყალ­ბე­ბის ფაქ­ტი - ტენ­დე­რით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბით მო­სარ­გებ­ლე პირ­თა ხე­ლოვ­ნუ­რად გაზ­რდი­ლი რა­ო­დე­ნო­ბა და გა­წე­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის მო­ცუ­ლო­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბით არ­სე­ბი­თად და­ირ­ღვა სა­ხელ­მწი­ფოს კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტე­რე­სი.

საქ­მე­ზე გრძელ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 180-ე მუხ­ლის მე-2 და მე-3, ასე­ვე 342-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლე­ბით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას 6-დან 9 წლამ­დე ვა­დით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

თბილისის მერიის სამი თანამშრომელი და ერთ-ერთი კომპანიის ორი ხელმძღვანელი პირი პასუხისგებაში მისცეს

თბილისის მერიის სამი თანამშრომელი და ერთ-ერთი კომპანიის ორი ხელმძღვანელი პირი პასუხისგებაში მისცეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ-ერთი კომპანიის ორი ხელმძღვანელი პირი, ხოლო სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის სამი თანამშრომელი პასუხისგებაში მისცეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ერთ-ერთი კომპანიის სახელით 2017 წელს მონაწილეობა მიიღეს და გაიმარჯვეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც ეხებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო (მთის კურორტი) მომსახურების შესყიდვას. არამართლზომიერი მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, აღნიშნული კომპანიის ხელმძღვანელმა პირებმა ყალბი მონაცემები შეიტანეს ფაქტიურად გაწეული მომსახურების ამსახველ დოკუმენტებში, კერძოდ 179 000 ლარის ღირებულების საკურორტო მომსახურება თითქოსდა გაეწია 600 პირს, მაშინ როდესაც, გაწეული მომსახურების ამსახველ დოკუმენტებში დაფიქსირებულ პირთა ნაწილს მომსახურება საერთოდ არ მიუღია, ხოლო ნაწილმა არასრული მოცულობით მიიღო.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნული დანაშაულებრივი გზით, კომპანიის ხელმძღვანელი პირები თაღლითურად დაეუფლნენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კუთვნილ 34 775 ლარს.

მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ხსენებული ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების სრულყოფილად შესრულებაზე კონტროლი და ზედამხედველობა ევალებოდათ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის თანამშრომლებს, რომლებმაც არაჯეროვნად შეასრულეს მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობა, არ გადაამოწმეს ტენდერით გათვალისწინებული საკურორტო მომსახურებით მოსარგებლე პირთა რაოდენობა და არ შეისწავლეს კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია გაწეული მომსახურების შესახებ, სადაც აშკარად იკვეთებოდა მონაცემების გაყალბების ფაქტი - ტენდერით გათვალისწინებული მომსახურებით მოსარგებლე პირთა ხელოვნურად გაზრდილი რაოდენობა და გაწეული მომსახურების მოცულობა. აღნიშნული ქმედებით არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3, ასევე 342-ე მუხლის პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები