სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ბიბლუსი გალერეაში“ პროექტ „ქართველი მეფეების“ მეოთხე ტომის „გიორგი III“-ის პრეზენტაცია გაიმართა
„ბიბლუსი გალერეაში“ პროექტ „ქართველი მეფეების“ მეოთხე ტომის „გიორგი III“-ის პრეზენტაცია გაიმართა

„ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ა­ში“ პრო­ექტ „ქარ­თვე­ლი მე­ფე­ე­ბის“ მე­ო­თხე ტო­მის „გი­ორ­გი III“-ის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა. პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე შეკ­რე­ბილ აუ­დი­ტო­რი­ას წიგ­ნი­სა და გი­ორ­გი III-ის მე­ფო­ბის პე­რი­ო­დის შე­სა­ხებ სა­ჯა­რო ლექ­ცია პრო­ექტ „ქარ­თვე­ლი მე­ფე­ე­ბის“ ხელ­მძღვა­ნელ­მა, ის­ტო­რი­კოს­მა, პრო­ფე­სორ­მა, ჯაბა სა­მუ­ში­ამ წა­უ­კი­თხა.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­მუ­ში­ამ გა­ნუ­ცხა­და „ქარ­თვე­ლი მე­ფე­ე­ბი“ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი პო­პუ­ლა­რო­ბი­თა და ნდო­ბით სარ­გებ­ლობს, რაც ერთი მხრივ წიგ­ნის მარ­ტი­ვი ენით შედ­გე­ნამ, ხოლო მე­ო­რე მხრივ, იმ ცნო­ბი­ლი ავ­ტო­რე­ბის მუ­შა­ო­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა, რო­მელ­თაც მკი­თხვე­ლის ნდო­ბა სა­კი­თხი­სად­მი ცოდ­ნის გამო მო­ი­პო­ვეს.

„ქარ­თულ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ კარ­გად მი­ი­ღო პრო­ექ­ტი „ქარ­თვე­ლი მე­ფე­ე­ბი“, რაც გა­ყიდ­ვე­ბი­და­ნაც ჩანს. მა­გა­ლი­თად „თა­მარ მე­ფის“ ტი­რა­ჟი ერთ დღე­ში დამ­თავ­რდა და მე­ო­რედ მოგ­ვი­წია და­ბეჭდ­ვა. იგი­ვე მოხ­და „ბაგ­რატ მე­სა­მე­ზეც“. მკი­თხვე­ლის­გან ნდო­ბა და­ვიმ­სა­ხუ­რეთ, რად­გან წიგ­ნე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს გა­სა­გე­ბი და მსუ­ბუ­ქი ენით და­წე­რი­ლი. იმ ენით, რო­გორც ამ­ბავს მო­უ­თხრობ ადა­მი­ა­ნებს. ეს არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო ქრო­ნი­კე­ბი, ეს არის და­ახ­ლო­ე­ბით ის სტი­ლი, რაც ევ­რო­პულ ის­ტო­რი­ოგ­რა­ფი­ა­ში პო­პუ­ლა­რუ­ლია და ამ კუ­თხით მი­ვი­ღეთ კარ­გი პრო­დუქ­ტი. მე­ო­რე, ეს არის თვი­თონ წიგ­ნის ავ­ტო­რე­ბის და ში­ნა­არ­სი­სად­მი ნდო­ბა. წიგ­ნის ავ­ტო­რე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ყო­ფი­ლიყ­ვნენ ცნო­ბი­ლი ის­ტო­რი­კო­სე­ბი და ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ო­ბენ იმ კონ­კრე­ტულ ეპო­ქა­სა თუ პერ­სო­ნაჟ­ზე, ვი­ზეც წიგნს ქმნი­ან. მა­გა­ლი­თად, „თა­მარ მე­ფის“ ავ­ტო­რი ცნო­ბი­ლი ის­ტო­რი­კო­სი როინ მეტ­რე­ვე­ლია, რო­მე­ლიც მის ეპო­ქას სწავ­ლობ­და მრა­ვა­ლი ათე­უ­ლი წელი. „ბაგ­რატ მე­სა­მე“, რომ­ლის ავ­ტო­რიც მე გახ­ლა­ვართ და რომ­ლის ეპო­ქა­საც 15-20 წე­ლია ვსწავ­ლობ. ჯე­მალ სტეფ­ნა­ძეა „გი­ორ­გი მე­სა­მის“ ავ­ტო­რი, რომ­ლის პრე­ზენ­ტა­ცი­აც დღეს გა­ი­მარ­თა. ბა­ტონ­მა ჯე­მალ­მა 1999 წელს გა­მოს­ცა წიგ­ნი და ით­ვლე­ბა ამ ეპო­ქის ყვე­ლა­ზე კარგ მკვლევ­რად. ჩვე­ნი ეს ორი ნიშა, რო­მელ­საც ყო­ველ­თვის აღ­ვნიშ­ნავ, არ შე­იც­ვლე­ბა პრო­ექ­ტის დას­რუ­ლე­ბამ­დე. ყვე­ლა წიგ­ნი იქ­ნე­ბა კარ­გად სა­კი­თხა­ვი, მო­ნოგ­რა­ფია, რო­მა­ნად გად­მო­ცე­მუ­ლი და მე­ო­რე მხრივ არი­ან ავ­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც არი­ან ცნო­ბი­ლე­ბი“, - აღ­ნიშ­ნა ჯაბა სა­მუ­ში­ამ.

პრო­ექტ „ქარ­თვე­ლი მე­ფე­ე­ბის“ ხელ­მძღვა­ნელ­მა სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზეც ისა­უბ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გა­მო­ი­ცე­მა რამ­დე­ნი­მე წიგ­ნი, სა­დაც მეფე ფარ­ნა­ვა­ზის, და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის მა­მის, გი­ორ­გი II-ის ცხოვ­რე­ბი­სა და სხვა მე­ფე­თა ეპო­ქის ნაც­ნო­ბი და აქამ­დე უც­ნო­ბი დე­ტა­ლე­ბი შევა.

„პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში სულ 24 ტო­მია ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი, სა­დაც 28 მე­ფის ცხოვ­რე­ბა შევა. ამ 24 ტო­მი­დან უკვე არ­სე­ბუ­ლი წიგ­ნია 8, და­ნარ­ჩე­ნი მო­ნოგ­რა­ფი­ე­ბი ახ­ლი­დან იწე­რე­ბა, ის, რაც არ ჰქო­ნია ქარ­თულ ის­ტო­რი­ოგ­რა­ფი­ას, ამ პრო­ექ­ტის მეშ­ვე­ო­ბით კი ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­დე­ბა. პრო­ექ­ტი არ არის ძვე­ლის გან­მე­ო­რე­ბა, ეს არის სრუ­ლი­ად ახა­ლი პრო­ექ­ტი, ახა­ლი წიგ­ნე­ბი და ახა­ლი მო­ნოგ­რა­ფია, რაც მთა­ვა­რია პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ავ­ტო­რე­ბის მიერ შედ­გე­ნი­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ჯაბა სა­მუ­ში­ამ.

„პა­ლიტ­რა L“- ის მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რი, თაკო ახვლე­დი­ა­ნი კი პრო­ექ­ტის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას და აღ­ნიშ­ნავს, რომ „ქარ­თვე­ლი მე­ფე­ე­ბი“ თი­თო­ე­უ­ლი ქარ­თვე­ლის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, მიმ­დი­ნა­რე კვი­რის ბო­ლომ­დე მკი­თხველს წიგ­ნის შე­ძე­ნა, სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად შე­ეძ­ლე­ბა.„ჩვენ, „პა­ლიტ­რა L“-ს, ძა­ლი­ან გვი­ხა­რია სე­რია „ქარ­თვე­ლი მე­ფე­ე­ბის“ კი­დევ ერთი ტო­მის, „მეფე გი­ორ­გი III“-ის გა­მო­ცე­მა. წიგ­ნის ავ­ტო­რი არის ბა­ტო­ნი ჯე­მალ სტეფ­ნა­ძე, ხოლო პრო­ექ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი ბა­ტო­ნი ჯაბა სა­მუ­შია. სწო­რედ ბა­ტონ ჯაბა სა­მუ­ში­ას დახ­მა­რე­ბით, კან­დე­ლა­კის N7-ში, მდე­ბა­რე „ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ა­ში“ გა­ი­მარ­თა ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი წიგ­ნის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი პრე­ზენ­ტა­ცია. დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბას სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­და და­ეს­ვა კი­თხვე­ბი და გა­ე­გოთ ყვე­ლა­ფე­რი, რაც აინ­ტე­რე­სებ­დათ „ქარ­თვე­ლი მე­ფე­ე­ბის“ შე­სა­ხებ. ვფიქ­რობთ, ეს პრო­ექ­ტი არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის­თვის.

„ქარ­თვე­ლი მე­ფე­ე­ბის“ მე­ო­თხე ტომი „გი­ორ­გი III“ 23 აპ­რი­ლი­დან უკვე გა­ყიდ­ვა­შია. მომ­ხმა­რე­ბელს მისი შე­ძე­ნა შე­უძ­ლია წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებ­სა და პრე­სის გავ­რცე­ლე­ბის წერ­ტი­ლებ­ში. მიმ­დი­ნა­რე კვი­რის ბო­ლომ­დე „გი­ორ­გი III“-ის წიგ­ნი გა­ი­ყი­დე­ბა გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად - 5,50 ლა­რად, გა­ზეთ­თან ერ­თად 7,00 ლა­რად, ხოლო შემ­დეგ კი წიგ­ნის შე­ძე­ნა 10 ლა­რად იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი“, - გა­ნა­ცხა­და თაკო ახვლე­დი­ან­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

„ბიბლუსი გალერეაში“ პროექტ „ქართველი მეფეების“ მეოთხე ტომის „გიორგი III“-ის პრეზენტაცია გაიმართა

„ბიბლუსი გალერეაში“ პროექტ „ქართველი მეფეების“ მეოთხე ტომის „გიორგი III“-ის პრეზენტაცია გაიმართა

„ბიბლუსი გალერეაში“ პროექტ „ქართველი მეფეების“ მეოთხე ტომის „გიორგი III“-ის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაზე შეკრებილ აუდიტორიას წიგნისა და გიორგი III-ის მეფობის პერიოდის შესახებ საჯარო ლექცია პროექტ „ქართველი მეფეების“ ხელმძღვანელმა, ისტორიკოსმა, პროფესორმა, ჯაბა სამუშიამ წაუკითხა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამუშიამ განუცხადა „ქართველი მეფეები“ საზოგადოებაში დიდი პოპულარობითა და ნდობით სარგებლობს, რაც ერთი მხრივ წიგნის მარტივი ენით შედგენამ, ხოლო მეორე მხრივ, იმ ცნობილი ავტორების მუშაობამ განაპირობა, რომელთაც მკითხველის ნდობა საკითხისადმი ცოდნის გამო მოიპოვეს.

„ქართულმა საზოგადოებამ კარგად მიიღო პროექტი „ქართველი მეფეები“, რაც გაყიდვებიდანაც ჩანს. მაგალითად „თამარ მეფის“ ტირაჟი ერთ დღეში დამთავრდა და მეორედ მოგვიწია დაბეჭდვა. იგივე მოხდა „ბაგრატ მესამეზეც“. მკითხველისგან ნდობა დავიმსახურეთ, რადგან წიგნები აუცილებლად უნდა იყოს გასაგები და მსუბუქი ენით დაწერილი. იმ ენით, როგორც ამბავს მოუთხრობ ადამიანებს. ეს არ უნდა ყოფილიყო ქრონიკები, ეს არის დაახლოებით ის სტილი, რაც ევროპულ ისტორიოგრაფიაში პოპულარულია და ამ კუთხით მივიღეთ კარგი პროდუქტი. მეორე, ეს არის თვითონ წიგნის ავტორების და შინაარსისადმი ნდობა. წიგნის ავტორები აუცილებლად უნდა ყოფილიყვნენ ცნობილი ისტორიკოსები და ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობენ იმ კონკრეტულ ეპოქასა თუ პერსონაჟზე, ვიზეც წიგნს ქმნიან. მაგალითად, „თამარ მეფის“ ავტორი ცნობილი ისტორიკოსი როინ მეტრეველია, რომელიც მის ეპოქას სწავლობდა მრავალი ათეული წელი. „ბაგრატ მესამე“, რომლის ავტორიც მე გახლავართ და რომლის ეპოქასაც 15-20 წელია ვსწავლობ. ჯემალ სტეფნაძეა „გიორგი მესამის“ ავტორი, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა. ბატონმა ჯემალმა 1999 წელს გამოსცა წიგნი და ითვლება ამ ეპოქის ყველაზე კარგ მკვლევრად. ჩვენი ეს ორი ნიშა, რომელსაც ყოველთვის აღვნიშნავ, არ შეიცვლება პროექტის დასრულებამდე. ყველა წიგნი იქნება კარგად საკითხავი, მონოგრაფია, რომანად გადმოცემული და მეორე მხრივ არიან ავტორები, რომლებიც არიან ცნობილები“, - აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

პროექტ „ქართველი მეფეების“ ხელმძღვანელმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში გამოიცემა რამდენიმე წიგნი, სადაც მეფე ფარნავაზის, დავით აღმაშენებლის მამის, გიორგი II-ის ცხოვრებისა და სხვა მეფეთა ეპოქის ნაცნობი და აქამდე უცნობი დეტალები შევა.

„პროექტის ფარგლებში სულ 24 ტომია ჩაფიქრებული, სადაც 28 მეფის ცხოვრება შევა. ამ 24 ტომიდან უკვე არსებული წიგნია 8, დანარჩენი მონოგრაფიები ახლიდან იწერება, ის, რაც არ ჰქონია ქართულ ისტორიოგრაფიას, ამ პროექტის მეშვეობით კი ხელმისაწვდომი გახდება. პროექტი არ არის ძველის განმეორება, ეს არის სრულიად ახალი პროექტი, ახალი წიგნები და ახალი მონოგრაფია, რაც მთავარია პროფესიონალი ავტორების მიერ შედგენილი“, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

„პალიტრა L“- ის მარკეტინგის მენეჯერი, თაკო ახვლედიანი კი პროექტის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ „ქართველი მეფეები“ თითოეული ქართველისთვის მნიშვნელოვანია. მისივე განცხადებით, მიმდინარე კვირის ბოლომდე მკითხველს წიგნის შეძენა, სპეციალურ ფასად შეეძლება.„ჩვენ, „პალიტრა L“-ს, ძალიან გვიხარია სერია „ქართველი მეფეების“ კიდევ ერთი ტომის, „მეფე გიორგი III“-ის გამოცემა. წიგნის ავტორი არის ბატონი ჯემალ სტეფნაძე, ხოლო პროექტის ხელმძღვანელი ბატონი ჯაბა სამუშია. სწორედ ბატონ ჯაბა სამუშიას დახმარებით, კანდელაკის N7-ში, მდებარე „ბიბლუსი გალერეაში“ გაიმართა ზემოთ აღნიშნული წიგნის ძალიან საინტერესო და ინფორმაციული პრეზენტაცია. დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა დაესვა კითხვები და გაეგოთ ყველაფერი, რაც აინტერესებდათ „ქართველი მეფეების“ შესახებ. ვფიქრობთ, ეს პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი თითოეული ჩვენგანისთვის.

„ქართველი მეფეების“ მეოთხე ტომი „გიორგი III“ 23 აპრილიდან უკვე გაყიდვაშია. მომხმარებელს მისი შეძენა შეუძლია წიგნის მაღაზიებსა და პრესის გავრცელების წერტილებში. მიმდინარე კვირის ბოლომდე „გიორგი III“-ის წიგნი გაიყიდება გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად სპეციალურ ფასად - 5,50 ლარად, გაზეთთან ერთად 7,00 ლარად, ხოლო შემდეგ კი წიგნის შეძენა 10 ლარად იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა თაკო ახვლედიანმა.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს