მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ აპირებს ფაროსანასთან ბრძოლას წელს მთავრობა
როგორ აპირებს ფაროსანასთან ბრძოლას წელს მთავრობა

მო­ლო­დი­ნი არ გვაქვს, რომ ფა­რო­სა­ნა იმა­ვე მას­შტა­ბით იქ­ნე­ბა აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­შიც, რო­გორც ეს შარ­შან და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში იყო, - ამის შე­სა­ხებ გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ ნო­დარ კე­რე­სე­ლი­ძემ “ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის” კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და.

ნო­დარ კე­რე­სე­ლი­ძის თქმით, იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ფა­რო­სა­ნა აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­შიც გა­მოჩ­ნდე­ბა, სა­მი­ნის­ტრო მზა­დაა მავ­ნე­ბელ­თან ბრძო­ლის შე­სა­ბა­მი­სი კამ­პა­ნია და­გეგ­მოს და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს.

„ამ დრო­ის­თვის მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ნი­ტო­რინ­გის სის­ტე­მის გან­თავ­სე­ბა მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, მათ შო­რის აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში. მო­ნი­ტო­რინ­გის ეს სის­ტე­მა მოგ­ვცემს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, და­ვი­ნა­ხოთ სუ­რა­თი თუ სად და რა მას­შტა­ბით არის მავ­ნე­ბე­ლი გა­მო­სუ­ლი და შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ ვართ მზად­ყოფ­ნა­ში, თუკი და­ფიქ­სირ­დე­ბა ფა­რო­სა­ნა აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­შიც, შე­სა­ბა­მი­სი კამ­პა­ნია დავ­გეგ­მოთ და გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­შიც, თუმ­ცა ჩვენ მო­ლო­დი­ნი არ გვაქვს, რომ ფა­რო­სა­ნა იმა­ვე მას­შტა­ბით იქ­ნე­ბა აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­შიც, რო­გორც ეს შარ­შან და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში იყო”, - გა­ნა­ცხა­და კე­რე­სე­ლი­ძემ.

ამას­თან, გა­სულ წელს, ფა­რო­სა­ნას მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბა, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ზო­გი­ერთ რა­ი­ონ­შიც და­ფიქ­სირ­და.

„ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ კი­თხვა­ზე - იგეგ­მე­ბა თუ არა აზი­ურ ფა­რო­სა­ნას­თან საბ­რძოლ­ვე­ლად ავი­ა­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა, ნო­დარ კე­რე­სე­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ მოკ­ვლე­ვა ჩა­ტარ­და და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ამ ტი­პის ტექ­ნი­კაც ჩა­ერ­თვე­ბა.

„ამ ეტაპ­ზე ეს არ არის და­გეგ­მი­ლი, თუმ­ცა ჩვენ, რა თქმა უნდა, მოკ­ვლე­ვა ჩა­ვა­ტა­რეთ რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი რე­სურ­სის კუ­თხით, ასე­ვე მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის კუ­თხით და თუკი სა­ჭი­რო გახ­დე­ბა, ამ ტი­პის ტექ­ნი­კის შე­სა­ბა­მი­სი ჩარ­თუ­ლო­ბაც მოხ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ნო­დარ კე­რე­სე­ლი­ძემ.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ფა­რო­სა­ნას­თან ბრძო­ლის ფარ­გლებ­ში, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, კერ­ძოდ, აბა­შა­ში გახ­სნი­ლია სა­კო­ორ­დი­ნა­ციო შტა­ბი, მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია ტექ­ნი­კა და პეს­ტი­ცი­დე­ბი, რო­მელ­თა გა­მო­ყე­ნე­ბაც მოხ­დე­ბა იმის პრო­პორ­ცი­უ­ლად, თუ რო­გორ გა­მო­ვა მავ­ნე­ბე­ლი - რო­გო­რი მას­შტა­ბით და რა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იქ­ნე­ბა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი.

როგორ აპირებს ფაროსანასთან ბრძოლას წელს მთავრობა

როგორ აპირებს ფაროსანასთან ბრძოლას წელს მთავრობა

მოლოდინი არ გვაქვს, რომ ფაროსანა იმავე მასშტაბით იქნება აღმოსავლეთ საქართველოშიც, როგორც ეს შარშან დასავლეთ საქართველოში იყო, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ “ინტერპრესნიუსის” კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ნოდარ კერესელიძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ფაროსანა აღმოსავლეთ საქართველოშიც გამოჩნდება, სამინისტრო მზადაა მავნებელთან ბრძოლის შესაბამისი კამპანია დაგეგმოს და განახორციელოს.

„ამ დროისთვის მიმდინარეობს მონიტორინგის სისტემის განთავსება მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის აღმოსავლეთ საქართველოში. მონიტორინგის ეს სისტემა მოგვცემს შესაძლებლობას, დავინახოთ სურათი თუ სად და რა მასშტაბით არის მავნებელი გამოსული და შესაბამისად, ჩვენ ვართ მზადყოფნაში, თუკი დაფიქსირდება ფაროსანა აღმოსავლეთ საქართველოშიც, შესაბამისი კამპანია დავგეგმოთ და განვახორციელოთ აღმოსავლეთ საქართველოშიც, თუმცა ჩვენ მოლოდინი არ გვაქვს, რომ ფაროსანა იმავე მასშტაბით იქნება აღმოსავლეთ საქართველოშიც, როგორც ეს შარშან დასავლეთ საქართველოში იყო”, - განაცხადა კერესელიძემ.

ამასთან, გასულ წელს, ფაროსანას მცირე რაოდენობა, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონშიც დაფიქსირდა.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე - იგეგმება თუ არა აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად ავიაციის გამოყენება, ნოდარ კერესელიძემ განაცხადა, რომ მოკვლევა ჩატარდა და საჭიროების შემთხვევაში, ამ ტიპის ტექნიკაც ჩაერთვება.

„ამ ეტაპზე ეს არ არის დაგეგმილი, თუმცა ჩვენ, რა თქმა უნდა, მოკვლევა ჩავატარეთ როგორც ადგილობრივი რესურსის კუთხით, ასევე მეზობელი ქვეყნების შესაძლებლობების კუთხით და თუკი საჭირო გახდება, ამ ტიპის ტექნიკის შესაბამისი ჩართულობაც მოხდება“, - განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.

მისივე განმარტებით, ფაროსანასთან ბრძოლის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, აბაშაში გახსნილია საკოორდინაციო შტაბი, მობილიზებულია ტექნიკა და პესტიციდები, რომელთა გამოყენებაც მოხდება იმის პროპორციულად, თუ როგორ გამოვა მავნებელი - როგორი მასშტაბით და რა ტერიტორიაზე იქნება გავრცელებული.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ