მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისს „გიკი გოგოს“ ავტორი ჰოლი სმეილი ესტუმრება
თბილისს „გიკი გოგოს“ ავტორი ჰოლი სმეილი ესტუმრება

ერთ–ერ­თმა ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ­მა ბრი­ტა­ნელ­მა მწე­რალ­მა, ჰოლი სმე­ილ­მა გა­და­წყვი­ტა მკი­თხვე­ლის­თვის ის გა­რე­მო ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, რო­მელ­ში ცხოვ­რე­ბაც თა­ნა­მედ­რო­ვე თი­ნე­ი­ჯე­რებს უწევთ, თა­ნაც საკ­მა­ოდ ორი­გი­ნა­ლუ­რი პერ­სპექ­ტი­ვი­დან. მას ეკუთ­ვნის ბესტსე­ლე­რის ექ­ვსტო­მე­უ­ლი „გიკი გოგო“, რო­მე­ლიც Waterstones Children's Book Prize-ისა და Leeds Book Award-ის ჯილ­დო­ე­ბის მფლო­ბე­ლია და სა­ქარ­თვე­ლო­შიც ძა­ლი­ან დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. სა­ქარ­თვე­ლო­ში „გიკი გო­გოს“ პრე­ზენ­ტა­ცი­ას თი­ნე­ი­ჯერ­თა უზარ­მა­ზა­რი რი­გიც მოყ­ვა წიგ­ნის მა­ღა­ზი­ას­თან.

„გიკი გოგო“ საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო და უნი­კა­ლუ­რი წიგ­ნე­ბის სე­რი­აა, რო­მე­ლიც წინა პლან­ზე ისეთ პრობ­ლე­მებს წა­მო­წევს, რო­გო­რე­ბი­ცაა: ბუ­ლინ­გი სკო­ლა­ში, სა­კუ­თა­რი თა­ვის პოვ­ნა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბა გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში. მთა­ვა­რი გმი­რი ჰე­რი­ე­ტი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი „გი­კია“, რაც ქარ­თუ­ლად წიგ­ნის ჭიას, ე.წ „შკოლ­ნიკს“ ნიშ­ნავს. გიკ­თან ასო­ცირ­დე­ბა ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მთელ დროს მე­ცა­დი­ნე­ო­ბა­ში ხარ­ჯავს და სო­ცი­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბით არ გა­მო­ირ­ჩე­ვა. ჰე­რი­ეტს ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ინ­ტე­ლექ­ტი აქვს. ის ცდი­ლობს, და­ამ­ტკი­ცოს, რომ გი­კო­ბა ცუდი სუ­ლაც არ არის და ეს ფაქ­ტი ხელს არ უშ­ლის, რომ წარ­მა­ტე­ბებს, რაც უნდა და­უ­ჯე­რე­ბე­ლი იყოს, მო­დის სამ­ყა­რო­შიც კი მი­აღ­წი­ოს. ავ­ტო­რი ცდი­ლობს, რომ გვიჩ­ვე­ნოს, თუ რო­გორ შე­იც­ვა­ლა სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ბოლო წლებ­ში მო­ცე­მუ­ლი პრობ­ლე­მის მი­მართ – „სამ­ყა­რო­ში სი­ტყვა „გიკი“ მნიშ­ვნე­ლო­ბას იც­ვლის, ის და­სა­ცი­ნი­დან, სა­ქე­ბარ სი­ტყვად გარ­და­იქ­მნა, სწო­რედ ამის მიღ­წე­ვა მინ­დო­და მეც, იყა­ვი ის ვინც ხარ, გი­კო­ბა არაა სირ­ცხვი­ლი“ , ამ­ბობს ის ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

მო­დის სამ­ყა­რო თა­ვად ჰო­ლის ცხოვ­რე­ბა­შიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დატ­ვირ­თვის მა­ტა­რე­ბე­ლია, რად­გან ფიქ­რობს, რომ ჩაც­მუ­ლო­ბით შე­იძ­ლე­ბა სა­კუ­თა­რი თა­ვის კარ­გად გა­მო­ხატ­ვა. გარ­და ამი­სა, მო­დე­ლო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბაც აქვს. ის ლონ­დო­ნის სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტომ 15 წლის ასაკ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნა და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო მრა­ვალ ჩვე­ნე­ბა­ში, თუმ­ცა ბრის­ტო­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ მი­ა­ტო­ვა და გა­და­წყვი­ტა მწე­რა­ლი გამ­ხდა­რი­ყო.

გარ­და წე­რი­სა, რაც 5 წლის ასა­კი­დან შე­უყ­ვარ­და, ჰოლი სმე­ი­ლი გიჟ­დე­ბა მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე. ის ნამ­ყო­ფია მსოფ­ლი­ოს 27 ქვე­ყა­ნა­ში და ეს ყვე­ლა­ფე­რი მის ნა­წარ­მო­ე­ბებ­ზეც აია­ხე­ბა. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ „გიკი გო­გოს“ სე­რი­ის მე­ო­რე წიგ­ნი სწო­რედ ია­პო­ნი­ა­ში ვი­ზი­ტის დროს და­წე­რა, რო­დე­საც ინ­გლი­სუ­რის მას­წავ­ლებ­ლად მუ­შა­ობ­და. ეს ფაქ­ტი ნა­წარ­მო­ე­ბებს უფრო და­მა­ჯე­რე­ბელს, მრა­ვალ­ფე­რო­ვან­სა და სა­ინ­ტე­რე­სოს ხდის.

გარ­და ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რო­ბი­სა და მოგ­ზა­უ­რო­ბის სიყ­ვა­რუ­ლის, ჰოლი სმე­ი­ლი აქ­ტი­უ­რი ფე­მი­ნის­ტი­ცაა და თვლის, რომ ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა და პა­ტი­ვის­ცე­მა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ბავ­შვო­ბა­ში მფრი­ნა­ვო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და, თუმ­ცა ჰა­ტა­რა ბიჭ­მა უთხრა, რომ ამ ოც­ნე­ბას გო­გო­ო­ბის გამო ვერ აიხ­დენ­და. ამ შემ­თხვე­ვას მწე­რა­ლი სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას უკავ­ში­რებს– „აუ­ცი­ლე­ბე­ლია მო­მა­ვალ­მა თა­ო­ბამ კარ­გად გა­ი­აზ­როს ფე­მი­ნიზ­მი, რად­გან ამის გა­რე­შე თა­ნას­წო­რო­ბას ვერ შევ­ქმნით.“

უნდა აღი­ნიშ­ნოს,რომ ჰოლი სმე­ი­ლი თბი­ლისს მა­ი­სის წიგ­ნის ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში ეწ­ვე­ვა და ქარ­თველ მკი­თხველს მი­ე­ცე­მა სა­შუ­ა­ლე­ბა პი­რის­პირ გა­ე­სა­უბ­როს საყ­ვა­რელ ავ­ტორს. მწე­რალს ძა­ლი­ან აინ­ტე­რე­სებს უცხო ქვეყ­ნე­ბის ტრა­დი­ცი­ე­ბი და კულ­ტუ­რა, შე­სა­ბა­მი­სად გარ­და ფა­ნებ­თან შეხ­ვედ­რი­სა, და­ათ­ვა­ლი­ე­რებს თბი­ლი­სის ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბებს და გა­იც­ნობს ქა­ლა­ქის ის­ტო­რი­ას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა

თბილისს „გიკი გოგოს“ ავტორი ჰოლი სმეილი ესტუმრება

თბილისს „გიკი გოგოს“ ავტორი ჰოლი სმეილი ესტუმრება

ერთ–ერთმა ყველაზე ცნობილმა ბრიტანელმა მწერალმა, ჰოლი სმეილმა გადაწყვიტა მკითხველისთვის ის გარემო ეჩვენებინა, რომელში ცხოვრებაც თანამედროვე თინეიჯერებს უწევთ, თანაც საკმაოდ ორიგინალური პერსპექტივიდან. მას ეკუთვნის ბესტსელერის ექვსტომეული „გიკი გოგო“, რომელიც Waterstones Children's Book Prize-ისა და Leeds Book Award-ის ჯილდოების მფლობელია და საქართველოშიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. საქართველოში „გიკი გოგოს“ პრეზენტაციას თინეიჯერთა უზარმაზარი რიგიც მოყვა წიგნის მაღაზიასთან.

„გიკი გოგო“ საკმაოდ საინტერესო და უნიკალური წიგნების სერიაა, რომელიც წინა პლანზე ისეთ პრობლემებს წამოწევს, როგორებიცაა: ბულინგი სკოლაში, საკუთარი თავის პოვნა და საზოგადოებაში თავის დამკვიდრება გარდატეხის ასაკში. მთავარი გმირი ჰერიეტი ჩვეულებრივი „გიკია“, რაც ქართულად წიგნის ჭიას, ე.წ „შკოლნიკს“ ნიშნავს. გიკთან ასოცირდება ადამიანი, რომელიც მთელ დროს მეცადინეობაში ხარჯავს და სოციალური ცხოვრებით არ გამოირჩევა. ჰერიეტს ძალიან მაღალი ინტელექტი აქვს. ის ცდილობს, დაამტკიცოს, რომ გიკობა ცუდი სულაც არ არის და ეს ფაქტი ხელს არ უშლის, რომ წარმატებებს, რაც უნდა დაუჯერებელი იყოს, მოდის სამყაროშიც კი მიაღწიოს. ავტორი ცდილობს, რომ გვიჩვენოს, თუ როგორ შეიცვალა საზოგადოების დამოკიდებულება ბოლო წლებში მოცემული პრობლემის მიმართ – „სამყაროში სიტყვა „გიკი“ მნიშვნელობას იცვლის, ის დასაცინიდან, საქებარ სიტყვად გარდაიქმნა, სწორედ ამის მიღწევა მინდოდა მეც, იყავი ის ვინც ხარ, გიკობა არაა სირცხვილი“ , ამბობს ის ერთ-ერთ ინტერვიუში.

მოდის სამყარო თავად ჰოლის ცხოვრებაშიც მნიშვნელოვანი დატვირთვის მატარებელია, რადგან ფიქრობს, რომ ჩაცმულობით შეიძლება საკუთარი თავის კარგად გამოხატვა. გარდა ამისა, მოდელობის გამოცდილებაც აქვს. ის ლონდონის სამოდელო სააგენტომ 15 წლის ასაკში აღმოაჩინა და მონაწილეობა მიიღო მრავალ ჩვენებაში, თუმცა ბრისტოლის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მიატოვა და გადაწყვიტა მწერალი გამხდარიყო.

გარდა წერისა, რაც 5 წლის ასაკიდან შეუყვარდა, ჰოლი სმეილი გიჟდება მოგზაურობაზე. ის ნამყოფია მსოფლიოს 27 ქვეყანაში და ეს ყველაფერი მის ნაწარმოებებზეც აიახება. უნდა აღინიშნოს, რომ „გიკი გოგოს“ სერიის მეორე წიგნი სწორედ იაპონიაში ვიზიტის დროს დაწერა, როდესაც ინგლისურის მასწავლებლად მუშაობდა. ეს ფაქტი ნაწარმოებებს უფრო დამაჯერებელს, მრავალფეროვანსა და საინტერესოს ხდის.

გარდა ბესტსელერის ავტორობისა და მოგზაურობის სიყვარულის, ჰოლი სმეილი აქტიური ფემინისტიცაა და თვლის, რომ ქალთა უფლებების დაცვა და პატივისცემა მნიშვნელოვანია. ბავშვობაში მფრინავობაზე ოცნებობდა, თუმცა ჰატარა ბიჭმა უთხრა, რომ ამ ოცნებას გოგოობის გამო ვერ აიხდენდა. ამ შემთხვევას მწერალი საკუთარი პოზიციების ჩამოყალიბებას უკავშირებს– „აუცილებელია მომავალმა თაობამ კარგად გაიაზროს ფემინიზმი, რადგან ამის გარეშე თანასწორობას ვერ შევქმნით.“

უნდა აღინიშნოს,რომ ჰოლი სმეილი თბილისს მაისის წიგნის ფესტივალის ფარგლებში ეწვევა და ქართველ მკითხველს მიეცემა საშუალება პირისპირ გაესაუბროს საყვარელ ავტორს. მწერალს ძალიან აინტერესებს უცხო ქვეყნების ტრადიციები და კულტურა, შესაბამისად გარდა ფანებთან შეხვედრისა, დაათვალიერებს თბილისის ღირსშესანიშნაობებს და გაიცნობს ქალაქის ისტორიას.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს