მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ვისოლ ჯგუფი“ ფერმერებს საწვავის შესყიდვასა და ავტომომსახურებაზე სპეციალურ პირობებს უქმნის
„ვისოლ ჯგუფი“ ფერმერებს საწვავის შესყიდვასა და ავტომომსახურებაზე სპეციალურ პირობებს უქმნის

„ვი­სოლ ჯგუფ­მა“ „სა­ქარ­თვე­ლოს ფერ­მერ­თა ასო­ცი­ა­ცი­ას­თან“ ერ­თად ქარ­თუ­ლი წარ­მო­ე­ბი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის წა­ხა­ლი­სე­ბის მიზ­ნით ფერ­მე­რებს საწ­ვავ­სა და ვტო­მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბი შე­უქ­მნა და ამი­ე­რი­დან მათ „ვი­სო­ლის“ უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის საწ­ვა­ვი­სა და „ვი­ა­ნო­რის“ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო პრო­დუქ­ტე­ბი­სა თუ მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბის შეს­ყიდ­ვა სპე­ცი­ა­ლუ­რი ფას­დაკ­ლე­ბით შე­ეძ­ლე­ბათ.

„ქარ­თუ­ლი წარ­მო­ე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა „ვი­სოლ ჯგუ­ფის“ კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სტრა­ტე­გი­ის ერთ-ერთი მსხვი­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბაა. სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის ქსე­ლის „სმარ­ტის“ „შე­ი­ძი­ნე ქარ­თუ­ლი­სა“ და „ვენ­დი­სა“ და „დან­კი­ნის“ ამე­რი­კუ­ლი რეს­ტორ­ნე­ბის „მეტი ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ტის“ კამ­პა­ნი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ქარ­თუ­ლი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის პრო­დუქ­ტის შეს­ყიდ­ვის წა­ხა­ლი­სე­ბა და იმ­პორ­ტის სრუ­ლი ჩა­ნაც­ვლე­ბა მოხ­და ად­გი­ლობ­რი­ვი პრო­დუქ­ტე­ბით. „ვი­სო­ლის“ საწ­ვავ­ზე და „ვი­ა­ნო­რის“ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ზე­თებ­სა თუ მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რი ფას­დაკ­ლე­ბა კი ფერ­მე­რე­ბის­თვის და­მა­ტე­ბი­თი სარ­გე­ბე­ლია, რომ გა­მო­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი რე­სურ­სე­ბით­მე­ტად გა­ნა­ვი­თა­რონ აგ­რო­ბიზ­ნე­სი და სა­ბო­ლოო ჯამ­ში ქარ­თუ­ლი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა“, აცხა­დებს „ვი­სო­ლის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ვა­სილ ხო­რა­ვა.

„ვი­სოლ ჯგუ­ფის­გან“ შე­თა­ვა­ზე­ბა პირ­ველ­მა გი­ორ­გი ბო­ჭო­რიშ­ვილ­მა მი­ი­ღო, რო­მელ­საც გო­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ არა­შენ­და­ში პა­მი­დო­რი, კომ­ბოს­ტო, სი­მინ­დი, ლო­ბიო, ქერი მოჰ­ყავს და ვაშ­ლის ბა­ღებს უვ­ლის. ფერ­მე­რო­ბას ხელი რამ­დე­ნი­მე წლის წინ მიჰ­ყო, თუმ­ცა, 2006 წლი­დან შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში ირი­ცხე­ბა. 18 წლის­ჯარ­ში გა­იწ­ვი­ეს და იმა­ვე­ წელს ერაყ­ში გა­ემ­გზავ­რა. 2010-ში ავ­ღა­ნეთ­ში წა­ვი­და, სამი თვის ჩა­სუ­ლი კი მძი­მედ და­იჭ­რა, რის გა­მოც ხან­გრძლი­ვი სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო კურ­სი გერ­მა­ნი­ა­ში გა­ი­ა­რა. სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა მე­ო­მარ­მა ბრძო­ლა ია­რა­ღით ვერა, მაგ­რამ თო­ხი­თა და ბა­რით გა­ნაგ­რძო და უკვე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ფერ­მე­რია.

„ვი­სოლ პეტ­რო­ლი­უმ ჯორ­ჯი­ას“ სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ავ­ტო­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რე­ბის ყვე­ლა­ზე ფარ­თი ქსე­ლი აქვს სა­ქარ­თვე­ლო­ში და ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი დამ­საქ­მე­ბე­ლია ქვე­ყა­ნა­ში. ვი­სო­ლი ინო­ვა­ტო­რია სა­ქარ­თვე­ლოს ნავ­თობ­სექ­ტორ­ში და უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის საწ­ვა­ვი­სა და მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სერ­ვის პრო­დუქ­ტე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბით სა­ცა­ლო ბაზ­რის ლი­დე­რია.

“ვი­სოლ ჯგუფ­მა” ავ­ტო­ტექ­მომ­სა­ხუ­რე­ბის მსოფ­ლიო ბრენ­დის - "ვი­ა­ნო­რი­სა­გან” სა­ქარ­თვე­ლო­ში ქსე­ლის გან­ვი­თა­რე­ბის ექ­სკლუ­ზი­უ­რი უფ­ლე­ბა 2012 წელს მო­ი­პო­ვა. “ვი­ა­ნო­რი” “ნო­კი­ან თა­ი­ერ­სის“ ჯგუ­ფის წევ­რია, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს 24 ქვე­ყა­ნა­ში 1000-ზე მეტ ავ­ტო­მომ­სა­ხუ­რე­ბის ცენ­ტრს ფლობს. დღეს­დღე­ო­ბით “ვი­ა­ნორ ჯორ­ჯია” ავ­ტო­მომ­სა­ხუ­რე­ბის ცენ­ტრე­ბის ყვე­ლა­ზე ფარ­თო ქსე­ლის მფლო­ბე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში. კომ­პა­ნია მომ­ხმა­რე­ბელს სთა­ვა­ზობს უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის „ტო­ტა­ლის“, „ფი­ნას“, “ტექ­სა­კოს”, “შევ­რო­ნი­სა” და „ეკოს“ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ზე­თებს, „ნო­კი­ა­ნი­სა“ და „პი­რე­ლის“ ბრენ­დის სა­ბუ­რა­ვებს, და სხვა სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო პრო­დუქ­ტებს. “ვი­ა­ნო­რის” სერ­ვის ცენ­ტრე­ბი მომ­ხმა­რე­ბელს ვულ­კა­ნი­ზა­ცი­ი­სა და ბა­ლან­სი­რე­ბის სრუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბით უზ­რუნ­ველ­ყოფს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

„ვისოლ ჯგუფი“ ფერმერებს საწვავის შესყიდვასა და ავტომომსახურებაზე სპეციალურ პირობებს უქმნის

„ვისოლ ჯგუფი“ ფერმერებს საწვავის შესყიდვასა და ავტომომსახურებაზე სპეციალურ პირობებს უქმნის

„ვისოლ ჯგუფმა“ „საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან“ ერთად ქართული წარმოებისა და სოფლის მეურნეობის წახალისების მიზნით ფერმერებს საწვავსა და ვტომომსახურებაზე სპეციალური პირობები შეუქმნა და ამიერიდან მათ „ვისოლის“ უმაღლესი ხარისხის საწვავისა და „ვიანორის“ საავტომობილო პროდუქტებისა თუ მომსახურებების შესყიდვა სპეციალური ფასდაკლებით შეეძლებათ.

„ქართული წარმოების წახალისება „ვისოლ ჯგუფის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის ერთ-ერთი მსხვილი მიმართულებაა. სუპერმარკეტების ქსელის „სმარტის“ „შეიძინე ქართულისა“ და „ვენდისა“ და „დანკინის“ ამერიკული რესტორნების „მეტი ქართული პროდუქტის“ კამპანიების ფარგლებში ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქტის შესყიდვის წახალისება და იმპორტის სრული ჩანაცვლება მოხდა ადგილობრივი პროდუქტებით. „ვისოლის“ საწვავზე და „ვიანორის“ საავტომობილო ზეთებსა თუ მომსახურებაზე სპეციალური ფასდაკლება კი ფერმერებისთვის დამატებითი სარგებელია, რომ გამოთავისუფლებული რესურსებითმეტად განავითარონ აგრობიზნესი და საბოლოო ჯამში ქართული სოფლის მეურნეობა“, აცხადებს „ვისოლის გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

„ვისოლ ჯგუფისგან“ შეთავაზება პირველმა გიორგი ბოჭორიშვილმა მიიღო, რომელსაც გორის რაიონის სოფელ არაშენდაში პამიდორი, კომბოსტო, სიმინდი, ლობიო, ქერი მოჰყავს და ვაშლის ბაღებს უვლის. ფერმერობას ხელი რამდენიმე წლის წინ მიჰყო, თუმცა, 2006 წლიდან შეიარაღებულ ძალებში ირიცხება. 18 წლისჯარში გაიწვიეს და იმავე წელს ერაყში გაემგზავრა. 2010-ში ავღანეთში წავიდა, სამი თვის ჩასული კი მძიმედ დაიჭრა, რის გამოც ხანგრძლივი სარეაბილიტაციო კურსი გერმანიაში გაიარა. სამშობლოში დაბრუნებულმა მეომარმა ბრძოლა იარაღით ვერა, მაგრამ თოხითა და ბარით განაგრძო და უკვე წარმატებული ფერმერია.

„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართი ქსელი აქვს საქართველოში და ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია ქვეყანაში. ვისოლი ინოვატორია საქართველოს ნავთობსექტორში და უმაღლესი ხარისხის საწვავისა და მაღალტექნოლოგიური სერვის პროდუქტების შეთავაზებით საცალო ბაზრის ლიდერია.

“ვისოლ ჯგუფმა” ავტოტექმომსახურების მსოფლიო ბრენდის - "ვიანორისაგან” საქართველოში ქსელის განვითარების ექსკლუზიური უფლება 2012 წელს მოიპოვა. “ვიანორი” “ნოკიან თაიერსის“ ჯგუფის წევრია, რომელიც მსოფლიოს 24 ქვეყანაში 1000-ზე მეტ ავტომომსახურების ცენტრს ფლობს. დღესდღეობით “ვიანორ ჯორჯია” ავტომომსახურების ცენტრების ყველაზე ფართო ქსელის მფლობელია საქართველოში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის „ტოტალის“, „ფინას“, “ტექსაკოს”, “შევრონისა” და „ეკოს“ საავტომობილო ზეთებს, „ნოკიანისა“ და „პირელის“ ბრენდის საბურავებს, და სხვა საავტომობილო პროდუქტებს. “ვიანორის” სერვის ცენტრები მომხმარებელს ვულკანიზაციისა და ბალანსირების სრული მომსახურებით უზრუნველყოფს.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის