მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღეს პარასკევია, 13 რიცხვი - რატომ ეშინიათ ამ დღის?
დღეს პარასკევია, 13 რიცხვი - რატომ ეშინიათ ამ დღის?

პა­რას­კე­ვი, 13 რი­ცხვი ცრუ­მორ­წმუ­ნე­ე­ბის­თვის უიღ­ბლო დღეა. გრი­გო­რი­ა­ნუ­ლი კა­ლენ­დრის მე­ცა­მე­ტე დღე პა­რას­კევს წე­ლი­წად­ში სულ მცი­რე ერთხელ ემ­თხვე­ვა.

გა­სულ წელს პა­რას­კევს 13 რი­ცხვი ორ­ჯერ და­ემ­თხვა, წელს კი ასე­თი ორი დღე გვექ­ნე­ბა - 13 აპ­რი­ლი და 13 ივ­ლი­სი.

13 რი­ცხვის შიშს ტრის­კა­ი­დე­კა­ფო­ბია ჰქვია, პა­რას­კევს 13 რი­ცხვის შიშს კი - პა­რას­კე­ვი­დე­კატ­რი­ა­ფო­ბია, რო­მე­ლიც ბერ­ძნუ­ლი სი­ტყვე­ბის­გან - „პა­რას­კე­ვი“ (Παρασκευή) და „დე­კატ­რე­ის“ (δεκατρείς, ნიშ­ნავს 13) შედ­გე­ბა.

ცრურ­წმე­ნა სა­თა­ვეს, სა­ვა­რა­უ­დოდ, იესო ქრის­ტეს პე­რი­ო­დი­დან იღებს - უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, ის უკავ­შირ­დე­ბა სა­ი­დუმ­ლო სე­რო­ბას და ჯვარ­ცმას. სე­რო­ბა­ზე ოთახ­ში 13 ადა­მი­ა­ნი იჯდა, დიდი ხუთ­შა­ბა­თიც 13 რი­ცხვს და­ემ­თხვა - მომ­დევ­ნო დღეს კი ქრის­ტე ჯვარს აც­ვეს.

ამას­თან, ცრუ­მორ­წმუ­ნე­ე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ იუდა, რო­მელ­მაც თავი მო­იკ­ლა, მე­ცა­მე­ტე სტუ­მა­რი იყო.

ცრურ­წმე­ნა გან­სა­კუთ­რე­ბით ძლი­ე­რი იყო შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში, თუმ­ცა ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ახ­ლაც ერი­დე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მის გა­კე­თე­ბას 13 რი­ცხვში, მით უფრო, თუ პა­რას­კევს ემ­თხვე­ვა. ცრუ­მორ­წმუ­ნე­ე­ბი ცდი­ლო­ბენ, არ იქი­რა­ონ ამ დროს სახ­ლი, არ და­ჯავ­შნონ სას­ტუმ­რო, ბევ­რი მათ­გა­ნი კი უარს ამ­ბობს, გა­ჩერ­დეს სას­ტუმ­როს მე­ცა­მე­ტე ნო­მერ­ში.

13 რი­ცხვში ერი­დე­ბი­ან და­ქორ­წი­ნე­ბას, მე­ცა­მე­ტე სარ­თულ­ზე ბი­ნის შე­ძე­ნას.

თუმ­ცა, რო­გორ უც­ნა­უ­რა­დაც არ უნდა მო­გეჩ­ვე­ნოთ, ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­წილს ეს დღე ყვე­ლა­ზე იღ­ბლი­ა­ნად მი­აჩ­ნი­ათ და ცდი­ლო­ბენ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე­ე­ბი სწო­რედ 13 რი­ცხვში, პა­რას­კევს და­ი­წყონ.

sponsored by ContentRoom

დღეს პარასკევია, 13 რიცხვი - რატომ ეშინიათ ამ დღის?

დღეს პარასკევია, 13 რიცხვი - რატომ ეშინიათ ამ დღის?

პარასკევი, 13 რიცხვი ცრუმორწმუნეებისთვის უიღბლო დღეა. გრიგორიანული კალენდრის მეცამეტე დღე პარასკევს წელიწადში სულ მცირე ერთხელ ემთხვევა.

გასულ წელს პარასკევს 13 რიცხვი ორჯერ დაემთხვა, წელს კი ასეთი ორი დღე გვექნება - 13 აპრილი და 13 ივლისი.

13 რიცხვის შიშს ტრისკაიდეკაფობია ჰქვია, პარასკევს 13 რიცხვის შიშს კი - პარასკევიდეკატრიაფობია, რომელიც ბერძნული სიტყვებისგან - „პარასკევი“ (Παρασκευή) და „დეკატრეის“ (δεκατρείς, ნიშნავს 13) შედგება.

ცრურწმენა სათავეს, სავარაუდოდ, იესო ქრისტეს პერიოდიდან იღებს - უფრო კონკრეტულად, ის უკავშირდება საიდუმლო სერობას და ჯვარცმას. სერობაზე ოთახში 13 ადამიანი იჯდა, დიდი ხუთშაბათიც 13 რიცხვს დაემთხვა - მომდევნო დღეს კი ქრისტე ჯვარს აცვეს.

ამასთან, ცრუმორწმუნეები ფიქრობენ, რომ იუდა, რომელმაც თავი მოიკლა, მეცამეტე სტუმარი იყო.

ცრურწმენა განსაკუთრებით ძლიერი იყო შუა საუკუნეებში, თუმცა ბევრი ადამიანი ახლაც ერიდება მნიშვნელოვანი საქმის გაკეთებას 13 რიცხვში, მით უფრო, თუ პარასკევს ემთხვევა. ცრუმორწმუნეები ცდილობენ, არ იქირაონ ამ დროს სახლი, არ დაჯავშნონ სასტუმრო, ბევრი მათგანი კი უარს ამბობს, გაჩერდეს სასტუმროს მეცამეტე ნომერში.

13 რიცხვში ერიდებიან დაქორწინებას, მეცამეტე სართულზე ბინის შეძენას.

თუმცა, როგორ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ადამიანების ნაწილს ეს დღე ყველაზე იღბლიანად მიაჩნიათ და ცდილობენ, მნიშვნელოვანი საქმეები სწორედ 13 რიცხვში, პარასკევს დაიწყონ.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ