მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გამოიყურება ბერიას, შევარდნაძის და სხვა ცნობილი პირების ავტომობილები დღეს - ფოტოები ავტომუზეუმიდან
როგორ გამოიყურება ბერიას, შევარდნაძის და სხვა ცნობილი პირების ავტომობილები დღეს - ფოტოები ავტომუზეუმიდან

თბი­ლის­ში, ერთ ავ­ტო­მუ­ზე­უმ­ში ლავ­რენ­ტი ბე­რი­ას, ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის, სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არქ ილია მე­ო­რი­სა და სხვა ცნო­ბი­ლი პი­რე­ბის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბია თავ­მოყ­რი­ლი და მათი ნახ­ვა, საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ახლა უკვე ყვე­ლა ჩვენ­განს შე­უძ­ლია.

მე-20 სა­უ­კუ­ნის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით გა­მო­დი­ო­და და მხო­ლოდ თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის­თვის იყო გან­კუთ­ვნი­ლი. ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის გარ­და, საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში სა­ხან­ძრო და სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ცი­ის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბიც იწარ­მო­ე­ბო­და, რომ­ლე­ბიც ასე­ვე მუ­ზე­უმ­შია წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

იხი­ლეთ ვი­დეო ან­ტიკ­ვა­რუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მუ­ზე­უ­მი­დან

(ფოტო: მა­რი­ამ მე­ნაბ­დიშ­ვი­ლი)

გაზ-14 „ჩა­ი­კა“

ავ­ტო­მო­ბი­ლი მე-20 სა­უ­კუ­ნის 70-80-იან წლებ­ში ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით იწარ­მო­ე­ბო­და. კონ­კრე­ტუ­ლად ეს მო­დე­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის პირ­ვე­ლი მდივ­ნის პო­ზი­ცი­ა­ზე ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძეს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და.

გაზ-13 „ჩა­ი­კა“

თეთ­რი „ჩა­ი­კა“ აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მმარ­თვე­ლის, ას­ლან აბა­ში­ძის სა­კუთ­რე­ბა­ში იყო. 2004 წელს, მისი ქვეყ­ნი­დან გაქ­ცე­ვის შემ­დეგ კი ავ­ტო­მო­ბი­ლი ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტრომ ბა­ლანსზე აიყ­ვა­ნა და აუქ­ცი­ონ­ზე გა­ყი­და.

გაზ-13 „ჩა­ი­კა“

„ჩა­ი­კა“ მე-20 სა­უ­კუ­ნის სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი და თავ­და­პირ­ვე­ლად საბ­ჭო­თა კავ­ში­რის პირ­ვე­ლი პი­რე­ბის­თვის გა­მო­დი­ო­და. 1977 წლი­დან კი გაზ-13 „ჩა­ი­კა,“ რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ავ­ტო­მუ­ზე­უმ­ში დგას, სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არქ ილია მე­ო­რეს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და.

გაზ მ-1

ავ­ტო­მო­ბი­ლი საბ­ჭო­თა სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი რეს­პუბ­ლი­კის ცე­კას პირ­ველ მდი­ვანს, ლავ­რენ­ტი ბე­რი­ას სა­ქარ­თვე­ლო­ში ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. 1937 წლი­დან კი გაზ მ-1-ით ჩე­კის­ტე­ბი გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ და მისი სახ­ლის კარ­თან გა­მო­ჩე­ნა ოჯა­ხის­თვის ავის­მო­მას­წა­ვე­ბე­ლი იყო.

ზილ 115

ზილ 115 საბ­ჭო­თა კავ­ში­რის გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნე­ბის­თვის მზად­დე­ბო­და. კონ­კრე­ტუ­ლად ეს მო­დე­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის გე­ნე­რა­ლურ მდი­ვან კონ­სტან­ტინ ჩერ­ნენ­კოს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. ავ­ტო­მან­ქა­ნა შე­ჯავ­შნუ­ლია, სა­ბუ­რა­ვე­ბი კი ტყვი­ა­გა­უმ­ტა­რი. ზილ 115-ის სა­წყი­სი ფასი ამ­ჟა­მად 100 000 ევ­როა.

გაზ-4

ეს პირ­ვე­ლი საბ­ჭო­თა პი­კა­პია. მსოფ­ლი­ო­ში ასე­თი 5-მდე ავ­ტო­მო­ბი­ლია შე­მორ­ჩე­ნი­ლი, რად­გან გაზ-4-ების დიდი ნა­წი­ლი ფრონტზე იყო გაწ­ვე­უ­ლი და მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა უკან არ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა.

მოსკვი­ჩი 412

ამ ავ­ტო­მო­ბი­ლით მე-20 სა­უ­კუ­ნის 70-80-იან წლებ­ში სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი კა­ნონ­დარმღვე­ვე­ბის და­სა­პა­ტიმ­რებ­ლად გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ. მოსკვი­ჩი 427 „კომ­ბი“ სა­ხან­ძრო ავ­ტო­მო­ბი­ლია, რო­მე­ლიც მთა­ვარ ცე­ცხლმაქრ მან­ქა­ნას წინ უძღო­და და გზას უთა­ვი­სუფ­ლებ­და.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

როგორ გამოიყურება ბერიას, შევარდნაძის და სხვა ცნობილი პირების ავტომობილები დღეს - ფოტოები ავტომუზეუმიდან

როგორ გამოიყურება ბერიას, შევარდნაძის და სხვა ცნობილი პირების ავტომობილები დღეს - ფოტოები ავტომუზეუმიდან

თბილისში, ერთ ავტომუზეუმში ლავრენტი ბერიას, ედუარდ შევარდნაძის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორისა და სხვა ცნობილი პირების ავტომობილებია თავმოყრილი და მათი ნახვა, საბჭოთა პერიოდისგან განსხვავებით, ახლა უკვე ყველა ჩვენგანს შეუძლია.

მე-20 საუკუნის ავტომობილები საბჭოთა კავშირში ლიმიტირებული რაოდენობით გამოდიოდა და მხოლოდ თანამდებობის პირებისთვის იყო განკუთვნილი. ჩინოვნიკებისთვის განკუთვნილი ავტომობილების გარდა, საბჭოთა კავშირში სახანძრო და სახელმწიფო ინსპექციის ავტომობილებიც იწარმოებოდა, რომლებიც ასევე მუზეუმშია წარმოდგენილი.

იხილეთ ვიდეო ანტიკვარული ავტომობილების მუზეუმიდან

(ფოტო: მარიამ მენაბდიშვილი)

გაზ-14 „ჩაიკა“

ავტომობილი მე-20 საუკუნის 70-80-იან წლებში ლიმიტირებული რაოდენობით იწარმოებოდა. კონკრეტულად ეს მოდელი, საქართველოს კომუნისტური პარტიის პირველი მდივნის პოზიციაზე ყოფნის პერიოდში ედუარდ შევარდნაძეს ემსახურებოდა.

გაზ-13 „ჩაიკა“

თეთრი „ჩაიკა“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მმართველის, ასლან აბაშიძის საკუთრებაში იყო. 2004 წელს, მისი ქვეყნიდან გაქცევის შემდეგ კი ავტომობილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ბალანსზე აიყვანა და აუქციონზე გაყიდა.

გაზ-13 „ჩაიკა“

„ჩაიკა“ მე-20 საუკუნის საქართველოში პოპულარული ავტომობილი და თავდაპირველად საბჭოთა კავშირის პირველი პირებისთვის გამოდიოდა. 1977 წლიდან კი გაზ-13 „ჩაიკა,“ რომელიც ამჟამად ავტომუზეუმში დგას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ემსახურებოდა.

გაზ მ-1

ავტომობილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ცეკას პირველ მდივანს, ლავრენტი ბერიას საქართველოში ემსახურებოდა. 1937 წლიდან კი გაზ მ-1-ით ჩეკისტები გადაადგილდებოდნენ და მისი სახლის კართან გამოჩენა ოჯახისთვის ავისმომასწავებელი იყო.

ზილ 115

ზილ 115 საბჭოთა კავშირის გენერალური მდივნებისთვის მზადდებოდა. კონკრეტულად ეს მოდელი საბჭოთა კავშირის გენერალურ მდივან კონსტანტინ ჩერნენკოს ემსახურებოდა. ავტომანქანა შეჯავშნულია, საბურავები კი ტყვიაგაუმტარი. ზილ 115-ის საწყისი ფასი ამჟამად 100 000 ევროა.

გაზ-4

ეს პირველი საბჭოთა პიკაპია. მსოფლიოში ასეთი 5-მდე ავტომობილია შემორჩენილი, რადგან გაზ-4-ების დიდი ნაწილი ფრონტზე იყო გაწვეული და მათი უმრავლესობა უკან არ დაბრუნებულა.

მოსკვიჩი 412

ამ ავტომობილით მე-20 საუკუნის 70-80-იან წლებში სახელმწიფო ინსპექციის წარმომადგენლები კანონდარმღვევების დასაპატიმრებლად გადაადგილდებოდნენ. მოსკვიჩი 427 „კომბი“ სახანძრო ავტომობილია, რომელიც მთავარ ცეცხლმაქრ მანქანას წინ უძღოდა და გზას უთავისუფლებდა.

ქართველმა ასტროფოტოგრაფმა იშვიათი კომეტა დააფიქსირა - "ეს საოცარი ობიექტი, 6 800 წელი აღარ შემოაბიჯებს დედამიწის სიახლოვეს"

იაპონიაში, ქართული კერძი შქმერული, ონლაინ გამოკითხვის შედეგად, საუკეთესოდ დასახელდა

56 წლის ქალი, რომლის იდეალური ფორმებიც გაოცებას იწვევს - სოციალური ქსელების ახალი ვარსკვლავის შთამბეჭდავი ფოტოები