მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაიცანით სტალინის შთამომავალი, რომელიც წარმატებული დირიჟორი და პიანისტია - "არ მსიამოვნებს მასზე უარყოფითის მოსმენა"
გაიცანით სტალინის შთამომავალი, რომელიც წარმატებული დირიჟორი და პიანისტია - "არ მსიამოვნებს მასზე უარყოფითის მოსმენა"

პი­ა­ნის­ტი და დი­რი­ჟო­რი იო­სებ ბე­სა­რი­ო­ნის ძე ჯუ­ღაშ­ვი­ლი ბავ­შვო­ბა­ში მე­მან­ქა­ნე­ო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და, თუმ­ცა ეს ოც­ნე­ბა ვერ აის­რუ­ლა. სა­ხელ­გან­თქმუ­ლი წი­ნაპ­რის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ეს ახალ­გაზ­რდა კაცი მე­ტად თავ­მდა­ბა­ლი, მო­რი­დე­ბუ­ლი, თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი და ნაკ­ლე­ბად ამ­ბი­ცი­უ­რი, თუმ­ცა ძალ­ზე მი­ზან­სწრა­ფუ­ლია.

- თბი­ლის­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე, მყავს ერთი ძმა - ვასო, რო­მე­ლიც სკო­ლის მოს­წავ­ლეა და ჩოგ­ბურ­თი­თაა გა­ტა­ცე­ბუ­ლი. ჩემი მუ­სი­კა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი დე­დამ გვი­ან, 9 წლის ასაკ­ში შე­ამ­ჩნია და გა­და­წყვი­ტა, მუ­სი­კა­ლურ სკო­ლა­ში მი­ვეყ­ვა­ნე. მა­ნამ­დე არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ მქო­ნია მუ­სი­კას­თან. დედა პრო­ფე­სი­ით ბი­ო­ქი­მი­კო­სია, მამა - კი­ნო­რე­ჟი­სო­რი და უკვე წლე­ბია, ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს. მოკ­ლედ, მუ­სი­კას­თან არც ერთს არა აქვს შე­ხე­ბა, სა­მოყ­ვა­რუ­ლო დო­ნე­ზეც კი. ერთი ეგ არის, რომ დე­დის მხრი­დან, ბა­ბუ­ას და - ვი­ო­ლა ჯა­ფა­რი­ძე ძა­ლი­ან კარ­გად მღე­რო­და. სა­ო­ცა­რი ხმა ჰქონ­და. მათ ოჯახ­ში ხში­რად იკ­რი­ბე­ბო­და მუ­სი­კა­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ამ შეკ­რე­ბებს მეც ვეს­წრე­ბო­დი ხოლ­მე. ვუს­მენ­დი, რო­გორ უკ­რავ­დნენ და მღე­როდ­ნენ. მა­შინ მე არც ვმღე­რო­დი და არც ვუკ­რავ­დი, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი გავ­ლე­ნას ახ­დენ­და ჩემ­ზე. ახლა მუ­სი­კის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია. მახ­სოვს, დე­დამ ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე რომ მი­მიყ­ვა­ნა, იმ დღი­დან ძა­ლი­ან მონ­დო­მე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. ბევ­რს ჰგო­ნია, ბავ­შვის­თვის ძა­ლი­ან დამ­ღლე­ლი და მო­სა­ბეზ­რე­ბე­ლია ფორ­ტე­პი­ა­ნოს­თან სა­ა­თო­ბით ჯდო­მა და ვარ­ჯი­ში, მაგ­რამ ვფიქ­რობ, რო­დე­საც მოგ­წონს რა­საც აკე­თებ, მა­შინ სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ა­ტა­რებ რამ­დე­ნი­მე სა­ათს საკ­რავ­თან და გულ­მოდ­გი­ნე­დაც იმე­ცა­დი­ნებ. კონ­სერ­ვა­ტო­რი­ას­თან არ­სე­ბუ­ლი სა­მუ­სი­კო სე­მი­ნა­რია და­ვამ­თავ­რე, ბა­ტო­ნი ნო­დარ ნა­კა­ი­ძის კლას­ში ვი­ყა­ვი და ახლა კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში ვსწავ­ლობ. 2012 წლი­დან ვდი­რი­ჟო­რობ სა­მუ­სი­კო სე­მი­ნა­რი­ის სტუ­დენ­ტურ ორ­კესტრს. ერთი წლის წინ, ფი­ნეთ­ში, ჩე­ხეთ­ში, უნ­გრეთ­სა და ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში სა­დი­რი­ჟო­რო მას­ტერკლა­სე­ბი მი­ვი­ღე, მათ შო­რის, ცნო­ბი­ლი რუსი დი­რი­ჟო­რის, ალიმ შა­ხის­გა­ნაც.

- სოსო, შენს სხვა მიღ­წე­ვებ­ზეც მი­ამ­ბე...

- 2010 წელს გერ­მა­ნი­ა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფორ­ტე­პი­ა­ნო კონ­კურ­სში გა­ვი­მარ­ჯვე, პირ­ვე­ლი ად­გი­ლი ავი­ღე. კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში ყო­ველ­წლი­უ­რად იმარ­თე­ბა კონ­ცერ­ტე­ბი ორ­კესტრის გა­რე­შე თუ ორ­კესტრთან ერ­თად და ხში­რად ვმო­ნა­წი­ლე­ობ ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე.

- პირ­ვე­ლი კონ­ცერ­ტი, რო­მელ­ზეც შენი სათ­ქმე­ლი თქვი?

- 2006 წელს, 10 წლი­სას მქონ­და პირ­ვე­ლი კონ­ცერ­ტი. დღემ­დე მახ­სოვს ის ემო­ცი­ე­ბი და გან­ცდე­ბი, პირ­ვე­ლად რომ და­ვუ­კა­რი ორ­კესტრთან ერ­თად. რე­ვაზ ტა­კი­ძე დი­რი­ჟო­რობ­და, მახ­სოვს და სწო­რედ მან მო­ახ­დი­ნა დიდი გავ­ლე­ნა ჩემ­ზე. მეც მო­მინ­და დი­რი­ჟო­რო­ბა.

- გვი­თხა­რით, რა სირ­თუ­ლე ახ­ლავს დი­რი­ჟო­რო­ბას?

- მუ­სი­კა­ლურ სფე­რო­ში დი­რი­ჟო­რო­ბა ყვე­ლა­ზე რთუ­ლია, რად­გან გარ­და მუ­სი­კა­ლუ­რი მხა­რი­სა, ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბაც უნდა შე­გეძ­ლოს. თუ ეს არ შე­გიძ­ლია, რაც უნდა კარ­გი დი­რი­ჟო­რი იყო და კარ­გად იცო­დე შენი საქ­მე, ორ­კესტრის წევ­რე­ბი არა­ფერს არ და­გიკ­რა­ვენ, ან და­გიკ­რა­ვენ უგუ­ლოდ და ეს არ ივარ­გებს! თუ არ იცი ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, დი­რი­ჟო­რიც ვერ გახ­დე­ბი, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, მე ასე მგო­ნია. ჯერ თვი­თონ უნდა გეს­მო­დეს თი­თო­ე­უ­ლი საკ­რა­ვი, ტებ­რი, ხმო­ვა­ნე­ბა, დი­ა­პა­ზო­ნი, რომ დამ­კვრელს და­აკ­ვრე­ვი­ნო ხა­რის­ხი­ა­ნად...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

გაიცანით სტალინის შთამომავალი, რომელიც წარმატებული დირიჟორი და პიანისტია - "არ მსიამოვნებს მასზე უარყოფითის მოსმენა"

გაიცანით სტალინის შთამომავალი, რომელიც წარმატებული დირიჟორი და პიანისტია - "არ მსიამოვნებს მასზე უარყოფითის მოსმენა"

პიანისტი და დირიჟორი იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი ბავშვობაში მემანქანეობაზე ოცნებობდა, თუმცა ეს ოცნება ვერ აისრულა. სახელგანთქმული წინაპრისგან განსხვავებით, ეს ახალგაზრდა კაცი მეტად თავმდაბალი, მორიდებული, თავშეკავებული და ნაკლებად ამბიციური, თუმცა ძალზე მიზანსწრაფულია.

- თბილისში დავიბადე და გავიზარდე, მყავს ერთი ძმა - ვასო, რომელიც სკოლის მოსწავლეა და ჩოგბურთითაა გატაცებული. ჩემი მუსიკალური მონაცემები დედამ გვიან, 9 წლის ასაკში შეამჩნია და გადაწყვიტა, მუსიკალურ სკოლაში მივეყვანე. მანამდე არანაირი შეხება არ მქონია მუსიკასთან. დედა პროფესიით ბიოქიმიკოსია, მამა - კინორეჟისორი და უკვე წლებია, ამერიკაში ცხოვრობს. მოკლედ, მუსიკასთან არც ერთს არა აქვს შეხება, სამოყვარულო დონეზეც კი. ერთი ეგ არის, რომ დედის მხრიდან, ბაბუას და - ვიოლა ჯაფარიძე ძალიან კარგად მღეროდა. საოცარი ხმა ჰქონდა. მათ ოჯახში ხშირად იკრიბებოდა მუსიკალური საზოგადოება და ამ შეკრებებს მეც ვესწრებოდი ხოლმე. ვუსმენდი, როგორ უკრავდნენ და მღეროდნენ. მაშინ მე არც ვმღეროდი და არც ვუკრავდი, მაგრამ ეს ყველაფერი გავლენას ახდენდა ჩემზე. ახლა მუსიკის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. მახსოვს, დედამ ფორტეპიანოზე რომ მიმიყვანა, იმ დღიდან ძალიან მონდომებული ვიყავი. ბევრს ჰგონია, ბავშვისთვის ძალიან დამღლელი და მოსაბეზრებელია ფორტეპიანოსთან საათობით ჯდომა და ვარჯიში, მაგრამ ვფიქრობ, როდესაც მოგწონს რასაც აკეთებ, მაშინ სიამოვნებით გაატარებ რამდენიმე საათს საკრავთან და გულმოდგინედაც იმეცადინებ. კონსერვატორიასთან არსებული სამუსიკო სემინარია დავამთავრე, ბატონი ნოდარ ნაკაიძის კლასში ვიყავი და ახლა კონსერვატორიაში ვსწავლობ. 2012 წლიდან ვდირიჟორობ სამუსიკო სემინარიის სტუდენტურ ორკესტრს. ერთი წლის წინ, ფინეთში, ჩეხეთში, უნგრეთსა და ევროპის სხვადასხვა ქალაქში სადირიჟორო მასტერკლასები მივიღე, მათ შორის, ცნობილი რუსი დირიჟორის, ალიმ შახისგანაც.

- სოსო, შენს სხვა მიღწევებზეც მიამბე...

- 2010 წელს გერმანიაში საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსში გავიმარჯვე, პირველი ადგილი ავიღე. კონსერვატორიაში ყოველწლიურად იმართება კონცერტები ორკესტრის გარეშე თუ ორკესტრთან ერთად და ხშირად ვმონაწილეობ ფესტივალებზე.

- პირველი კონცერტი, რომელზეც შენი სათქმელი თქვი?

- 2006 წელს, 10 წლისას მქონდა პირველი კონცერტი. დღემდე მახსოვს ის ემოციები და განცდები, პირველად რომ დავუკარი ორკესტრთან ერთად. რევაზ ტაკიძე დირიჟორობდა, მახსოვს და სწორედ მან მოახდინა დიდი გავლენა ჩემზე. მეც მომინდა დირიჟორობა.

- გვითხარით, რა სირთულე ახლავს დირიჟორობას?

- მუსიკალურ სფეროში დირიჟორობა ყველაზე რთულია, რადგან გარდა მუსიკალური მხარისა, ადამიანებთან ურთიერთობაც უნდა შეგეძლოს. თუ ეს არ შეგიძლია, რაც უნდა კარგი დირიჟორი იყო და კარგად იცოდე შენი საქმე, ორკესტრის წევრები არაფერს არ დაგიკრავენ, ან დაგიკრავენ უგულოდ და ეს არ ივარგებს! თუ არ იცი ადამიანებთან ურთიერთობა, დირიჟორიც ვერ გახდები, ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია. ჯერ თვითონ უნდა გესმოდეს თითოეული საკრავი, ტებრი, ხმოვანება, დიაპაზონი, რომ დამკვრელს დააკვრევინო ხარისხიანად...განაგრძეთ კითხვა

"იმედი გვაქვს, ზაფხულისთვის გეგმას არა მხოლოდ დავეწევით, არამედ გავასწრებთ" - პაატა იმნაძე ვაქცინაციაზე

"რატომ მომატყუა ბიძინამ 2012 წელს ასე მწარედ? კინაღამ დავკალით ერთმანეთი მე და ნიკამ... ამას არ ვაპატიებ" - ანზორ მელია

"საბოლოოდ მივიღე გადაწყვეტილება..." - გურამ კაშია თბილისის "ლოკომოტივის" ფეხბურთელი გახდა