სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუს დიპლომატებს მსოფლიოს 20 ქვეყნიდან გააძევებენ
რუს დიპლომატებს მსოფლიოს 20 ქვეყნიდან გააძევებენ

სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნი­დან რუსი დიპ­ლო­მა­ტე­ბი უკვე ოცმა ქვე­ყა­ნამ გა­ა­ძე­ვა. ორ­მა­გი აგენ­ტის, სერ­გეი სკრი­პა­ლი­სა და მისი ქა­ლიშ­ვი­ლის მო­წამ­ვლის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, აშშ-მა 60 რუსი დიპ­ლო­მა­ტის გა­ძე­ვე­ბის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და, კა­ნა­დამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა 7 რუს დიპ­ლო­მატ­თან და­კავ­ში­რე­ბით მიღო. მათ შო­რის ოთხი დიპ­ლო­მა­ტი ოტა­ვა­ში რუ­სე­თის სა­ელ­ჩო­სა და გე­ნე­რა­ლურ სა­კონ­სუ­ლო­ში მუ­შა­ობს, ხოლო სამი დიპ­ლო­მა­ტის მი­ღე­ბა­ზე კა­ნა­დამ უარი თქვა, რო­მელ­თა და­მა­ტე­ბას რუ­სე­თი თა­ვის სა­ელ­ჩო­ში აპი­რებ­და.

უკ­რა­ი­ნამ 13 რუსი დიპ­ლო­მა­ტის გა­ძე­ვე­ბა გა­და­წყვი­ტა, გერ­მა­ნია, საფ­რან­გეთ­მა და პო­ლო­ნეთ­მა - თი­თომ 4-4 რუსი დიპ­ლო­მა­ტის სა­კი­თხი გა­და­წყვი­ტა, ჩე­ხეთ­მა და ლიტ­ვამ - 3-3, ორ-ორ რუს დიპ­ლო­მატს გა­ა­ძე­ვე­ბენ ნი­დერ­ლან­დე­ბი, და­ნია, იტა­ლია და ალ­ბა­ნე­თი.

შვე­დე­თი, ხორ­ვა­ტია, რუ­მი­ნე­თი, ფი­ნე­თი, ეს­ტო­ნე­თი თითო რუს დიპ­ლო­მატს გა­ა­ძე­ვებს. ლატ­ვი­ამ გა­და­წყვი­ტა ერთი რუსი დიპ­ლო­მა­ტი გა­ა­ძე­ვოს და რუ­სე­თის იმ მო­ქა­ლა­ქე­თა სია გა­ა­ფარ­თო­ოს, რომ­ლებ­საც ქვე­ყა­ნა­ში შეს­ვლა აეკ­რძა­ლე­ბა.

გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო ეს­პა­ნეთ­მაც, რო­მე­ლიც რუ­სე­თის ორ დიპ­ლო­მატს გა­ა­ძე­ვებს. ნორ­ვე­გია კი - ერთს. დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა 23 რუსი დიპ­ლო­მა­ტი უკვე გა­ა­ძე­ვა ქვეყ­ნი­დან. მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ ქვე­ყა­ნა­თა ჩა­მო­ნათ­ვა­ლი კვლავ გა­იზ­რდე­ბა.

რუს დიპლომატებს მსოფლიოს 20 ქვეყნიდან გააძევებენ

რუს დიპლომატებს მსოფლიოს 20 ქვეყნიდან გააძევებენ

საკუთარი ქვეყნიდან რუსი დიპლომატები უკვე ოცმა ქვეყანამ გააძევა. ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით, აშშ-მა 60 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ განაცხადა, კანადამ გადაწყვეტილება 7 რუს დიპლომატთან დაკავშირებით მიღო. მათ შორის ოთხი დიპლომატი ოტავაში რუსეთის საელჩოსა და გენერალურ საკონსულოში მუშაობს, ხოლო სამი დიპლომატის მიღებაზე კანადამ უარი თქვა, რომელთა დამატებას რუსეთი თავის საელჩოში აპირებდა.

უკრაინამ 13 რუსი დიპლომატის გაძევება გადაწყვიტა, გერმანია, საფრანგეთმა და პოლონეთმა - თითომ 4-4 რუსი დიპლომატის საკითხი გადაწყვიტა, ჩეხეთმა და ლიტვამ - 3-3, ორ-ორ რუს დიპლომატს გააძევებენ ნიდერლანდები, დანია, იტალია და ალბანეთი.

შვედეთი, ხორვატია, რუმინეთი, ფინეთი, ესტონეთი თითო რუს დიპლომატს გააძევებს. ლატვიამ გადაწყვიტა ერთი რუსი დიპლომატი გააძევოს და რუსეთის იმ მოქალაქეთა სია გააფართოოს, რომლებსაც ქვეყანაში შესვლა აეკრძალება.

გადაწყვეტილება მიიღო ესპანეთმაც, რომელიც რუსეთის ორ დიპლომატს გააძევებს. ნორვეგია კი - ერთს. დიდმა ბრიტანეთმა 23 რუსი დიპლომატი უკვე გააძევა ქვეყნიდან. მოსალოდნელია, რომ ქვეყანათა ჩამონათვალი კვლავ გაიზრდება.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე