მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩააქრე სინათლე 24 მარტს "დედამიწის საათისთვის"
ჩააქრე სინათლე 24 მარტს "დედამიწის საათისთვის"

ბუ­ნე­ბის დაც­ვის მსოფ­ლიო ფონ­დის (WWF) პრო­ექ­ტი - "დე­და­მი­წის სა­ა­თი", მსოფ­ლი­ოს უდი­დე­სი გა­რე­მოს­დაც­ვი­თი მოძ­რა­ო­ბაა, რო­მელ­მაც სტარ­ტი 2007 წელს სიდ­ნე­ი­ში აიღო. სი­ნათ­ლის ჩაქ­რო­ბის სიმ­ბო­ლუ­რი და ერთჯე­რა­დი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით წა­მო­წყე­ბულ­მა "დე­და­მი­წის სა­ათ­მა" ისე­თი მას­შტა­ბე­ბი შე­ი­ძი­ნა, რომ ერთი სა­ა­თის და მეტი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში მას შე­უ­ერ­თდნენ კერ­ძო პი­რე­ბი, ბიზ­ნეს-სა­წარ­მო­ე­ბი და სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი.

ღო­ნის­ძი­ე­ბა კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის შე­სა­ხებ, ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას და მის შე­საძ­ლო სა­ვა­ლა­ლო ზე­გავ­ლე­ნის შე­ჩე­რე­ბას ისა­ხავს მიზ­ნად. ამ დღეს ყო­ველ­წლი­უ­რად, ერთი სა­ა­თით მსოფ­ლი­ოს გარ­შე­მო იკ­რი­ბე­ბა მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი და ასო­ბით ქვე­ყა­ნა­ში ქრე­ბა მთა­ვა­რი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბის გა­ნა­თე­ბა.კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბას­თან ერ­თად, რომ­ლის პირ­და­პი­რი შე­დე­გე­ბიც დღეს თვალ­სა­ჩი­ნოა, ასე­ვე გა­მოკ­ვე­თი­ლი და მწვა­ვე სა­კი­თხია ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის შემ­ცი­რე­ბის მა­ღა­ლი ტემ­პი. სა­ზო­გა­დო­ე­ბა კი ამ სა­კი­თხის შე­სა­ხებ ნაკ­ლე­ბად არის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი. სწო­რედ ამი­ტომ, წლე­ვან­დელ "დე­და­მი­წის სა­ათ­ზე" კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბას­თან ერ­თად ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის შემ­ცი­რე­ბის პრობ­ლე­მას გა­ეს­მე­ვა ხაზი.

ბუ­ნე­ბა­ში ყვე­ლა ცო­ცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მი, მათ შო­რის ადა­მი­ა­ნიც, ერ­თმა­ნეთ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის შემ­ცი­რე­ბა ბევრ პრობ­ლე­მას გა­მო­იწ­ვევს, რად­გან იგი უზ­რუნ­ველ­ყოფს ყვე­ლა სა­ჭი­რო რე­სურ­სზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბას: წყა­ლი, საკ­ვე­ბი, სუფ­თა ჰა­ე­რი, მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, თავ­შე­სა­ფა­რი და სხვა. ეს გა­მოწ­ვე­ვა და­უ­ყოვ­ნე­ბელ მოქ­მე­დე­ბას მო­ი­თხოვს.

ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლოს წი­თელ ნუს­ხა­ში შე­ტა­ნი­ლია ფა­უ­ნის 139 და მერ­ქნი­ა­ნი ფლო­რის 56 სა­ხე­ო­ბა; მათ­გან ცხო­ველ­თა 43 და მცე­ნა­რე­თა 20 სა­ხე­ო­ბას მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს კა­ტე­გო­რი­ე­ბი "გა­და­შე­ნე­ბის საფრ­თხის წი­ნა­შე მყო­ფი" ან "გა­და­შე­ნე­ბის უკი­დუ­რე­სი საფრ­თხის წი­ნა­შე მყო­ფი". ჰა­ბი­ტა­ტე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა და ფრაგ­მენ­ტა­ცია, ბრა­კო­ნი­ე­რო­ბა, გა­რე­მოს და­ბინ­ძუ­რე­ბა, ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის ჭარ­ბი გა­მო­ყე­ნე­ბა და სხვა ამ­გვა­რი ქმე­დე­ბე­ბი, ამ სა­ხე­ო­ბე­ბის პო­პუ­ლა­ცი­ებს კი­დევ უფრო ამ­ცი­რებს. უმე­ტეს შემ­თხვე­ვებ­ში კი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ამ სა­კითხს სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მად არ აღიქ­ვამს. ამ­ჯე­რად ჩვე­ნი მი­ზა­ნია გა­ვავ­რცე­ლოთ ინ­ფორ­მა­ცია ცხო­ველ­თა გარ­კვე­ულ სა­ხე­ო­ბებ­ზე და ვაჩ­ვე­ნოთ, რომ თი­თო­ე­უ­ლის როლი მთლი­ან ეკო­სის­ტე­მა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ბუ­ნე­ბის დაც­ვის მსოფ­ლიო ფონდმა შე­ი­მუ­შა­ვა სა­ინ­ფორ­მა­ციო მა­სა­ლე­ბი, რომ­ლებ­საც "დე­და­მი­წის სა­ა­თის" კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში გა­მო­ი­ყე­ნებს. პოს­ტე­რებ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ხე­ო­ბის ცხო­ვე­ლია წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

გა­სულ წელს 187 ქვე­ყა­ნა და მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი შე­იკ­რი­ბა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მიზ­ნის გარ­შე­მო - ჩვე­ნი ერ­თა­დერ­თი სახ­ლის - დე­და­მი­წის დაც­ვის­თვის. წელს, "დე­და­მი­წის სა­ა­თი" 24 მარტს, ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 20:30 სა­ათ­ზე დე­და­ე­ნის ბაღ­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

"ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ 24 მარტს ჩვენს ქვე­ყა­ნა­შიც ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ჩა­აქ­რობს სი­ნათ­ლეს ერთი სა­ა­თით და შე­მო­უ­ერ­თდე­ბა "დე­და­მი­წის სა­ათს". ასე­ვე ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ ბევ­რი მათ­გა­ნი არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა მხო­ლოდ ერთი სა­ა­თით და ბუ­ნე­ბის დაც­ვას ცხოვ­რე­ბის წე­სად აქ­ცევს" - აცხა­დე­ბენ "დე­და­მი­წის სა­ა­თის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

ჩააქრე სინათლე 24 მარტს "დედამიწის საათისთვის"

ჩააქრე სინათლე 24 მარტს "დედამიწის საათისთვის"

ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) პროექტი - "დედამიწის საათი", მსოფლიოს უდიდესი გარემოსდაცვითი მოძრაობაა, რომელმაც სტარტი 2007 წელს სიდნეიში აიღო. სინათლის ჩაქრობის სიმბოლური და ერთჯერადი ღონისძიების სახით წამოწყებულმა "დედამიწის საათმა" ისეთი მასშტაბები შეიძინა, რომ ერთი საათის და მეტი დროის განმავლობაში მას შეუერთდნენ კერძო პირები, ბიზნეს-საწარმოები და სხვადასხვა ორგანიზაციები.

ღონისძიება კლიმატის ცვლილების შესახებ, ცნობიერების ამაღლებას და მის შესაძლო სავალალო ზეგავლენის შეჩერებას ისახავს მიზნად. ამ დღეს ყოველწლიურად, ერთი საათით მსოფლიოს გარშემო იკრიბება მილიონობით ადამიანი და ასობით ქვეყანაში ქრება მთავარი ღირსშესანიშნაობების განათება.კლიმატის ცვლილებასთან ერთად, რომლის პირდაპირი შედეგებიც დღეს თვალსაჩინოა, ასევე გამოკვეთილი და მწვავე საკითხია ბიომრავალფეროვნების შემცირების მაღალი ტემპი. საზოგადოება კი ამ საკითხის შესახებ ნაკლებად არის ინფორმირებული. სწორედ ამიტომ, წლევანდელ "დედამიწის საათზე" კლიმატის ცვლილებასთან ერთად ბიომრავალფეროვნების შემცირების პრობლემას გაესმევა ხაზი.

ბუნებაში ყველა ცოცხალი ორგანიზმი, მათ შორის ადამიანიც, ერთმანეთზეა დამოკიდებული. ბიომრავალფეროვნების შემცირება ბევრ პრობლემას გამოიწვევს, რადგან იგი უზრუნველყოფს ყველა საჭირო რესურსზე ხელმისაწვდომობას: წყალი, საკვები, სუფთა ჰაერი, მედიკამენტები, თავშესაფარი და სხვა. ეს გამოწვევა დაუყოვნებელ მოქმედებას მოითხოვს.

ამჟამად საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილია ფაუნის 139 და მერქნიანი ფლორის 56 სახეობა; მათგან ცხოველთა 43 და მცენარეთა 20 სახეობას მინიჭებული აქვს კატეგორიები "გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი" ან "გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშე მყოფი". ჰაბიტატების განადგურება და ფრაგმენტაცია, ბრაკონიერობა, გარემოს დაბინძურება, ბუნებრივი რესურსების ჭარბი გამოყენება და სხვა ამგვარი ქმედებები, ამ სახეობების პოპულაციებს კიდევ უფრო ამცირებს. უმეტეს შემთხვევებში კი საზოგადოება ამ საკითხს სერიოზულ პრობლემად არ აღიქვამს. ამჯერად ჩვენი მიზანია გავავრცელოთ ინფორმაცია ცხოველთა გარკვეულ სახეობებზე და ვაჩვენოთ, რომ თითოეულის როლი მთლიან ეკოსისტემაში მნიშვნელოვანია.

საქართველოში ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდმა შეიმუშავა საინფორმაციო მასალები, რომლებსაც "დედამიწის საათის" კამპანიის ფარგლებში გამოიყენებს. პოსტერებზე საქართველოს ბიომრავალფეროვნებიდან რამდენიმე სახეობის ცხოველია წარმოდგენილი.

გასულ წელს 187 ქვეყანა და მილიონობით ადამიანი შეიკრიბა ყველაზე მნიშვნელოვანი მიზნის გარშემო - ჩვენი ერთადერთი სახლის - დედამიწის დაცვისთვის. წელს, "დედამიწის საათი" 24 მარტს, ადგილობრივი დროით 20:30 საათზე დედაენის ბაღში გაიმართება.

"ვიმედოვნებთ, რომ 24 მარტს ჩვენს ქვეყანაშიც ძალიან ბევრი ადამიანი ჩააქრობს სინათლეს ერთი საათით და შემოუერთდება "დედამიწის საათს". ასევე ვიმედოვნებთ, რომ ბევრი მათგანი არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი საათით და ბუნების დაცვას ცხოვრების წესად აქცევს" - აცხადებენ "დედამიწის საათის" წარმომადგენლები.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი