სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უახლესი ინფორმაცია გუდაურში დაშავებულთა შესახებ
უახლესი ინფორმაცია გუდაურში დაშავებულთა შესახებ

გუ­და­უ­რის სა­ბა­გი­რო­ზე მომ­ხდა­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლია უკ­რა­ი­ნის 4 მო­ქა­ლა­ქე, შვე­დე­თის - 1, რუ­სე­თის - 2 და სა­ქარ­თვე­ლოს - 1 მო­ქა­ლა­ქე, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა და­ვით სერ­გე­ენ­კომ გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ამ წუ­თის მდგო­მა­რე­ო­ბით, გუ­და­უ­რის გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის კლი­ნი­კა­ში 7 პა­ცი­ენ­ტი იმ­ყო­ფე­ბა და მათი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მე არ არის.

„ორი ადა­მი­ა­ნი არის სა­ყუ­რა­დღე­ბო, ერთი არის უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე, რო­მელ­საც აქვს ხე­ლის ღია მო­ტე­ხი­ლო­ბა და თა­ვის ტრავ­მა, თუმ­ცა მას რა­ი­მე და­მა­ტე­ბი­თი ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პია არ სჭირ­დე­ბა. მო­ტე­ხი­ლო­ბა იმო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია, მას თბი­ლის­ში გად­მო­ვიყ­ვანთ სა­ბო­ლოო მკურ­ნა­ლო­ბის­თვის. მე­ო­რე - სა­ყუ­რა­დღე­ბოა შვე­დე­თის მო­ქა­ლა­ქე. სა­ყუ­რა­დღე­ბოა იმით, რომ ეს ქალ­ბა­ტო­ნი ორ­სუ­ლა­დაა. მას, ასე ვთქვათ, აქვს წე­ლის ტკი­ვი­ლი, ის ორ­სუ­ლო­ბის გამო არის სა­ყუ­რა­დღე­ბო. ქალ­ბა­ტონ­საც აუ­ცი­ლებ­ლად გად­მო­ვიყ­ვანთ, გა­და­წყვე­ტენ ალ­ბათ, თუ რო­მელ კლი­ნი­კა­ში. თა­ვი­დან ვფიქ­რობ­დით, რომ ღუ­დუ­შა­ურ­ში, თუმ­ცა რამ­დე­ნა­დაც გა­ვი­გეთ, მისი კორ­პო­რა­ტი­უ­ლი და­ზღვე­ვა ფა­რავს „მე­დიქ­ლაბ ჯორ­ჯი­ას“. რაც შე­ე­ხე­ბა და­ნარ­ჩენს, ხაზ­გას­მით მინ­და ვთქვა, რომ გუ­და­უ­რის გა­და­უ­დე­ბე­ლი კლი­ნი­კა სრუ­ლად არის აღ­ჭურ­ვი­ლი და მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი ასე­თი პა­ცი­ენ­ტე­ბის მი­სა­ღე­ბად. ასე რომ გარ­წმუ­ნებთ, არც ერთი მათ­გა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბას და სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და და­ვით სერ­გე­ენ­კომ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა

უახლესი ინფორმაცია გუდაურში დაშავებულთა შესახებ

უახლესი ინფორმაცია გუდაურში დაშავებულთა შესახებ

გუდაურის საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულია უკრაინის 4 მოქალაქე, შვედეთის - 1, რუსეთის - 2 და საქართველოს - 1 მოქალაქე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა.

მისივე განცხადებით, ამ წუთის მდგომარეობით, გუდაურის გადაუდებელი დახმარების კლინიკაში 7 პაციენტი იმყოფება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ არის.

„ორი ადამიანი არის საყურადღებო, ერთი არის უკრაინის მოქალაქე, რომელსაც აქვს ხელის ღია მოტეხილობა და თავის ტრავმა, თუმცა მას რაიმე დამატებითი ინტენსიური თერაპია არ სჭირდება. მოტეხილობა იმობილიზებულია, მას თბილისში გადმოვიყვანთ საბოლოო მკურნალობისთვის. მეორე - საყურადღებოა შვედეთის მოქალაქე. საყურადღებოა იმით, რომ ეს ქალბატონი ორსულადაა. მას, ასე ვთქვათ, აქვს წელის ტკივილი, ის ორსულობის გამო არის საყურადღებო. ქალბატონსაც აუცილებლად გადმოვიყვანთ, გადაწყვეტენ ალბათ, თუ რომელ კლინიკაში. თავიდან ვფიქრობდით, რომ ღუდუშაურში, თუმცა რამდენადაც გავიგეთ, მისი კორპორატიული დაზღვევა ფარავს „მედიქლაბ ჯორჯიას“. რაც შეეხება დანარჩენს, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ გუდაურის გადაუდებელი კლინიკა სრულად არის აღჭურვილი და მობილიზებული ასეთი პაციენტების მისაღებად. ასე რომ გარწმუნებთ, არც ერთი მათგანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ