სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:43-ზე, მთვარე სასწორში გადავა 11:07 თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სითი პარკის" მფლობელები განცხადებას ავრცელებენ
"სითი პარკის" მფლობელები განცხადებას ავრცელებენ

შპს „სითი პარ­კის“ მფლო­ბე­ლე­ბი გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლე­ბენ. რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, თბი­ლი­სის მე­რის, კახა კა­ლა­ძის გუ­შინ­დე­ლი გან­ცხა­დე­ბა შპს „სითი პარკთან” გა­ფორ­მე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ცალ­მხრი­ვი შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ “არის უკა­ნო­ნო, პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თი იმი­სა, თუ რო­გორ ეპყრო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უცხო­ელ ინ­ვეს­ტო­რებს”.

”მთე­ლი სა­ხელ­მწი­ფო აპა­რა­ტი, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სხვა­დას­ხვა შტოს ჩათ­ვლით, გა­მო­ყე­ნე­ბულ იქნა კონ­კრე­ტუ­ლი ძა­ლე­ბის მიერ და მოქ­მე­დებ­და კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლად, „სითი პარ­კის” სა­ქარ­თვე­ლო­დან უკა­ნო­ნოდ გა­ძე­ვე­ბის მიზ­ნით. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მოქ­მე­დებ­და არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად, უგუ­ლე­ბელ­ყოფ­და ინ­ვეს­ტო­რის მხრი­დან სის­ტე­მა­ტურ კო­მუ­ნი­კა­ცი­ას და იმ გა­რე­მო­ე­ბას, რომ ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს ორი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი, რო­მელ­შიც შპს „სითი პარ­კი“ და­ვობს მის მი­მართ კა­ნონ­დარ­ღვე­ვის აბ­სურ­დუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბის სა­კი­თხზე. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცდი­ლობ­და შე­ექ­მნა სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­სის ილუ­ზია მა­შინ, რო­დე­საც სა­ბო­ლოო შე­დე­გი (ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­წყვე­ტა კა­ნონ­ზე და სა­სა­მარ­თლო­ზე მაღ­ლა მდგო­მი კონ­კრე­ტუ­ლი ჯგუ­ფე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის გამო) წი­ნას­წარ იყო გან­სა­ზღვრუ­ლი. „სითი პარ­კი“ გა­ნი­ხი­ლავს ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბას და მი­მარ­თავს ყვე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბას, რო­მელ­საც მას ანი­ჭებს ქარ­თუ­ლი და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თა­ლი. კომ­პა­ნი­ის მფლო­ბე­ლე­ბი ასე­ვე გა­ავ­რცე­ლე­ბენ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას ის­რა­ე­ლის და სა­ერ­თა­შო­რი­სო ბიზ­ნეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. აღ­ნიშ­ნუ­ლი ცალ­სა­ხად უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ინ­ვეს­ტი­ციო კლი­მატ­ზე, რაც, რო­გორც ჩანს, არ აღელ­ვებთ ძა­ლა­უფ­ლე­ბის მქო­ნე ბი­უ­როკ­რა­ტებს, რომ­ლე­ბიც მოქ­მე­დე­ბენ სა­კუ­თა­რი კერ­ძო ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე”, - ნათ­ქვა­მია მფლო­ბე­ლე­ბის - დე­ვიდ პი­ლას და ნა­თან შო­რე­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?

"სითი პარკის" მფლობელები განცხადებას ავრცელებენ

"სითი პარკის" მფლობელები განცხადებას ავრცელებენ

შპს „სითი პარკის“ მფლობელები განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თბილისის მერის, კახა კალაძის გუშინდელი განცხადება შპს „სითი პარკთან” გაფორმებული ხელშეკრულების ცალმხრივი შეწყვეტის შესახებ “არის უკანონო, პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება და საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ ეპყრობა საქართველოს ხელისუფლება უცხოელ ინვესტორებს”.

”მთელი სახელმწიფო აპარატი, ხელისუფლების სხვადასხვა შტოს ჩათვლით, გამოყენებულ იქნა კონკრეტული ძალების მიერ და მოქმედებდა კოორდინირებულად, „სითი პარკის” საქართველოდან უკანონოდ გაძევების მიზნით. ხელისუფლება მოქმედებდა არაკეთილსინდისიერად, უგულებელყოფდა ინვესტორის მხრიდან სისტემატურ კომუნიკაციას და იმ გარემოებას, რომ ამჟამად მიმდინარეობს ორი სასამართლო პროცესი, რომელშიც შპს „სითი პარკი“ დავობს მის მიმართ კანონდარღვევის აბსურდული ბრალდებების საკითხზე. ხელისუფლება ცდილობდა შეექმნა სამართლებრივი პროცესის ილუზია მაშინ, როდესაც საბოლოო შედეგი (ხელშეკრულების უკანონო შეწყვეტა კანონზე და სასამართლოზე მაღლა მდგომი კონკრეტული ჯგუფების ინტერესების გამო) წინასწარ იყო განსაზღვრული. „სითი პარკი“ განიხილავს ყველა შესაძლებლობას და მიმართავს ყველა საშუალებას, რომელსაც მას ანიჭებს ქართული და საერთაშორისო სამართალი. კომპანიის მფლობელები ასევე გაავრცელებენ ამ ინფორმაციას ისრაელის და საერთაშორისო ბიზნეს საზოგადოებაში. აღნიშნული ცალსახად უარყოფითად აისახება საქართველოს საინვესტიციო კლიმატზე, რაც, როგორც ჩანს, არ აღელვებთ ძალაუფლების მქონე ბიუროკრატებს, რომლებიც მოქმედებენ საკუთარი კერძო ინტერესებიდან გამომდინარე”, - ნათქვამია მფლობელების - დევიდ პილას და ნათან შორერის განცხადებაში.

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ