მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სითი პარკის" ისტორია თბილისში - რა ეწერა კაბალურ ხელშეკრულებაში და რა არ შეასრულა კომპანიამ
"სითი პარკის" ისტორია თბილისში - რა ეწერა კაბალურ ხელშეკრულებაში და რა არ შეასრულა კომპანიამ

თბი­ლი­სის მე­რია კომ­პა­ნია „სითი პარკთან“ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას წყვეტს. ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ მე­რი­ა­ში გა­მარ­თულ სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

"თბი­ლი­სის მე­რი­ამ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ 2018 წლის 10 აპ­რი­ლი­დან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა შე­უ­წყვი­ტოს კომ­პა­ნია "სითი პარკს" - აღ­ნიშ­ნა კა­ლა­ძემ.

გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ზე­ზად დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა კომ­პა­ნი­ის მხრი­დან უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და სა­ჯა­რო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბის არა­სა­თა­ნა­დოდ შეს­რუ­ლე­ბა და­ა­სა­ხე­ლა.

რო­გო­რია "სითი პარ­კის" ის­ტო­რია თბი­ლის­ში, რა ევა­ლე­ბო­და კომ­პა­ნი­ას და რა არ შე­ას­რუ­ლა მან?

თბი­ლის­ში პარ­კი­რე­ბის მო­წეს­რი­გე­ბის სა­კი­თხი "სითი პარკს" წლე­ბია აბა­რია. დე­და­ქა­ლაქ­ში კომ­პა­ნია 2007 წელს შე­მო­ვი­და, როცა თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში პარ­კი­რე­ბის უფ­ლე­ბის გა­და­ცე­მის­თვის გა­მარ­თულ აუქ­ცი­ონ­ზე შპს "ამა­გო­ნი და შო­ჰან პარ­კინგ სერ­ვის­მა" გა­ი­მარ­ჯვა, რის შემ­დე­გაც კომ­პა­ნია "სითი პარ­კი" შე­იქ­მნა.

"სითი პარკს" პარ­კი­რე­ბის მარ­თვის უფ­ლე­ბა 15-წლი­ა­ნი ვა­დით გა­და­ე­ცა. კომ­პა­ნი­ას­თან პრე­ტენ­ზი­ე­ბი მას­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბის დღი­დან არ­სე­ბობს. ჯერ კი­დევ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს, როცა კომ­პა­ნი­ას დე­და­ქა­ლაქ­ში პარ­კი­რე­ბის მო­წეს­რი­გე­ბის სა­კი­თხი ჩა­ბარ­და, მა­შინ­დე­ლი ოპო­ზი­ცია ამას აქ­ტი­უ­რად აპ­რო­ტეს­ტებ­და. კომ­პა­ნი­ას ხში­რად საყ­ვე­დუ­რო­ბენ ქა­ლაქ­ში პარ­კი­რე­ბის ად­გი­ლის სიმ­ცი­რის, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ევა­კუ­ა­ცი­ის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვი­სა თუ და­ჯა­რი­მე­ბის გამო. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, წლე­ბია თბი­ლის­ში კომ­პა­ნი­ას პარ­კი­რე­ბის ექ­სკლუ­ზი­უ­რი უფ­ლე­ბა აქვს.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის დღი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ის პარ­კი­რე­ბის სის­ტე­მი­დან ჩა­მო­შო­რე­ბის სა­კი­თხი მუდ­მი­ვად იდგა. და­ვით ნარ­მა­ნია კი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ვერ­შე­წყვე­ტის მი­ზე­ზად 25 მი­ლი­ონ ლარს ასა­ხე­ლებ­და, რო­მე­ლიც მე­რი­ას კომ­პა­ნი­ის­თვის უნდა გა­და­ე­ხა­და და რისი სა­შუ­ა­ლე­ბაც თბი­ლი­სის ბი­უ­ჯეტს არ გა­აჩ­ნდა.

მი­უ­ხე­და­ვად დიდი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი­სა, თბი­ლი­სის მე­რი­ა­სა და შპს "სითი პარკს" შო­რის და­დე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის დე­ტა­ლე­ბი მხო­ლოდ 2014 წელს გახ­და ცნო­ბი­ლი. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ცდი­ლობ­დნენ მო­ე­პო­ვე­ბი­ნათ ორ­მხრი­ვი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სრუ­ლი დე­ტა­ლე­ბი, თუმ­ცა ეს შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო.

"ახალ­გაზ­რდა ად­ვო­კა­ტე­ბი" ერთ-ერთი ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში "სითი პარკსა" და მე­რი­ას შო­რის და­დე­ბუ­ლი გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტის ში­ნა­არ­სის და სა­მარ­თლებ­რი­ვი ნორ­მე­ბის გარ­კვე­ვის შე­სა­ხებ მუ­შა­ობ­და. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის, არ­ჩილ კა­ი­კა­ციშ­ვი­ლის თქმით, "ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა არის კა­ბა­ლუ­რი და მხო­ლოდ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია კომ­პა­ნი­ის ინ­ტე­რე­სებ­ზე. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ცალ­კე­უ­ლი პუნ­ქტე­ბი კი, გა­უ­გე­ბა­რი და ბუნ­დო­ვა­ნია".

"ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ინ­სტი­ტუტ­მა" (IDFI) 2014 წელს "სითი პარკსა" და მე­რი­ას შო­რის და­დე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პი­რო­ბე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა. რო­გორც კვლე­ვა­შია ნათ­ქვა­მი, "სითი პარ­კის" მხრი­დან ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის გამო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შე­წყვე­ტის შემ­თხვე­ვა­ში, კომ­პა­ნი­ას ანა­ლო­გი­უ­რი რა­ო­დე­ნო­ბის კომ­პენ­სა­ცი­ის (25 მი­ლი­ო­ნი ლარი) გა­დახ­და არ ეკის­რე­ბო­და.

"რო­გორ იღებს ფულს "CT PARK"-ი და­ჯა­რი­მე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­გან მე­რი­ას­თან ერ­თად" - ამ სა­თა­უ­რით ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უს­მა" 2 წლის წინ ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა ჩა­ა­ტა­რა. სი­უ­ჟეტ­ში ამ ორ­მხრივ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რამ­დე­ნი­მე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ისა­უბ­რა.

იხი­ლეთ სი­უ­ჟე­ტი ვრცლად

"ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ინ­სტი­ტუტ­მა" გა­შიფ­რა დო­კუ­მენ­ტის ში­ნა­არ­სი და აღ­მოჩ­ნდა, რომ კო­მერ­ცი­ულ სა­ი­დუმ­ლოდ იყო მიჩ­ნე­უ­ლი ისე­თი სა­კი­თხე­ბი, რო­გო­რი­ცაა ფორ­სმა­ჟო­რი (მუხ­ლი 13.5), კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბა (მუხ­ლი 15), ასე­ვე ინ­ფორ­მა­ცია მრჩე­ველ­თა კო­მი­ტე­ტის შექ­მნი­სა და წევ­რო­ბის დე­ტა­ლე­ბის შე­სა­ხებ (4.1 და­ნარ­თის მე-4 მუხ­ლი). მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს უკა­ნას­კნე­ლი "სითი პარ­კის" მიერ თბი­ლი­სის მე­რი­ის­თვის წარ­დგე­ნილ ან­გა­რი­შებ­ში და­ფა­რუ­ლი არ ყო­ფი­ლა. ასე­ვე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ "სითი პარ­კის" ოფი­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზე მი­თი­თე­ბუ­ლი იყო, რომ მას ქ.თბი­ლის­ში პარ­კი­რე­ბის სფე­როს მარ­თვის უფ­ლე­ბა 15 წლის ვა­დით მი­ე­ნი­ჭა, ქ.თბი­ლი­სის მე­რი­ას­თან გა­ფორ­მე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის (2007 წლის 7 დე­კემ­ბრის) მე-3 მუხ­ლი, რომ­ლი­თაც ეს ვა­დე­ბი გა­ნი­სა­ზღვრა, სა­ი­დუმ­ლოდ იყო მიჩ­ნე­უ­ლი.

ამას გარ­და, პარ­კი­რე­ბის წე­სის შეც­ვლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით თბი­ლი­სის მე­რია და "სითი პარ­კი" მო­რიგ­დნენ, რომ სითი პარ­კი მი­ი­ღებ­და 3 ლარს პარ­კი­რე­ბის ყო­ვე­ლი ჯა­რი­მი­დან, ხოლო ის თან­ხა, რაც დარ­ჩე­ბო­და "სითი პარ­კის" მიერ სა­კუ­თა­რი მი­ნი­მა­ლუ­რი წლი­უ­რი თან­ხის მი­ღე­ბის შემ­დეგ, კვლავ 40-60%-ით გა­და­ნა­წილ­დე­ბო­და "სითი პარკსა" და თბი­ლი­სის მე­რი­ას შო­რის. იუ­რი­დი­უ­ლად ეს და სხვა პუნ­ქტე­ბის ში­ნა­არ­სი ნიშ­ნავს იმას, რომ სითი პარ­კი დამ­კვეთ­თან, ანუ მე­რი­ას­თან შე­და­რე­ბით ბევ­რად უკე­თეს პი­რო­ბებ­შია ჩა­ყე­ნე­ბუ­ლი.

რისი გა­დახ­და მო­უ­წევს მე­რი­ას?

თბი­ლი­სის ვიცე-მერი ირაკ­ლი ხმა­ლა­ძე ირ­წმუ­ნე­ბა, რომ თბი­ლი­სის მე­რი­ას "სითი პარკთან" ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­წყვე­ტის გამო სა­ჯა­რი­მო თან­ხის გა­დახ­და არ მო­უ­წევს. მისი თქმით, მე­რია პირ­გა­სამ­ტეხ­ლოს მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში გა­და­იხ­დი­და, თუ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას უსა­ფუძ­ვლოდ გა­წყვეტ­და. რო­გორც ვიცე-მერი აცხა­დებს, "სითი პარ­კმა" არ შე­ას­რუ­ლა მას­ზე და­კის­რე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, კერ­ძოდ, მან არ მო­ა­წყო სა­პარ­კინ­გე ად­გი­ლე­ბი.

"ერთ-ერთი მთა­ვა­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა სა­პარ­კინ­გე ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­წყო­ბა და ნიშ­ნე­ბის და­ყე­ნე­ბა იყო. ასე­ვე შშმ პი­რე­ბის­თვის სა­პარ­კინ­გე ად­გი­ლე­ბის მო­წყო­ბა, რა­საც სის­ტე­მა­ტუ­რი ხა­სი­ა­თი ჰქონ­და. 30% სა­პარ­კინ­გე ად­გი­ლე­ბის არის მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ჩვენ მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შე­წყვე­ტას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­მარ­თლი­ა­ნად, სწო­რად, სა­მარ­თლებ­რი­ვად კა­ნო­ნი­სა და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პი­რო­ბე­ბის დაც­ვით, რის გა­მოც ჯა­რი­მის გა­დახ­და არ მოგ­ვი­წევს," - გა­ნა­ცხა­და ხმა­ლა­ძემ და დას­ძი­ნა, რომ "სითი პარკს" ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად მე­რი­ამ ვადა რამ­დენ­ჯერ­მე მის­ცა, თუმ­ცა უშე­დე­გოდ.

"იმა­ზე მეტი ვადა მი­ვე­ცით, ვიდ­რე ამას ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებ­და. სამ­წუ­ხა­როდ, ეს ვადა უშე­დე­გოდ გა­ვი­და... შე­საძ­ლოა, კომ­პა­ნი­ამ მი­იჩ­ნი­ოს, რომ მისი უფ­ლე­ბა და­ირ­ღვა და მი­მარ­თოს სა­სა­მარ­თლოს, მაგ­რამ ჩვენ გვაქვს სა­მარ­თლებ­რი­ვად მყა­რი პი­რო­ბე­ბი და გვჯე­რა, რომ სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღეთ. ამი­ტომ არა­ნა­ი­რი შიში, რომ და­ვის შემ­თხვე­ვა­ში რამე ცუ­დად დას­რულ­დე­ბა, არ გვაქვს,"- გა­ნა­ცხა­და ხმა­ლა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მე­რი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა 10 აპ­რი­ლი­დან შევა ძა­ლა­ში, რის შემ­დე­გაც პარ­კი­რე­ბის ახა­ლი სის­ტე­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბამ­დე, "სითი პარ­კის" ფუნ­ქცი­ებს თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

"სითი პარკის" ისტორია თბილისში - რა ეწერა კაბალურ ხელშეკრულებაში და რა არ შეასრულა კომპანიამ

"სითი პარკის" ისტორია თბილისში - რა ეწერა კაბალურ ხელშეკრულებაში და რა არ შეასრულა კომპანიამ

თბილისის მერია კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულებას წყვეტს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მერიაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

"თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2018 წლის 10 აპრილიდან ხელშეკრულება შეუწყვიტოს კომპანია "სითი პარკს" - აღნიშნა კალაძემ.

გადაწყვეტილების მიზეზად დედაქალაქის მერმა კომპანიის მხრიდან უპასუხისმგებლობა და საჯარო უფლებამოსილებების არასათანადოდ შესრულება დაასახელა.

როგორია "სითი პარკის" ისტორია თბილისში, რა ევალებოდა კომპანიას და რა არ შეასრულა მან?

თბილისში პარკირების მოწესრიგების საკითხი "სითი პარკს" წლებია აბარია. დედაქალაქში კომპანია 2007 წელს შემოვიდა, როცა თბილისის მერიაში პარკირების უფლების გადაცემისთვის გამართულ აუქციონზე შპს "ამაგონი და შოჰან პარკინგ სერვისმა" გაიმარჯვა, რის შემდეგაც კომპანია "სითი პარკი" შეიქმნა.

"სითი პარკს" პარკირების მართვის უფლება 15-წლიანი ვადით გადაეცა. კომპანიასთან პრეტენზიები მასთან ხელშეკრულების გაფორმების დღიდან არსებობს. ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს, როცა კომპანიას დედაქალაქში პარკირების მოწესრიგების საკითხი ჩაბარდა, მაშინდელი ოპოზიცია ამას აქტიურად აპროტესტებდა. კომპანიას ხშირად საყვედურობენ ქალაქში პარკირების ადგილის სიმცირის, ავტომობილების ევაკუაციის წესების დარღვევისა თუ დაჯარიმების გამო. მიუხედავად ამისა, წლებია თბილისში კომპანიას პარკირების ექსკლუზიური უფლება აქვს.

ხელისუფლების შეცვლის დღიდან მოყოლებული აღნიშნული კომპანიის პარკირების სისტემიდან ჩამოშორების საკითხი მუდმივად იდგა. დავით ნარმანია კი ხელშეკრულების ვერშეწყვეტის მიზეზად 25 მილიონ ლარს ასახელებდა, რომელიც მერიას კომპანიისთვის უნდა გადაეხადა და რისი საშუალებაც თბილისის ბიუჯეტს არ გააჩნდა.

მიუხედავად დიდი საზოგადოებრივი ინტერესისა, თბილისის მერიასა და შპს "სითი პარკს" შორის დადებული ხელშეკრულების დეტალები მხოლოდ 2014 წელს გახდა ცნობილი. წლების განმავლობაში, სხვადასხვა ორგანიზაციები ცდილობდნენ მოეპოვებინათ ორმხრივი ხელშეკრულების სრული დეტალები, თუმცა ეს შეუძლებელი იყო.

"ახალგაზრდა ადვოკატები" ერთ-ერთი ორგანიზაციაა, რომელიც წლების განმავლობაში "სითი პარკსა" და მერიას შორის დადებული გასაიდუმლოებული დოკუმენტის შინაარსის და სამართლებრივი ნორმების გარკვევის შესახებ მუშაობდა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის თქმით, "ხელშეკრულება არის კაბალური და მხოლოდ ორიენტირებულია კომპანიის ინტერესებზე. ხელშეკრულების ცალკეული პუნქტები კი, გაუგებარი და ბუნდოვანია".

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" (IDFI) 2014 წელს "სითი პარკსა" და მერიას შორის დადებული ხელშეკრულების პირობები გამოაქვეყნა. როგორც კვლევაშია ნათქვამი, "სითი პარკის" მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, კომპანიას ანალოგიური რაოდენობის კომპენსაციის (25 მილიონი ლარი) გადახდა არ ეკისრებოდა.

"როგორ იღებს ფულს "CT PARK"-ი დაჯარიმებული მოქალაქეებისგან მერიასთან ერთად" - ამ სათაურით ტელეკომპანია "პალიტრანიუსმა" 2 წლის წინ ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა. სიუჟეტში ამ ორმხრივ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ისაუბრა.

იხილეთ სიუჟეტი ვრცლად

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" გაშიფრა დოკუმენტის შინაარსი და აღმოჩნდა, რომ კომერციულ საიდუმლოდ იყო მიჩნეული ისეთი საკითხები, როგორიცაა ფორსმაჟორი (მუხლი 13.5), კონფიდენციალურობა (მუხლი 15), ასევე ინფორმაცია მრჩეველთა კომიტეტის შექმნისა და წევრობის დეტალების შესახებ (4.1 დანართის მე-4 მუხლი). მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი "სითი პარკის" მიერ თბილისის მერიისთვის წარდგენილ ანგარიშებში დაფარული არ ყოფილა. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ "სითი პარკის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე მითითებული იყო, რომ მას ქ.თბილისში პარკირების სფეროს მართვის უფლება 15 წლის ვადით მიენიჭა, ქ.თბილისის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების (2007 წლის 7 დეკემბრის) მე-3 მუხლი, რომლითაც ეს ვადები განისაზღვრა, საიდუმლოდ იყო მიჩნეული.

ამას გარდა, პარკირების წესის შეცვლის გათვალისწინებით თბილისის მერია და "სითი პარკი" მორიგდნენ, რომ სითი პარკი მიიღებდა 3 ლარს პარკირების ყოველი ჯარიმიდან, ხოლო ის თანხა, რაც დარჩებოდა "სითი პარკის" მიერ საკუთარი მინიმალური წლიური თანხის მიღების შემდეგ, კვლავ 40-60%-ით გადანაწილდებოდა "სითი პარკსა" და თბილისის მერიას შორის. იურიდიულად ეს და სხვა პუნქტების შინაარსი ნიშნავს იმას, რომ სითი პარკი დამკვეთთან, ანუ მერიასთან შედარებით ბევრად უკეთეს პირობებშია ჩაყენებული.

რისი გადახდა მოუწევს მერიას?

თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე ირწმუნება, რომ თბილისის მერიას "სითი პარკთან" ხელშეკრულების გაწყვეტის გამო საჯარიმო თანხის გადახდა არ მოუწევს. მისი თქმით, მერია პირგასამტეხლოს მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიხდიდა, თუ ხელშეკრულებას უსაფუძვლოდ გაწყვეტდა. როგორც ვიცე-მერი აცხადებს, "სითი პარკმა" არ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება, კერძოდ, მან არ მოაწყო საპარკინგე ადგილები.

"ერთ-ერთი მთავარი ვალდებულება საპარკინგე ინფრასტრუქტურის მოწყობა და ნიშნების დაყენება იყო. ასევე შშმ პირებისთვის საპარკინგე ადგილების მოწყობა, რასაც სისტემატური ხასიათი ჰქონდა. 30% საპარკინგე ადგილების არის მოუწესრიგებელი. აქედან გამომდინარე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით სამართლიანად, სწორად, სამართლებრივად კანონისა და ხელშეკრულების პირობების დაცვით, რის გამოც ჯარიმის გადახდა არ მოგვიწევს," - განაცხადა ხმალაძემ და დასძინა, რომ "სითი პარკს" ვალდებულებების შესასრულებლად მერიამ ვადა რამდენჯერმე მისცა, თუმცა უშედეგოდ.

"იმაზე მეტი ვადა მივეცით, ვიდრე ამას ხელშეკრულება ითვალისწინებდა. სამწუხაროდ, ეს ვადა უშედეგოდ გავიდა... შესაძლოა, კომპანიამ მიიჩნიოს, რომ მისი უფლება დაირღვა და მიმართოს სასამართლოს, მაგრამ ჩვენ გვაქვს სამართლებრივად მყარი პირობები და გვჯერა, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. ამიტომ არანაირი შიში, რომ დავის შემთხვევაში რამე ცუდად დასრულდება, არ გვაქვს,"- განაცხადა ხმალაძემ.

შეგახსენებთ, რომ მერიის გადაწყვეტილება 10 აპრილიდან შევა ძალაში, რის შემდეგაც პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, "სითი პარკის" ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ