სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კრაფტის მრავალფეროვანი არჩევანი და კვალიფიციური რჩევები ერთ სივრცეში
კრაფტის მრავალფეროვანი არჩევანი და კვალიფიციური რჩევები ერთ სივრცეში

ბრჭყვი­ა­ლა, ფე­რა­დი და სხვა­დას­ხვა ზო­მის ქა­ღალ­დე­ბი, სა­ღე­ბა­ვე­ბი, შტამ­პე­ბი სა­ღე­ბა­ვე­ბის­თვის, მო­ზა­ი­კე­ბი, ხელ­სა­წყო­ე­ბი, რომ­ლი­თაც სხვა­დას­ხვა ფორ­მის დე­ტა­ლე­ბის დამ­ზა­დე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი- ეს იმ ნივ­თე­ბის არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რი­თაც თქვენ ყო­ველ­დღი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის გა­ხა­ლი­სე­ბას, ცხოვ­რე­ბის ერ­თფე­რო­ვა­ნი რე­ჟი­მის შეც­ვლას და სა­კუ­თა­რი თუ სხვი­სი ცხოვ­რე­ბის გა­ლა­მა­ზე­ბას შეძ­ლებთ.

ხელ­საქ­მე, ე.წ. კრაფ­ტი ყო­ველ­დღი­უ­რად სულ უფრო და უფრო დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ახალ­გაზ­რდებ­ში. თუმ­ცა კრაფ­ტი მისი, ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­უ­ზღუ­და­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კის ადა­მი­ანს აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ ცხოვ­რე­ბა გა­ი­ფე­რა­დოს და ახა­ლი, მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო საქ­მით და­კავ­დეს.

თქვენ, თქვე­ნი­ვე გე­მოვ­ნე­ბით,შე­გიძ­ლი­ათ ულა­მა­ზე­სი სამ­კა­უ­ლე­ბი აა­წყოთ ან პა­ტარ-პა­ტა­რა დე­კო­რა­ტი­უ­ლი დე­ტა­ლე­ბით სა­კუ­თარ სახ­ლს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიმ­ყუდ­რო­ვე შეს­ძი­ნოთ. მა­გა­ლი­თად, სა­ღე­ბა­ვებ­სა და შტამ­პებს ხში­რად სხვა­დას­ხვა სა­მო­სის გა­სა­ფორ­მებ­ლად იყე­ნე­ბენ, მო­ზა­ი­კებს - სკივ­რე­ბის გა­სა­ლა­მა­ზებ­ლად. სახ­ლის დე­კო­რის­თვის კი სა­ინ­ტე­რე­სოა ფე­რა­დი ქვე­ბი და ქვი­შა.

ამ ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, ხელ­საქ­მე ბავ­შვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას მნიშ­ვნე­ლოვ­ნად უწყობს ხელს. შე­სა­ბა­მი­სად, ის გან­სა­კუთ­რე­ბით კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბაა მშობ­ლე­ბის­თვის, რომ ბავ­შვე­ბი და­ა­კა­ვონ ისე­თი საქ­მით, რო­მე­ლიც მათ ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცეს მო­წყვეტს და ყუ­რა­დღე­ბას უფრო სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბებ­ზე გა­და­ა­ტა­ნი­ნებს.

ხელ­საქ­მის მზარ­დი პო­პუ­ლა­რო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, იზ­რდე­ბა კრაფ­ტის მა­სა­ლის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბაც. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ა­მაც" და­უთ­მო გარ­კვე­უ­ლი სივ­რცე კრაფტს და ხელ­საქ­მის მოყ­ვა­რუ­ლებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კრაფ­ტის კუ­თხე­ე­ბი შეს­თა­ვა­ზა. შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ასორ­ტი­მენ­ტი მარ­თლაც მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და უნი­კა­ლუ­რია.

თუ თქვენ ხელ­საქ­მით და­კა­ვე­ბის სურ­ვი­ლი და სა­სურ­ვე­ლი მა­სა­ლა უკვე გაქვთ, მაგ­რამ არ იცით, რა და რო­გორ გა­ა­კე­თოთ, ხელი არ ჩა­იქ­ნი­ოთ. "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ა­ში" მრა­ვალ­ფე­რო­ვან არ­ჩე­ვან­სა და პო­ზი­ტი­ურ გა­რე­მოს­თან ერ­თად, ხელ­საქ­მის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბიც დაგ­ხვდე­ბი­ან. მათ­გან სრუ­ლი­ად უფა­სოდ მი­ი­ღებთ კვა­ლი­ფი­ცი­ურ კონ­სულ­ტა­ცი­ას და რჩე­ვებს. სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, შე­გიძ­ლი­ათ სა­სურ­ვე­ლი ნივ­თი ად­გილ­ზე­ვე, მათი დახ­მა­რე­ბით გა­ა­კე­თოთ.

ხოლო თუ თქვენ დატ­ვირ­თუ­ლი დღის რე­ჟი­მი გაქვთ და კონ­სულ­ტან­ტე­ბის­გან რჩე­ვე­ბის მი­სა­ღე­ბად არ გცა­ლი­ათ, მა­შინ შე­გიძ­ლი­ათ ვი­დე­ო­გაკ­ვე­თი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით შე­ის­წავ­ლოთ, თუ რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნოთ ესა თუ ის მა­სა­ლა და და­ამ­ზა­დოთ სა­სურ­ვე­ლი ნივ­თი. ვი­დე­ო­გაკ­ვე­თი­ლებს, ასე­ვე, "ბიბ­ლუ­სის" ხელ­საქ­მის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი გთა­ვა­ზო­ბენ.

ვი­დე­ო­გაკ­ვე­თი­ლე­ბის სა­ყუ­რებ­ლად მი­ყე­ვით ბმულს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

კრაფტის მრავალფეროვანი არჩევანი და კვალიფიციური რჩევები ერთ სივრცეში

კრაფტის მრავალფეროვანი არჩევანი და კვალიფიციური რჩევები ერთ სივრცეში

ბრჭყვიალა, ფერადი და სხვადასხვა ზომის ქაღალდები, საღებავები, შტამპები საღებავებისთვის, მოზაიკები, ხელსაწყოები, რომლითაც სხვადასხვა ფორმის დეტალების დამზადებაა შესაძლებელი- ეს იმ ნივთების არასრული ჩამონათვალია, რითაც თქვენ ყოველდღიური საქმიანობის გახალისებას, ცხოვრების ერთფეროვანი რეჟიმის შეცვლას და საკუთარი თუ სხვისი ცხოვრების გალამაზებას შეძლებთ.

ხელსაქმე, ე.წ. კრაფტი ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში. თუმცა კრაფტი მისი, ფაქტობრივად, შეუზღუდავი შესაძლებლობიდან გამომდინარე ნებისმიერი ასაკის ადამიანს აძლევს საშუალებას, რომ ცხოვრება გაიფერადოს და ახალი, მეტად საინტერესო საქმით დაკავდეს.

თქვენ, თქვენივე გემოვნებით,შეგიძლიათ ულამაზესი სამკაულები ააწყოთ ან პატარ-პატარა დეკორატიული დეტალებით საკუთარ სახლს განსაკუთრებული სიმყუდროვე შესძინოთ. მაგალითად, საღებავებსა და შტამპებს ხშირად სხვადასხვა სამოსის გასაფორმებლად იყენებენ, მოზაიკებს - სკივრების გასალამაზებლად. სახლის დეკორისთვის კი საინტერესოა ფერადი ქვები და ქვიშა.

ამ ყველაფერთან ერთად, ხელსაქმე ბავშვების განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. შესაბამისად, ის განსაკუთრებით კარგი საშუალებაა მშობლებისთვის, რომ ბავშვები დააკავონ ისეთი საქმით, რომელიც მათ ინტერნეტსივრცეს მოწყვეტს და ყურადღებას უფრო საინტერესო აქტივობებზე გადაატანინებს.

ხელსაქმის მზარდი პოპულარობიდან გამომდინარე, იზრდება კრაფტის მასალის ხელმისაწვდომობაც. აღსანიშნავია ისიც, რომ "ბიბლუსი გალერეამაც" დაუთმო გარკვეული სივრცე კრაფტს და ხელსაქმის მოყვარულებს განსაკუთრებული კრაფტის კუთხეები შესთავაზა. შეთავაზებული ასორტიმენტი მართლაც მრავალფეროვანი და უნიკალურია.

თუ თქვენ ხელსაქმით დაკავების სურვილი და სასურველი მასალა უკვე გაქვთ, მაგრამ არ იცით, რა და როგორ გააკეთოთ, ხელი არ ჩაიქნიოთ. "ბიბლუსი გალერეაში" მრავალფეროვან არჩევანსა და პოზიტიურ გარემოსთან ერთად, ხელსაქმის სპეციალისტებიც დაგხვდებიან. მათგან სრულიად უფასოდ მიიღებთ კვალიფიციურ კონსულტაციას და რჩევებს. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ სასურველი ნივთი ადგილზევე, მათი დახმარებით გააკეთოთ.

ხოლო თუ თქვენ დატვირთული დღის რეჟიმი გაქვთ და კონსულტანტებისგან რჩევების მისაღებად არ გცალიათ, მაშინ შეგიძლიათ ვიდეოგაკვეთილების საშუალებით შეისწავლოთ, თუ როგორ გამოიყენოთ ესა თუ ის მასალა და დაამზადოთ სასურველი ნივთი. ვიდეოგაკვეთილებს, ასევე, "ბიბლუსის" ხელსაქმის სპეციალისტები გთავაზობენ.

ვიდეოგაკვეთილების საყურებლად მიყევით ბმულს.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"