მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე აცხა­დებს, რომ აჭა­რა­ში წი­თე­ლას ეპი­და­ფეთ­ქე­ბაა და მო­სახ­ლე­ო­ბას რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით მი­მარ­თავს.

მი­სი­ვე თქმით, წი­თე­ლას პრე­ვენ­ცი­ის ერ­თა­დერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბა აც­რაა.

"გუ­შინ­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით მე შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ 1-ელი იან­ვრი­დან უკვე ქვე­ყა­ნა­ში წი­თე­ლა­თი ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბამ 300-ს გა­და­ა­ჭარ­ბა. კონ­ცენ­ტრი­რე­ბა, 70-დან 75%-მდე შემ­თხვევ­ვე­ბი­სა აჭა­რის რე­გი­ონ­შია და იქ ძა­ლი­ან ინ­ტენ­სი­უ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. თუმ­ცა, უკვე 30-მდე შემ­თხვე­ვა გვაქვს თბი­ლის­შიც. ასე­ვე, რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა გვაქვს სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში. აჭა­რა­ში გვაქვს წი­თე­ლას ეპი­და­ფეთ­ქე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

გამ­ყრე­ლი­ძის თქმით, სა­ჭი­როა იმის გა­თა­ვი­სე­ბა, რომ პრე­ვენ­ცი­ის ერ­თა­დერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბა არის აცრა. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბავ­შვებს ორი აცრა უნდა ჰქონ­დეთ გა­კე­თე­ბუ­ლი - 1 და 5 წლის ასაკ­ში.

"ერ­თა­დერ­თი პრე­ვენ­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა არის აცრა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის, ვინც არ არის აც­რი­ლი წი­თე­ლას სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ. პირ­ველ რიგ­ში ეს არის ბავ­შვე­ბის ორ­ჯე­რა­დი აცრა, ისი­ნი უნდა იყ­ვნენ ორ­ჯერ აც­რი­ლე­ბი - 1 და 5 წლის ასაკ­ში. აც­რე­ბის ჩა­ვარ­დნის მა­ღა­ლი პრო­ცენ­ტი გვაქვს 15-20 წლი­დან 40 წლამ­დე ასა­კის ადა­მი­ა­ნებ­ში. ანუ ეს არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც 90-იან წლებ­ში და­ი­ბად­ნენ და მა­შინ მო­გეხ­სე­ნე­ბათ აც­რებ­თან მი­მარ­თუ­ლე­ბით ბევ­რი პრობ­ლე­მა იყო ქვე­ყა­ნა­ში. 2008 წელ­საც იყო ძლი­ე­რი ჩა­ვარ­დნა. სწო­რედ 2008 წელს, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში კამ­პა­ნია ტარ­დე­ბო­და და წი­თე­ლას სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი უნდა აც­რი­ლი­ყო, ერ­თმა არას­წო­რად გა­კე­თე­ბულ­მა სი­უ­ჟეტ­მა ჩა­აგ­დო ეს კამ­პა­ნია და მი­ლი­ო­ნის ნაც­ვლად აიც­რა 450 000 ადა­მი­ა­ნი. მა­შინ მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი რომ აც­რი­ლი­ყო, დღეს ქვე­ყა­ნა­ში ეს პრობ­ლე­მე­ბი არ იქ­ნე­ბო­და", - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის დი­ექ­ტო­რი კი­დევ ერთხელ მი­მარ­თავს სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას, რომ გა­და­ა­მოწ­მონ შვი­ლე­ბის აც­რის სტა­ტუ­სი. ასე­ვე, მი­მარ­თავს 20-დან 40 წლამ­დე მო­ქა­ლა­ქე­ებს, თუ არ იცი­ან აც­რის სტა­ტუ­სი, მი­ვიდ­ნენ პო­ლიკ­ლი­ნი­კა­ში და წი­თე­ლას სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ერთი და­მა­ტე­ბი­თი აცრა გა­ი­კე­თონ. გამ­ყრე­ლი­ძე სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალ­საც მი­მარ­თავს, რომ აცრა გა­ი­კე­თონ.

ის ყუ­რა­დღე­ბას ამახ­ვი­ლებს ქა­ლებ­ზე, ვინც შვი­ლის გა­ჩე­ნას აპი­რებს და აცხა­დებს, რომ ორ­სუ­ლო­ბის დროს წი­თე­ლას ვირუ­სი ნა­ყოფ­ზე სე­რი­ო­ზუ­ლად მოქ­მე­დებს.

"წი­თე­ლას ვირუ­სი საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლად მოქ­მე­დებს ნა­ყოფ­ზე. თუ ორ­სუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში ქალ­ბა­ტონს წი­თე­ლა და­ე­მარ­თა, ნა­ყო­ფის და­ზი­ა­ნე­ბის ალ­ბა­თო­ბა მა­ღა­ლია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუ აპი­რებთ და­ფეხ­მძი­მე­ბას, არ იცით, ან არ გახ­სოვთ გა­და­ტა­ნი­ლი გაქვთ თუ არა წი­თე­ლა, გთხოვთ აუ­ცი­ლებ­ლად მიბ­რან­დეთ პო­ლიკ­ლი­ნი­კა­ში და აიც­რათ", - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ აჭარაში წითელას ეპიდაფეთქებაა და მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს.

მისივე თქმით, წითელას პრევენციის ერთადერთი საშუალება აცრაა.

"გუშინდელი მონაცემებით მე შემიძლია გითხრათ, რომ 1-ელი იანვრიდან უკვე ქვეყანაში წითელათი ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 300-ს გადააჭარბა. კონცენტრირება, 70-დან 75%-მდე შემთხვევვებისა აჭარის რეგიონშია და იქ ძალიან ინტენსიური ღონისძიებები მიმდინარეობს. თუმცა, უკვე 30-მდე შემთხვევა გვაქვს თბილისშიც. ასევე, რამდენიმე შემთხვევა გვაქვს სხვადასხვა რეგიონში. აჭარაში გვაქვს წითელას ეპიდაფეთქება", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, საჭიროა იმის გათავისება, რომ პრევენციის ერთადერთი საშუალება არის აცრა. მისივე ინფორმაციით, ბავშვებს ორი აცრა უნდა ჰქონდეთ გაკეთებული - 1 და 5 წლის ასაკში.

"ერთადერთი პრევენციის საშუალება არის აცრა იმ ადამიანების, ვინც არ არის აცრილი წითელას საწინააღმდეგოდ. პირველ რიგში ეს არის ბავშვების ორჯერადი აცრა, ისინი უნდა იყვნენ ორჯერ აცრილები - 1 და 5 წლის ასაკში. აცრების ჩავარდნის მაღალი პროცენტი გვაქვს 15-20 წლიდან 40 წლამდე ასაკის ადამიანებში. ანუ ეს არიან ადამიანები, რომლებიც 90-იან წლებში დაიბადნენ და მაშინ მოგეხსენებათ აცრებთან მიმართულებით ბევრი პრობლემა იყო ქვეყანაში. 2008 წელსაც იყო ძლიერი ჩავარდნა. სწორედ 2008 წელს, როდესაც ქვეყანაში კამპანია ტარდებოდა და წითელას საწინააღმდეგოდ მილიონი ადამიანი უნდა აცრილიყო, ერთმა არასწორად გაკეთებულმა სიუჟეტმა ჩააგდო ეს კამპანია და მილიონის ნაცვლად აიცრა 450 000 ადამიანი. მაშინ მილიონი ადამიანი რომ აცრილიყო, დღეს ქვეყანაში ეს პრობლემები არ იქნებოდა", - განაცხადა გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დიექტორი კიდევ ერთხელ მიმართავს საქართველოს მოსახლეობას, რომ გადაამოწმონ შვილების აცრის სტატუსი. ასევე, მიმართავს 20-დან 40 წლამდე მოქალაქეებს, თუ არ იციან აცრის სტატუსი, მივიდნენ პოლიკლინიკაში და წითელას საწინააღმდეგო ერთი დამატებითი აცრა გაიკეთონ. გამყრელიძე სამედიცინო პერსონალსაც მიმართავს, რომ აცრა გაიკეთონ.

ის ყურადღებას ამახვილებს ქალებზე, ვინც შვილის გაჩენას აპირებს და აცხადებს, რომ ორსულობის დროს წითელას ვირუსი ნაყოფზე სერიოზულად მოქმედებს.

"წითელას ვირუსი საკმაოდ სერიოზულად მოქმედებს ნაყოფზე. თუ ორსულობის პერიოდში ქალბატონს წითელა დაემართა, ნაყოფის დაზიანების ალბათობა მაღალია. აქედან გამომდინარე, თუ აპირებთ დაფეხმძიმებას, არ იცით, ან არ გახსოვთ გადატანილი გაქვთ თუ არა წითელა, გთხოვთ აუცილებლად მიბრანდეთ პოლიკლინიკაში და აიცრათ", - განაცხადა გამყრელიძემ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ