სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ბედი ელის ევროპის მოედანზე მდებარე ამფითეატრს - კალაძის კომენტარი ე.წ. რიყის დოქების შესახებ
რა ბედი ელის ევროპის მოედანზე მდებარე ამფითეატრს - კალაძის კომენტარი ე.წ. რიყის დოქების შესახებ

ევ­რო­პის მო­ე­დან­ზე მდე­ბა­რე ამ­ფი­თე­ატრს - ე.წ. რი­ყის დო­ქებს პრო­ფი­ლი არ შე­ეც­ვლე­ბა. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ე.წ. რი­ყის დო­ქებ­ში შე­იძ­ლე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის ცენ­ტრი ან თე­ატ­რი გან­თავ­სდეს.

"ის, ახლა რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში­ცაა, აშ­კა­რად არ გვინ­და ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დარ­ჩეს. შე­ნო­ბა არის ეკო­ნო­მი­კის და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს ბა­ლანსზე. ფუნ­ქცია უნდა მო­ე­ძებ­ნოს. თუ რო­გორ, რა­ნა­ი­რად, რა მი­მარ­თუ­ლე­ბით, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გაც­ნო­ბებთ. შე­იძ­ლე­ბა თე­ატ­რი იყოს, შე­იძ­ლე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის ცენ­ტრი", - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

"დო­ქე­ბის" მშე­ნებ­ლო­ბა წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს და­ი­წყო და 2013 წელს უნდა დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო, თუმ­ცა ამ დრომ­დე შავი კარ­კა­სის მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, რი­ყის პარკში მშე­ნე­ბა­რე მუ­სი­კა­ლუ­რი თე­ატ­რი და სა­გა­მო­ფე­ნო ცენ­ტრის შე­ნო­ბა 2016 წლის მსოფ­ლი­ოს ათ სა­უ­კე­თე­სო კულ­ტუ­რულ ცენ­ტრს შო­რის მოხ­ვდა. ნა­გე­ბო­ბა იტა­ლი­ე­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რის მა­სი­მი­ლი­ა­ნო ფუკ­სას მი­ე­რაა და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი და მისი მშე­ნებ­ლო­ბა ბი­უ­ჯეტს 75 მი­ლი­ო­ნი ლარი და­უჯ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

რა ბედი ელის ევროპის მოედანზე მდებარე ამფითეატრს - კალაძის კომენტარი ე.წ. რიყის დოქების შესახებ

რა ბედი ელის ევროპის მოედანზე მდებარე ამფითეატრს - კალაძის კომენტარი ე.წ. რიყის დოქების შესახებ

ევროპის მოედანზე მდებარე ამფითეატრს - ე.წ. რიყის დოქებს პროფილი არ შეეცვლება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერმა კახა კალაძემ განუცხადა.

მისივე განმარტებით, ე.წ. რიყის დოქებში შეიძლება თანამედროვე ხელოვნების ცენტრი ან თეატრი განთავსდეს.

„ის, ახლა რა მდგომარეობაშიცაა, აშკარად არ გვინდა ამ მდგომარეობაში დარჩეს. შენობა არის ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბალანსზე. ფუნქცია უნდა მოეძებნოს. თუ როგორ, რანაირად, რა მიმართულებით, უახლოეს მომავალში გაცნობებთ. შეიძლება თეატრი იყოს, შეიძლება თანამედროვე ხელოვნების ცენტრი“, - განაცხადა კალაძემ.

„დოქების“ მშენებლობა წინა ხელისუფლების დროს დაიწყო და 2013 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ამ დრომდე შავი კარკასის მდგომარეობაშია. მიუხედავად ამისა, რიყის პარკში მშენებარე მუსიკალური თეატრი და საგამოფენო ცენტრის შენობა 2016 წლის მსოფლიოს ათ საუკეთესო კულტურულ ცენტრს შორის მოხვდა. ნაგებობა იტალიელი არქიტექტურის მასიმილიანო ფუკსას მიერაა დაკომპლექტებული და მისი მშენებლობა ბიუჯეტს 75 მილიონი ლარი დაუჯდა.